კვირა, მარტი 30, 2025

ალეკო ელისაშვილი – მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს წამმზომი ჩაურთეს, ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს

წულუკიანის ფეხის ბაკუნზე არავინ არსად მისვლას არ აპირებს, მით უმეტეს ჩვენი კოალიციის ლიდერები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში დაბარების შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ საგამოძიებო კომისია „ძლიერი საქართველოს“ შესაშინებლად და რეპრესიების იარაღად ჭირდება.

„პროკურატურა თუ მოგვადგება, მოგვადგეს. მომდგრები არ არიან? არ მივიდა საგამოძიებო კომისიაში და ერთი წლით ციხეში დაიჭერენ? დაიჭირონ, ვინმეს ეშინია მაგათი? ამათ ვუგოროთ კოჭი და იმ სამარცხვინო რაღაცაში მივიღოთ მონაწილეობა? ჯერ ერთი, ეს კომისია ამას ვერ გამოიძიებს, ეს არის სარეკომენდაციო სტრუქტურა, რომელიც დაწერს დასკვნას და გადაუგზავნის ან არ გადაუგზავნის პროკურატურას. პროკურატურაში დასკვნის გაგზავნა რად გინდა, ცოცხალი ადამიანები არიან და დადიან, იძახიან ეს და ეს მოხდა და არაფერს არ იძიებენ უმაქნისები. რამის გამოძიება თუ უნდოდათ, გამოიძიებდნენ.

დღეს ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ შეგვაშინონ და რეპრესიების იარაღად გამოიყენონ. ხედავენ, რომ თავი არ დავუხარეთ, არ დავუჩოქეთ, ჩვენი კოალიცია მაგრად და პრინციპულად დგას, აღარ იციან რა ქნან, რით შეგვაშინონ. მე ცალკე პროცესი მაქვს პირველ აპრილს და ბადრის და მამუკას წამმზომი ჩაურთეს. მაგის ფეხის ბაკუნზე რომ არავინ აპირებს სიარულს, მაგის ჩვენება მინდოდა, მაგათი რაღაცების რომ არ გვეშინია მაგის ჩვენება გვინდოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, თუკი კოალიციის ლიდერები საგამოძიებო კომისიაზე მივიდოდნენ, ამით კომისიისა და პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება მოხდებოდა.

„საგამოძიებო კომისიაზე მისვლით, ამათი აღიარება მოხდებოდა, ამ შაპიტოს ლეგიტიმაცია მოხდებოდა, კომისიის და პარლამენტის. მეორე, იქ შეურაცხყოფის მეტი არაფერი არ იქნებოდა, ვინ მოგცემდა ნორმალური დებატების საშუალებას. ბოლოს პარლამენტში დებატები იყო ან სიტყვა-პასუხი იყო? მიკროფონს ჩართავდი და შეურაცხყოფებს გაყენებდნენ. არ უკრავდნენ პირს ოპოზიციას ბოლო პერიოდში? მიკროფონს გამოგირთავენ, იმ ოთახში კი გააგონებ ხალხს, მაგრამ ეთერში ვერ გააგონებ“, – განახადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. კომისიის გადაწყვეტილებით, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეები პროკურატურაში გადაიგზავნება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

📽️„თავად მოიპოვა და თავად გაიტანა“ – კვარას შთამბეჭდავი გოლი

ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და ქართველმა პსჟ სენტ ეტიენთან დააწინაურა.ნახეთ კვარას შთამბეჭდავი გოლი ⇓ 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგზაურობის მოყვარულთათვის – რა ცვლილება ამოქმედდება აპრილიდან

Wizz Air-ი მხოლოდ უნაღდო გადახდის სისტემას ნერგავს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 1-ელი აპრილიდან ბორტზე შესყიდვა შესრულდება მხოლოდ ციფრული გადახდის სისტემით, მათ შორის კონტაქტური გადახდის მეთოდებით, როგორებიცაა Apple Pay, Samsung Pay, Android Pay და Google Pay.აღსანიშნავია ისიც, რომ ბორტზე შესყიდვებისთვის განკუთვნილი მაქსიმალური თანხა თითოეული მგზავრისთვის იქნება 150 ევრო. ამასთანავე, თუ ტრანზაქციით გათვალისწინებული თანხა 50 ევრო ან მეტია, საჭირო იქნება ბილეთის წარდგენა.„მგზავრები ასევე შეძლებენ წინასწარი ვაუჩერების შეძენას Wizz Air-ის მობილური აპლიკაციით, რაც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას ტრანზაქციების განხორციელებისას და გამორიცხავს გაუთვალისწინებელ ფინანსურ პრობლემებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

