პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. მიზეზი, შპს “მაგნატის” უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით, კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა და კითხვებზე პასუხის გაუცემლობა გახდა.
“კურიერს” პროკურატურამ ცოტა ხნის წინ დაუდასტურა, რომ მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის თანახმად დაიწყო, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
ამასთან, იგივე მიზეზით, პროკურატურას კომისია დღეს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს, რადგან კომისიის დაბარების მიუხედავად, სხდომაზე გუშინ არც ის გამოცხადდა და კითხვებზე პასუხის გაცემა უარი თქვა.