ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025

ეკა სეფაშვილი: მაშინდელმა ხელისუფლებამ კონფლიქტის ზონაში მიატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა, რაზეც ცინიკური პასუხი მოვისმინეთ – მოსახლეობა იმიტომ არ გავაფრთხილეთ, რომ არ აღქმულიყო ეს, როგორც ომისთვის მზადება

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

დეპუტატის თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც რეჟიმი უნდა გასამართლდეს და კონსტიტუციის შესაბამისად აიკრძალოს მისი საქმიანობა.

„რას ვაპროტესტებთ ჩვენ? საკვების უვნებლობას, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური თემაა? გვინდა ჩვენ საკვების უვნებლობა და ამ რეგულაციების გამკაცრება თუ ამ ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლა? ეს ორი თემა უნდა გავმიჯნოთ. თუ ჩვენ ვითხოვთ საკვების უვნებლობის რეგულაციების გაძლიერებას, ეს ლეგიტიმური მოთხოვნაა და მე ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, მოსახლეობა უნდა იყოს დაცული, ჰქონდეს ინფორმაცია რა რეგულაციები მოქმედებს.

ეს ყველა რეგულაცია გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. ამ თემაზე რომ იყოს პროტესტი, ეს ჩემთვის კიდევ უფრო გასაგები იქნება, ვიდრე ის, რომ უაპელაციოდ, უარგუმენტოდ მმართველი ძალა უნდა შეიცვალოს იმ ძალით, რომლის პოლიტიკურ გასამართლების პროცესს ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვუყურებთ და ვრწმუნდებით, რაოდენ სასტიკი იყო ეს რეჟიმი. შეუძლებელია, უსმენდე კომისიის სხდომებს და არ განიცადო გამოკითხულ ადამიანებთან ერთად იმ დღეების ტრაგედიები.

განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება წამებას, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ გაუგონარ ვითარებას, აგვისტოს ომის მოვლენებს, რომელიც საერთოდ სხვა ჭრილში წარმოჩნდა ამ კომისიაზე. ჩვენ ვნახეთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მიზნებისათვის იღვწოდა მაშინდელი ხელისუფლება. მიატოვეს დაჭრილები, მშვიდობიანი მოსახლეობა, რაზეც ცინიკური პასუხი მოვისმინეთ – მოსახლეობა იმიტომ არ გავაფრთხილეთ, რომ არ აღქმულიყო ეს, როგორც ომისთვის მზადება. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კომისიაზე წარმოდგენილი არგუმენტებით და ფაქტების გათვალისწინებით, სასამართლოს გზით, როგორც ეს წესია და შეეფერება კონსტიტუციას, უნდა იყოს აკრძალული.

ეს საჭიროა იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ნორმალური ვითარება, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ არავინ არ შეეცადოს ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების შეცვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ რომელიღაც გლობალურ ძალას არ მოსწონს ის. არ მოსწონს იმის გამო, რომ არ არის მისი მარიონეტი, არ ჩართო საქართველო ომში სხვა ქვეყნის აქტორების ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დავით უსუფაშვილი – „ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა – ეს არის თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომელთაც საკვებად აქვთ თავისივე შეთხზული ზღაპრები – მგონი, კობახიძე „უცხო ძალაში“ საკუთარ...

„ქართული ოცნება“ იმაზე შორს წავიდა, ვიდრე თავად „ოცნება“ წარმოიდგენდა. ისინი უკვე ვეღარ უწევენ ანგარიშს სად მიდიან. ეს არის ორიენტაცია დაკარგული, თავგზააბნეული ადამიანების ჯგუფი, რომლებსაც საკვებად აქვთ თავის მიერვე შეთხზული ზღაპრები, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ ოთხი ქართველი ოფიციალური პირისთვის სანქციების დაწესებაზე საუბრისას განაცხადა, იმ სტილის მმართველობის ადგილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა, არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ.მისივე მოსაზრებით, არსებობს საერთაშორისო სისტემებიდან „ამოვარდნის საფრთხეც“.„მოსკოვის გარდა ყველა საუბრობს იმაზე, რომ სერიოზული უკუსვლა გვაქვს. სტაგნაციაც კი არ არის, უკუსვლაა, რადგან ევროკავშირის კარებთან მდგომმა საქართველომ თქვა, რომ „არ მინდა მანდ“. რატომ? იმიტომ, რომ რამდენიმე ადამიანს არ უნდა. იმიტომ, რომ რა სტილის მმართველობა შექმნეს, ეს არ არის ევროპული და ასე ევროპაში ვერ შევლენ, ამიტომ ამისთვის გაწირეს ქვეყანა. ახლა დგება სხვა საერთაშორისო სისტემებიდან ნახევრად თუ სრულად ამოვარდნის საკითხი, მათ შორის, ევროსაბჭოს სისტემიდან.შინაარსით, რა თქმა უნდა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ადგილი ასეთ სისტემებში არ არის. მათ ურჩევნიათ იქ იყვნენ და იქ დაინახონ საქართველოს ადგილი, სადაც იმ ქვეყნის ლიდერები უარესს სჩადიან, უარესი სტანდარტებია – იქ უკეთ იგრძნობენ თავს.სანქციები, რომელიც მათთვის მძიმე მოვლენაა, ისინი საქართველოს ასანქცირებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო დაასანქცირა და დაუკეტა უამრავი გზა, ის გზები, რომელმაც ქვეყანა უნდა წამოაჩინოს მსოფლიო არენაზე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.კითხვაზე, რამდენად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს და საუბრობს თუ არა ამაზე ოპოზიცია პარტნიორებთან, უსუფაშვილი პასუხობს, რომ „ლელო“ არ არის მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვისა და ასოცირების შეთანხმების შეჩერების,„ლელო“ არის იმ მიდგომის მომხრე, რომ აღნიშნული საკითხები რეალურად არ დადგეს იმ მაგიდაზე, სადაც გადაწყვეტილება მიიღება. ჩვენ არ ვართ მომხრე უვიზო რეჟიმის შეზღუდვის, არ ვარ მომხრე ასოცირების შეთანხმების შეჩერების, რადგან ეს უკუსვლა კი არ იქნება, ეს იქნება უფსკრულში ჩავარდნა, საიდანაც ამობობღებასაც შესაძლოა თაობების შრომა და ასწლეულები დასჭირდეს. ამასობაში ვხედავთ, რომ ევროპის მოთმინებასაც აქვს საზღვარი.ყველამ კარგად უნდა გაუსწოროს თვალი რეალობას, ევროპა არის ის, რაც იყო 2 წლის წინ, 5 წლის წინ და 16 წლის წინ. ვინ შეიცვალა? – „ქართული ოცნება“ და მისი რიტორიკა“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

📽️ „დამიანე კვარაცხელია მამიკოს ჯილდოთი თამაშობს“ – რა კადრებს გვიზიარებს ნიცა თავაძე

მას შემდეგ რაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ასტონ ვილას მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, მისმა მეუღლემ, ნიცა თავაძემ სოციალურ ქსელში პატარა დამიანე კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ასახულია, როგორ თამაშობს უსაყვარლესი დამიანე მამის ჯილდოთი.

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური შეხვედრების შემდეგ კვირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, — რჩეულები უეფა-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.„პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ინგლისელთა კარში პსჟ-ს მეორე გოლი ეფექტურ სტილში გაიტანა.ხვიჩა კვარაცხელია ასევე იბრძვის კვირის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის. ამ ნომინაციაზე, მასთან ერთად, წარდგენილები არიან – დეკლან რაისი („არსენალი“), ალესანდრო ბასტონი („ინტერი“) და რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“).

დონალდ ტრამპი – ევროკავშირი არის ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ, ვფიქრობ, ჭკვიანურად მოიქცნენ

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა.ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი არის „ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი“.ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას.„მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ევროკავშირი განიხილება, როგორც ერთიანი ბლოკი და არა როგორც ცალკეული ქვეყნები.

ბოლო სიახლეები