სამშაბათი, დეკემბერი 23, 2025

შალვა პაპუაშვილი – მოვუწოდებ ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოუწოდებს ყველა ელჩს, დარჩნენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში და არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მას კითხვა დაუსვეს საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე, რომ საქართველოში კრიზისია.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.

„მე გუშინწინაც აღვნიშნე და რამდენჯერმე გამოვეხმაურე საფრანგეთის ელჩის განცხადებებს თუ საელჩოს ქმედებებს, რომ ვხედავთ, საქართველოში რადიკალური ძალების მიმართ არის განსაკუთრებული ხელშეწყობა. მე მოვუწოდე როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების საელჩოებს, დაეგმოთ და გამიჯვნოდნენ საქართველოს პარლამენტის სასახლეზე მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების ორგანიზებული აქციების დროს თავდასხმას, ბოლოს, ეს თავდასხმა 31 მარტს იყო, დაზიანდა შენობა, აღარაფერს ვამბობ დეკემბერში პარლამენტის შენობაზე თავდასხმაზე, როდესაც ნახევარი მილიონი ლარის ზიანი მიადგა საქართველოს პარლამენტს. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ძალადობას არავინ ემიჯნება, პირიქით, არის ამ ძალადობის წახალისება.

ჩვენ ვნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც გამოეხმაურა საფრანგეთში მიმდინარე პროცესებს, რასაც მან „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა. რეალურად, საფრანგეთში ოთხი თვის წინ გაასამართლეს საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი სარკოზი, სამი წელი მიუსაჯეს. ახლა გაასამართლეს მთავარი ოპოზიციური ძალის ლიდერი და საპრეზიდენტო არჩევნებზე მთავარი კონკურენტი ლე პენი და ოთხი წელი მიუსაჯეს. ამის ფონზე, როდესაც საფრანგეთის ელჩი საუბრობს პოლიტიკურ ზეწოლაზე, ცენზურაზე და ა.შ., ეს უბრალოდ არასერიოზულია. საფრანგეთში ასამართლებენ პოლიტიკურ ოპონენტებს, საფრანგეთის მოსახლეობა, ბოლო კვლევებით, რომელიც ჩატარდა „ფიგაროს“ მიერ, 60% ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას, 50%-ს სურს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამის ფონზე, საფრანგეთის ელჩის მხრიდან თავდასხმა ქართულ მართლმსაჯულებაზე და საუბარი, თითქოს პოლიტიკური კრიზისი იყოს, უბრალოდ არასერიოზულია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, მათ შორის საფრანგეთის ელჩს, ყველა დარჩეს დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის ფარგლებში. კერძოდ, მისი 41-ე მუხლის ფარგლებში, რომელიც ავალდებულებს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს, რომ არ ჩაერიონ მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში. სამწუხაროდ, ეს აქციეს უსტანდარტო სტანდარტად. ყველა, ვისაც არ ეზარება, დიპლომატიური მისიებიდან, რატომღაც ფიქრობს, რომ არის თავისუფალი, ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მიუხედავად საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვისა, რომელიც მათ აქვთ დაწესებული. ვხედავთ ზოგიერთის არაკვალიფიციურ კომენტარებს, თავდასხმას ქართულ მართლმსაჯულებაზე, თავდასხმას პარლამენტსა და საქართველოს მოსახლეობაზე, რომელმაც ეს პარლამენტი აირჩია.

მოვუწოდებ მათ, თუკი მათ არ მოსწონთ, როგორც თავად ამბობენ, რუსეთის ქცევა, ვინაიდან ის საერთაშორისო სამართალს არღვევს, შევახსენებ, რომ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლის მხრიდან არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ნუ მოიქცევიან ისე, როგორც, მათი გადმოსახედიდან, იქცევა რუსეთი და ერევა სხვა ქვეყნის საქმეებში. ეს არის ელემენტარული, რომ პატივი უნდა სცე მასპინძელ ქვეყანას, ხალხს, რომ არ ჩაერიო მის საქმეებში, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთებს დაბალი კომპეტენცია აქვთ საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით…“ – გოგა მანიას რჩევები

რამდენიმე უწყინარ რიტუალს გასწავლით, რომ ახალ წელს სურვილი აგისრულდეთ - ამის შესახებ ეზოთერიკოსი, გოგა მანია საუბრობს.1) ვისაც შვილები არ გყავთ  - შეგიძლიათ ბავშვის ტანსაცმელი იყიდოთ, შეფუთოთ და დადოთ ნაძვის ხის ქვეშ.2) თუ დაოჯახება გსურთ - ბეჭედი მოათავსეთ ნაძვის ხის ქვეშ. (შუფუთეთ და ისე)3) ბარაქისთვის გირჩევთ მხოლოდ ერთ რაღაცას, ზუსტად 12 საათზე მიირთვით მწვანე მოხარშული ოსპი, ამას მე წლებია ვაკეთებ და ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი. შეგიძლიათ, გულითა და მადლიერებით მიირთვათ.  

ვაპირებთ სარჩელის შეტანას ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში, საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, ნებისმიერი მასალა ხელმისაწვდომია საერთაშორისო სუბიექტისთვის და ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს – პრემიერი BBC-ის რეპორტაჟზე

საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც "ბიბისის" გამოძიებას შეეხებოდა.მისივე თქმით, ხელისუფლება აპირებს სარჩელის შეტანას შესაბამის ორგანოებში."საერთაშორისო დონეზე ეს საკითხი ნამდვილად გადაინაცვლებს და ეს ჩვენ არაერთხელ, პირველივე დღეს განვაცხადეთ, ვინაიდან ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი სარჩელის შეტანას ჯერ ბრიტანულ მაუწყებელში, იქაურ მარეგულირებელ კომისიაში და საჭიროების შემთხვევაში სასამართლო ინსტანციაში, სამართლებრივი პროცედურები ჯერ კიდევ დაზუსტდება, ამიტომ საერთაშორისო განზომილება აუცილებლად მიეცემა ამ საკითხს. რაც შეეხება მოწოდებებს, ეს მოწოდებები საერთოდ გაუგებარია. ჩვენ ღიად განვაცხადეთ ერთი რამ - ნებისმიერი მასალა, იქნება ეს დოკუმენტები, ნივთიერებებთან დაკავშირებული მასალები, თუ ა.შ. ნებისმიერი მასალა არის ხელმისაწვდომი ნებისმიერი საერთაშორისო სუბიექტისთვის, რომელიც ამის ინტერესს გამოხატავს და იმის მაგივრად, რომ მოვიდნენ და ჩაიხედონ, ღობის იქიდან აკეთებენ განცხადებებს, როცა მზად ვართ, აბსოლუტურად ყველაფერი გავუზიაროთ. რატომაც დისკუსიაში ვერ შემოდიან ვერც ერთ თემასთან დაკავშირებით, ზუსტად იმიტომ აკეთებენ შორიდან განცხადებებს. ვეუბნებით, წაიღე, შენ თვითონ შეგიძლია შეაფასო, ამ ჭიქაში წყალი ასხია, თუ სხვა რამე, გაწვდი და ის მოდის და სადღაც იმის იქიდან აკეთებს განცხადებას იმაზე, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს. წაიღე და ნახე, რა გამოძიებაზეა საუბარი. მაგრამ ამ დონემდე არიან დასულები. "ბიბისი" რა დონეზეა დასული ამაზე საერთოდ აღარ გვინდა საუბარი,"- განაცხადა პრემიერმა.

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი – გვექნება ბევრი აქცია და ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც საქმის მასალები გააყალბა – პარლამენტში შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას...

დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს - ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა, - ამის შესახებ გარდაცვლილი ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან კითხვის ნიშნები გააჩნია.„ჩვენ გვინდა, რომ გადმოგვცენ სისხლის სამართლის საქმის მასალები. დაზარალებულის უფლებები დაირღვა, როცა მას სისხლის სამართლის საქმეზე წვდომა არ მისცეს. როდესაც დედას შვილი ცოცხალი ჰყავდა, მისცეს დადგენილება, რომ სავარაუდო დანაშაული შეიცავდა ჯგუფური დანაშაულის ნიშნებს. როცა ცოცხალი იყო ადამიანი ამბობდნენ, რომ 117-ე მუხლის მესამე ნაწილის სავარაუდო ნიშნებს შეიცავდა და როცა გარდაიცვალა უცებ გაქრა ეს და აღმოჩნდა, რომ ჯგუფური დანაშაული არ მომხდარა. ისმის კითხვა: რატომ ჩაიდინა ეს სიბინძურე საქართველოს პროკურატურამ?ხომ შეიძლება ამ უწყებამ ერთხელ და სამუდამოდ ერთი საქმე მაინც გამოიძიოს, რომელზედ ადამიანებს კითხვის ნიშანი არ გაუჩნდებათ? ჩვენ გვაქვს კითხვის ნიშანი“, - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დაზარალებულთან შეთანხმებით, ის პროკურატურას აძლევს 2-კვირიან ვადას და ამ ორი კვირის განმავლობაში უნდა ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი და დაზარალებულს უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები.„ჩვენ გვექნება ბევრი აქცია და ძალიან ბევრი ადამიანი დაჯდება საბრალდებო სკამზე, ვინც სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბა. ჩართული გვყავს ძალიან კარგი ადვოკატი, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მიმარტავს…პირადად მე გპირდებით, ეს იქნება საქმე როგორიც იყო - ენუქიძე საქართველოს წინააღმდეგ, თუ ამ საქმეზე ეფექტური გამოძიება არ ჩატარდება. საქართველოს ხელისუფლება მიიღებს იმას, რაც დაიმსახურა.ვაფრთხილებ გენერალურ პროკურორს და იმ პროკურორებს, რომლებმაც ძალიან ცუდი ნაბიჯები გადადგეს და ჩემი აზრით, სისხლის სამართლის საქმის მასალები გააყალბეს: გონს მოეგონ, აქ მთელი საქართველო დადგება, რადგან ახალი დასაკარგი შვილი, გიგა ავალიანი აღარ გვყავს. ავალიანის საქმეზე ის განაჩენი უნდა დავაყენოთ, რაც დაიმსახურეს“, - განაცხადა ადვოკატმა.ამასთან, როგორც ზაზა ხატიაშვილმა აღნიშნა, ის მომავალ კვირაში აპირებს მიმართოს საქართველოს პარლამენტს განცხადებით, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, სადაც მივა საქმის ყველა პროკურორი და უპასუხებს დაცვის მხარის კითხვებს.„ჩვენ მომავალ კვირაში მივდივართ საქართველოს პარლამენტში, სამართლებრივად შევიტანთ განცხადებას, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია და მოვიდეს ყველა პროკურორი და შვილმკვდარ დედას პასუხი: თუ სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, სავარაუდო დანაშაული, შემდეგ რომ გიგა გარდაიცვალა, როგორ შემსუბუქდა? ჩვენ დავინახავთ, საით დგას საქართველოს ხელისუფლება - მკვლელების მხარესაა თუ შვილმკვდარი დედის მხარეზე. შექმნიან თუ არა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას და მე ზაზა ხატიაშვილს, ყველა ადვოკატს და ეკატერინე კუპატაძეს გვექნება თუ არა შესაძლებლობა ყველა პროკურორს დავუსვათ კითხვა. გვითხრა, რატომ არ არის ეს ჯგუფური დანაშაული“, - განაცხადა ადვოკატმა.ცნობისთვის, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 4 პირი დააკავეს. მათგან ალექსანდრე გაბაშვილს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა ბრალდება, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო გიორგი რიკაძეს და კიდევ ორ არასრულწლოვანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული.

მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ – ირაკლი კობახიძე

"ჩვენ სარჩელი შეტანილი გვაქვს და მიგვაჩნია, რომ რამდენიმე ოპოზიციური პარტიის აკრძალვა არის ერთადერთი გზა საქართველოში სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბებისკენ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აქამდე ვერ ჩამოყალიბდა სრულფასოვანი დემოკრატიული სისტემა, რადგან არსებობდა ხელოვნურად თავს მოხვეული ორპოლუსიანი სისტემა."ერთ მხარეს იყო "ქართული ოცნების" ხელისუფლება და მეორე მხარეს იყო უცხოური აგენტურა. თქვენ იცით, რომ იქ ადამიანებიც იცვლებოდნენ, პარტიები ემატებოდნენ და აკლდებოდნენ, მაგრამ შინაარსი არასდროს შეცვლილა ერთი მარტივი მიზეზის გამო, ყველაფერი იმართებოდა ერთი ხელიდან და ქვეყნის გარედან. ამიტომ შეიქმნა ეს ორპოლუსიანი სისტემა, აქეთ "ქართული ოცნება", იქით უცხოური აგენტურა, რადიკალური ოპოზიციის სახით და ეს ჩაკეტილი წრე ვერაფრით გაირღვა და ვერც გაირღვევა რომ არა ასეთი გაგრძელება მოვლენების. ერთადერთი გზა სრულფასოვანი დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ ჩვენთვის არის სწორედ ეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე და ვფიქრობ, როგორც იურისტი, სათანადო მსჯელობის შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას პარტიების აკრძალვის თაობაზე, თუმცა სასამართლოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიეცემა ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას იმის საშუალება, რომ ჩამოაყალიბოს ჯანსაღი, დემოკრატიული, გამართული პოლიტიკური სისტემა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი ყანდაშვილი: მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა

ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვა, სამომავლო გეგმებსა და ადვოკატებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.„მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ პროფესია ადვოკატი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროფესიაა, იყოს დაფასებული და მას ჰქონდეს სწორი როლი, მნიშვნელობა, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში ისე, როგორც ზოგადად საზოგადოებაში. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა კუთხით. თითოეული ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის გამართვა იქნება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს, მან არჩევნების მეორე ტურში 1473 ხმა მიიღო.

ბოლო სიახლეები