სამშაბათი, აპრილი 8, 2025

ნიკოლოზ სამხარაძე – იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი

იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება გრანტი, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

„ალბათ, დიდი ბრიტანეთი პირველი მერცხალია. ალბათ, მალე, სხვებიც გამოჩნდებიან, რომლებიც მიხვდებიან, რომ საქართველოში შემდეგი არჩევნები რომელიც ჩატარდება, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და აქედან გამომდინარე, ყველა უნდა მოემზადოს ადგილობრივი არჩევნებისთვის. არ ვიცი, ეს გრანტი ზუსტად რისთვის არის გამოყოფილი. იმედია, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება განმარტავს, არს და მიზანს, რას ემსახურება“, – განაცხადა სამხარაძემ.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს საქართველოში 2025 წლის ოქტომბრისთვის დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. როგორც საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისი (FCDO) იწვევს ქართულ არაკომერციულ ორგანიზაციებს, 2025 წლის 25 აპრილამდე წარადგინონ განაცხადები 2025 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ქართული მუნიციპალური არჩევნების ეფექტურ ჩატარებაში მხარდასაჭერად.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ლევან ტერაშვილი – მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი იყო თუ ახალგაზრდა, რა მუხლით დააკავეს, ავარიით მოუვიდა რაღაც თუ ძალადობრივი მუხლით, შემოყვანისთანავე ყველას სცემდნენ

ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანი მოხუცი თუ ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა, თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ, სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა, – ამის შესახებ ე.წ. ზილების რევოლუციის საქმეზე გასამართლებულმა ლევან ტერაშვილმა პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა.მისი თქმით, გლდანის ციხის ერთ-ერთ ბლოკში 15 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ყოველდღიურად შემოყვანილი ადამიანების წამებას აყურებინებდნენ.„ამ ბლოკში ვიყავი 15 დღე და ღამე, არ ამიყვანეს დიდ საკანში და ამ 15 დღის განმავლობაში ყველაზე დიდი უბედურება და სატანჯველი იყო, რომ საკუთარი თვალებით ვუყურებდი, როგორ აწამებდნენ ყოველდღე ხალხს. ეს იყო იმაზე უფრო რთული, ვიდრე როდესაც შენ გაყენებენ შეურაცხყოფას და გცემენ. საკანი, რომელშიც ვიმყოფებოდი ფეხის ზომით გავზომე. 39 ზომა ფეხი მაქვს და 5 ნაბიჯი მეტეოდა სიგრძეში და სამი სიგანეში, ეს იქნებოდა, ალბათ სიგრძეში 1,30 მეტრი და 0,70 სანტიმეტრი სიგანეში. სიმაღლე ნორმალური იყო, ალბათ ორ მეტრამდე. ასეთ მდგომარეობაში 15 დღე გავატარე. იქ ძილს ვერ ვახერხებდი, მუდმივად იყო შესვლა-გამოსვლა, პატიმრების გამოყვანა, წამება. საკნის წინ იყო დაახლოებით ორი კვ.მეტრის სიგრძის მაგიდა, რაზეც პატარა ნაცრისფერ კამერას დებდნენ და იღებდნენ. ის კადრები, რაც შემდეგ გამოვიდა, მე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, საკნის კარი დახურული არ იყო. შეგნებულად ვყავდი იქ, ამ ყველაფრისთვის რომ მეყურებინა. ბადრაგის სამი ცვლა იყო და ყველა მათგანი წამებაში მონაწილეობდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ადამიანი მოხუცი იყო, ახალგაზრდა იყო, რა მუხლით იყო დაკავებული – ავარიით მოუვიდა რაღაცა თუ ძალადობრივი მუხლით, აბსოლუტურად ყველას სცემდნენ. სახელს და გვარსაც არ ეკითხებოდნენ, შემოყვანისთანავე იწყებოდა ცემა. ერთხელ ადამიანი მიაბეს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ თავის დროზე თურმე იქ საგიჟეთი ყოფილა. ის ადამიანი ცემისგან, იქ ყოფნით შეიშალა. მოიტანეს სქელი რეზინის ქუდი, ჩაფხუტივით, იმიტომ რომ ეს ადამიანი ისე გაამწარეს, რომ გამორბოდა და თავით ეხეთქებოდა კედლებს, თავის მოკვლას ცდილობდა. ვიხვეწებოდი, ექიმი მოუყვანეთ, რამე ქენით, წამალი დაალევინეთ, არავინ მიგდებდა ყურს. და ამ ყველაფრის მაგივრად, ეს ადამიანი კარეე მიაბეს, ხელბორკილები დაადეს და 24 საათის განმავლობაში იყო ასეთ მდგომარეობაში მიბმული, თავზე ის ჩაფხუტი წამოაფარეს, რომ არ მიერტყა თავი. და ასე ხუმრობდნენ, ერთობოდნენ. 15 დღის განმავლობაში უამრავ ასეთ რაღაცას ვუყურე“, – განაცხადა ლევან ტერაშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – ევროსაბჭოში თუ ითვალისწინებენ ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ

მანდატის საკითხი ძალიან მარტივია, თუ მანდატის სრულფასოვანი აღიარება არ მოხდება, ევროსაბჭოში ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილი არ იქნება, რადგან არანაირ ლოგიკურ, სამართლებრივ და პოლიტიკურ განზომილებაში არ წერია ის, რომ ქვეყნის მანდატებს ან შეზღუდულად ცნობ, ან დროებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საერთოდ გაუგებარი იყო.„შესაბამისად, თუ მათ სურვილი აქვთ და ითვალისწინებენ განაწესს, ძირითად დოკუმენტებს, რაზეც დაყრდნობილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მათ ქართული დელეგაციის მანდატი სრულფასოვნად უნდა ცნონ“, – განაცხადა სამხარაძემ.

არმაზ ახვლედიანი – მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც, ამათ...

"ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ახალი არჩევნების „ქართული ოცნების“ დღის წესრიგით ჩატარებისთვის რახანია ემზადება. ის აუცილებლად დანიშნავს ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს და თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში. თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას აღნიშნა, რითაც „ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის მიერ გადაცემა "360 გრადუსში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა 2026 წელს დაინიშნოს, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია“ შექმნას და თორნიკე რიჟვაძეს, გრიგოლ ლილუაშვილს და იმ ადამიანებს, რომელთაც საკადრო ცვლილებები შეეხოთ და „ისე დარჩნენ“, თავისი შესაძლებლობების ჩვენების საშუალება მიეცეთ. ამავე კონტექსტში კახიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა, რომელიც, მისი აზრით, „მოვა დრო და წავა „ქართული ოცნებიდან“.როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიერ დანიშნულ ისეთ არჩევნებში, რომელიც სრულად „სათავისოდ მოწყობილი იქნება“, ოპოზიციამ შეიძლება ფიასკო განიცადოს."არჩევნების შემდეგ, ამ თვეების განმავლობაში, არაერთხელ მითქვამს, რომ ივანიშვილი აუცილებლად დანიშნავდა ახალ, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ოღონდ არა ჩვენი, მოქალაქეებისა და ოპოზიციონერების დღის წესრიგით, არამედ საკუთარი დღის წესრიგით. ამას ის გააკეთებს მაშინ და ზუსტად მაშინ, როცა ჩათვლის, რომ ყველა საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ შეხვდეს ამ არჩევნებს შესაბამისად მომზადებული და მიიღოს მინიმუმ ის შედეგი, რაც მიიღო მიტაცებით გასული წლის ოქტომბერში. თუმცა მისი ამოცანაა, რომ ეს შედეგი გაიუმჯობესოს მნიშვნელოვნად. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ ის არ დანიშნავს მიმდინარე წელს და მეც მაქვს ვარაუდი, რომ სავარაუდოდ, მომავალ წელს დანიშნავს, იმიტომ არა, რომ ჩვენი მოთხოვნები გაითვალისწინა, ეს იქნება მისი დღის წესრიგის ნაწილი. „ტრიუკების“ დიდოსტატი ივანიშვილი ამისთვის რახანია ემზადება. ამით რას გააკეთებს: 1. ის აჩვენებს შიგნით და გარეთ ყველას, რომ ლეგიტიმურობა შეიძინა ბოლოს და ბოლოს, მისი აზრით. 2. სავარაუდოდ გაიუმჯობესებს შედეგს. 3. იტყვის: - რასაც ელოდით ამდენი ხანი, მიიღეთ. ხომ გინდოდათ არჩევები?- ა, ბატონო არჩევნები. სხვა საქმეა რა რეაქცია უნდა გვქონდეს ამაზე.