შაბათი, აპრილი 5, 2025

ახალგაზრდა თაობა, რომელიც სადისტურ რეჟიმს არ მოესწრო, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას – დავით მათიკაშვილი

საგამოძიებო კომისია 2003-12 წლებში, ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესაძლო დანაშაულების გამოძიებას მომავალი კვირიდან განაგრძობს.

2008 წლის აგვისტოს ომი და იქამდე ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ბიზნესრეკეტი – ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომელსაც კანონმდებლები პარლამენტში შექმნილი კომისიის ფარგლებში იძიებენ.

დატვირთული იყო გასული კვირაც. საგამოძიებო კომისია სწავლობდა, რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე, ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები – კომისიის წევრებმა ეს შეკითხვები ბოლო დღეებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსა და სამხედროებს დაუსვეს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდს, ვალდებულია, კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას.

“ჩვენ კიდევ გველოდება არაერთი განხილვა სასტიკი მოპყრობის, წამების, არაადამიანური მოქცევის ფაქტებზე, რომელიც კვლავ საზოგადოების წინაშე წარდგება. განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობა, რომელიც არ მოესწრო აი, ამ მძიმე დროს, საქართველოს ისტორიაში, ვალდებულია კარგად მოუსმინოს საგამოძიებო კომისიას და გაიაზროს ის უმძიმესი დრო და ის კრიტიკული საფრთხეები, რომელიც დღესაც კი ედგა საქართველოს წინაშე, აი, ამ სადისტურ რეჟიმს, რომ შესძლებოდა და რევანში მოეხდინა საქართველოში”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

11 პროდუქტი, რომლის მიღებაც შეაფერხებს დემენციის პროცესების განვითარებას

ტვინის ვარჯიშის მრავალი მეთოდი არსებობს, მათ შორის წიგნების კითხვა, თავსატეხების ამოხსნა და კომპიუტერული აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ ინტერაქტიულ გამოწვევებს მეხსიერების, ყურადღების და ანალიტიკური უნარების განვითარებაში. ყველა ეს მეთოდი ხელს შეუწყობს ტვინის დაბერების შენელებას. 11 პროდუქტი, რომლის მიღებაც შეაფერხებს დემენციის პროცესების განვითარებას:მსხალი, ზეითუნის ზეთი, ღვინო (მხოლოდ მცირე რაოდენობით და წითელი), პომიდვრის საწებელი, სალათის ფურცლები, პარკოსნები, ჩაი, ისპანახი, ბროკოლი, ფორთოხალი, პომიდორი.ტვინის დაბერება არის სიბერით განპირობებული ტვინში თანდათანობითი ცვლილებების პროცესი. ეს ცვლილებები არის ცვლილებები, რომლებიც ხდება ყველა ადამიანში ასაკის მატებასთან ერთად და ცვლილებები, რომლებიც განვითარებულია სპეციფიკური დაავადებების (მათ შორის, არაღიარებული) გამო.ტვინის დაბერება არის ძირითადი რისკ-ფაქტორი ნეიროდეგენერაციული დაავადებების უმეტესობისთვის, მათ შორის მსუბუქი კოგნიტური დაქვეითება და დემენციასთან დაკავშირებული დაავადებები (როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, ცერებროვასკულური დაავადება, პარკინსონის დაავადება, ამიოტროფიული გვერდითი სკლეროზი).დაბერება დაკავშირებულია ბევრ ფიზიკურ, ბიოლოგიურ, ქიმიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებასთან, რომელიც ხდება თავის ტვინში.მეცნიერები ცდილობენ ამომწურავად აღწერონ ეს ცვლილებები კონცეპტუალური მოდელების გამოყენებით. ამის მაგალითია 2009 წელს შექმნილი “Scaffolding Theory of Aging and Cognition” (STAC). STAC მოდელი დაფუძნებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ნეირონული ცვლილებები თეთრ ნივთიერებაში, დოფამინის დაქვეითება და დიდი ნახევარსფეროების ქერქის განლევა. CT სკანირებამ დაადგინა, რომ ასაკთან ერთად, ტვინის პარკუჭები ფართოვდება. მოგვიანებით მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ აჩვენა ტვინის მოცულობის ასაკთან დაკავშირებული რეგიონალური შემცირება.მოცულობის ეს შემცირება არ არის ერთგვაროვანი: ტვინის ზოგიერთი უბანი მცირდება წელიწადში 1%-მდე, ხოლო სხვა უბნები შედარებით სტაბილური რჩება სიცოცხლის ბოლომდე. ტვინი ძალიან რთულია და შედგება სხვადასხვა უბნისა და ქსოვილის ტიპებისგან. თავის ტვინის სხვადასხვა ქსოვილის სხვადასხვა ფუნქცია სხვადასხვა ხარისხით განიცდის ასაკთან დაკავშირებულ ცვლილებებს.

გრიგოლ ლილუაშვილი – საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად შეიძლება, ჩაითვალოს ეს პერიოდი, როცა ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება

ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება, საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობითა და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში, – ამ სიტყვებით სუს-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიმართა.პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, დღეს სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ანრი ოხანაშვილი წარადგინა.გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ახალ ხელმძღვანელთან ერთად, წარმატება უსურვა.„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ ამ წლების განმავლობაში, ამ დიდი გამოწვევების ფონზე, შევძელით ერთად გავმკლავებოდით ყველაფერს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკული სიტუაციებიც, იყო წყნარი, მშვიდი პერიოდიც, თუმცა საერთო ჯამში, ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდად, როდესაც ქვეყანამ შეძლო მშვიდობიანი და უსაფრთხო განვითარება. ეს, რა თქმა უნდა, მოხდა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით და აღებული კურსის შესაბამისად, სადაც ჩვენც თითო აგური შევიტანეთ უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში. ეს თქვენი დამსახურებაა და ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ. მადლობა, რომ თანაზიარი ვიყავი თქვენთან ერთად ამ პროცესის – მიმეღო მონაწილეობა და მეხელმძღვანელა ამ ძალიან ღირსეული და პატრიოტული უწყებისთვის. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, ძალიან მიხარია, რომ ჩემი, როგორც სამსახურის უფროსის შემცვლელად, წარადგინა ბატონი ანრი ოხანაშვილი. ბატონი ანრი იყო ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი, ის მონაწილეობას იღებდა ჩვენთან დაკავშირებული თემების როგორც განხილვაში, ისე ამ თანამშრომლობის ფონზე ახორციელებდა საპარლამენტო ზედამხედველობას ჩვენს უწყებაზე. ეს ადამიანი გარდა თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებებისა, ძალიან შორს ნამდვილად არ არის ჩვენი საქმიანობის სპეციფიკასთან. კარგად იცნობს ჩვენი მუშაობის ასპექტებს, ძირითად მიმართულებებს, პრიორიტეტებს და მინდა, წარმატებები ვუსურვო ბატონ ანრის და მის მოადგილეებს“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე – მედია

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის განცხადებით, NATO-ს წევრი ქვეყნები წელიწადში იმდენ საბრძოლო მასალას აწარმოებენ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში."ჩვენ არ ვაწარმოებთ საკმარისი რაოდენობით თავდაცვით პროდუქტებს. მთელი წლის განმავლობაში, იმდენ საბრძოლო მასალას ვაწარმოებთ, რამდენსაც რუსეთი სამ თვეში. რუსეთის ეკონომიკა NATO-ს ეკონომიკის მხოლოდ 5%-ს შეადგენს. შედარებისთვის, NATO-ს მთლიანი ეკონომიკა რუსეთის ეკონომიკაზე 20-ჯერ დიდია, თუმცა რუსეთი ოთხჯერ მეტ საბრძოლო მასალას აწარმოებს, ვიდრე მთლიანად ნატო ერთ წელიწადში“, - აღნიშნა მარკ რუტემ ტელეკომპანია CBS News-თან ინტერვიუში

მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე – მედია

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი შესაძლოა ევროპის წარმომადგენელი გახდეს უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოცემის თანამოსაუბრის თქმით, საფრანგეთის ლიდერი მზად იქნება ეს როლი იკისროს, როდესაც შესაფერისი მომენტი დადგება, თუმცა წყარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა.როგორც გამოცემა აღნიშნავს, მაკრონს ამ ნაბიჯისკენ „მსურველთა კოალიციის“ სხვა წევრები უბიძგებენ და მიუთითებენ იმაზე, რომ ის ადრე მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდა ვლადიმირ პუტინთან.ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი მოსკოვთან მოლაპარაკებების გამართვას არ გეგმავს.მარტში მაკრონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მზად იქნება პუტინთან დიალოგი განაახლოს, როდესაც ევროპაც და უკრაინაც გადაწყვეტენ, რომ ამისთვის დრო მოვიდა.

დონალდ ტრამპი – ტარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე მეტად, ვიდრე ოდესმე

ტტრატრატარიფებთან დაკავშირებით ჩემი პოლიტიკა არასდროს შეიცვლება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა.„მივმართავ ბევრ ინვესტორს, რომლებიც შემოდიან შეერთებულ შტატებში და დებენ უზარმაზარ თანხებს, ჩემი პოლიტიკა არასოდეს შეიცვლება. ეს არის შესანიშნავი დრო, რომ გამდიდრდე უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე“, – წერს ტრამპი. 

ბოლო სიახლეები