სამშაბათი, აპრილი 1, 2025

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ უკან გაიწვია გადაწყვეტილება „რადიო თავისუფლებისთვის“ გრანტის გაუქმების შესახებ, დოკუმენტის თანახმად, სააგენტო იტოვებს უფლებას, გააუქმოს გრანტი მომავალში

აშშ-ის ხელისუფლება განაახლებს „რადიო თავისუფლების“ დაფინანსებას.

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) უკან გაიწვია 15 მარტის გადაწყვეტილება „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებისთვის“ გრანტის გაუქმების შესახებ.

ამის შესახებ ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერს სააგენტოს ხელმძღვანელის უფროსი მრჩეველი, კერი ლეიკი. ამრიგად, საგრანტო შეთანხმება კვლავ ძალაში შედის.

ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო იტოვებს უფლებას, გააუქმოს გრანტი მომავალში.

ცნობისთვის, აღნიშნული გრანტის გაუქმების შემდეგ, მედიაჰოლდინგმა სააგენტოს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი და მიაღწია დაფინანსების დროებით აღდგენას.

2025 წლის ოქტომბრამდე „რადიო თავისუფლებამ“ ფედერალური მთავრობისგან უნდა მიიღოს კიდევ 77 მილიონი დოლარი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტები „მედიქლაბჯორჯიას“ სტიპენდიას მიიღებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის ორი გამორჩეული სტუდენტი სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” (MediClubGeorgia) სტიპენდიატი გახდება.ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.უნივერსიტეტის ცნობით, აღნიშნული ინიციატივა გასაჯაროვდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტში სტუდენტებსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრ „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დიმიტრი მახათაძე და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ თანადამფუძნებელი ანდრო ათოშვილი.„შეხვედრას მასპინძლობა გაუწიეს სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ირინე გოცირიძემ და დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორმა მარინა მესხიამ.შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს პარტნიორობის გაფართოების პერსპექტივები, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება სტუდენტთა კარიერული განვითარებისა და მათი სამომავლო დასაქმების მიმართულებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.დიმიტრი მახათაძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის პროგრამის მაღალრეიტინგული სტუდენტებისთვის „მედიქლაბჯორჯიასგან“ სტიპენდიის დაწესება მიზნად ისახავს ნიჭიერი და მოტივირებული ახალგაზრდების მხარდაჭერას პროფესიონალებად ჩამოყალიბების გზაზე.როგორც მან აღნიშნა, სამედიცინო ცენტრი მრავალპროფილურ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს.„ცენტრი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებსაც აწარმოებს ისეთი წამყვანი კომპანიები, როგორიცაა: Siemens, Dräger, Fresenius, Philips, Schiller, Storz და სხვა. დიმიტრი მახათაძემ ისაუბრა ბიოსამედიცინო ინჟინრების როლზე თანამედროვე ჯანდაცვაში, “მედიქლაბჯორჯიაში” სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, ასევე, ახალგაზრდებს მიაწოდა ინფორმაცია მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის მიმართულებით კლინიკური ინჟინერიის სამსახურის მნიშვნელობის შესახებ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.„მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორის ინიციატივას მიესალმა სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე გოცირიძე.