შაბათი, აპრილი 12, 2025

პაატა იმნაძე – აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს

აფლატოქსინების ის რაოდენობა, რაც „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა, მწვავე მოწამვლას ვერ გამოიწვევს. მათი მიღება, ხანგრძლივი დროით და დიდი დოზით უნდა გაგრძელდეს, რომ ღვიძლის, ან სხვა, რაიმე უფრო მძიმე დაავადება გამოიწვიოს. ამ რაოდენობაზე კი, რომელიც ბევრ განვითარებულ ქვეყანაში არსებულ დასაშვებზე ნაკლებია, ეს საშიშროება არ არსებობს, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, ტოქსიკოლოგებსა და ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე აპოლონ კაკაბაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი.

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყანაში, აფლატოქსინების სხვადასხვა ნორმატივებია. მისივე განცხადებით, საქართველო ევროპული ნორმატივებით ხელმძღვანელობს, რომელიც ამერიკულზე 10-ჯერ მკაცრია.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო გააგრძელებს უწყვეტ კონტროლს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო, ყოველდღიურად, ასობით, სხვადასხვა დასახელების პროდუქტს ამოწმებს, რათა მოსახლეობისთვის, მხოლოდ უვნებელი პროდუქტი იყოს ხელმისაწვდომი.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ „სოფლის ნობათის“ რძის ნიმუშებში გამოვლინდა აფლატოქსინი და მოუწოდა მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული რძე. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „სოფლის ნობათის“ იმპორტირებული რძის ხუთი ნიმუშის ბაზრიდან ამოღება და დალუქვა მიმდინარეობს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „სოფლის ნობათმა“, სადაც აღნიშნულია – „გაყიდვიდან ვიღებთ პარტნიორების მიერ აზერბაიჯანში წარმოებული რძის მცირე პარტიას, პროდუქტი საფრთხეს არ წარმოადგეს, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ იგი, შესაძლოა, ზოგიერთ ადგილობრივ მოთხოვნას არ აკმაყოფილებდეს“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა წესები უნდა დაიცვათ აღდგომის დღესასწაულზე, თუ ოჯახის წევრის გარდაცვალებიდან 1 წელი არ არის გასული

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდეგ მიცვალებულთა ხსენების დღეები მოდის. არსებობს წესები, რომლებიც აუცილებლად უნდა დაიცვათ, განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვალებიდან 1 წელი ჯერ არ არის გასული.თაობიდან თაობას გადაცემული მართლმადიდებლური ტრადიციების მიხედვით, განსაკუთრებით ამ დღესასწაულისთვის აცხობენ ხაჭოს სააღდგომო ნამცხვრებს, მდიდარ სააღდგომო ნამცხვრებს, ღებავენ კვერცხებს, ამზადებენ ყველანაირ ტკბილეულსФ და კერძებს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ ოჯახში, სადაც ახლობელი ცოტა ხნის წინ დაკრძალეს, გარდა ყოველდღიური შეზღუდვებისა, სააღდგომო დღესასწაულის აღნიშვნა მკაცრად აკრძალულია. ცრურწმენის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში დაკარგეს ნათესავი, არ არის რეკომენდებული:დაესწროს აღდგომის ღამის წირვას; შეუკვეთოთ მემორიალი დღესასწაულებზე; მოამზადეთ სააღდგომო კერძები, გამოიყენეთ წითელი ფერი, კვერცხების შესაღებად;რაც შეეხება ბოლო პუნქტს, ყველაფერი ასე რადიკალური არ არის. შეგიძლიათ კვერცხები შეღებოთ, მაგრამ მთავარია მოერიდოთ წითელს. უპირატესობა მიანიჭოთ ლურჯს ან მწვანეს.ასევე არსებობს წესები, რომელიც აღდგომას არ უკავშირდება, მაგრამ გარდაცვალებიდან 1 წლის გასვლამდე უნდა დაიცვათ.გარდაცვლილის ოჯახის  წევრი არ უნდა დაქორწინდეს ერთი წლის განმავლობაში;კვირის იმ დღეს, როდესაც საყვარელი ადამიანი გარდაიცვალა, ცოლმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გარეცხოს გარდაცვლილის ტანსაცმელი;ნათესავებს შეუძლიათ სასაფლაოს მონახულება მხოლოდ შაბათობით (გარდა მე-9 და მე-40 დღეებისა და ხსენების დღეებისა, რომლებიც ჩამოთვლილია საეკლესიო კალენდარში);არ გაატემონტოთ სახლი ან ბინა, სადაც ადამიანი გარდაიცვალა.

