სამშაბათი, აპრილი 1, 2025

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია

დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამე ჰოსპიტალიზებულია. „როიტერის“ ცნობით, როგორც ბუკინგემის სასახლის განცხადებაშია აღნიშნული, ამის მიზეზი სიმსივნის მკურნალობის გვერდითი მოვლენები გახდა.

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფე ჩარლზ მესამეს მოუწია სამ ელჩთან შეხვედრის გადადება, ასევე საჯარო ღონისძიებების გაუქმება.

დიდი ბრიტანეთის მეფეს, ჩარლზ მესამეს სიმსივნე გასული წლის თებერვალში დაუდგინდა. ბუკინგემის სასახლეს არ გაუვრცელებია განცხადება იმის შესახებ, თუ რა ტიპის სიმსივნე აქვს მეფეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გიორგი ბარამიძე – ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა, ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ ვერ მოახერხა, რადგან სწორი ნაბიჯები არ...

დიდი ვნებათაღელვაა, სალომე ზურაბიშვილის ახალ პლატფორმაზე ენმ-ს რა პოზიცია აქვს? ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა. დრომ კარგად დაგვანახა, რომ სალომე ზურაბიშვილს უნდოდა, ყველა დემოკრატიული პარტიის ლიდერი ყოფილიყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოახერხა, რადგან ამისთვის სწორი ნაბიჯები არ ან ვერ გადადგა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში წერს.როგორც ბარამიძე აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ამ პარტიის გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია.„როცა გინდა, იყო ადამიანების (ან პოლიტიკური ძალების) ლიდერი, აუცილებელი პირობაა, იყო ჯერ (პირველ რიგში) ამ ადამიანების თანამებრძოლი. თანამებრძოლობა გულისხმობს ერთმანეთის პატივისცემას. ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია. მეტიც, ენმ-ს დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია. არაფერს ვამბობ, რომ თავის დროზე, ქალბატონ პრეზიდენტს შეეძლო, გამოეყენებია მის ხელში (კომპეტენციაში) არსებული ბერკეტი და იგი პუტინის მძევლობიდან გაეთავისუფლებია – გამოიყენებდა რა შეწყალების მექანიზმს.ეს მაინც რომ გაეკეთებინა, ივანიშვილის მონა მოსამართლე ვერ გამოიყენებდა სასჯელების შეკრებითობის პრინციპს და მიშას 12.5 წელს ვერ მიუსჯიდა. ამიტომ საუბარი, რომ „მერე რა, რომ არ შეიწყალა“, აზრსმოკლებულია.ამის მიუხედავად, ჩვენი ემოციები თუ უთანხმოება გადავდეთ უკანა პლანზე და ქალბატონი ზურაბიშვილის პლატფორმის ყველა შეხვედრასა თუ კონსულტაციაში მივიღეთ მონაწილეობა. უდავოა, ქალბატონ ზურაბიშვილს ჰყავს მისი მხარდამჭერები და მიმდევრები.იგი, მთელი ამ ბოლო თვეების განმავლობაში, მისი პარტიის შექმნაზეც საუბრობდა. ჩვენ პატივს ვცემთ მის მომხრეებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც მიაჩნია, რომ რუსულ რეჟიმთან ბრძოლაში, მათი ლიდერი უნდა იყოს სალომე ზურაბიშვილი. ისევე, როგორც ჩვენ პატივს ვცემთ ყველა ადამიანს, თუ პოლიტიკურ ლიდერს, ვინც ოდნავ მაინც, რეალურად, რამეს გააკეთებს, რუსული, მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის დასამარცხებლად. ამიტომ ჩვენ ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან. ასევე ერთგული ვრჩებით, ჩვენ მიერ ხელმოწერილი „ქართული ქარტიის“ პრინციპებისა.ამავდროულად, ყველას მინდა გავახსენო, რომ რეჟიმთან ბრძოლის კუთხით, ჩვენი ხედვა და მიზნები, დიდი ხნის წინ ჩამოაყალიბა და გააჟღერა მიხეილ სააკაშვილმა. ჩვენი მიზანია ყველა დემოკრატიული, პატრიოტული ძალის ერთიანობა.ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანი ბრძოლით გაცილებით მეტს და სწრაფად მივაღწევთ. ერთიანობას ითხოვს ჩვენი საზოგადოებაც. ერთიანობა რომ ჩვენი ბრძოლის მთავარი გზა არის, ამის გამო (გაგახსენებთ) ენმ-ს ოფიციალური, იურიდიული სახელიც კი შევუცვალეთ და მას ახლა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია“, – წერს გიორგი ბარამიძე.ამასთან, გიორგი ბარამიძე აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, არც არჩევნებამდე და ვერც მის შემდეგ, დღემდე ძირითადი პოლიტიკური პარტიების ერთიანობა ვერ მოხერხდა.„ვერ შეძლო ეს ვერც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით მიმდინარე პროცესმა. უფრო მეტიც, ქალბატონმა ზურაბიშვილმა ახლახან განაცხადა, თურმე „ერთიანობის იდეა შემოგდებულიაო“. ცხადია, ასეთი დამოკიდებულებით, იგი ოპოზიციის ერთიანობაზე არც და ვერც იმუშავებდა. შედეგიც სახეზეა.დაიკარგა ძალიან დიდი და ძვირფასი დრო. ქართველი ხალხის პროტესტს სანუკვარი შედეგი ჯერ არ მოუტანია. ჩვენი საზოგადოება გაწბილებულია და სამართლიანად საყვედურობს ყველა ოპოზიციურ პარტიასა, თუ ლიდერს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ ჩვენი საზოგადოების ძალისხმევას მნიშვნელობა არ ქონდა და გარკვეული შედეგები არ მოუტანია. სწორედ ხალხის პროტესტის დამსახურებაა, რომ ივანიშვილის მოღალატეთა ბანდა მსოფლიოში ნორმალურმა არავინ აღიარა, მის ე.წ. პარლამენტში არავინ შევიდა, საქართველოს მეგობარმა სახელმწიფოებმა რეჟიმს სანქციები დაუწესეს და სხვა.ასე რომ, არც უიმედობას უნდა მივეცეთ, არც ის ვთქვათ, რომ არაფერი გამოვა, ან ბრძოლას აზრი არ აქვს. აქვს და შედეგი აუცილებლად მოვა და საერთო გამარჯვებას, მჯერა, აუცილებლად მივაღწევთ.ყველა დაბრკოლებისა და სირთულის მიუხედავად, ენმ გააგრძელებს საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლას. ასევე ჩვენი გუნდი, ქვეყნის ყველა ჯანსაღ, პატრიოტულ ძალასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.ამავდროულად, მოღალატეთა რეჟიმის მხრიდან, ენმ დევნისა და გაუქმების მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავაგრძელებთ პარტიის რეფორმირებასა და გაძლიერებას.ენმ არის იდეა. ენმ არის ჩვენი ხალხი, ვინც ამ იდეის გარშემო მიშამ გააერთიანა. ენმ იდეა არის გამთლიანებული, ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს აშენება, ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.არა მოღალატე კრიმინალთა რეჟიმს! თავისუფლება მიშას და ივანიშვილის ბანდის ყველა სხვა პოლიტიკურ პატიმარს! დიდება საქართველოს!, – წერს გიორგი ბარამიძე.

აშშ-ის სახაზინო მდივანი – აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან.აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ექვს ორგანიზაციასა და ორ ფიზიკურ პირს, რომლებსაც ირანის დრონების მწარმოებელი კომპანიისთვის კომპონენტების შეძენაში ადანაშაულებს.„ირანის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების გავრცელება, როგორც რეგიონში არსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებზე, ისე რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გამოსაყენებლად, კვლავ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, აშშ-ის პერსონალს და ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს“, – განაცხადა სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს არის „ირანის იარაღის გამავრცელებლების“ წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეორე რაუნდი მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღადგინა თავისი „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია ირანზე.

თავისუფალ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ.საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:57 კგ | რობერტ დინგაშვილი;61 კგ | გიორგი ღონიაშვილი;65 კგ | გოგა ოთინაშვილი;70 კგ | აკაკი ქემერტელიძე;74 კგ | გიორგი ელბაქიძე;79 კგ | ვლადიმერ გამყრელიძე;86 კგ | ტარიელ გაფრინდაშვილი;92 კგ | მირიან მაისურაძე;97 კგ | გივი მაჭარაშვილი;125 | კგ სოლომონ მანაშვილი.

თინა ბოკუჩავა – არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია

დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არ ემიჯნება არცერთ ფორმატს, რომელიც მიზნად ისახავს ერთობლივ ოპოზიციურ მუშაობას ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად.„რაოდენ დაბალიც არ უნდა იყოს ჩვენი მოლოდინები მის ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ეს მოლოდინი ეფუძნება გასულ 5 თვეს, რომლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებდა ყველა შეხვედრაში სალომე ზურაბიშვილის ორგანიზებით, მაგრამ ვიხილეთ ძალიან ლიმიტირებული შედეგით ერთიანი პოზიციების ფორმირების თვალსაზრისით. ერთიანი პოზიციები არ არსებობს ოპოზიციაში ისეთ ფუნდამენტურ საკითხებზე, როგორებიცაა 2008 წლის ომის კომისია და პარტიების აკრძალვა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა მყარი პოზიცია ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობასთან დაკავშირებით, მაგრამ აქაც შეიცვალა აზრი გახარიას პოზიციის გათვალისწინებით. ვითანამშრომლებთ აღნიშნულ ფორმატთან საკითხების მიხედვით საჭიროების შესაბამისად (ad hoc საფუძველზე). იქნება საუბარი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის დაუშვებლობაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნამდე? ცხადია, შევუერთდებით ფორმატს, მაგრამ დღეს, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი აუქმებს სახელმწიფოს და რუსეთს გვაბარებს, არ არის ამდენი დასაკარგი დრო ფორმატებში, რომელიც ილუზორული და ცერემონიალურია“, – წერს ბოკუჩავა. 

ეკონომიკის სამინისტრო – რობინ დანიგანმა ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო მხარს დაუჭერს სან ფრანცისკოში საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას

აშშ აქტიურად დაუჭერს მხარს სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილი საქართველოს პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნას, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში, ლევან დავითაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სან ფრანცისკოში მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომლის მიზანი ქართული სტარტაპ კომპანიების ინტერნაციონალიზაციის და გლობალურ ბაზრებზე წვდომის მხარდაჭერა, ასევე საქართველოს ინოვაციების ეკოსისტემით გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების, უცხოური ვენჩურული ფონდებისა და ენჯელ ინვესტორთა ქსელების დაინტერესება იქნება.ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, რობინ დანიგანმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის საელჩო აქტიურად დაუჭერს მხარს აღნიშნულ პროექტს, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ერთობლივად განხორციელდება.საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო მისიების ხელშეწყობის საკითხები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის განხორციელდება.

ბოლო სიახლეები