„ახალი სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინდუსტრიაში მოქმედ ერთ-ერთ წამყვან ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავება-გაფართოებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. საგულისხმოა, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამა ფლობს საერთაშორისო ABET აკრედიტაციას. ასევე, საერთაშორისო აკრედიტაციის მოსაპოვებლად ემზადება ამავე დასახელების ქართულენოვანი პროგრამაც, რაც სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა მდგრადი კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად ძლიერი მხარდაჭერაა. სტიპენდიების დაწესება კი ნიჭიერ სტუდენტებს უქმნის ძლიერ მოტივაციას, რომ მეტი იშრომონ, წარმატებას მიაღწიონ სწავლაში და მზარდი კარიერა შეიქმნან ბიოსამედიცინო ინჟინერიის სფეროში“, - აღნიშნა ირინე გოცირიძემ.შეხვედრის დასასრულს, პარტნიორობის ნიშნად, „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს საჩუქრად ფერწერული ტილო გადასცა.ხელოვნების ნიმუში განთავსდება დეპარტამენტის ინტერიერში, რომელიც „ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ მხარდაჭერით მთლიანად განახლებული და აღჭურვილია.ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის საუკეთესო სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივას მნიშვნელოვანი უწოდა და მრავალმხრივი შეფასება მისცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ.„პარტნიორობა უნივერსიტეტსა და ბიზნესსექტორს შორის არა მხოლოდ აძლიერებს კავშირს განათლებას, მეცნიერებასა და ინდუსტრიას შორის, არამედ მრავალი მიმართულებით უზრუნველყოფს სტუდენტების მხარდაჭერას და რაც ასე მნიშვნელოვანია, მათი შრომის დაფასებას. მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ მსგავსი ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარებას საქართველოში.სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა სტუდენტებს უბიძგებს, მეტი შეიმეცნონ, მეტი ინოვაცია და სამეცნიერო კვლევა განახორციელონ. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ინდუსტრიებთან პარტნიორობით ვიზრუნოთ ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, სადაც ახალგაზრდა თაობის ინჟინრები დაფასებულად იგრძნობენ თავს და მეტად იმუშავებენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.მადლობას ვუხდით როგორც „მედიქლაბჯორჯიას“ - სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების ინიციატივისთვის, ასევე, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ - ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის საუნივერსიტეტო სივრცის განახლებისა და კეთილმოწყობისთვის. ეს კონკრეტული მხარდაჭერები და საუნივერსიტეტო პროცესებში ჩართულობა ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერია სულ უფრო აქტუალური ხდება და აღიქმება, როგორც სამედიცინო პროგრესის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა. ვიმედოვნებთ, მსგავსი ინიციატივები სხვა ინდუსტრიებსაც მისცემს ბიძგს, მხარი დაუჭირონ განათლებას, მეცნიერებას და განახორციელონ ინვესტიცია ნიჭიერი სტუდენტების განვითარებაში”, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის სასტიპენდიო პროგრამის ამოქმედების შესახებ ინიციატივა ურთიერთგაგების მემორანდუმით გამყარდება, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და სამედიცინო ცენტრ “მედიქლაბჯორჯიას” გენერალური დირექტორი მოაწერენ ხელს.

