პარასკევი, აპრილი 11, 2025

ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის წითელი ხაზები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოლაპარაკებების დროს პრიორიტეტი ძლიერი არმიაა.

„ეს წითელი ხაზია – ჩვენი არმიის შემცირება დაუშვებელია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არმია იმ რაოდენობით დავტოვოთ, რაც დღეს არის. დიდი არმია, რომელიც სამჯერ აღემატება ომის დასაწყისში არსებულს. არმია, რომლის მხოლოდ მოდერნიზებაა შესაძლებელი. აი, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ომის დასრულების შემდეგ“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიდევ ერთი წითელი ხაზი ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ტერიტორიებად აღიარებაა.

„ყოველ შემთხვევაში, ეს დროებით ოკუპირებული ტერიტორიებია. სამართლიანი მშვიდობა მაშინ იქნება, როდესაც ყველა ტერიტორია დაბრუნდება. მაგრამ თუ შესაძლებელია კომპრომისის პოვნა, რომ ამ ტერიტორიების დაბრუნება დროთა განმავლობაში დიპლომატიური გზით მოხდეს – ვფიქრობ, რომ ალბათ, რაც შეეხება ზოგიერთ ტერიტორიას, ეს ერთადერთი გზა იქნება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს, ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი საკითხებია“, – დასძინა მან.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკო რუბიო აცხადებს, რომ შაბათს აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ შაბათს აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.რუბიოს თქმით, აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფსა და ირანის ლიდერს შორის მოლაპარაკებები შაბათს ომანშია დაგეგმილი.„იმედი გვაქვს, რომ ეს მშვიდობას მოიტანს. ჩვენ ძალიან ნათლად გამოვხატეთ, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი და ვფიქრობ, რომ სწორედ ამან განაპირობა ეს შეხვედრა“, – განაცხადა რუბიომ.შეგახსენებთ, მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანთან პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით.

ნიუ იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი

ნიუ იორკში ვერტმფრენი ჩამოვარდა და მდინარე ჰადსონში ჩავარდა. ამის შესახებ ნიუ-იორკის ხელისუფლებამ განაცხადა.მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა ნიუ-იორკში, მდინარე ჰადსონში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, განუცხადა პოლიციამ BBC-ის ამერიკელ პარტნიორ CBS News-ს.ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სულ მცირე ორი ადამიანი ამოიყვანეს წყლიდან, თუმცა მათი მდგომარეობა გაურკვეველია. გაურკვეველია, იყო თუ არა დაღუპული მამაკაცი მდინარიდან ამოყვანილი ორი ადამიანიდან ერთ-ერთი.საზღვაო ქვეითები და არმიის ჯარები იმყოფებიან კატასტროფის ადგილზე, მაგრამ უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე, იტყობინება ნიუ-იორკის სახანძრო დეპარტამენტი.სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მდინარეში ვერტმფრენისგან დარჩენილი ნაგავი ცურავს. ავარია, რომელიც დაახლოებით 15:15 საათზე მოხდა. ET (20:15 GMT), მოხდა მდინარე ჰადსონის ნიუ ჯერსის მხარეს.ტერიტორიაზე ქუჩები გადაკეტილია.

📽️აშშ-ში, მდინარე ჰუდსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა – ვრცელდება კადრები

მანჰეტენის მახლობლად მდინარე ჰადსონში ვერტმფრენი ჩამოვარდა.სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ თვითმფრინავი ძირითადად წყალშია ჩაძირული.სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია იყო სამაშველო ჯგუფი.

გიგა ბოკერია – საბჭოთა ბოლშევიკებისა და „ქართული ოცნების“ რიტორიკას შორის პირდაპირი პარალელია – არ არის გამორიცხული, შემდგომი ნაბიჯი იყოს ივანიშვილის დასანქცირება, ეს დამოკიდებულია ხელისუფლებაზე

„ეს ხალხი ამ ფორმით ჩვენს დემორალიზებას, დაბნევას, ორიენტირების აღრევას ცდილობს, სწორედ ეგ არის ჩვენი მტრის ამოცანა. ეს უზნეო, უტიფარი განცხადებაა. პირდაპირი პარალელია საბჭოთა ბოლშევიკების რიტორიკასა და ამათ შორის. მე ივანიშვილის რეჟიმს კომუნისტების რეჟიმს არ ვადარებ, მაგრამ პუტინის რუსეთის საქმეს ვინც აკეთებს, არიან ესენი - ვინც ასეთ უტიფრობას, ღირებულებებისა და ფასეულობების აღრევას გვთავაზობს და ცდილობს, რომ თავს მოახვიოს საზოგადოებას”, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

როინ შავაძის მეუღლე: მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული – ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო, მთელ ქუჩაზე...

