ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

“დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო” – მუქარის, შეურაცხყოფისა და ძალადობის შემცველი ამ განცხადებების ადრესატი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაურია.

“დამელოდე, ლინჩის წესით უნდა გაგასამართლო”; “სროკზე გამიშვან, მეც ეგ მინდა”, “შენ რაც დაგემართება, მტერს არ ვუსურვებ”, “ჩემ გადაკიდებას 8-მეტრიანი გიურზას გადაკიდება გერჩივნა” – მუქარის, შეურაცხყოფისა და ძალადობის შემცველი ამ განცხადებების ადრესატი ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაურია. მამაკაცი, რომელიც მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრება, უკვე პენიტენციურ დაწესებულებაშია. დავით ერაძე სამართალდამცველებმა ადევნების ბრალდებით დააკავეს. ის პირველი პრეზიდენტის მეუღლის, მანანა არჩვაძის გარემოცვის წევრი აღმოჩნდა.

ანა ჯაბაური “კურიერი P.S.-თან” ჰყვება, რომ, სწორედ მანანა არჩვაძის დაკვეთით და წაქეზებით, დავით ერაძე მასზე ფიზიკურ თავდასხმას ამზადებდა. საქმის მასალებში დევს მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პირველი ლედის ახლო გარემოცვის წევრი ანა ჯაბაურს შუბლის გახვრეტით ემუქრება.

 

იმას, რომ ცოტნე გამსახურდიას მეუღლის მიმართ საფრთხე რეალური იყო, მოწმეების გარდა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა. დასკვნაში ვკითხულობთ, რომ მანანა არჩვაძის გარემოცვის მხრიდან ანა ჯაბაური რეალური საშიშროების წინაშე იდგა.

მანანა არჩვაძის აგრესიული მხარდამჭერების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს ზვიად გამსახურდიას ვაჟიც. კონსტანტინე გამსახურდია “კურიერი P.S.-თან” არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პირველი ლედი საკუთარი გარემოცვის წევრებს დანაშაულებრივ დავალებებს აძლევს. ეჭვებს ამყარებს ანა ჯაბაურის მიმართ ადევნება და სიცოცხლის მოსპობის მუქარაც. გამსახურდიას ვაჟი მანანა არჩვაძის მხარდამჭერებს სექტის წევრებად მოიხსენიებს, რომლებიც მზად არიან, ლიდერის ნებისმიერი დავალება შეასრულონ.

“კურიერი P.S.” შეეცადა მანანა არჩვაძესთან დაკავშირებას. ზვიად გამსახურდიას მეუღლემ ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კამერის წინ საუბრისგან თავი შეიკავა მისმა დამ, ლელე არჩვაძემაც, თუმცა ანა ჯაბაურის მიმართ აგრესია ვერც მან დამალა.

ანა ჯაბაურის მიმართ ადევნებასა და მუქარაში მხილებული დავით ერაძე უკვე ორწლიან პატიმრობას იხდის. ეს მისთვის მეხუთე განაჩენია. 55 წლის მამაკაცი, ნარკოტიკების რეალიზაციისა და ძალადობრივი დანაშაულისთვის, წარსულში ოთხჯერ არის გასამართლებული. რა მოტივით მოქმედებდა ამჯერად დამნაშავე? ამ კითხვით საქმის პროკურორს მივმართეთ. ბრალდების მხარე ამბობს, რომ დავით ერაძე ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს გენდერული შეუწყნარებლობის ნიშნით დევნიდა.

დავით ერაძე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. ანა ჯაბაური ამბობს, რომ ამჟამად თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ქალებს მოუწოდებს, რომ დევნის, ძალადობისა და შევიწროების შესახებ დაუფარავად ისაუბრონ.

ანა ჯაბაური, მე-6 წელია, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ცოტნე გამსახურდიას მეურვეა. პირველი პრეზიდენტის ვაჟი, 2019 წლის დეკემბერში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმედ დაჭრეს. უცხოეთის რამდენიმე კლინიკაში მკურნალობის შემდეგ, ის ამჟამად წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში იმყოფება. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მანანა არჩვაძეს შვილის მონახულება და სამედიცინო დოკუმენტაციაზე წვდომა ეკრძალება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️ „შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა…ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან...

„შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ უსაზღვროდ გამდიდრდა ეს კომპანია და მოიპოვა ძალიან დიდი წონა. მე მაგ საკითხებში ჩახედული არ ვარ, ჩემი საქმით ვიყავი დაკავებული და არ მსმენია პროცესების შესახებ...ხელს თუ არ უწყობდა მამუკა ხაზარაძეს ჩვენი ხელისუფლება, ის შედეგები საიდან დადო ბიზნესში?! “ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა,  სევდია უგრეხელიძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა 

„ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, მას არ აინტერესებს ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ.“ – გიორგი ბარამიძე

გამართლდა თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი 31 მარტის აქციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით - "ღამის კურიერის" ამ კითხვას პარტიის წარმომადგენელმა, გიორგი ბარამიძემ უპასუხა.მისი თქმით, მის პარტიას და, ზოგადად, საზოგადოებას უფრო მეტის მოლოდინი ჰქონდა არამარტო 31 მარტის აქციის დღეს, არამედ ბოლო 5 თვის განმავლობაში, ეს მოლოდინი კი გამოიხატება ოპოზიციის ერთიანობაში რომელიც, მისივე სიტყვებით, ქართველი ხალხის დაკვეთაა."ჩვენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და კიდევ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, რომელიც შეიძლება სულაც არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, ბევრად მეტის მოლოდინი ჰქონდა მთელი ამ 5 თვის განმავლობაში, მარტო ეს ერთი დღე ხომ არ არის. ეს არის მეტი ქმედუნარიანობა და მეტი ერთიანობა ოპოზიციის შიგნით. ქალბატონმა სალომემ ამ ბოლო პერიოდში განაცხადა, რომ თურმე, ოპოზიციის იდეა ყოფილა შემოგდებული რასაც, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით იმიტომ, რომ ჩვენ საპირისპირო აზრი გვაქვს.ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც უნდა ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს უნდა, იხილოს ერთიანი ოპოზიცია, არ აინტერესებს ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, წარსულში ერთმანეთი ვის მოსწონდა თუ არ მოსწონდა, ერთმანეთის ცოდვების წამოძახება და ა.შ. ეს არ აინტერესებს ხალხს ახლა, ხალხს აინტერესებს და ამაში ძალიან მართალია, რომ ქვეყანას მოვაცილოთ ეგზისტენციალური საფრთხე - რუსული მეხუთე კოლონა, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს სახელმწიფოებრიობას," - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

📽️„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!…“ – ასმათ ტყაბლაძე

„სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი როცა იყო, მაშინ არ დაუდია რაიმე გეგმა და ახლა რა გეგმა უნდა დადოს?!...“ -  ამის შესახებ მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.„არ არის ლეგიტიმური, დამთავრდა. დრო ამოიწურა. რომც არ ჩათვალო პრეზიდენტად, მისი ვადა ამოიწურა და როგორღა არის პრეზიდენტი“, - განაცხადა ტყაბლაძემ.

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა იყო

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა იყო. ბიძგების სიმძლავრემ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა.ბიძგები ადგილობრივი დროით, დაახლოებით 14:03 საათზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ქალაქ ნიშინომოტესთნ ახლოს დაფიქსირდა, რომლის მოსახლეობა 14 ათასზე მეტი ადამიანია.სეისმოლოგების ინფორმაციით, ბიძგების ეპიცენტრი 26 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.მსხვერპლისა და ცუნამის საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ისტორიაში პირველად – ქართველი ტაეკვონდოისტი მსოფლიოს რეიტინგის ლიდერია

ქართველი ტაეკვონდოისტი ზურაბ კინწურაშვილი -74კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი გახდა. ეს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ქართველი სპორტსმენი რეიტინგის სათავეში მოექცა.ზურაბ კინწურაშვილი რეიტინგულ სიაში 62.00 ქულით ლიდერობს.მან სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ტურნირში მიიღო. 2024 წელს ზურაბ კინწურაშვილი ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი.

ბოლო სიახლეები