დავით ქართველიშვილი: ჩვენ დავინახეთ როგორ დაიწყო ცვილის ფიგურების ჯანყი ამ ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ – ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი შესთავაზა ე.წ. ოპოზიციურ...

ჩვენ დავინახეთ როგორ დაიწყო ცვილის ფიგურების ჯანყი ამ ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ - ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი შესთავაზა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში” წამყვანის კითხვაზე კონკრეტულად რა განსხვავებაა ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის არსებულ ერთობა-კოორდინაციის მცდელობებსა და იმ დროინდელ მცდელობებს შორის, რაც არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ იყო.„ალეგორიულად ვიტყვი, ჩვენ დავინახეთ როგორ დაიწყო ცვილის ფიგურების ჯანყი ამ ცვილის ფიგურების მუზეუმის დირექტორის წინააღმდეგ - ქალბატონი სალომეს წინააღმდეგ, რომელმაც ყველაფერი შესთავაზა ე.წ. ოპოზიციურ სპექტრს, შესთავაზა საკუთარი ვადაგასული პრეზიდენტობის ლეგიტიმურობა, შესთავაზა ტექნიკური მთავრობის შექმნა, კონსტიტუცია ჩაანაცვლა რაღაც ქარტიით. გუშინ გაჟღერდა უკვე პლატფორმის იდეა, რომელმაც, ხაზს ვუსვამ, ცვილის ფიგურები უნდა გაერთიანოს ისევე წარუმატებლად, როგორც ამ ყველაფერს ჩვენ ვხედავთ უკვე წლების განმავლობაში. ეს ქვეყანა ითხოვს და მოწყურებულია ახალ რეალურ ოპოზიციურ სპექტრს, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებასთან ერთად ამ ქვეყანას გამოიყვანს, კი ბატონო, პოლიტიკური ჩიხიდან და კრიზისიდან, მაგრამ ამ ცვილის ფიგურებზე დაყრდნობით ეს უბრალოდ არ გამოვა, ეს არის გამორიცხული, ამას ძალიან კარგად უწყიან თვითონ ეს ცვილის ფიგურები და ვადაგასული პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, რომლებმაც ყველაფერზე თქვეს უარი, ნებაყოფლობით თქვეს უარი ამ ქვეყნის საკანონმდებლო ადგილობრივ დონეზე მიეღოთ მონაწილეობა და დაეკავებინათ თავისი კუთვნილი ადგილი, რომელიც მათ საკუთარმა ამომრჩეველმა მიანიჭა“, - განაცხადა ქართველიშვილმა.მისი თქმით, მათ არ უნდათ ამ სახელმწიფოში ცხოვრება, მათ არ უნდათ ამ სახელმწიფოში სუვერენულ, კონსტიტუციურ კალაპოტში არსებულ კანონმდებლობას დაემორჩილონ და თავისი ადგილი იპოვონ და შემდგომში, 5-7 წელიწადში დაარწმუნონ ამომრჩეველთა ფართო სპექტრი, რომ მათი დრო მოვიდა.„ოღონდ ეს უნდა გაკეთდეს არა პარლამენტთან, არა ქუჩაში, არამედ იმ საკონსტიტუციო კალაპოტში, რასაც არჩევნები ჰქვია, რასაც ჰქვია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა, რაშიც ხელისუფლება, სახელმწიფო არაფერს არ აკლებს, არც პარტიულ დაფინანსებას, არც კონკურენტუნარიან და თავისუფალ გარემოს არჩევნებში მონაწილეობისა. ამ ყველაფერზე ნებაყოფლობით აცხადებენ უარს. დიდი ხანია დაადგნენ დესტრუქციულ, რადიკალურ გზას და ელოდებიან როდის გაისვრის მათი ავრორა, როდის შედგება ის რაღაც რევოლუციური სიტუაცია, რომელიც არ შედგება ამ ქვეყანაში. ეს ქვეყანა გაიზარდა მათ შორის საკუთარ წარსულში დაშვებულ შეცდომების გააზრებაზე და გამორიცხულია დღეს აღსრულდეს ყველაფერი ის, რასაც ისინი ელოდებიან. გუშინ ჩვენ ამ აქციაზე დავინახეთ მათი ახალი ლიდერი, რომელიც შეგეცოდება, ჩვენი ბანი, სახელოვანი პაატა ბურჭულაძე, რომელიც რაღაც გაუგებარი ლოზუნგებით წარსდგა ჩვენს წინაშე. მისი ძირითადი სლოგანი იყო - „მოდით, რაღაც გავაკეთოთ". ეს მან რამდენიმეჯერ გაიმეორა. ჩვენც ზუსტად ეს გვინდა, მოსახლეობას, რომ რაღაცა მაინც გააკეთონ, დაიწყონ ამ რაღაცის გაკეთება. ამ 20 წლის განმავლობაში ნგრევის გარდა მათ არაფერი გაუკეთებიათ და არ გამოსდით მათ ამ რაღაცის გაკეთება. სასოწარკვეთა იკითხებოდა მის ამ მცდელობაში, რომელმაც ახლა უკვე 8 აპრილი გამოაცხადა რაღაც იმ საკრალურ დღედ, როდესაც უნდა შევიკრიბოთ და ბოლომდე... რას ნიშნავს ეს ბოლო? თუ ოპოზიციის ბოლომდე უნდა შეიკრიბონ, ეს ბოლო უახლოვდება მათ და აუცილებლად არ ასცდება არავითარ შემთხვევაში“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა

მამაკაცი ეგვიპტიდან იაპონიამდე თვითმფრინავისა და პირადი ტრანსპორტის გამოყენების გარეშე ჩავიდა. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა People ავრცელებს.ომარ ნოკმა მოგზაურობა ეგვიპტიდან 2024 წლის 8 თებერვალს დაიწყო.ნოკმა გადაწყვიტა, რომ დანიშნულების ადგილამდე, იაპონიამდე საკუთარი მანქანისა და თვითმფრინავის გამოყენების გარეშე წასულიყო. მან, 10 000 მილი ფეხით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით და აქლემის გამოყენებითაც კი გაიარა.„ვიფიქრე, რომ ამ მოგზაურობას ფრენის გარეშე გავივლიდი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ქალაქი მენახა, თან აზიაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ“- განაცხადა ნოკმა.

ზვიად შალამბერიძე: უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთია „ფარა“. ძალიან კარგი მაგალითია გუშინდელი აქცია ორგანიზებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ მიერ. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი, ჩვენი ყველა...

უმნიშვნელოვანესი კანონები მივიღეთ და ერთ-ერთი მათგანი არის „ფარა“, რომლის მოქმედებაც 60 დღის შემდეგ დაიწყება. რომელიც არის ზუსტი ასლი ამერიკული კანონმდებლობის და ფაქტობრივად, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ არა მარტო მთავრობამ, თითოეულმა ადამიანმა დაინახოს თუ საიდან ფინანსდება ესა თუ ის არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური სუბიექტები თუ ის მოძრაობები, რომელიც შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ოპოზიციის მხრიდან დაორგანიზებული და განხორციელებული, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ.მან მაგალითად, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული აქცია მოიყვანა, რომელიც გუშინ გაიმართა. ზვიად შალამბერიძის თქმით, მსგავსი ორგანიზაციების დაფინანსების წყაროს შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა ჰქონდეს, რათა მან სწორი დასკვნები გამოიტანოს და შესაბამისი გადაწყვეტილებებიც მიიღოს.„ძალიან კარგი მაგალითი გვქონდა ჩვენ გუშინდელი დღე. ჩვენ დავინახეთ, რომ მთლიანად ეს აქცია იყო დაორგანიზებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, რომელიც უშუალოდ ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებისგან არის დაფინანსებული. ასეთი პრეცედენტები, როდესაც გახდება თვალნათელი ჩვენი საზოგადოებისთვის, უკვე ჩვენი ყველა მოქალაქე გამოიტანს დასკვნას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია „მაუწყებლის შესახებ“ კანონი, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო.„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, რომელიც გულისხმობს იმას, რომ რაც პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ იყო ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ყველა აპროტესტებდა იმას, რომ ტყუილების დიდი ნაკადი, რომელიც მოდის ოპოზიციური ტელევიზიებიდან, ამაზე რატომ არ გვაქვს რეაგირება და ა.შ. დღევანდელ დღეს, ერთი მაგალითი, რომ მოვიყვანოთ ნებისმიერ ოპოზიციურ ტელევიზიას შეუძლია გამოაცხოს ურცხვი ტყუილი, რომელიც შეიძლება მიაწოდოს ტელემაყურებელს და რა თქმა უნდა, შემდეგ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, მოგვყავს ფაქტები და ა.შ. აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც ობიექტურად აშუქებენ ყველა საკითხს და არ აშუქებენ ის ტელევიზიები, რომლებიც არიან მიკერძოებული. გარკვეულ ჩვენს მოქალაქემდე ეს ფაქტებით უარყოფილი სიცრუე აღარ მიდის. თავისთავად, ჩვენს საზოგადოებას რჩება ის განაცხადა, რომ ვიღაცა რაღაცას აქ არასწორად აკეთებს. აქედან გამომდინარე, მათ შეეზღუდებათ ნებისმიერი სახის ტყუილების თქმა და არა ობიექტური ინფორმაციის გადაცემა“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.პარლამენტმა დღეს რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება დაამტკიცა. მათ შორის მიიღო კანონი, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგია. ასევე, დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და დაამტკიცეს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები.

