სამშაბათი, აპრილი 1, 2025

გიორგი (გოკა) გაბაშვილი: წულუკიანის ,”კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე, 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო – კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა

“რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა” – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა.

“წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29 ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.

ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.

ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს.

რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა” – წერს გიორგი (გოკა) გაბაშვილი.

 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები, ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა

სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმა ჯერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შექმნა, ახლა უკვე კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც.„უწინასწარმეტყველეს, რომ ის ე.წ. ნაცმოძრაობაში იმ პატივისცემით აღარ ისარგებლებდა, რაც არჩევნებამდე ჰქონდა. ეს ასეც ხდება – აქციაზე უსტვენენ და უკვე აგდებენ. მისი ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ ხვდება, არამედ თურმე საქმეებს „ულაგებს“ და ჭკუას ასწავლის. „ნაცმოძრაობამ“ რაც დათესა, სალომე ზურაბიშვილის სახით, ის მიიღო. სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც. საქართველოს პრეზიდენტად რა პლატფორმითაც მოვიდა, ამის საწინააღმდეგო საქმეები აკეთა. „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები. ამ შემთხვევაში, ხელში ხან მიშას პლაკატს დააკავებინებენ და ხან – თავის პლაკატს. ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს მომავალში საუდის არაბეთს, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, ეს შეიძლება, იყოს შემდეგ თვეში ან ცოტა მოგვიანებით.„ჩვენ მივდივართ კატარში და ასევე, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანაში. არაბთა გაერთიანებული საამიროები ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ, შევჩერდებით არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, კატარსა და საუდის არაბეთზე. შემდეგ წავალთ სხვა ადგილებში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში, როგორც ჩანს – ეს სამი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი – ჩამოვედი თავისუფალ კიევში, რათა გამოვხატო ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი, გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი კიევში ჩავიდა.აღნიშნულის შესახებ ლიეტუველი მაღალჩინოსანი სოციალურ ქსელ X-ში წერს.„ჩამოვედი თავისუფალ კიევში, რათა გამოვხატო ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა მამაცი უკრაინელი ხალხისადმი. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას თავისუფლებისთვის და სუვერენიტეტისთვის თქვენს ბრძოლაში. ლიეტუვა მხარს უჭერს ძლიერ, მედეგ და აყვავებულ უკრაინას ევროკავშირში“, – წერს კესტუტის ბუდრისი. 

შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით, საელჩოების მხრიდან მოველი დაგმობას, მით უმეტეს, ეს მოხდა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე

გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც პაპუაშვილი წერს, ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა.„ორი დღის წინ ჩეხეთის, გერმანიის, ნორვეგიის ელჩები და ბრიტანეთის და ჰოლანდიის საელჩოების წარმომადგენლები ესტუმრნენ და სოლიდარობა გამოუცხადეს „ენჯეოთა“ გაერთიანებას, „ადამიანის უფლებათა სახლს“, რომელიც, პროკურატურის გამოძიების თანახმად, ეხმარებოდა პარლამენტთან ძალადობაში ჩართულ აქციის მონაწილეებს დაკისრებული კანონიერი ჯარიმებისთვის თავის არიდებაში, რაც, ამავე დროს, შემდგომი ძალადობისთვის კარტბლანშის მიცემა და მისი წახალისებაა. გუშინ საქართველოს პარლამენტის სასახლეს კვლავ გაუხსნეს ცეცხლი პიროტექნიკით. ამ საელჩოების მხრიდან მოველი პარლამენტის შენობაზე თავდასხმის დაგმობას. მით უმეტეს, ეს თავდასხმა მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ორგანიზებულ აქციაზე მოხდა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

იაგო ხვიჩია: როდისმე ხომ უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კონსტრუქცია 4-5-9-25 ქოცების მიერ ხალხის დამაჯერებლად მოტყუების და მიშასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა

"როდისმე ხომ უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კონსტრუქცია 4-5-9-25 ქოცების მიერ ხალხის დამაჯერებლად მოტყუების და მიშასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა",- წერს პარტია "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში."4-5-9-25 -ს ლიდერი ბუნებრივად არის მიშა.განა უნდათ მიშა იყოს, მაგრამ ასე გამოდის.როცა არანაირი იდეა არ გაქვს, ხალხს ეუბნები მნიშვნალობა არ აქვს ჩვენგან ვის შემოხაზავო, არც არაფერს განსხვავებულს არ პირდები და თან მხოლოდ უკეთეს ბელადობას სთავაზობ, როგორ შეიძლება იქ მიშა აკრძალო.ჩემი აზრით, იქ სადაც 4-5-9-25 დგას, აუცილებლად უნდა იდგას #freemisha დიდი პლაკატი.აქამდე რომ არ იყო ისაა ნაცების შეცდომა.ამის აღიარება უტყდებათ 4-5-9-25 -ში და იტყუებიან.ამიტომაც არ გამოსდით არაფერი.როგორ შეიძლება მიშას გამოჩენის გიტყდებოდეს მიშას ამომრჩევლების წინაშე?ამით იმის თქმა არ მინდა, რომ ვინც აქციაზეა ყველა მიშისტია - არა. მაგრამ იქ მიშისტებიც არიან და თუ გინდა ისინი ბოლომდე დაიხარჯონ საერთო მიზნისთვის მათ საყვარელი ბელადის პლაკატით სიარული არ უნდა აეკრძალოთ.ამის გამო წავა ვინმე ამ აქციიდან? მაშინ ის არ ყოფილა ჭეშმარიტი 4-5-9-25 -ელი და იმ სიცრუის მსხვერპლია, რითაც არჩევნებზე მოატყუეს.ამას ახლა ვერ ვუშველით, მაგრამ გამოსწორება აღიარებით იწყება.როდისმე ხომ უნდა ითქვას, რომ საარჩევნო კონსტრუქცია 4-5-9-25 ქოცების მიერ ხალხის დამაჯერებლად მოტყუების და მიშასთან ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა.(ჩემი წარმოდგენით, ეს ყველა 4-5-9-25 -ის ლიდერმა იცის და თუ არ იცის, ესე იგი ლიდერი არაა).ნაცები რატომ სდუმდნენ წინასაარჩევნოდ, როცა მათი ძარცვის კამპანია ღიად მიმდინარეობდა.რატომ გაუტარეს ეს ქოცებს?რატომ განიხილავდნენ სალომეს “ლეგიტიმურ” პრეზიდენტად ვადის ამოწურვის შემდეგაც კი?ვინაა, პასუხისმგებელი , იმაზე რომ ხალხმა ეს სისულელე დაიჯერა და არასწორი არჩევანი გააკეთა, რის შემდგომაც მიშას კიდევ 9 წელი მიუმატეს ციხეში საჯდომად?რატომ შეიცვალა ეს, მხოლოდ მას შემდეგ რაც მიშას სასჯელი დაუმატეს?ტყვეობაში მყოფი მიშაც ხო არ იყო ამ კონსტრუქციაზე შეთანხმებული და რა ვიცით, რომ შემდეგ არჩევნებზეც იგივეს არ იზამს?ამაზე და სამომავლო გეგმებზე ოთხშაბათს ანა წითლიძესთან ვისაუბრებ, ჩვენს საღამოს ლაივში" - წერს იაგო ხვიჩია.

ბოლო სიახლეები