სამშაბათი, ივნისი 23, 2026

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

გმირთა მოედანზე შუქნიშნების მუშაობს ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს. როგორც დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, გმირთა მოედნის პროექტი დასრულებულია და ამ ეტაპზე, შუქნიშნების კალიბრაცია მიმდინარეობს.

კახა კალაძე ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე დედაქალაქის მერის მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელთან ნინი ბაგაშვილთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის მონაკვეთი 3-ზოლიანი გახდა.

„მოგვიწია კონკრეტული ობიექტების გამოსყიდვა იმისთვის, რომ ეს სამუშაოები ჩატარებულიყო. დღეს ხედავთ, როგორ არის მოწესრიგებული და გამტარუნარიანობა გაზრდილი“,- განაცხადა კალაძემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განმარტა, დაემატა ლაგუნა ვერედან სანაპიროსკენ გასასვლელი ერთი ზოლი, ამასთან, სატესტო რეჟიმშია შუქნიშნებიც.

„ეს არის ურთულესი კვანძი ქალაქში, სადაც უამრავი მანქანა იყრის დღის განმავლობაში თავს და როგორც გვახსოვს, იყო სრულიად დაურეგულირებელი მოძრაობა. ამის დასარეგულირებლად მოეწყო ტერიტორიაზე 3 შუქნიშნის ობიექტი. ერთი განთავსებულია ჭაბუა ამირეჯიბის ქუჩის დასასრულში, მეორე უშუალოდ მოედანზეა განთავსებული და მესამე სანაპიროსთან ჩასასვლელში. ეს შუქნიშნები ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ნაკადები დარეგულირდეს ისე, რომ მანქანებმა ერთმანეთს ხელი არ შეუშალონ, გადაადგილდნენ სასურველი მიმართულებით. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აქ საერთოდ არ არსებობდა ქვეითთა გადასასვლელი სივრცე და მოეწყო ტროტუარი, სადაც ქვეითი უსაფრთხოდ შეძლებს გადადგილებას. მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები მოეწყო ამ შუქნიშნის კვანძებზე ის, რომ მანქანა საერთოდ არ შეფერხდება და ქვეითები უსაფრთხოდ გადაადგილდებიან.

შუქნიშნებზე მინდა აღვნიშნო, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი დაარეგულირებს ამ მოძრაობას, თავიდან რა თქმა უნდა, საჭიროა კალიბრაცია ამ შუქნიშნების, რაც რამდენიმე დღეს მოითხოვს ხოლმე. დაახლოებით, 1 კვირის განმავლობაში ჩვენ ყოველდღე ვაკვირდებით ნაკადებს, ვტესტავთ შუქნიშნებს და ალბათ, 1 კვირაში უკვე გვექნება შედეგი დარეგულირებული მოძრაობის“,- განაცხადა ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ბაგაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის, ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას

ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2025 წელს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის მთავარი ამოცანაა სახელმწიფო პროგრამების, პროექტებისა და შესყიდვების შედეგიანობის შეფასება, შესრულების მონიტორინგი და სახელმწიფო რესურსების რაციონალური გამოყენების ხელშეწყობა.„ჩვენი მიდგომაა, რომ თითოეული საჯარო რესურსი მაქსიმალურ სარგებელს უნდა ქმნიდეს მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომ განვითარებას, როგორც ეფექტიანი მმართველობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს.ამ მიმართულებით განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის მიხედვით, 2025-2026 წლებში პირდაპირი ეკონომიკისა და ტენდერების ოპტიმიზაციის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 390 მილიონზე მეტი დაიზოგა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ეფექტიანობისა და რესურსების ოპტიმალური მართვის პრინციპები ფართოდ ინერგება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა სფეროშიც.„მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2025 წლიდან განხორციელებული ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა ჯამურმა დანაზოგმა 845 მილიონი ლარი შეადგინა, მათ შორის როგორც ადმინისტრაციული და საკადრო ხარჯების, ისე პროექტებისა და შესყიდვების ოპტიმიზაციის გზით. მათ შორის, 2 422 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაციის შედეგად მიღებულმა წლიურმა დანაზოგმა 60 მილიონ ლარს მიაღწია. ამასთან სხვადასხვა პროექტების, სახელმწიფო შესყიდვებისა და სახელშეკრულებო პირობების გადახედვისა და გაუმჯობესების შედეგად დამატებით 785 მილიონი ლარის ეკონომია გახდა შესაძლებელი.პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, განხორციელდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებმაც გააძლიერა სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭირვალობა, კონკურენტუნარიანობა და ეფექტიანობა. ახალი მექანიზმები ხელს უწყობს როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის უფრო აქტიურ მონაწილეობას, ისე სახელმწიფო სახსრების უფრო პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ მართვას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე – მოქალაქეებს დღეს შესაძლებლობა აქვთ, 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას

მოქალაქეზე ორიენტირებული საჯარო სერვისების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც მოქალაქეებსა და ბიზნესს ასამდე სერვისს სთავაზობს და წარმოადგენს თანამედროვე, ეფექტიან და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ მომსახურების მოდელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მისივე თქმით, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრულ ტრანსფორმაციას.„ბოლო წლებში დაინერგა ელექტრონული ცნობების გაცემა, საერთაშორისო მართვის მოწმობის მიღების შესაძლებლობა, ასევე სატრანსპორტო საშუალებების დისტანციური გადაფორმების სისტემა, რაც მოქალაქეებს მნიშვნელოვანი სერვისებით სარგებლობის საშუალებას სახელმწიფო უწყებაში მისვლის გარეშე აძლევს.საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ციფრულ ტრანსფორმაციას. ჩვენი ამოცანაა, ეს პროგრესი მოქალაქეებისთვის უფრო სწრაფ, უსაფრთხო და მარტივ სახელმწიფო სერვისებად გარდავქმნათ. დღეს მოქალაქეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა 400-ზე მეტი ელექტრონული სერვისი დისტანციურად მიიღონ, ხოლო საჯარო სექტორში აქტიურად ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილი იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის მექანიზმები.მოქალაქეზე ორიენტირებული და ინოვაციური სერვისების განვითარებასთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ საჯარო რესურსების ეფექტიან მართვას, გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სააკაშვილი – ნანუკამ გააჟღერა, მიშა ციხეში ზის და მის აზრს მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო, მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური...

მინდა, ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ, მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო. მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა, რეალურად, ერთი ხმა კი არა, ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი წერს, სურს, ყველას შეახსენოს, „რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი“.„კი, მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ, ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ, რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი, რა ხდება ამ ქვეყანაზე? რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია.რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ხმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) – ჩემო ეკა, იცი, რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ, ვიდრე ზოგიერთ სხვას.ამ თემაში ჩვენი არაკეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან, პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა, ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ჰოდა, თუ არ იღებთ, ესე იგი, ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი.იმათაც მინდა, ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა), მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა, შეიძლება, არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალური კონგრესი რეგულარულად კითხულობდა.მაგალითად, მე მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა, რომ ციხეში არიან. ჰოდა, რა ვიცი, მინდოდა, ყველასთვის შემეხსენებინა, რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ასე შემდეგ“, – წერს სააკაშვილი.

საქართველოში ამინდი იცვლება – მოსალოდნელია ნალექი და სეტყვა

გარემოს ეროვნული სააგენტო განახლებულ ამინდის პროგნოზს აქვეყნებს:23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდიუახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.თბილისში საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 23 ივნისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 ივნისს შედარებით გრილი და ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება.ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება.კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება.აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ შეჩერებულია

მეტროსადგურის პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია.დეტალების გასარკვევად, „პრაიმტაიმი“ სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა. უწყების ცნობით, მეტროსადგურ „რუსთაველზე“ ტექნიკური ხარვეზია, შესაბამისად, მატარებლები „ახმეტელიდან“ სადგურის მოედნამდე მოძრაობენ. სადგურის მოედნიდან მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“ მოძრაობა შეჩერებულია.კომპანიის ცნობით, დაზიანებული მატარებლის მოხსნის შემდეგ, მოძრაობა აღდგება.

ბოლო სიახლეები