პარასკევი, აპრილი 11, 2025

შესაძლებელია თუ არა აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების ამოცნობა სახლის პირობებში – პედიატრის განმარტება

3 აპრილს, სურსათის ეროვნული სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, კომპანიაში ჩატარებული ინსპექტირებისას, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი აფლატოქსინ M1-ის გადაჭარბებული ოდენობის შემცველი რძის პროდუქტები აღმოაჩინეს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ საზოგადოებაში უამრავი კითხვა დაგროვდა.

შესაძლებელია თუ არა აფლატოქსინის დონის განსაზღვრა ორგანიზმში?

რომელი პროდუქტები შეიძლება შეიცავდეს აფლატოქსინის მაღალ კონცენტრაციას?

შესაძლებელია თუ არა აფლატოქსინით დაბინძურებული საკვების ამოცნობა სახლის პირობებში?

ამ თემაზე საუბრობს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის საუნივერსიტეტო კლინიკის პედიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის დეპარტამენტის პროფესორი მაია ხერხეულიძე. „ანფლატოქსინი – თვითონ სიტყვაც გვიჩვენებს, რომ არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც გარკვეული ტიპის სოკოები გამოიმუშავებენ. სამწუხაროდ ზოგჯერ მისი საკვებში შერევა ხდება.

ძირითადად მას თხილეულში აღმოაჩენენ ხოლმე, თუმცა შესაძლებელია, ის მოხვდეს რძეში, იმ შემთხვევაში, თუ ძროხის საკვებად არის გამოყენებული ისეთი ნივთიერებები, რომელიც ამ ტოქსინს შეიცავს. სამწუხაროდ ჩვენით რომ ავარიდოთ თავი მას, ამის არანაირი რეკომენდაცია არ არსებობს. ლაბორატორიული კვლევაა საჭირო, იმისთვის, რომ საკვებში მისი არსებობა დადგინდეს. რა თქმა უნდა, მას შეუძლია ორგანიზმს სერიოზული ზიანი მიაყენოს, თუ მაღალი დოზით მიიღებთ. დამოკიდებულია რა ხანგერძლივობით მიიღებთ მას და როგორია ადამიანის წონა. თუ კლინიკური ნიშნები არაა გამოვლენილი, პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ“. – განმარტავს მაია ხერხეულიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეა წულუკიანი – „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანია, რომ თანამდებობის პირები, რომლებიც 2003-2012 წლებში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ დანაშაულებს, ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში

ჩვენი კომისიის გაცხადებული მიზანია, რომ ამ კომისიის დასკვნის შემუშავების შედეგად, შეფასდეს ის ხელისუფლება, რომელიც მართავდა საქართველოს სახელმწიფოს 2003-2012 წლების პერიოდში. მარტივად რომ ვთქვათ, ვარდების რევოლუციიდან, 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში შეცვალა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერმა, თეა წულუკიანმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.მისივე თქმით, ამ დასკვნის მიზანი უნდა იყოს, შეფასებასთან ერთად, გარკვეული რეკომენდაციების გაცემა.„რეკომენდაციები შეიძლება, იყოს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ასევე ზოგადი, ან უფრო მასშტაბური სახისაც. ერთი რამ, რაც შეიძლება, უკვე ახლავე ითქვას, არის ის, რაც ძირშივე, თავიდანვე, როდესაც „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის საპარლამენტო უმრავლესობის და მთავრობის მიერ იქნა გაცხადებული და მხარდაჭერილი, არის შემდეგი, რომ ის ადამიანები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვინც იმ პერიოდში მართავდნენ სახელმწიფოს და ჩადიოდნენ ისეთ დანაშაულებს, როგორიც არის: სახელმწიფოს ხელით, ანუ მისი წარმომადგენლების მიერ ოჯახებში შევარდნა და მკვლელობები, ქუჩაში დახვედრა და მკვლელობები, ქონების წართმევა და ბიზნესის რეკეტი, მედიათავისუფლების ხელყოფის უხეში ფაქტები, პირად ცხოვრებაში ჩარევა და პრაქტიკულად, საძინებლებშიც კი შესვლა, კადრების გადაღება და შემდეგ ამით ადამიანების დაშანტაჟება, განსხვავებული აზრის იარაღით ხელში დევნა, მუქარა, 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოსახლეობის გაწირვა, ტერიტორიების დაკარგვა, ქართული ჯარის შეურაცხყოფა და მისი მსხვერპლად ქცევა არაპროფესიონალების ხელში. რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა – აი, ეს ყოველივე ვინც ჩაიდინა, პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვეღარასდროს ვეღარ მოვიდნენ ხელისუფლებაში და მათ რეალურად აღარ ჰქონდეთ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობის უფლება, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიაშიც არ უნდა იყვნენ ისინი, ამჟამად მოქმედ პარტიებში, თუ სამომავლოდ რაიმე პარტიას თუ დააფუძნებენ. ყველა ნორმალურ სახელმწიფოში და ამის მაგალითები მსოფლიოში არსებობს, ყველაზე ცნობილი მაგალითი ალბათ გერმანიაა, მაგრამ არის სხვა ქვეყნებიც, რომლებმაც ათეული წლები მოანდომეს ჭრილობების მოშუშებას და თქვეს, რომ ასეთი ადამიანები აღარ უნდა იყვნენ პოტენციური კანდიდატებიც კი ხელისუფლებაში მოსვლის. ეს არის გაცხადებული მიზანი სწორედ ამ კომისიის სამუშაოსი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.ამასთან, წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის საჯაროობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყო, რომ ეს კომისია შექმნილიყო და სწორედ საჯაროობა ყოფილიყო წამყვანი მეთოდი მუშაობის და არა ის, რომ რომელიღაც სასამართლო დარბაზში, რომელიღაც საგამოძიებო ოთახში მხოლოდ ადვოკატების მონაწილეობით მხარეები ერთმანეთს არგუმენტებს უცვლიდნენ. ეს არის საჯარო პროცესი და იმ პოლიტიკური პირებისთვის, ვინც ყოველივე ამას ჩადიოდა, ალბათ, საკმაოდ მტკივნეულიც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ქველმოქმედებისთვის დასჯილი – მოსკოვი ათავისუფლებს რუსული წარმომავლობის ამერიკელ ბალერინას, რომელმაც უკრაინას 36 ევრო შესწირა

