სამშაბათი, აპრილი 1, 2025

სამხრეთ კორეის სანაპიროსთან რუსულ გემს ცეცხლი გაუჩნდა – არიან დაშავებულებიც

სამხრეთ კორეაში, ბუსანის სანაპიროსთან რუსულ სამაცივრო ხომალდ Crystal Asia-ს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაშავდა, ისინი რუსეთის მოქალაქეები არიან. ინფორმაციას სამხრეთ კორეული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, დანარჩენი ოთხი დაშავებული კი – სამაშველო კატერით.

გემზე სულ 23 ადამიანი იმყოფებოდა. ცეცხლი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ამინდი მკვეთრად იცვლება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 3 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა წვიმებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება (საფრთხის დონე საშუალო).

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.პროექტის ავტორი და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.

კახა კალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადების ინიციატივაზე: მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები

დედაქალაქის მერის განცხადებით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობისას გამოაშკარავებული ინფორმაციით ნათლად ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა იყო ძალიან მძიმე ქვეყნისთვის და მათ ჩაიდინეს  ღალატი.  ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.„პარლამენტში შექმნილია საგამოძიებო კომისია, მიმდინარეობს კონკრეტული ადამიანების დაბარება, კითხვების დასმა. ალბათ, საზოგადოება თვალს ადევნებს, ვიცი, ბევრი აღშფოთებულია იმ ინფორმაციით, რაც გამოიკვეთა, თუ რა ხდებოდა რეალურად. ძალიან მძიმე იყო მათი მმართველობა, მათ ჩაიდინეს ღალატი, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად, დავკარგეთ ტერიტორიები, დაიღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი გმირი ჯარისკაცები  და, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა კახა კალაძემ.მისივე აზრით, კომისიის მუშაობის მიზანი მკაფიოა და საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს სიმართლე აგვისტოს ომის შესახებ.„ვისაც შეუძლია გააკეთოს შეფასება და ანალიზი, ყველა კარგად ხედავს, თუ რა არის აღნიშნული კომისიის მიზანი. იმ კონკრეტული პასუხებიდანაც კარგად ჩანს, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორ მართავდნენ ქვეყანას და რა მდგომარეობაში ჩააგდეს ჩვენი სამშობლო და ჩვენი ხალხი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.კახა კალაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ პარტიას, პერსპექტივა არ აქვს.„არ ვიცი, რა ახალ ქმედებებზე უნდა გადავიდეს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც გაუბედურებული და გაფარჩაკებულია. ეს მათი გადასაწყვეტია - რა ფორმით, როგორ და რანაირად, თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქართველოში ქვეყნის მტრებს, აგენტურას, იმ ადამიანებს, ვინც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, არანაირი პერსპექტივა არ აქვთ მომავალში და ისინი პოლიტიკურ ველზე ყოველთვის დამარცხებულები იქნებიან“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა

დღეს, თბილისის დროით 13:56 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან მოხდა 4.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას ამის შესახებ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.დამატებითი დეტალები უცნობია.

პარლამენტმა „ფარას“ ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტის პლენარულ სხომაზე „ფარას“ კანონის ანალოგი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონის დამტკიცებას ხმა 80-მა დეპუტატმა მისცა, წინააღმდეგი არავინ წასულა.ცვლილებებით, კანონის აღსრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი ანტიკორუფციული ბიურო იქნება, რომელმაც 6 თვეში ერთხელ ანგარიში პარლამენტს უნდა წარუდგინოს.კანონპროექტის მიხედვით, ანტიკორუფციულ ბიუროში დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექნებათ.მმართველი გუნდის შეფასებით, „ფარა“ გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და გარე გავლენების პრევენციისთვის საუკეთესო მექანიზმია. პარლამენტმა „ფარას" ზუსტ ასლზე მეორე სასესიო მოსმენით 18 მარტს იმსჯელა.

ბოლო სიახლეები