სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ზედიზედ მესამედ – გველესიანი ირანში საუკეთესო მცველად აღიარეს

თეირანის „პერსეპოლისში“ მოთამაშე ქართველი მცველი, გიორგი გველესიანი წლის საუკეთესო მცველად აღიარეს.

ქართველმა ფეხბურთელმა „პერსეპოლისის“ მიმდინარე სეზონი შეაფასა და საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა.

„ამაყი ვარ, რომ საუკეთესო მცველად მაღიარეს. სახლში ორი ასეთი ჯილდო მაქვს, ეს მესამე იქნება. უკვე 8 წელია, ირანში ვთამაშობ, და ვცდილობ, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენო. მიხარია, რომ ხალხი აფასებს ამას. მადლობას ვუხდი ყველას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ანდრეი სიბიგა – კიევის პრინციპული პოზიციაა, აშშ-თან მინერალების შესახებ შეთანხმება ევროკავშირში უკრაინის ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ უკრაინულმა მხარემ უკვე ჩამოაყალიბა აშშ-სთან მინერალების მომავალი შეთანხმების ტექსტის საკუთარი ხედვა.ამის შესახებ ანდრეი სიბიგამ „უკრინფორმს“ განუცხადა.როგორც მინისტრმა აღნიშნა, კიევის პრინციპული პოზიციაა, შეთანხმება უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს არ ეწინააღმდეგებოდეს.მინისტრის თქმით, კიევი ჯერ აყალიბებს მომლაპარაკებელი ჯგუფის შემადგენლობას, რომელიც გაემგზავრება აშშ-ში შეთანხმების ტექსტის საგნობრივი განხილვისთვის.„ჩვენ უკვე შევიმუშავეთ ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენი ხედვა მომავალი შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.მისი განცხადებით, მომავალი შეთანხმება უნდა იყოს ურთიერთმომგებიანი, უნდა პასუხობდეს ორივე მხარის ინტერესებს და არ ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კურსს.„ეს უკრაინული მხარის ერთ-ერთი პრინციპული პოზიციაა“, – თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ია მეტრეველი: საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია

ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.„დღის ქრონიკაში“ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი და საბოლოოდ ის ბოროტი რეჟიმი, რასაც წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობა“, სამუდამოდ აიკრძალება.„საღად მოაზროვნე საზოგადოება ელოდება საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნას, რითაც უნდა დასრულდეს ის უბედურება, რასაც ერქვა სააკაშვილის პარტია და „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტი პარტიები. აღარასდროს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ კიდევ ხელისუფლებაში მოხვდნენ.დიდი მოლოდინი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი თეას {წულუკიანი} ხელმძღვანელობით, ეს საქმე ბოლომდე მივა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და ყველა აგებს პასუხს ამ საშინელებაზე, რაც მათ ჩაიდინეს.ჩემი მოსაზრებაა, რომ ვინც უკვე დაისაჯა და უნდა დაისაჯოს, აუცილებლად უნდა ჩამოართვან მითვისებული თანხები, თუნდაც სააკაშვილს, რომელიც გადაფორმებული აქვს თავის ოჯახის წევრებსა და ნათესავებზე, ეს თანხა უნდა გადაეცეს საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტს. ყველაფერი ძალიან მარტივად შერჩათ და ასე აღარ უნდა გაგრძელდეს. დღეს დადგა ის დრო, რომ უნდა დასრულდეს კოჰაბიტაცია“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომები გრძელდება.დღეს გამართულ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუტა რობაქიძის მკვლელობა იყო.

ია მეტრეველი: ჩვენ არ ვიმუშავეთ ახალგაზრდებზე იმ მხრივ, რომ სიმართლე გაეგოთ და ყველაფერი დროულად სცოდნოდათ. გაგვეგებინებინა, რასთან გვქონდა საქმე

სამწუხაროდ, მე იმ ახალგაზრდებზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, ვინც დაფინანსებული არიან და დატრენინგებული, მაგრამ იქ დაბულინგებული ბავშვიც ბევრი დგას, - განაცხადა ქუჩის აქციებში მონაწილე ახალგაზრდებზე საუბრისას „დღის ქრონიკაში“ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა, რომელიც დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაში მონაწილეობდა და მისი შვილის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოიკითხა.მისივე თქმით, გარკვეულ ახალგაზრდებს თანაკურსელები აბულინგებენ, რომ აქციებზე მათ გვერდით იდგნენ.„აიძულებდნენ, რომ აი, შენ თუ იქ ჩვენს გვერდით არ დადგები, აბულინგებდნენ. გაუცნობიერებლებიც ბევრი დგანან, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რისთვის დგანან იქ და იქნებ, ასეთ ბავშვებზე მაინც ვიმოქმედოთ და ალბათ, ამ ყველაფერში ჩვენ დავიგვიანეთ, რადგან საგანმანათლებლო კუთხით არის შეცდომა დაშვებული. განათლების სისტემა აუცილებლად არის მისახედი. ეს ყველაფერი მომდინარეობს იქიდან, რომ თაობები გაგვეპარა - ჩვენ არ ვიმუშავეთ ამ ბავშვებზე იმ მხრივ ისე, რომ სიმართლე გაეგოთ მათ და ყველაფერი დროულად სცოდნოდათ. გაგვეგებინებინა, რასთან გვქონდა საქმე. თუნდაც, „ილიაუნი“, რომელიც აბსოლუტურად ურეცხავს ამ ბავშვებს სულს, ტვინს და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიჰყავთ ეს ახალგაზრდები. ამას აუცილებლად უნდა მიეხედოს. ყველაფერი უნდა ვეცადოთ, რომ ეს თაობები დავიბრუნოთ“, - აღნიშნა ია მეტრეველმა.

ლევან ტერაშვილი – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა, რა მუხლით დააკავეს, ავარიით მოუვიდა რაღაც თუ ძალადობრივი მუხლით, შემოყვანისთანავე ყველას სცემდნენ

ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი თუ ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა, თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა, – ამის შესახებ ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე გასამართლებულმა ლევან ტერაშვილმა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.მისი თქმით, გლდანის ციხის ერთ-ერთ ბლოკში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურად შემოყვანილი ადამიანების წამებას აყურებინებდნენ.„ამ ბლოკში ვიყავი 15 დღე და ღამე, არ ამიყვანეს დიდ საკანში და ამ 15 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი უბედურება და სატანჯველი იყო, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ყოველდღე ხალხს. ეს იყო იმაზე უფრო რთული, ვიდრე როდესაც შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და გცემენ. საკანი, რომელშიც ვიმყოფებოდი ფეხის ზომით გავზომე. 39 ზომა ფეხი მაქვს და 5 ნაბიჯი მეტეოდა სიგრძეში და სამი სიგანეში, ეს იქნებოდა, ალბათ სიგრძეში 1,30 მეტრი და 0,70 სანტიმეტრი სიგანეში. სიმაღლე ნორმალური იყო, ალბათ ორ მეტრამდე. ასეთ მდგომარეობაში 15 დღე გავატარე. იქ ძილს ვერ ვახერხებდი, მუდმივად იყო შესვლა-გამოსვლა, პატიმრების გამოყვანა, წამება. საკნის წინ იყო დაახლოებით ორი კვ.მეტრის სიგრძის მაგიდა, რაზეც პატარა ნაცრისფერ კამერას დებდნენ და იღებდნენ. ის კადრები, რაც შემდეგ გამოვიდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, საკნის კარი დახურული არ იყო. შეგნებულად ვყავდი იქ, ამ ყველაფრისთვის რომ მეყურებინა. ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანი მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ. სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა. ერთხელ ადამიანი მიაბეს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ თავის დროზე თურმე იქ საგიჟეთი ყოფილა. ის ადამიანი ცემისგან, იქ ყოფნით შეიშალა. მოიტანეს სქელი რეზინის ქუდი, ჩაფხუტივით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ გამორბოდა და თავით ეხეთქებოდა კედლებს, თავის მოკვლას ცდილობდა. ვიხვეწებოდი, ექიმი მოუყვანეთ, რამე ქენით, წამალი დაალევინეთ, არავინ მიგდებდა ყურს. და ამ ყველაფრის მაგივრად, ეს ადამიანი კარეე მიაბეს, ხელბორკილები დაადეს და 24 საათის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში მიბმული, თავზე ის ჩაფხუტი წამოაფარეს, რომ არ მიერტყა თავი. და ასე ხუმრობდნენ, ერთობოდნენ. 15 დღის განმავლობაში უამრავ ასეთ რაღაცას ვუყურე“, – განაცხადა ლევან ტერაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოში თუ ითვალისწინებენ ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ

მანდატის საკითხი ძალიან მარტივია, თუ მანდატის სრულფასოვანი აღიარება არ მოხდება, ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება, რადგან არანაირ ლოგიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებაში არ წერია ის, რომ ქვეყნის მანდატებს ან შეზღუდულად ცნობ, ან დროებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი იყო.„შესაბამისად, თუ მათ სურვილი აქვთ და ითვალისწინებენ განაწესს, ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები