ოთხშაბათი, აპრილი 9, 2025

ბაია პატარაია: ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება. ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა რომ პლატფორმა დააანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის, მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს და ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.

“მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც გუშინდელი დღისთვის იშრომა და იშრომა ძალიან ბევრმა! ზოგმა ჩუმად, ზოგმა ხმამაღლა და დიდი აქცია შედგა, ბევრი გამოვიდა
როცა ასეთი დიდი აქციები გამოდის, ზოგს ისევ სურს, რომ მთავრობამ რეაქცია მისცეს, მოთხოვნები დააკმაყოფილოს, მაგრამ ჩვენ მთავრობა აღარ გვყავს – გვყავს რუსი ოლიგარქის კრიმინალური ბანდა.

ზოგი ითხოვს, რომ აქცია არ დაიშალოს. ჩემი დაკვირვებით ეგ არ გამოდის და დილის შვიდზე რამდენიმე ასეული თუ რჩება.

ზოგი თვლის, რომ შენობები უნდა ავიღოთ. ეს ნიშნავს დიდ დაპირისპირებას და ციხეების გავსებას დემონსტრანტებით. მე არც კი ვიცი, ვის შეუძლია ამის გაკეთება.

აბა, რა ვქნათო, იკითხავს იმედგაცრუებული ადამიანი. უნდა ვიდგეთ მედგრად, ყოველ დღე რუსთაველზე და პერიოდულად დიდი აქციებით ძალიან ბევრნი. ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო კარგად გავაკეთებთ ყველანი ერთად.

პრეზიდენტმა რომ პლათფორმა დაანონსა, ეს სამომავლო და თეორიული ამბავი არ არის. მთელი თვეა პრაქტიკაში ამუშავებს, ყველას ხვდება და მუშაობს პოზიციების დაახლოვებაზე და ერთობლივ ნაბიჯებზე. ეს აქციაც მაგის შედეგი იყო.

მე ძალიან მახარებს სრულიად ახალი მოძრაობის, მომავალში კი ახალი პარტიის გამოჩენა სოც-დეკების სახით. იმედისმომცემი სიახლეა მრავალი კუთხით.

ჩვენი ბრძოლა არ არის ადვილი. ჩვენ ვებრძვით ვერაგ კაცს, რომელიც რუსეთმა გამოზარდა ოლიგარქად და რომელსაც “უდავს” ეძახიან – მახრჩობელა გველს, რადგან შეუძლია გრძელ ვადაში მოახრჩოს მოწინააღმდეგე. კაცმა 2012 წლიდან დაიწყო ამ ქვეყნის ნელ-ნელა მოხრჩობა და გეგმავდა ბევრად უფრო ადრე. მაგრამ ნეჩოი :))) არც ჩვენ ვართ ჯაბანნი

ბიძინას აქვს ბევრი ფული, დამონებული ძალოვანი უწყებები და პროპაგანდის მანქანა.
ჩვენ ვართ უმრავლესობა, გვაქვს სამშობლოს და თავისუფლების სიყვარული, ვიცით ერთმანეთის გატანა – სოლიდარობა.

ხოდა, ასეთი ორი ძალა ვიბრძვით, ვინ გაიმარჯვებს? ასეთი დაპირისპირების დროს ვინ ჯობნის? მთავარია, გვახსოვდეს ვინ ვართ და რისთვის ვიბრძვით.

და ხო, “დავიღლებით საქართველოს სიყვარულში!”

საქართველო ყოველთვის გაიმარჯვებს!

ბო ლო მდე !“ – წერს ბაია პატარაია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

იმ დღეს, პირველად ვნახე ჩემი მშობლები ასეთი აფორიაქებული… დედა ხელს არ მიშვებდა… მამას კი თვალებში შეპარული სიამაყე უბრწყინავდა… ამ სისხლიანი ღამიდან რამდენიმე დღეში კი,...

მარი ნანა მახარაძე იური მეჩითოვის ფოტოდან - 9 აპრილის ისტორიის ნაწილია. "გოგონა დროშით" - ასე იცნობენ დღემდე. ფოტომ უკვდავყო და დამოუკიდებელ საქართველოსთვის მებრძოლ ქართველთა რიგებში რომ მოიაზრება, თავისთავად ბედნიერების მომნიჭებელი განცდაა...თქვა, რომ 9 აპრილის ღამით "მამაო ჩვენო" პირველად თქვა ზეპირად. ამ სისხლიანი ღამიდან რამდენიმე დღეში კი, სიონში იდგა ლიტანიობას და უფალს გმირების სულებს ავედრებდა. თურმე, დედა აღარ ჰყავდა უკვე...აი, როგორ იხსენებს იმ 19 წლის მამაცი გოგოს განცდებსა და ტრაგედიას, რაც იმ დროს დაატყდა თავს...მარი ნანა მახარაძე: "არ ეშინოდა!!!" საოცარი დღეა დღეს... ტკივილიანი და ამასთან ერთად, ძალიან ამაღლებული, გამარჯვების მუხტით გამსჭვალული... - მგონი შენი ფოტო დაიბეჭდა, მითხრეს გვერდით, ნაქირავებში მცხოვრებმა, ახალგაზრდა ჟურნალისტმა გოგონებმა. - რაღაც გეშლებათ, ფოტო არსად გადამიღია, იყო პასუხი... მაშინ არც მობილურები, არც გაჯეტები და არც სოციალური ქსელი არ არსებობდა. სტუდენტი ვიყავი და როგორც ყველა რაიონიდან ჩამოსული, ბიძასთან ვცხოვრობდი. სახლის ტელეფონზე ზარი გაისმა. დედა რეკავდა: - ფოტო ვნახეთ, სასწრაფოდ ჩამოდი, გაგიჟებულები ვართ.. მამაშენი ადგილს ვერ პოულობს, მოგკლავს მამიდაშენი, მოწამლული ხომ არ ხარ... და კიდევ უამრავი რამ,რომელიც უკვე აღარც მესმოდა,რადგან გონებაში მიზეზს და საბაბს ვეძებდი,რომ არ წავსულიყავი... რა მინდოდა იქ, როცა ფიზიკურად არაფერი მიჭირდა... როცა ყველაზე დიდი და საინტერესო ამბები ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში... მაინც გაჭრა დედაჩემის ცრემლებმა... სულ რამდენიმე დღით ჩავედი... პირველად ვნახე ჩემი მშობლები ასეთი აფორიაქებული... დედა ხელს არ მიშვებდა... მამას კი თვალებში შეპარული სიამაყე უბრწყინავდა... მერე მისი საბუთების უჯრაში, გაზეთში ფრთხილად გადახვეული პლაკატი აღმოვაჩინე: გაზეთში ეწერა: თურმე რა ძალა ჰქონიათ ამ კევი ღეჭია და მზესუმზირა ჭამია გოგო-ბიჭებს... პლაკატზე კი შავ-თეთრი ფოტო წარწერით: ორთავ თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია... - არ გეშინოდა მამა? - რისი? როგორი პასუხია? ალბათ, ზუსტად ისეთი, მხოლოდ 19 წლის შვილმა რომ უნდა გასცეს...იმ დღეს ჩუმად, ორჯერ ისევ გავხსენი უჯრა და ფოტოს დავაკვირდი... ვერანაირი მნიშვნელობა ვერ მივანიჭე, ასეთი გოგო-ბიჭები ხომ ათასობით მეხვია ირგვლივ... მეორე დღეს "დაკითხვაზე" მამიდამ დამიძახა. ხელვაჩაურის რაიკომში მაღალი პარტიული თანამდებობა ეკავა და გადავწყვიტე რაც არ უნდა ეთქვა, ხმას არ ამოვიღებდი რომ მალე დამთავრებულიყო ჩემი "ტანჯვა". - არ გეშინოდა მამიდა? - რისი?... პასუხი ისევ იგივე იყო და ვერ ვხვდებოდი, საერთოდ რატომ უჩნდებოდათ ეს კითხვა... მატარებელი საღამოს ცხრა საათზე უნდა ჩამომდგარიყო... ერთი სული მქონდა როდის დავბრუნდებოდი თბილისში.შებინდებისას მე და დედა, მზის ჩასვლის სანახავად ზღვაზე გადავედით. - არ გეშინოდა? - არა, არ მეშინოდა, დედა... შენ არ იცი იქ რა ხდება, ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, სამშობლოზე საუბრობენ, მის მომავალზე, ერთმანეთის სწამთ,თავს გაწირავენ, თვალებში იმედი უჩანთ, ჩვენ ყველაფრის შეცვლას შევძლებთ; დედა, იცი, რას ნიშნავს დამოუკიდებლობა? ან თავისუფლებას როგორი სურნელი ასდის... და დედა, მე "მამაო ჩვენო" ზეპირად ვისწავლე...მიყურებდა დედა უძირო და ულამაზესი ცისფერი თვალებით, ღიმილი უკრთოდა ტუჩის კუთხეში... მზის უკანასკნელი სხივები კი ეფერებოდა ზღვის ჰორიზონტს... - ჭკვიანად იყავი, არ შემარცხვინო...დედის ამ სიტყვებს უკვე მატარებლის ბორბლები იმეორებდნენ... რამდენიმე დღეში, სიონის ტაძარში ლიტანიობაზე ვიდექი... აღდგომა თენდებოდა... ღმერთს ვავედრებდით 9 აპრილს დაღუპულთა სულებს...სახლში გამთენიისას დაბრუნებულს, ბიძაჩემი ფეხზე დამხვდა და მითხრა, გაემზადე სააღდგომოდ ჩაქვში მივდივართო. ორი დღის ჩამოსულს, უკან მიწევდა დაბრუნება... მახსოვს ვარდისფერი კაბა მეცვა...ჩემ სახლთან უამრავი მანქანა იდგა... ეზოს ჭიშკარი კი ფართოდ გადაშლილი.. არ გამკვირვებია, აღდგომა დღე იყო... ჩვენი ოჯახი, მუდამ ბევრ სტუმარს სტუმრობდა... მაგრამ, თურმე დედა აღარ იყო... დედა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ხელს არ მიშვებდა..ზუსტად ერთ წელიწადში აღარც მამა... მათი სიყვარულის ამბავი ცალკე ისტორიაა...მაშინ რომ გეკითხათ ჩემთვის - არ გეშინოდა? აუცილებლად გიპასუხებდით, რომ ძალიან, ძალიან, ძალიან მეშინოდა... დღეს ყველა თავის ისტორიას იხსენებს... შავ-თეთრ ფოტოზე გამოსახულ გოგონას, რომელიც ყველამ შეიყვარეთ, მისი პირადი ტრაგედიებიც აკავშირებს აპრილთან...იყოს ეს ფოტო აქ... - "არ გეშინოდა" -სთვის... ყველა იმ გაჩერებული წამისთვის... ანთებული სანთლებისთვის... თუნდაც ერთხელ დაძახებული "საქართველოსთვის"... ერთხელ ქვეყნის სიყვარულით გათენებული ღამისთვის.... იმ გაუტეხელი ფიცისთვის, რასაც ვუერთგულეთ... და იმ შეწირული გმირებისთვის, რომელთა დავიწყება შეუძლებელია..ეს ფოტო, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ფოტო სიმბოლოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, მისი ავტორია იური მეჩითოვი და მე მასზე რიგით გოგონას ვხედავ, რომელსაც "არ ეშინოდა"!!!

