ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

„გზები გაიყო?!“ – რას ამბობს მარიამ შენგელია ნუცა თოფურიაზე

​საქართველოს წარმომადგენელი 2025 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მარიამ შენგელიაა. მან უკვე ჩაწერა თავისი საკონკურსო სიმღერა და ცნობილია, რომ მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად წარდგება. ​მარიამის კანდიდატურას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმაც გააკრიტიკა.

მომღერალი სტუმრად „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც ერთ-ერთი კითხვა მის მეგობარს, ასევე მომღერალ ნუცა თოფურიას კომენტარს შეეხო – „მარიამზე არაფერს ვიტყვი“, თქვა ნუცამ, რაზეც მარიამმა გადაცემაში განაცხადა, რომ ეს არ სწყენია.

მე მოლოდინები დიდი ხანია, აღარ მაქვს… იმიტომ, რომ აღარავისგან არაფერს ველი… შესაბამისად, გულდაწყვეტა არ მქონია, იმიტომ, რომ წყენის ფაქტორებიც გადავდე. არავისგან არაფერი მწყინს, ჩემს გზას მივყები და მაქსიმალურად ვარ კონცენტრირებული, საქართველო წარვადგინო ძალიან კარგად. შესაბამისად, რაც ხდება სოციალურ ქსელებში და რა ამბებიც არის, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია… 

გზები არ გაყოფილა, დღემდე ჩემს გვერდითაა… არ ვიცი, რატომ ხდება ასე ყველაფრის დრამატიზირება… შეიძლება, პოლიტიკური გზები გაიყო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანებმა უნდა დავკარგოთ ერთმანეთი. ორივე ასე ვფიქრობთ,“ – თქვა შენგელიამ.

ვრცლად ↓

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️ „შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა…ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან...

„შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა. მე მაგ საკითხებში ჩახედული არ ვარ, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მსმენია პროცესების შესახებ...ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან დადო ბიზნესში?! “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა 

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა."ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე - რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ბოლო სიახლეები