ქუჩიდან ჩვენი უბნის ინსპექტორებმა შემოგვძახეს, არავითარი კართან მოსვლით, რომ რომა  რეანიმაციაში ჰყავდათ, რესპუბლიკურ საავადმყოფოში და იქ მივსულიყავით. უკვე შეღამებული იყო, მთელი ამ ხნის განმავლობაში იმდენს დავრბოდით, რომ როგორ შემოგველია დრო, ისიც კი ვერ გავიგეთ. საავადმყოფოში როდესაც მივედით, მე მგონია რომ რეანიმაციაშია, თუმცა ფორმიანიც და უფორმოც, ალბათ, ერთი 100 კაცი დაგვხვდა და გვითხრეს რომ ის უკვე გარდაცვლილია და პროზექტურაშია, - ამის შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, სერჟანტ როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც როინ შავაძის მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს.როგორც გარდაცვლილი ჯარისკაცის მეუღლე იხსენებს, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო, ისეთი რამ ჰქონდათ მისთვის გაკეთებული. რაც შეეხება როინ შავაძის სახლში გადმოსვენების შემდეგ ვითარებას, ციცინო შავაძის თქმით, ხალხს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მის ოჯახს არ მიახლოებოდნენ, თუ არ სურდათ იმავე ბედის გაზიარება."არ ვიცი რა დამემართა, ალბათ მთელი ხმით ვკიოდი , ვანგრევდი ყველაფერს, ჩემი არავის ესმოდა. ბოლოს ჩემებს უთხრეს, ხმა არ ამოეღო არავის და მამშვიდებდნენ, რომ ხმა არ ამომეღო, მე ვკიოდი, არაფერი მახსოვს უკვე და ჩემებისთვის უთქვამთ, ჩემი თავი გაეცილებინათ იქაურობისთვის. აზრზე რომ მოვედი, მე უკვე სახლში ვიყავი და რომაც მოასვენეს.უბედურება ამით არ დამთავრებულა. მიცვალებულმა გახრწნა დაიწყო, რაღაც ისეთი ჰქონდათ გაკეთებული, სასწაული სუნი ჰქონდა. ჯოჯოხეთი გამოგვატარეს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, არ გვეტირა, ხმა არ ამოგვეღო. მთელ ქუჩაზე იდგნენ ფორმიანები, ხალხს, ვინც მოდიოდა, ზოგს უკან აბრუნებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ახლოს არ გაგვკარებოდნენ, თუ უნდოდათ, რომ მათაც ჩვენი ბედი არ გაეზიარებინათ." - განაცხადა ციცინო შავაძემ.მან ისიც განაცხადა, რომ ერთხელ აღმოაჩინა, რომ მიცვალებულთან მარტო იყო დარჩენილი, რადგან ტელევიზია მოვიდა და ხალხმა შიშის გამო, ტერიტორია სწრაფადვე დატოვა."ხალხი იმის გამო გვირეკავდა და გვეუბნებოდა, რომ ვერ შემოვდივართ, უკან გვაბრუნებენ. ბინის ყველა კუთხეში იდგნენ ფორმიანებიც და უფორმო გადაცმულებიც და პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ იქაურობა დაეტოვებინათ.ისე გამოდის, რომ . უკვე ყველა ღონეს ვხმარობდი, მახსოვს ტელევიზია მოვიდა, 25-ე არხი და ტელევიზია რომ შემოვიდა, რომ მოვიხედე, მიცვალებულთან არავინ იყო, მარტო მე ვიყავი და ჩემი და, ხალხმა დატოვა ტერიტორია, რომ არავის ენახა.ჩვენ კიდევ, იძულებულები გავხდით, მესამე დღეს მიცვალებული სირბილით გაგვეყვანა სახლიდან, იმიტომ, რომ გაუსაძლისი იყო უკვე მდგომარეობა, მიცვალებულმა პირველივე დღეს გახრწნა დაიწყო. მესამე დღეს უკვე, წამებს ვითვლიდით, რომ მიცვალებული მისი სახლიდან სასწრაფოდ გაგვეყვანა." - განაცხადა ციცინო შავაძემ.„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა."გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა";"გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად".

ბოლო სიახლეები