კიტ კელოგი – უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს

უკრაინა არასოდეს დათანხმდება, რუსეთს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები დაუთმოს, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მისმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგმა განუცხადა.სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამ განცხადებით კელოგმა უპასუხა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის პოზიციას, რომლის მოსაზრებითაც, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის ყველაზე სწრაფი გზა ისეთი სტრატეგიის მხარდაჭერაა, რომლითაც რუსეთს უკრაინის ოთხ რეგიონზე საკუთრების უფლება მიენიჭება.მედიის ცნობით, ტრამპთან შეხვედრაზე კელოგი შეეწინააღმდეგა უიტკოფს და განაცხადა რომ უკრაინა, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა აწარმოოს მოლაპარაკებები ზოგიერთ პირობაზე, რომლებიც დაკავშირებულია რიგ ტერიტორიებთან, არასოდეს დათანხმდება მოსკოვისთვის ოთხ ოლქზე კონტროლის სრულად გადაცემას.„როიტერის“ ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტისა და კელოგის შეხვედრა ტრამპის მხრიდან ამერიკული სტრატეგიის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების გარეშე დასრულდა.ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 11 აპრილს სანქტ-პეტერბურგში შეხვდა აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს. როგორც კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, მოლაპარაკებების თემა „უკრაინის დარეგულირების ასპექტები“ იყო.

თეა წულუკიანი -ეს ყველამ უნდა იცოდეს… გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ისინი, ვინც 2008 წელს მწვანე ღილაკს...

გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც სტრასბურგში 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, კი, საქართველომ დაიწყო ომიო, უფრო მეტიც, იმ რეზოლუციაში წერია, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.„აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვაწარმოებდით დავას დავა ნიშნავს წმინდა სამართლებრივ პროცესს და ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის გაჭირდა იმის ახსნა, რომ ვიდრე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჰააგასა და სტრასბურგში, ყველას თავი შეეკავებინა ველის დაბინძურებისგან, რასაც იურისტები ვეძახით, რადგან იურისტი არის ჯარისკაცივით. იურისტი როდესაც მიდის და იცავს პროცესს სასამართლოში, მას ზურგში არავინ არ უნდა შეუქმნას პრობლემა, რადგან შემდეგ შენ სუსტდები. ეს დავა როდესაც მიმდინარეობდა მაგალითად სტრასბურგში, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთი პრეტენზიად გვიყენებდა და გვასუსტებდა. ეს ხომ არგუმენტების ომია სამართლებრივ დავაში ფიზიკურად და იარაღით არავინ ერთმანეთს არ ებრძვის, ეს არის არგუმენტების ომი, მოსამართლე გაკვირდება და ვისი არგუმენტიც გადაძალავს, ის არის მართალი. მთელი დავა ეს არის. ძალიან მარტივია. ვინც აჯობებს არგუმენტებით და მტკიცებულებებით, ის რჩება გამარჯვებული. რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციას ჩვენ გვიყენებდა პრეტენზიად და გვეუბნებოდა, თქვენ თვითონვე, ანუ ქართველებმა დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა და ახლა რომ მოდიხართ და იძახით, რომ ეს ასე არ არის, სულ მცირე, სასაცილოაო. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვინ მართავს, სასამართლო დავისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო არის სახელმწიფო და 2008 წელს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მაშინდელი ვითომ ოპოზიციიდან, ბატონ გიორგი თარგამაძეს, „ქრისტიან დემოკრატს“, რომელიც ახლა დიდ ჟურნალისტად გვევლინება, ხელი ჰქონდათ მოწერილი, ანუ კენჭისყრაში დადებითად მწვანე ღილაკზე ხელი დაჭერილი რეზოლუციაზე 16/33. ეს ხდება 2008 წლის შემოდგომაზე, სადაც ისინი მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ე.წ გოკა, გაბაშვილი, ასევე ბატონი დარჩიაშვილი დავითი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა სტრასბურგში იქაურ პარლამენტში ხელი, რომელ საპარლამენტო ორგანოსაც ასამბლეა ჰქვია, კი, საქართველომ დაიწყო ომიო. უფრო მეტიც, იქ წერია, ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულიო და ამაზეც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი იმ გვარებმა და სახელებმა, ვინც მე ჩამოვთვალე. როდესმე ეს მათმა ტელევიზიებმა იმ დროს გააშუქეს? რა თქმა უნდა, არა და ვერც გააშუქებდნენ, რადგან ისინი „მოდელირებული ქრონიკებით“ იყვნენ დაკავებული და ხალხს უმღეროდნენ ზღაპრებს“, – განაცხადა წულუკიანმა.მისი თქმით, საგამოძიებო კომისიამ ზოგიერთი ამ პირის დაბარება უკვე დაიწყო.„მე მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვკითხო ბატონ გიორგი კანდელაკს, რატომ იმალება, ვკითხო ბატონ გიორგი თარგამაძეს, რატომ იმალება და რატომ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში. იმიტომ, რომ სახლშიც ქალების კალთას ეფარება, სახლში არ არისო და სამსახურში როდესაც მივიდა საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი, გადაცემის, ე.წ საპროდიუსეროს კარი ჩარაზა. მართლები თუ არიან, არ დაუბრალებიათ საქართველოსთვის ომის დაწყება და ახალგაზრდები თუ გვისმენენ, ჩვენზე მაგრები არიან ინტერნეტით მანიპულირებაში და ასამბლეის ვებგვერდზე დღესაც არის გამოფენილი ამათი „კარგი საქმეები“. იქ არის კენჭისყრის შედეგები, დღესაც საჯარო, სადაც წერია გვარები და სახელები, ვინ მისცა ხმა. მოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ მისცეს ამას ხმა, რატომ დაადანაშაულეს ქართული ჯარი. ამ მტკიცებულებას შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ და ძლივს მოახერხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ამას წინათ ერთ-ერთმა დეპუტატმა იკითხა, კი მაგრამ, ახლაც მიკვირს, ეს როგორ შევძელითო. იყო განადგურებული მტკიცებულებები და ის მტკიცებულებები, რაც დაგვიტოვეს, საწინააღმდეგო ქართული საქმის. შესაბამისად, ეს იყო პრობლემური“, – განაცხადა წულუკიანმა.