ზვიად ძიძიგური – კრიტიკულ მედიას კრძალავ, არასამთავრობო სექტორს კრძალავ, პარტიებს კრძალავ – ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და 9 აპრილის მემორიალთან რომ „ქართულ ოცნებას“ პროტესტით...

ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო, 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა,- ამის შეახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც 1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები შეაფასა.ზვიად ძიძიგურის შეფასებით, ამდენი წლის შემდეგ, მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით ქვეყანას რუსეთისკენ აბრუნებს, ამიტომ ლოგიკურია, რომ მოქალაქეები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან არ უშვებენ.„ეს დღე ჩვენი ქვეყნის დიდი შემობრუნება იყო. ყველამ იცოდა, რომ დარბევა მოხდებოდა და სისხლი დაიღვრებოდა. 9 აპრილის საქართველო სრულიად სხვა იყო და 10 აპრილის საქართველო, მენტალურად სხვა ქვეყანა გახდა. მაშინ საქართველოს დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე საუბარს - 5.5 მილიონიანი მოსახლეობიდან - 100 000 ადამიანი ბედავდა. იმ სისხლმა, თავგანწირული ახალგაზრდებისა, რომელიც მათ სამშობლოსთვის გაიღეს, დიდი როლი ითამაშა, რომ ქვეყანას ბოროტების იმპერიისთვის უარი ეთქვა.რაც შეეხება იმას, რა ვითარებაა ამდენი წლის შემდეგ, მსოფლიოში გადალაგება და დღის წესრიგი შეიცვალა, მაგრამ საქართველო, რომ ცოცხალი და ბრძოლისუნარიანია, ბოლო თვეების განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე უწყვეტმა პროტესტმაც დაადასტურა. არ მეგონა ქვეყანაში ბრძოლის ასეთი განწყობა თუ იქნებოდა, ახალგაზრდები დღეს ციხეში სხედან, რომლებიც სინდისის პატიმრები არიან. სწორედ ეს ახალგაზრდები იცავენ იმ ღირებულებას, რომელიც კონსტიტუციაში წერია - ევროკავშირში ინტეგრაცია და ისინი სწორედ ამის გამო არიან ციხეში და მათ ხელისუფლებასთან შედარებით, დიდი მორალური უპირატესობაც აქვთ.ვფიქრობ, რომ მმართველი პარტია თავისი ნაბიჯებით რუსეთისკენ გვაბრუნებს. კრიტიკული მედია არ აწყობთ და კრძალავენ, არასამთავრობო სექტორს კრძალავ, ოპოზიციურ პარტიებს კრძალავ - ეს კი საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა და საბჭოთა კავშირში დამბრუნებელ ხელისუფლების წევრების, რომ მემორიალთან პროტესტით შეხვდნენ, აქ გასაკვირი რა არის? სრულიად ლოგიკურია.მე ის ერთიანობა, რომელიც 9 აპრილის შემდგომ საქართველოში იყო, ვნახე, როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი გამოვეცით და მასზე ჩემი ხელმოწერაც არსებობს. ჩვენ გვაქვს უნარი, რომ ყველანი კვლავ ერთად დავდგეთ და ქვეყნის საბჭოთა კავშირში დაბრუნება არ დავუშვათ“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.ამასთან, ზვიად ძიძიგურის თქმით, ირაკლი კობახიძისა და ხელისუფლების სხვა თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილის პოზიციას ასახავს.„დღევანდელი ხელისუფლების მესვეურები რუსეთთან ფლირტში არიან, ეს კი ამერიკასთან და ევროპასთან დისტანცირებასა და რუსეთთან დაახლოებას გულისხმობს. ის, რასაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ეს ბიძინა ივანიშვილის პოზიციაა. როდესაც პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში რუსეთს არ ახსენებს, რომელი მხარე ცრუობს, ამაზე საუბარი როგორ შეიძლება? ისინი ვერ ლაპარაკობენ, რომ „საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებმა ჩვენი გოგო-ბიჭები დახოცა“ და ამის შემდეგ მათ გულწრფელობაში ვინ უნდა იყოს დარწმუნებული?“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.გარდა ამისა, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის საკადრო ცვლილებებსაც გამოეხმაურა. მისი შეფასებით, „საკადრო გადაადგილებებიც ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“.„მათ საკუთარი ოპოზიცია ჩამოიყალიბეს „ხალხის ძალის“ სახით. მე მინდა მათ მოვუწოდო, რომ ძალიანაც ნუ „აკრიტიკებენ“ ხელისუფლებას, ასეთი „უღმერთო დაპირისპირება“ არ შეიძლება. ხელისუფლება პოლიტიკური მინდვრის გასუფთავებას ცდილობს, როცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე საუბრობს და ეს განცხადება საგამოძიებო კომისიის შექმნიდან რამდენიმე დღეში გააკეთეს. მაგრამ ხელისუფლების ეს მცდელობა შესაძლოა, რომ 1 წუთში კრახით დასრულდეს, როგორც კი საქართველოსთვის ჩვენი პარტნიორები მოიცლიან.ეს საკადრო გადაადგილებებიც იმას ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი არა განვითარებასთან, არამედ ბიძინა ივანიშვილის პირად შეხედულებებთან არის დაკავშირებული“,- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ნატალი ლუაზო – ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება“ აწარმოებს – სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, უფრო მარჯვეები ვიყოთ

ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს რეპრესიებს, რომელსაც “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი” აწარმოებს - სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ, ზოგიერთი ფეხს ითრევს, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმუშაოს სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან, შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია.“ვითარება გვაქვს, როდესაც დემოკრატიული მისწრაფებების, ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მქონე ხალხი ძალიან რთულ ვითარებაშია მაფიური ავტორიტარული რეჟიმის პირობებში.ამ მომენტში ვხედავთ ევროკავშირის წარუმატებლობას, უპასუხოს ქართველი ხალხის ამ მისწრაფებებს და რეპრესიებს, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, არსებითად კი “ქართული კოშმარი”.ევროკავშირის მხრიდან პასუხის ნაკლებობა ან პასუხის არასაკმარისობა ასევე დადის ვიქტორ ორბანის როლამდე, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ “პატრიოტები” ყურადღებას არ აქცევს ამ ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს. ვხედავთ, რომ უნგრეთმა არსებითად გადაწყვიტა აღკვეთოს ევროკავშირის მიერ მიზნობრივი სანქციების შემოღება იმ პირების წინააღმდეგ, რომელთა სახელებიც ცნობილია. ვიცით სახელები რეჟიმში, რომელმაც გადაწყვიტა საქართველო ძალიან რთულ ვითარებაში მოაქციოს.ასე რომ, ერთი მხრივ, წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებ, ეროვნული ზომები მიიღონ და ზოგიერთმა მათგანმა მიიღო ისინი და ამას მივესალმები. ზოგიერთი ფეხს ითრევს და, ვფიქრობ, ამაზე უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, უფრო მარჯვეები ვიყოთ. ასევე მოვუწოდებ ევროკომისიას, რომ ნათლად დაინახონ, რა ხდება აქ USAID-ის გაწვევის ფონზე, როდესაც სუსტდება დამოუკიდებელი მედია, რომელიც აშშ-მა მიატოვა. უნდა ვიმუშაოთ სამოქალაქო საზოგადოებასთან, ვინაიდან შეუძლებელია მთავრობასთან მუშაობა, რომელსაც დე ფაქტო ლეგიტიმურობა არ გააჩნია”, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ნატალი ლუაზომ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

ილჰამ ალიევი – საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა

საქართველოსთან ურთიერთობებს ჩვენთვის აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, საქართველომ და აზერბაიჯანმა შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა.„რა თქმა უნდა, საქართველოსთან ურთიერთობას ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ხალხებს შორის ისტორიული კავშირების გამო, ჩვენი ერთობლივი წარსულის გამო, როგორც არათავისუფალ და არადამოუკიდებელ ეპოქაში, ასევე დამოუკიდებლობის პერიოდში, რა დროსაც საქართველომ და აზერბაიჯანმა თავიდანვე აჩვენეს ურთიერთგაგების, პარტნიორობის, მეგობრობის ძალიან მაღალი დონე და, ფაქტობრივად, შეძლეს სამხრეთ კავკასიის სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონად გადაქცევა. ეს ჩვენ გავაკეთეთ, მხოლოდ საქართველომ და აზერბაიჯანმა. ორ ზღვას, კასპიისა და შავ ზღვებს შორის მდებარე, ჩვენ ვართ კარიბჭე ერთმანეთისთვის სხვადასხვა რეგიონებსა და კონტინენტებთან დასაკავშირებლად. ასე რომ, პერსპექტივები, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ნათელი იქნება, როგორც ჩვენი აწმყო“, – განაცხადა ალიევმა.როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. აქვე, ალიევმა აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც აღნიშნა.„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო არჩევნების შემდეგ პირველი. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი ფართოდ ცნობილია. ამიტომ არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ეს პროექტები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ გლობალური გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ალიევმა.

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები – ნიკოლოზ სამხარაძე

ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი მზაობის გამოჩენა, რათა ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალენ ბერსეს კომენტარზე. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ ბერსემ აღნიშნა, რომ "საქართველოში სიტუაცია არ არის ისეთი კარგი, როგორც გვინდა, მაგრამ შეიძლებოდა, ბევრად უარესი ყოფილიყო, გვჭირდება მეტი კონტაქტი, ერთად მუშაობა, მალე დავუკავშირდები მმართველ პარტიას, პრემიერ-მინისტრს".ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც დიალოგი აუცილებელია."ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მეტი დიალოგი და მეტი მზაობის გამოჩენა, რომ ხელისუფლებასთან აწარმოონ დიალოგი და ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები. ბატონ ბერსეს ვიზიტს ბულინგი მოჰყვა, როგორც შიდა, ისე გარე პოლიტიკური აქტორების მხრიდან. ამიტომ თუ რაიმე პოზიტიური ძვრები იქნება, ჩვენ ამას მივესალმებით. უბრალოდ ყველამ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის არჩევანი, ყველამ უნდა აღიაროს, რომ საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელთანაც აუცილებელია დიალოგის წარმოება“, – აღნიშნა სამხარაძემ.

ბოლო სიახლეები