სალომე ზურაბიშვილს დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტზე უსმენენ

აქციებისას სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, 50 ამ დრომდე ციხეში რჩება, 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.ზურაბიშვილმა გამოსვლისას საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვლავ ციხეში რჩება აქციებისას დაკავებულთა ნაწილი, რომელთაც 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.„არსებული ვითარება რომ არა, მოხარული ვიქნებოდი ფიზიკურად დავსწრებოდი კომიტეტის სხდომას. არიან პოლიტიკური ლიდერები ზოგიერთი პარტიიდან, რომლებიც არიან პროევროპული პარტიები და არიან იმ მოძრაობაში, რომელიც ჩვენ ახლახან შევქმენით. ისინი დაიბარეს პროკურატურაში, სისხლის სამართლის ბრალდებით, რადგან მათ მონაწილეობა არ მიიღეს პარლამენტის მიერ წარმოებულ გამოძიებაში. ჩვენ გვქონდა არჩევნები გასულ ოქტომბერს, რომელიც მრავალმხრივ იქნა გაკრიტიკებული და რაც უფრო გადის დრო, მეტს ვიგებთ, რამდენად ფართო და დახვეწილი ოპერაცია მოხდა, რომელიც იყო ინსპირირებული რუსეთისგან და რუსული მეთოდებით. შედეგად, პოლიტიკურმა პარტიებმა უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე და მის ლეგიტიმურად ცნობაზე. პარლამენტი შეიკრიბა არაკონსტიტუციური ფორმით, კონსტიტუციის დარღვევით. არჩევნებიდან მალევე, ერთ თვეზე ნაკლებ დროში, არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ აჩერებს დისკუსიებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. არჩევნებზე მანიპულაციამ, გაყალბებამ და პრემიერის მიერ გაკეთებულმა განცხადებამ, საქართველოში მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყება განაპირობა, რომელიც დღემდე გრძელდება. მაგალითისთვის, გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო, აღინიშნებოდა საიუბილეო თარიღი 1991 წელის 31 მარტიდან. გაიმართა მასშტაბური პროტესტი, რომელსაც მრავალი ათასი ადამიანი დაესწრო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პროტესტი გრძელდება ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში და მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა სეგმენტს, რადგან „პრაქტიკულად ყველა, ასე თუ ისე, რეპრესიული კანონების ქვეშ მოექცა“.„ალბათ გსმენიათ „რუსული კანონის“ შესახებ, რომელიც იყო ასლი იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს სამოქალაქო საზოგადოების ჩასახშობად. საქართველოში ეს პროცესი უკიდურესად სწრაფად ვითარდება და ფაქტობრივად ყოველ ახალ დღეს ჩვენ გვაქვს ახალი კანონები, რომლებიც არის ასევე ასლები იმისა, რასაც რუსეთი აკეთებს – ძალადობით ქუჩაში, ადამიანების საკუთარი სახლიდან, მეტროდან გატაცებით, მათი გაუჩინარებით და შემდეგ პოლიციის რომელიმე განყოფილებაში აღმოჩენით. სხვადასხვა დროს არის დაკავებული დაახლოებით 400 ადამიანი, ზოგი ადმინისტრაციული წესით, ზოგი კი სისხლის სამართლით, იმის მიუხედავად, რომ ეს პროტესტი იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი. მათგან დაახლოებით 50 ამ დრომდე ციხეში რჩება და მათ ემუქრებათ 7-დან 11 წლამდე პატიმრობა. ადამიანებს, რომლებიც კარგად ნაცნობი არიან საზოგადოებისთვის, ეპყრობიან, როგორც კრიმინალებს. 125-დღიანი პროტესტის დროს გადაღებული ყველა სურათი და ვიდეოკადრი აჩვენებს, რომ ის არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, თუმცა ეს ხდება, რადგან ჩვენ საქართველოში აღარ გვაქვს მართლმსაჯულების სისტემა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები