აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარი გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარკო რუბიომ და ნიკოლ ფაშინიანმა, როგორც სტრატეგიულმა პარტნიორებმა, აშშ-ისა და სომხეთის საერთო ინტერესები განიხილეს.
„სახელმწიფო მდივანი მიესალმა აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას რეგიონული კონფლიქტის ციკლის გასაწყვეტად და სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და პრემიერ-მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის ნებისმიერი ფორმით ესკალაცია მიუღებელია“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.