კრემლის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან დასრულდა

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან დასრულდა.პუტინისა და უიტკიოფის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლის ოფიციალური გვერდი.„რუსეთის სახელმწიფოს მეთაურმა გამართა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივენ უიტკოფთან. შეხვედრის თემა – უკრაინის დარეგულირების ასპექტები“, – ნათქვამია კრემლის ინფორმაციაში.კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ახლავს ოთხი ფოტო, რომლებიდანაც ჩანს, რომ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი და პრეზიდენტის წარმომადგენელი საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევი.

თეთრი სახლის პრესსპიკერი – დონალდ ტრამპს სურს, ირანში იცოდნენ, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ თეირანი არ შეწყვეტს თავის ბირთვულ პროგრამას

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს, ირანში იცოდნენ, რომ ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ თეირანი არ შეწყვეტს თავის ბირთვულ პროგრამას, – ეს განცხადება თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ქეროლაინ ლევიტმა აშშ-სა და ირანის დელეგაციებს შორის დაგეგმილი მოლაპარაკებების წინ გააკეთა.ლევიტმა განაცხადა, რომ ტრამპის „საბოლოო მიზანია, უზრუნველყოს, რომ ირანმა ვერასოდეს მოიპოვოს ბირთვული იარაღი“ და რომ ტრამპს სჯერა დიპლომატიის, მაგრამ „ამჟამად ყველა ვარიანტი განიხილება“, თუ დიპლომატიური ძალისხმევა ჩაიშლება.„პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განუცხადა ირანელებს და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდიც ასევე იტყვის, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და ირანს არჩევანი აქვს გასაკეთებელი. თქვენ შეგიძლიათ, დაეთანხმოთ პრეზიდენტ ტრამპის მოთხოვნას, ან ჯოჯოხეთური ფასის გადახდა მოგიწევთ. პრეზიდენტს ძალიან მტკიცე პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლევიტმა.ცნობისთვის, 12 აპრილს ომანში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოლაპარაკებებს გამართავს ირანის დელეგაციასთან. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი, ომანის საგარეო საქმეთა მინისტრ ბადრ ალ-ბუსაიდის შუამავლობით.

ბოლო სიახლეები