ოთხშაბათი, აპრილი 2, 2025

გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე: 31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღეა და პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს – საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები ამას აკეთებენ

მინდა გამოვეხმაურო 31 მარტს. ეს, თავისთავად ცხადია, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე და თქვენ წარმოგიდგენიათ პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.

როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, საშინელებაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას იდეური მტრები, 31 მარტს საპროტესტო აქციას აანონსებენ. მისივე თქმით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, სააკაშვილი სადამ ჰუსეინს უწოდებდა, ზურაბიშვილი კი – აძაგებდა.

“საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები, ხვალინდელ 31 მარტს, ამას აკეთებენ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი იქნება თქვენი მხრიდან ამ ფარსში მონაწილეობა. ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილი ეძახდა სადამ ჰუსეინს – ეს ყველაფერი არსებობს, არის ინტერნეტსივრცეში და ეს დადასტურებულია. სალომე ზურაბიშვილი, ეს მავნებელი ქალბატონი, მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, ზვიად გამსახურდიას აძაგებდა. ეს ქალბატონი არ უნდა მოინათლოს და ვერ მოინათლება პატრიოტად, ეს ჩემი შეხედულებაა, დანარჩენი, უკვე თქვენზეა დამოკიდებული.” –  აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ODIHR-ი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ განხორციელებას და საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში დახმარებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს

საქართველოს „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომელიც ავალდებულებს ყველა ფიზიკურ პირს ან ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევა, რომ მოქმედებს უცხოური სუბიექტის ინტერესებში, დარეგისტრირდეს უცხოურ აგენტად, მაგალითად, უცხოური დაფინანსების გამო, და აწესებს სანქციებს მისი შეუსრულებლობის გამო, აძლიერებს შეშფოთებას ბოლო დროს მიღებული სხვა კანონებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური ზემოქმედების გამო, – ამის შესახებ ნათქვამია ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) განცხადებაში.„ეს კანონი ღრმად აისახება სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე და ყველაზე, ვინც მუშაობს ადამიანის უფლებების დაცვაზე. სამოქალაქო საზოგადოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა დემოკრატიისთვის და ნებისმიერმა ახალმა მოთხოვნამ უნდა გააძლიეროს მათი მნიშვნელოვანი მუშაობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეზღუდვების დაწესების ნაცვლად“, – აცხადებს ODIHR-ის დირექტორი, მარია თელალიანი.განცხადების თანახმად, ახალმიღებულმა კანონმა უნდა შეცვალოს გასულ წელს მიღებული „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეშფოთების ფონზე, რომ ის შეაფერხებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას.„კანონმა, სხვა ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, შეიძლება, კიდევ უფრო შეზღუდოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების საქმიანობა მათი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო გარანტიების გაუქმებით.როგორც ODIHR-მა გასულ წელს სამართლებრივ ანალიზში აღნიშნა, შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს, რომელზეც საქართველოს ახალი კანონია დაფუძნებული, აქვს სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოებისთვის უცხოური გავლენის ინსტრუმენტის იარლიყის მიკერებას მხოლოდ უცხოეთიდან დაფინანსების მიღების გამო. ამის ნაცვლად, ის ცდილობს, უზრუნველყოს, რომ კერძო კომპანიები ან არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ ადვოკატირებაში ან ლობირებაში უცხოური ძალების სახელით, დარეგისტრირდნენ სახელისუფლო ორგანოებში და ეს ინფორმაცია საჯაროდ იყოს ხელმისაწვდომი. ერთი ქვეყნიდან მეორეში კანონმდებლობის იმპორტს ყოველთვის სიფრთხილით უნდა მივუდგეთ და უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო ეროვნული ინსტიტუციური და სამართლებრივი ჩარჩოს კონტექსტში.ODIHR-ი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს ამ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს კანონის დეტალური გადაფასების აუცილებლობას. ოფისი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამ სფეროში საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაში სამართლებრივი მიმოხილვისა და კონსულტაციის სხვა ფორმების საშუალებით, მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით.ეუთო-ს ყველა მონაწილე სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, დაიცვას შეკრების, გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები, როგორც კანონით, ასევე პრაქტიკაში. მათ ასევე აღიარეს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობა ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლობისტური საქმიანობის რეგულირება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის უზრუნველსაყოფად და კორუფციის თავიდან ასაცილებლად, მან პატივი უნდა სცეს ამ უფლებებს და არ ხელყოს პოლიტიკური და საზოგადოების მონაწილეობა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია – საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ184 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა, ხოლო  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.საავტომობილო გზის კმ1-კმ69 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გიორგი ზერეკიძე: 2007 წლის 13 აგვისტოს 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის “კრიტში”, 6 მანქანა იყო ეზოში, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები, რომ შევედი, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები,...

სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში", - განაცხადა ყოფილმა პოლიტპატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ, რომელიც 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, საკუთარი პატიმრობის წლებს იხსენებს.მისი განცხადებით, 120 არასრულწლოვანი ავჭალის კოლონიიდან ე.წ. კრიტში გადაიყვანეს, სადაც მათ ოთხი თვე გაატარეს. ზერეკიძემ აღნიშნა ისიც, რომ "კრიტი", სადაც არასრულწლოვანები იყვნენ, ზრდასრული პატიმრებისთვის კარცერად გამოიყენებოდა."სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო.ბუნტი არ ყოფილა, იყო უბრალოდ ყვირილი და ამ ბუნტის ორგანიზატორობაზე, ერთ პატიმარს ხელის დარტყმაზეც დაუმატეს და გადაგვიყვანეს რუსთავის მეორეს "კრიტში". იქ ვიყავით 4 თვის განმავლობაში ჩამწყვდეულები - სადაც ჩვენ ვიყავით, დიდი პატიმრებისთვის ეგ კარცერად იყო განკუთვნილი. მერე ისევ დაგვაბრუნეს ავჭალაში. ნელ-ნელა დროც გადიოდა და ერთ-ერთ გამოსვლაში ლომაია ამბობს, რომ თურმე, ჩემმა მშობლებმა ასაკი გადამიკეთეს და ვარ 16 თუ 17 წლის, როდესაც მართლა 14 წლის ვიყავი. მაგასაც კი მაბრალებდნენ, რომ ვითომ მე არ ვიყავი 14 წლის." - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

შალვა პაპუაშვილი – სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოსგან ტერმინ „დემოკრატიის შუქურის“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა უცოდინრობაა ან ცინიზმი

საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლთა პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ტერმინის „დემოკრატიის შუქურა“ დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.პაპუაშვილი ეხმაურება საქართველოში ჩეხეთის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ პოსტს, სადაც ნათქვამია: „სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ – ძირი ეთხრება მედიის თავისუფლების დაცვის კანონებს, კვლავ დაუსჯელი რჩება ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ფიზიკური და ციფრული არხებით თავდასხმები და ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების შევიწროების მიზნით იზრდება სასამართლოსა და სამართლებრივი სისტემის გამოყენება“.პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ ჩეხეთის საელჩო თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს.„ტერმინი „დემოკრატიის შუქურა“ მჭიდროდ არის დაკავშირებული სააკაშვილთან, მათ შორის როგორც უცხოელი აქტორებისგან სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებზე ხელის დაფარების სიმბოლო.საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მსხვერპლების პირადი ტრაგედიების მოსმენის ფონზე ჩეხეთის საელჩოს მხრიდან ამ ტერმინის დადებით კონტექსტში გამოყენების მცდელობა ან უცოდინრობაა, ან ცინიზმი.სამწუხაროა, რომ ნაცვლად იმისა, რომ ჩეხეთის საელჩომ დაგმოს და გაემიჯნოს, მათ შორის ჩეხეთის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების წარმომადგენლების ძალადობრივ ქმედებებს და რიტორიკას, თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას და სახელმწიფოს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი ზერეკიძე: ახალაიამ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, დაგარტყაო? არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო – თვითონ, თანამშრომლების წინაშე დაარტყა ციხის თანამშრომელს და მერე სამ...

გადამიყვანეს ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში, იმდენი არასრულწლოვანი პატიმარი იყო საქართველოში, მორიგეობა იყო ძილზე. ბავშვები იმხელა ზონაში ვერ ვეტეოდით, გადავსებული იყო. მარტო ავჭალის კოლონიაში ვიყავით 280 ბავშვი, - ამის შესახებ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი ზერეკიძემ, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.ზერეკიძემ პატიმრობის წლები, მათ შორის, "ციხის ბუნტის" დღე გაიხსენა, რომელიც პროვოკაციად შეაფასა და აღნიშნა, რომ ბაჩო ახალაიამ არასრულწლოვანთა კოლონიის ერთ-ერთ თანამშრომელს ერთ პატიმარზე ჰკითხა, თუ დაარტყა, უარის მიღების შემდეგ კი, თავად ახალაიამ დაარტყა აღნიშნულ თანამშრომელს და ამაზე შემდეგ სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი."ავჭალაშიც მოგვიწყვეს პროვოკაცია, როგორც გახსოვთ, 2007 წლის 12 აგვისტო იყო, მოხდა ბუნტი. მაგ დროს ახალაიაც იყო შემოსული, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძეც იყო შემოსული. ამ ახალიამ ჰკითხა თანამშრომელს ერთ პატიმარზე, დაგარტყაო? არა, არ დაურტყიაო და როგორ არ დაურტყიაო და თვითონ, შემოსასვლელ კარში თანამშრომლების წინაშე დაარტყა ლაშა ტალახაძეს და მერე სამ პატიმარს დაუმატეს სასჯელი. წინა დღეს სპეცრაზმი იყო შემოსული და "ზონაში" შემოსვლა ვერ გაბედეს, იმიტომ, რომ ბავშვებმა დავიწყეთ ყვირილი და ხმაური, ბაჩო ახალაია იქით იყო, ვერ მოდიდოდა, იუსტიციის მინისტრი ქავთარაძე გვესაუბრებოდა ბავშვებს, ახალაია საერთოდ არ მოდიოდა ჩვენკენ. მეორე დღეს რომ გათენდა, დილის შემოწმება ჩავიარეთ ჩვეულებრივად და ცოტა ხანში, კიდევ ერთხელ უნდა ჩავატაროთ შემოწმებაო, სტადიონზე ჩაგვიყვანეს, ზაფხულია, 13 აგვისტო, უცებ დიდი კარი იღება, მანქანები და სპეცრაზმი შემოდის და 120 ბავშვი გადაგვიყვანეს რუსთავის "კრიტში". ოღონდ, სანამ გადაგვიყვანდნენ, ციხის მანქანები ხომ რკინისაა, 6 მანქანა იყო ეზოში, სახურავი ხომ გახურებული იყო, ნელ-ნელა აჰყავდათ ბავშვები. მე ბოლოსკენ ამიყვანეს და რომ შევედი შიგნით, ოფლში ედგათ ბავშვებს ფეხები, საერთოდ, ჰაერი კი არა, გეგონებოდა, "დუშიდან" გამოხვედიო. " - განაცხადა გიორგი ზერეკიძემ.

ბოლო სიახლეები