კვირა, მარტი 22, 2026

შალვა პაპუაშვილი – სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც

სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის არის ლიდერიც, –  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის განსახიერებაა.

„მკითხეთ, რატომ არ არის სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის ლიდერი? როგორ არ არის? სალომე ზურაბიშვილი არის ოპოზიციის ლიდერი. რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. რასაც ხედავთ სალომე ზურაბიშვილში, ზუსტად ეს არის ოპოზიციის სარკე. ნათქვამია, ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო, რაც ოპოზიციაა, ის ლიდერია. სალომე ზურაბიშვილის როლი ოპოზიციაში არის ის, რომ საზოგადოებას დაანახოს, რა არის ოპოზიცია. მისი სახით, როგორც მისი რიტორიკით, ისე მისი ქვეყნის მიმართ მტრობით, ტყუილით, ჩვენ გვაქვს სახე ოპოზიციის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილის თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოს არჩევნებში რუსეთის გავლენას აბრალდებდა, ლონდონის პარლამენტში დისტანციურად ჩართვისას ამასთან დაკავშირებით ვერცერთი ფაქტი დაასახელა“.

„სხვათა შორის, თუ არ ვცდები, ორი დღის წინ ბრიტანეთის პარლამენტს დისტანციურად ჩაერთო საქართველოს არჩევნებში რუსულ გავლენასთან დაკავშირებით. ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო, როდესაც არჩევნები ჩატარდა, საქართველოს დააბრალა, თითქოს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შედეგად დადგა შედეგები. შემდეგ პასუხი ვერ გასცა მათ კითხვას, რა ფაქტები ჰქონდა. ახლა ჩაერთო ლონდონში პარლამენტს და ვერცერთი ფაქტი ვერ დაასახელა. არ არის ეს სირცხვილი და მტრობა საკუთარი ქვეყნის მიმართ, რომ ასეთი ანტიქართული ბრალდებებით წარდგე? ზურგში დანა ჩაარტყა საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, რომელმაც თავის დროზე აგირჩია პრეზიდენტად და აბრალო ტყუილები, შემდეგ გაიწიო, რომ საერთაშორისო ასპარეზზე ვიღაცამ მოგისმინოს? კითხვა დაუსვეს, რა ფაქტები გაქვთო? არაფერი ფაქტები არ მაქვს, მე ხომ უსაფრთხოების სამსახური არ ვარო. თუ ფაქტი არ გაქვს, აბა, რას ლაპარაკობ, რას აბრალებ? ეს არის პასუხისმგებლობა, რომ რაღაც როცა არ იცი, არ უნდა ილაპარაკო. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს არის სალომე ზურაბიშვილის დანიშნულება, ვუყუროთ მას და მივხვდეთ, რა ოპოზიცია და ენჯეოსექტორი გვყავს, ვინაიდან ის არის დღეს სახე უცხოური გავლენით მოქმედი ოპოზიციისა და „ენჯეოების“. როგორც იტყვიან, მე ოპოზიციის ვერაფერი გავიგე. ერთი რამე ვიცი და ერთი რამ არის კარგი, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს დიდი უნარი, შეფუთოს, დამალოს რაღაც ნეგატივები, ამას პირდაპირ ვხედავთ, სარკე არის ოპოზიციის თავისი განცხადებებით, მტრობით, საქციელით, არაადეკვატური შეფასებებით, ურთიერთგამომრიცხავი რიტორიკით, განსახიერებაა ოპოზიციის. ამიტომ, ეს კარგია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დონალდ ტუსკი – ბუდაპეშტში გამართულ პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების შეხვედრაში პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა საბედისწერო შეცდომაა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ქვეყნის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) მონაწილეობის გამო აკრიტიკებს.მისივე თქმით, პოლონეთის პრეზიდენტის მხრიდან „პრორუს და ევროსკეპტიკოს პოლიტიკოსებთან“ ერთად კონფერენციაზე გამოსვლა „საბედისწერო შეცდომაა“.„პრეზიდენტ ნავროცკის მონაწილეობა პრორუსი და ევროსკეპტიკოსი პოლიტიკოსების ბუდაპეშტის შეხვედრაში საბედისწერო შეცდომაა და ევროკავშირის დასუსტებისა და პუტინის გაძლიერების სახიფათო სტრატეგიის დადასტურებაა“, – დაწერა დონალდ ტუსკმა.

ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დღეს, 22 მარტს ავტოტრანსპორტის საპარკინგედ სპეციალური ადგილები მოეწყო, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილიდან, კერძოდ კახეთიდან და ქვემო-ქართლიდან ჩამოსული ავტომანქანების პარკირებისთვის განკუთვნილი იქნება შემდეგი ლოკაციები:ევროპის მოედანზე, მეტეხის ხიდზე, ასევე კრწანისის მოედნიდან აბანოებამდე მარჯვენა სანაპიროზე.ამასთან, დასავლეთიდან წამოსული სატრანსპორტო საშუალებებისათვის კი პარკირების ადგილი გამოყოფილი იქნება:პირველი რესპუბლიკის მოედანზე, რუსთაველის გამზირზე და ასევე თავისუფლების მოედანზე.

ლოცვა, რომლის ხშირად წაკითხვასაც ილია მეორე მრევლს სთხოვდა

რამდენიმე წლის წინ ილია მეორემ ბარბარობის დღესასწაულზე მრევლს მის მიერ დაწერილი ლოცვა წაუკითხა. როგორც პატრიარქმა  მაშინ აღნიშნა, ლოცვა მრევლმა ტაძარში, სახლში თუ სამსახურში უნდა წაიკითხოს.„მამაო ჩვენო, ღმერთო აბრაამისა ისააკისა და იაკობისა დიდება და მადლობა შენ! უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს სახელით, მისი მეოხებითა და შუამდგომლობით გევედრებით გარდამოიხილე ზეცით მოწყალეო, შეგვინდევ შეცოდებანი ჩვენნი, მოგვეც ძალა ბოროტის დათრგუნვისა და სიმართლის გზით სვლისა. მოგვეც ძალა შენი მორჩილებისა. დაგვილოცე ოჯახები, შვილები და შვილიშვილები, ჩვენი ახლობლები, დაგვილოცე საქართველო და მთელი მსოფლიო. შენნი ვართ, გვაცხოვნე ჩვენ. შეგთხოვთ უფალო დაამშვიდე ცხოვრება ჩვენი. გვიხსენ ჭირთა და სენთაგან და მრავალფერთა განსაცდელთაგან. შეგთხოვთ უფალო, არა უგულვებელყო ჟამსა მას მეორედ მოსვლისა შენისასა, არამედ გვიხაროდეს ორსავ სოფელსა შინა და მარად გადიდებდეთ შენ მამასა, ძესა და წმინდასა სულსა. ამინ“.

სიონი პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი არ იქნება – მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზმა ტვ პირველის ეთერში უახლოეს მომავალში პატრიარქის წმინდანად შერაცხვის შესახებ ისაუბრა.„ეს არ არის პატრიარქის საბოლოო განსასვენებელი. იმიტომ რომ ასეთი წესია, როცა შეირაცხება წმინდანად ადამიანი, უნდა გაიხსნას საფლავი, უნდა ამოასვენონ, და ღია სარკოფაგში გადაასვენონ. მე მომისმენია, რომ პატრიარქის სურვილი იყო სიონში დაკრძალულიყო, თუმცა მე ვთვლი, რომ ის სვეტიცხოველში უნდა დაკრძალულიყო. იმიტომ რომ სვეტიცხოველი საქართველოს სიმბოლოა და პატრიარქიც ხომ საქართველოს სიმბოლოა“ - განაცხადა ტვ პირველის ეთერში მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში აცხადებენ, რომ ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გააოცებს

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) საჰაერო კოსმოსური ძალების მეთაური აცხადებს, რომ ირანის „ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები“ აშშ-სა და ისრაელს „გააოცებს“.სეიედ მაჯიდ მუსავის თქმით, ირანი ღამით ისრაელის მიმართულებით მეტ რაკეტას გაუშვებს.„ამ მომენტიდან ვაცხადებ ირანის რაკეტების დომინირებას ოკუპირებული ტერიტორიების ცაზე. ახალი ტაქტიკა და გამშვები სისტემები აშშ-სა და ისრაელს გაოცებულს დატოვებს“, – განაცხადა მან.

ბოლო სიახლეები