ივანიშვილსა და მის დღევანდელ უცნაურ პოლიტიკურ დაჯგუფებას ახასიათებს, რომ ხან ვისი და ხან ვისი მეშვეობით, რომ არ ელოდები ისეთი პირების მეშვეობითაც, გვეტყვის თავის სათქმელს. ხანაც ამ სათქმელს პირდაპირ გვეუბნება კობახიძე. მიმაჩნია, რომ ეს ამბავი უკვე ისე მომწიფდა, სათქმელად ღირდა. კახა კახიშვილი მართალია არ არის მოქმედი თანამდებობის პირი, მაგრამ წინა პარლამენტში ის იყო გუნდის აქტიური წევრი, კომიტეტის თავმჯდომარე და შესაბამისად, ის არის „ქართული ოცნების“ რეზერვში. კაცმა არ იცის, ხვალ სად იქნება, რა თანამდებობაზე. რომც არ იყოს, მაინც ის იქაურია და საკმარისად სარწმუნოდ მეჩვენება ეს მოსაზრება. ბიძინა ივანიშვილის მიერ ასე დანიშნულ არჩევნებში, რომელიც იქნება სათავისოდ მოწყობილი სრულად, ოპოზიციამ შეიძლება განიცადოს ფიასკო.ყველა ის ცვლილება დაკავშირებული ლილუაშვილთან, რიჟვაძესთან, ცვლილებები რაც უახლოეს ხანებში იქნება, ერთადერთ რამეს უკავშირდება, ერთი მხრივ ივანიშვილი ერთგულ ადამიანებს, ჩვენთვის უცნაურად და ალოგიკურად ელევა არა იმიტომ, რომ მათ მონური ერთგულება აკლიათ, არამედ იმიტომ, რომ დღეს მას სჭირდება უფრო მეტად დაუნდობელი, რეპრესიულ მანქანაზე სრულად მორგებული, ცივსისხლიანი სახელმწიფო მოხელეები უმაღლეს თანამდებობებზე აჭარაში, სუს-ში. ასეთია ოხანაშვილი, თამაზაშვილი... მათ რეზერვში ამყოფებს. ივანიშვილს არ აქვს დიდი ადამიანური რესურსი და უხდება მისივე გუნდიდან ვიღაც გაამწესოს ოპოზიციაში. შესაძლოა, კახიშვილიც აღმოჩნდეს იმ ე.წ ოპოზიციაში. ლილუაშვილსა და რიჟვაძეს რამე კი არ დაუწუნეს, მათ სისუსტედ ჩაუთვალეს ის, სრულად ჯალათებად რომ ვერ ჩამოყალიბდნენ. არ აწყობდათ თუნდაც ასეთი ლოიალური რიჟვაძე - რიჟვაძე, რომელიც მზად იყო ნებისმიერი დავალება შეესრულებინა, მაგრამ იქ სჭირდებათ პირდაპირ პოლიციელი. მე მაქვს ასეთი მოლოდინი, აბსოლუტურად საფუძვლიანი, რომ ადგილობრივ არჩევნებამდე, ყველა საკვანძო თანამდებობაზე დაინიშნება პოლიციისა და სუს-ის წარმომადგენელი. ანუ ივანიშვილს სჭირდება არა უბრალოდ ყურმოჭრილი მონები, არამედ მას სჭირდება ისეთი ხალხი, ვინც მზად იქნება და იძალადებს ოპონენტებზე.აბსოლუტურად დასაშვებად მიმაჩნია, რომ ღარიბაშვილიც და სხვებიც აღმოჩნდნენ ამ ე.წ. სატელიტ ახალ ოპოზიციურ გაერთიანებებში. თუ საჭირო იქნება ივანიშვილიც შეიძლება აღმოჩნდეს „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში, თუ მას ეს დასჭირდა, ამაზეც წამსვლელია. ამაზე მას ჩემთან უსაუბრია ბევრი წლის წინ. მას ჰქონდა ეს გეგმა. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს მოღრუბლული ცა არ იყო ჩვენს თავზე ვიღაცებისთვის, ჩემთვის მაშინაც იყო ნამდვილად. რა პრობლემაა, ეტყვის ღარიბაშვილს, რიჟვაძეს, ლილუაშვილს და შეაქმნევინებს ნებისმიერი კონფიგურაციით ახალ სატელიტ ოპოზიციას“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.რაც შეეხება არსებულ ოპოზიციურ სპექტრს, ახვლედიანის შეფასებით, „დღეს ოპოზიცია იქცა განვითარების მუხრუჭად“.„ასეთ მუხრუჭად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება მეხუთე პრეზიდენტს, 31 მარტის აქცია საკმარისად ცუდად დაიგეგმა. ადამიანები მოვედით გულანთებულები. მე ვარ უკმაყოფილო სალომე ზურაბიშვილის გზავნილებით და იმით, რაც მერე მოხდა. ხომ დაანონსდა რომ ხვალიდან ვიწყებთ? რა დაიწყეს და რა გააკეთეს? ჩავარდნა არის ქვეყნის შიგნით“, - განაცხადა ახვლედიანმა.ამასთან, მისივე თქმით, ის სრულად ემიჯნება დღევანდელ ოპოზიციას."მე არ წარმოვადგენ ამ ოპოზიციას, მე მას ვემიჯნები, იმიტომ, რომ ასე როგორც იქცევა ახლა ოპოზიცია, ეს არის სირცხვილი და დანაშაულიც. ამათ ხელში ჩვენ ვართ შავ დღეში. ისინიც კი ვინც დღეს რუსთაველზე აპროტესტებენ, აპროტესტებენ გმირულად, სამაგალითოდ. მათი უმრავლესობა ამ ოპოზიციას მხარს არ უჭერს. ისინი ოპოზიციის გამო კი არ დგანან იქ, იმიტომ დგანან რომ ამ ოპოზიციამაც მოგვაბეზრა თავი და ამ ოპოზიციით ამ ჯალათ ივანიშვილს ვერ გავისტუმრებთ...რძის სკანდალი რომ ასე გადაგორდა, ესაა ოპოზიციის სირცხვილი. თქვენ წარმოიდგინეთ, ნებისმიერ ოდნავ ნორმალურ საზოგადოებაში და ქვეყანაში ამის გამო მთავრობა პასუხს აგებდა. ჩვენ ეს გავატარეთ. ჩემთვის პირადად ამაზე უფრო მნიშვნელოვანი თემა არაა. როცა რძის სკანდალს ასე გაატარებთ და რძის რევოლუციას არ მოვუწყობთ ამ ნაძირალებს, ყველაფრის ღირსი ვართ მაშინ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მხოლოდ ქიმია კი არ მასწავლა, ჩემი მიზნის უკეთ გაცნობიერებაში დამეხმარა. უნივერსიტეტმა მაჩვენა, რომ მაღალკვალიფიციური ცოდნითა და მიზანდასახულობით ჩვენ, მომავალ ინჟინრებს ან მეცნიერებს, შეგვიძლია ეროვნული წინსვლის არქიტექტორები გავხდეთ, - ამის შესახებ სტუ-ის კურსდამთავრებული, ვახტანგ ცინცაძე აცხადებს.მისივე თქმით, ის მზად არის, რომ მისი ცოდნა ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზრდის სამსახურში ჩააყენოს.„მადლიერი ვარ, იმ მყარი საფუძვლისთვის, რომელიც უნივერსიტეტმა მომცა და მზად ვარ, ჩემი ცოდნა ქვეყნის ტექნოლოგიური და ინდუსტრიული ზრდის სამსახურში ჩავაყენო“, - აღნიშნა კურსდამთავრებულმა.როგორც ვახტანგ ცინცაძე აცხადებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. მისი თქმით, გარდა სამეცნიერო და ტექნიკური უნარების გაძლიერებისა, უნივერსიტეტმა აქტიური პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის მიღების კარგი შესაძლებლობა მისცა, რაც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარა.„როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი აკადემიური გზა ორგანული და პეტროქიმიური სინთეზის საბაზისო ტექნოლოგიების სფეროში იყო ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და პრაქტიკულმა უნარებმა, არამარტო პროფესიონალად ჩამომაყალიბა, არამედ ღრმად გამააზრებინა დარგის გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისათვის.სასწავლო პროცესში გავეცანი ნახშირწყალბადების, კატალიზატორებისა და რეაქციის მექანიზმების კომპლექსურ სამყაროს, რაც პეტროქიმიური პროცესების საფუძველია. ლექციების, ლაბორატორიული სამუშაოებისა და კვლევითი პროექტების მეშვეობით, მივიღე ცოდნა აუცილებელი ორგანული ნაერთების სინთეზში, პოლიმერებიდან და საწვავებიდან დაწყებული, გამხსნელებითა და ფარმაცევტული პროდუქტებით დამთავრებული. პროგრამა რთული იყო და მომცა კრიტიკულად აზროვნების უნარი, რთული ინდუსტრიული პრობლემების გადაჭრისა და მდგრადი ინოვაციების განვითარების მიმართულებით.რაც ყველაზე მეტად დამამახსოვრდა, იყო ის, თუ რამდენად მჭიდროდაა ეს დარგი დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ წინსვლასთან. პეტროქიმიური სინთეზი მხოლოდ ქიმია არ არის. ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მაღალი ღირებულების ქიმიურ პროდუქტებად გარდაქმნით, შეგვიძლია შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება, წავახალისოთ ადგილობრივი მრეწველობა და შევქმნათ ექსპორტის ახალი შესაძლებლობები. გარდა ამისა, ამ სფეროში ჩემი კომპეტენცია საშუალებას მაძლევს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ეკოლოგიურად პასუხისმგებლიან ინოვაციებში, რაც დღევანდელ რეალობაში სულ უფრო აქტუალური ხდება. მადლობა უნივერსიტეტს“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, ვახტანგ ცინცაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოზიციაზე მუშაობს.