დედის ლოცვა – ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ

დედის ლოცვა - ლოცვა, რომლითაც თქვენს შვილებს დაიცავთ.„ღმერთო ერთო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დამბადებელო ყოველთა კაცთაო, დიდება და მადლობა შენდა! უფალო უფლებათაო და წყაროო წყალობათაო, მოჰმადლე წყალობა შენი და დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი), მოანიჭე მას დღეთა სიმრავლე, სიმრთელე სულისა და ხორცისა, გული გონიერი და წმინდა, სული მიმტევებლობისა და გულმოწყალებისა; მიჰფინე მშვიდობა და კეთილდღეობა, შრომისმოყვარეობა და ნაყოფის სიუხვე, ბედნიერი ოჯახი და შვილთა სიმრავლე, რათა იხაროს ორსავ სოფელსა შინა.განამტკიცე იგი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, ღვთისა და მოყვასის სიყვარულში, აღავსე სიბრძნითა და შორსმჭვრეტელობით; მიეც მას მტკიცე ნებისყოფა, უნარი განსაცდელის დაძლევისა და სამშობლოს სიყვარულისა; აშორე ბოროტი სული, მფარველად მოუვლინე ანგელოზი შენი რათა ყოველთა დღეთა შინა დაცულ იყოს ცხოვრების გზასა ზედა და ისმინოს წინასწარმეტყველის სიტყვები, რომელიც ამბობს:"მამის დარიგება ლამაზი გვირგვინია შენს თავზე და დედის რჯული შენი ყელის სამკაული" (იგ.1;8,9). თუ არ "დაკარგავ განსჯის უნარს, უსაფრთხოდ ივლი შენს გზაზე და შენი ფეხი არ დაბრკოლდება, დაწვები არ შეგეშინდება და ტკბილი ძილი გექნება, რადგან უფალი გიდგას მხარში, მახეს აგარიდებს და არ წაიბორძიკებ" (იგ.3; 21,26).ყოვლად წმიდაო სამებაო, ერთარსებაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, დალოცე შვილი ესე ჩვენი (სახელი) სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ!

სახალხო დამცველი – სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის ელენე ხოშტარიას საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს

სახალხო დამცველი პარტია „დროას“ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავებისა და მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში , სავარაუდო, არასათანადო მოპყრობის შესახებ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება.სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამართალდამცველების მხრიდან სრული შემოწმების დროს, პირს არ უნდა მოეთხოვებოდეს სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლება – ამგვარი პრაქტიკა, პირის მიმართ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი მოპყრობაა.„ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების შინაგანაწესის მე-5 მუხლით განსაზღვრულია, რომ პირადი დათვალიერების დროს, დაუშვებელია შესამოწმებელი პირის სრული გაშიშვლება. განსაკუთრებით საყურადღებოა მსგავსი მოპყრობა ქალების მიმართ.აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას და მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.სახალხო დამცველის აპარატი საკუთარი ინიციატივით შეისწავლის საქმეს და შემდგომი რეაგირებისთვის ყველა შესაბამის უწყებას მიმართავს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ელენე ხოშტარია დიღმის წინანაწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლდა.ელენე ხოშტარია 28 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავეს.დიღმის იზოლატორიდან „დროას“ ლიდერმა დღეს წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ იზოლატორში მის მიმართ ღირსების შემლახავი და ფიზიკური ძალადობის უღირსი, რუსული მეთოდი გამოიყენეს.შსს-ს განცხადებით, ელენე ხოშტარიას „კანონმდებლობის სრული დაცვით, დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე აუცილებელი პროცედურები ჩაუტარდა. შემოწმებისას დაკავებულს თან აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, კანონსაწინააღმდეგო ნივთიერება, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“.

ბოლო სიახლეები