პატიმრობიდან გაათავისუფლეს რუსული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინა, ქსენია კარელინა, რომელიც რუსეთში „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ციხეში იხდიდა სასჯელს. მოსკოვმა ის უკრაინის ერთ-ერთი ორგანიზაციის ანგარიშზე 30 ევროზე ოდნავ მეტი თანხის გადარიცხვისთვის დასაჯა.2025 წლის 10 აპრილს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მერილენდის შტატის ენდრიუსის ბაზაზე ჩასული ქსენია კარელინა თავის შეყვარებულს, სამხრეთაფრიკელ მოკრივეს, კრის ვან ჰერდენს ეხვევა რობერტო შმიდტი / სააგენტო „ფრანს პრესი“„ამერიკელი ქსენია კარელინას თვითმფრინავი აშშ-ში ბრუნდება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ ის უსამართლოდ დააპატიმრეს და პრეზიდენტმა ტრამპმა მისი გათავისუფლება შეძლო“, - დაწერა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ „იქსზე“ (ყოფილი „ტვიტერი“). კარელინას რუსი ადვოკატის თქმით, ბალერინას გათავისუფლება ხუთშაბათს, 10 აპრილს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში პატიმართა გაცვლის ფარგლებში მოხდა. „დიახ, ქსენია კარელინა რამდენიმე საათის წინ გაცვალეს (...) და აბუ დაბი მან უკვე დატოვა“, - განუცხადა ადვოკატმა მიხაილ მუშაილოვმა სააგენტო „ფრანს პრესს“. ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბალერინა „სამშობლოს ღალატის“ ბრალდებით დააკავეს და 2024 წელს რუსულმა სასამართლომ მას 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, რადგან 36 ევრო შესწირა საქველმოქმედო ასოციაციას, რომელიც უკრაინას უჭერს მხარს. ასე რომ, ქსენია კარელინა თავის სახლში რუსეთის ციხეში ერთწლიანი ყოფნის შემდეგ დაბრუნდა. 34 წლის მოცეკვავე ეკატერინბურგში გასული წლის თებერვალში დააკავეს, მან დანაშაული აგვისტოში აღიარა და 12 წლით დააპატიმრეს. რუსეთში დაბადებული ბალერინა შეერთებულ შტატებში 2012 წელს გადავიდა და 2021 წელს ამერიკის მოქალაქეობა მიიღო. მას შემდეგ კარელინა ლოს ანჯელესში ცხოვრობდა, 2024 წლის დასაწყისში ის რუსეთში ოჯახის სანახავად დაბრუნდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა და უკრაინის ორგანიზაციებისთვის ფულის აქტიურ შეწირვაში დაადანაშაულა, რაც მოსკოვმა „სამშობლოს ღალატად“ შეაფასა. „უოლ სტრიტ ჯორნალის“ ცნობით, კარელინას გათავისუფლების სანაცვლოდ, რუსეთმა არტურ პეტროვის გათავისუფლება მოითხოვა, რომელსაც გერმანიისა და რუსეთის მოქალაქეობა აქვს, 2023 წელს დააპატიმრეს და ამერიკის სასამართლომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში, კერძოდ კი სამხედრო დანიშნულების ელექტრონული კომპონენტების რუსეთში ექსპორტში დაადანაშაულა.