სანაპიროზე გზის ნაწილის დაზიანებასთან დაკავშირებით, მერია განმარტებას აკეთებს

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ჩამოშლილი გზის ნაწილია აღბეჭდილი.ფაქტთან დაკავშირებით „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ რეალურად გზა არ ჩანგრეულა. დაწყებულია ნაპირსამაგრი კედლის რეაბილიტაცია, გაჩნდა ბზარები და გავრცელებულ ფოტოზეც, ამ სამუშაოების პროცესში დაზიანებული ნაწილია აღბეჭდილი.როგორც მერიაში განმარტავენ, დედაქალაქის  მთავრობამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ  გზის გამაგრების მიზნით, აღნიშნულ სავალ ზოლში საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდებოდა, ხოლო ფოტოზე ასახული პროცესი მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში განვითარდა."გზა არ ჩანგრეულა. გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომ უნდა დაგვეწყო სამუშაოები, გაჩნდა ნაპრალი გზის პირზე, რაც იყო ნაპირსამაგრი კედლის მოშლით გამოწვეული და დავიწყეთ სამუშაოები. ჯერ უნდა გაკეთდეს ნაპირი. ნაპირსამაგრი სამუშაო მიდის, რაც გასწორდება. სამუშაოები ძირითადად ღამით ხორციელდება", - განუცხადეს „პრაიმტაიმს“ თბილისის მერიაში. 

ბოლო სიახლეები