გიორგი კახიანი ევროსაბჭოს რეზოლუციაზე – ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და “ქართული ოცნების” ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს...

„ჩვენ მსგავსი არა ერთი რეზოლუცია ვნახეთ, რომელშიც თავმოყრილი არის სრულიად უსაფუძვლო და უარგუმენტო კონკრეტული ფაქტები. ეს რეზოლუცია ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ხელისუფლების პოლიტიკაზე, რომელიც მხოლოდ ეროვნული ინტერესების დაცვისკენ არის მიმართული“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო რეზოლუციას გამოეხმაურა.კახიანი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას იხსენებს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც ოდირმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო და ამის მიუხედავად, ევროსაბჭოში მაინც მიიღება ისეთი რეზოლუციები, სადაც საუბარია ხელახალი არჩევნების მოთხოვნაზე, ეს ნიშნავს, ეუთო/ოდირის „დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას“."ამ რეზოლუციაში ვნახეთ, რომ საუბარი არის ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე. ეუთო/ოდირი, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური ევროპული ინსტიტუცია არჩევნებთან მიმართებაში, ოდირის დასკვნა გვახსოვს, როდესაც მან თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ლეგიტიმურად ცნო. მაშინ, როდესაც ასეთი რეზოლუციები მაინც მიიღება, ეს ნიშნავს შენივე ინსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, მათი დასკვნის და შეფასებების ფეხქვეშ გათელვას. მგონი ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ იმიტომ, რომ ევროპული ორგანიზაციების მხრიდან როდესაც საუბარია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და ხელისუფლება არის ლეგიტიმური, ამის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს მიღება ზოგადად ევროპულ ინსტიტუციებს აზიანებს და ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ძალიან უარყოფით განწყობებს წარმოშობს“-განაცხადა გიორგი კახიანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში ჩინეთის რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის. ამის შესახებ ზელენსკიმ „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის კრივი-რიჰიდან ჩაერთო.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთის მოქალაქეების მონაწილეობა ომში ნიშნავს, რომ რუსეთი ცდილობს ომის გაგრძელებას, მათ შორის ჩინელების სიცოცხლის ხარჯზე.„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ჩინეთის სულ მცირე რამდენიმე ასეული მოქალაქე იბრძვის რუსეთის საოკუპაციო ძალების შემადგენლობაში. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი აშკარად ცდილობს ომის გაგრძელებას ჩინელების სიცოცხლის ხარჯზეც კი. პუტინისთვის არ იყო საკმარისი სამხედროები ჩრდილოეთ კორეიდან. ახლა ის დანაკარგების კომპენსირებას კიდევ ერთი ერის, ჩინელების ჩართვით ცდილობს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა, უკრაინამ და პარტნიორებმა ერთად იმუშაონ მოსკოვზე ზეწოლის განსახორციელებლად.ცნობისთვის, 8 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ტყვედ აიყვანეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის არმიის მხარეს იბრძოდნენ.

ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, დაუწესოს გადასახადები აშშ-ის ტექნოლოგიურ გიგანტებს, თუ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებების შედეგად ევროპულ საქონელზე ტარიფები არ შემცირდება.„ჩვენ ვამუშავებთ საპასუხო ზომებს. არსებობს კონტრზომების ფართო სპექტრი იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.ევროკავშირი განიხილავს ზომების გამოყენებას ამერიკული მომსახურების კომპანიების, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიური გიგანტების წინააღმდეგ.„მაგალითად, შეიძლება ციფრული სერვისების სარეკლამო შემოსავლებზე გადასახადის დაწესება“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ბოლო სიახლეები