ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

პაატა სალია: მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები, რომ მოხდეს ამ ომში საქართველოს ჩათრევა

ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტს ჰქონდა განხილვები იმასთან დაკავშირებით, რომ მიეღოთ გარკვეული სანქციები საქართველოში სხვადასხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუმცა იმის გამო, რომ ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი ამ მსგავს გადაწყვეტილებას, შესაბამისად ჩვენ ვხედავთ უკვე ტენდენციას, რომ ინდივიდუალური ქვეყნები ცდილობენ დააწესონ გარკვეული ტიპის შეზღუდვები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებზე, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა სალიამ წამყვანის კითხვის პასუხად, რომელიც კონკრეტული ქვეყნების მიერ დაწესებულ სანქციებს ეხებოდა.

მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, გაგრძელდება თუ არა ეს სანქციები, რადგან საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული კურსი არ შეიცვლება.

„ხშირ შემთხვევაში ეს სიებიც გაურკვეველია როგორ დგება. ჩვენ ეს ვნახეთ ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, როდესაც სიაში ისეთი ადამიანები იყვნენ მოხვედრილი, რომლებსაც საერთო არაფერი ჰქონდათ იმასთან, რაც თითქოს სანქცირების საფუძვლად იყო მითითებული. ეს ტენდენცია გააგრძელა გერმანიამ, თუმცა მიუხედავად იმისა, გააგრძელებენ თუ არა სხვა ქვეყნები ინდივიდუალურად სანქცირების რეჟიმს, ამას არ შეუძლია შეცვალოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ აღებული კურსი. ჩვენ ვხედავთ, მცდელობას რომ ეს სანქციები რაღაც სადამსჯელო მექანიზმად იყოს გამოყენებული და ადგილობრივი დესტრუქციული ძალებისთვის გარკვეულწილად მაშველ რგოლად, მუხტის შესაქმნელად ქუჩაში, [გამოიყენება] რათა აქციები გაგრძელდეს. სხვა დანიშნულება, სხვა პრაქტიკული ამოცანა ამ მოქმედებებს დღეს არ აქვს და მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია ამ რეჟიმში ვართ; მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე, არ მინელებულა მცდელობები საქართველოს მიმართ, რომ მოხდეს ამ კონფლიქტში მისი ჩათრევა. არაერთი რეზოლუცია ვნახეთ ჩვენ, რომელიც ასე ვთქვათ აბსოლუტურად არასწორ ფაქტებზე იყო დამყარებული, რომელიც იყო გარკვეულწილად აქაური ოპოზიციის აღქმებზე დამყარებული და რომლის ერთადერთი მიზანი იყო გამოეწვია ურთიერთობების ესკალაცია რუსეთთან, რაც საბოლოო ჯამში უკვე ჩვენს ჩართვას და მეორე ფრონტის გახსნას გამოიწვევდა. ეს არის ამ დაწყებული მოქმედებების გაგრძელება“, – აღნიშნა სალიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მამუკა ხაზარაძე – პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ, მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან მოვიდე

პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.მამუკა ხაზარაძის თქმით, „გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივიდა არაღიარებულ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე“.„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ, მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე.კიდევ ერთხელ ვამბობ, გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ, ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ“, – წერს მამუკა ხაზარაძე.საქართველოს პარლამენტის „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში 25 მარტს გადაიგზავნა. საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, რომ უწყებამ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით დაიწყო. 

გია ვოლსკი – საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია, ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლატვიიდან იქნება თუ ბრიუსელიდან

საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია, ქვეყანას ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლატვიიდან იქნება თუ ბრიუსელიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისივე თქმით, ხისტი განცხადებების მიუხედავად, ლატვია და ლიეტუვა პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს განიხილავენ და მასთან საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები აქვთ.„ლატვია და ლიეტუვა ხისტი განცხადებების მიუხედავად, პირველ სავაჭრო პარტნიორად ისევ რუსეთს იხილავენ და მათ საკმაოდ სერიოზული ეკონომიკური ურთიერთობები გააჩნიათ. ვერ იმას ვიტყვით, რომ ისინი სანქციების რეჟიმს მთლიანად იცავენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლატვია იმ რაოდენობის არყის იმპორტიორი ვერ იქნებოდა, რომელიც მას ბოლო პერიოდში გაუორმაგდა. თურმე, ლიტვა გაცილებით მეტ ღვინის აგზავნის რუსეთში, ვიდრე საქართველო. ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქმარი რუსეთში ბიზნესს აკეთებს.საუბარი მხოლოდ ორმაგ სტანდარტზე კი არ არის, არამედ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შეტევაზე, სადაც მთავარია პროპაგანდა და აღქმა, რასაც რეალობასთან კავშირი არ აქვს. ეს მოღალატეობრივი ნაბიჯებია, რომლებსაც შესაბამისი შეფასება არჩევნების დროს მიეცა. არავის უნდა უკვირდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი მხარდაჭერა აქვს. ასევე, საქართველოსთან მიმართებით ისევ ძველი სცენარის აღსრულების ინტერესია. საქართველო ის ქვეყანა უნდა იყოს, სადაც იქნება არა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული მთავრობა, არამედ მთავრობა, რომელიც ნებისმიერ დროს ნებისმიერ დავალებას შეასრულებს, ლიეტუვიდან იქნება, ლატვიიდან, ესტონეთიდან თუ ბრიუსელიდან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ზურაბ ნოღაიდელი – ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების აცილებას, ასე მოვახერხეთ 2006 წელს, როცა ბრძოლის ზღვარზე ვიყავით, დარწმუნებული ვარ, ასე უნდა მომხდარიყო 2008 წელსაც

ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, ასე მოვახერხეთ 2006 წელს, როცა ბრძოლის ზღვარზე ვიყავით, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასე უნდა მომხდარიყო 2008 წელსაც, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომელიც 2003-2004 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრი და 2007 წლის ნოემბრის ჩათვლით საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო.ამასთან, საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა ნოღაიდელს მიმართა კითხივთ: „პრაქტიკულად, იგივე კაბინეტი გადაიბარეთ პრემიერობისას. მხოლოდ ფინანსთა მინისტრი დაინიშნა თქვენს ადგილას. ამ პერიოდში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ „ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში“. იყო თუ არა ეს თქვენთან შეთანხმებული და რამდენად გემორჩილებოდათ?“ ნოდაღაიდელმა განაცხადა, რომ „თავდაცვის მინისტრის მარტო ეს განცხადება კი არა, არცერთი განცხადება ჩემთან შეთანხმებული არც იყო და არც უნდა ყოფილიყო“.„სულ სხვანაირი სახელმწიფო მოწყობის სისტემა იყო და შესაბამისად, მე როგორც კაბინეტის ხელმძღვანელს და ჩემი საკონსტიტუციო უფლებამოსილებები იყო ეკონომიკა. მასთან დაკავშირებული სხვა სოციალური და ა.შ. საკითხები. თავდაცვა, უსაფრთხოება, საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და შესაბამისად, თავდაცვის მინისტრის მარტო ეს განცხადება კი არა, არცერთი განცხადება ჩემთან შეთანხმებული არც იყო და არც უნდა ყოფილიყო. მიდგომებს თავისთავად ეწინააღმდეგებოდა. ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება. ისედაც ყველამ კარგად ვიცოდით, რომ არანაირ ახალ წელს ცხინვალში არ შეხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილი და დღეს ხომ მით უმეტეს, კარგად ვიცით. ეს ერთი განცხადებაა, თორემ კრიზისი რეალურად ამ თემის ირგვლივ მუდმივად იყო საქართველოში იმ პერიოდში, ასეთი არასაჭირო მოქმედებები და განცხადებები ერთი არ იყო, მრავალი იქნებოდა, სხვა, ბევრად უფრო რთული და კრიზისული საკითხებიც იყო. ერთხელ კინაღამ ვიყავით კიდეც ბრძოლის ზღვარზე, რისი შეჩერება ძალიან დიდი ძალისხმევის შედეგად ძლივს მოავხერხეთ, 2006 წელს. შესაბამისად, ასეთი კრიზისები, არასაჭირო, არასასარგებლო, სრულიად კონტრპროდუქტიული განცხადებები მარტო ერთი არ ყოფილა სამწუხაროდ, ძალიან ბევრი კრიზისი იყო, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყოველთვის ვახერხებდით საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებას, რაც ასევე 2008 წელსაც, სრულიად დარწმუნებული ვარ, უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.თეა წულუკიანმა ზურაბ ნოღაიდელს კიდევ ერთი კითხვით მიმართა: „კონსტიტუციურად რომ განვმარტოთ, არ გექვემდებარებოდნენ თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ კონფლიქტების მოგვარების საკითხში სახელმწიფო მინისტრი თქვენ გექვემდებარებოდათ. მაშინ რატომ მოხსენით, თუ ასეთი მშვიდობის ინიციატივები ჰქონდა, წარმატებული, ის ხომ გათავისუფლდა თანამდებობიდან, საუბარია გიორგი ხაინდრავაზე, რომელიც ითვლებოდა საზოგადოების თვალში, რომ ის იყო წარმატებული – ჩადიოდა სოხუმში, ცხინვალში არაერთხელ, აკავშირებდა ხალხებს. მას ჰყავდა მოადგილე გიორგი ვოლსკი. როდესაც ხაინდრავა მოხსნეს, ვოლსკიც გათავისუფლდა. საზოგადოებამ ეს აღვიქვით როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი შერიგებისა და მშვიდობიანობის პროცესში. რატომ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?“ რაზეც ნოღაიდელმა აღნიშნა:„ეს გადაწყვეტილება არ იყო უშუალოდ დაკავშირებული სამშვიდობო პროცესთან ან გიორგი ხაინდრავას ამ მიმართულებით მუშაობასთან, არამედ სხვა, დანარჩენ მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, დანარჩენ ოთხთან ურთიერთობის საკითხების პრობლემა იყო. სულაც არ იყო სავალდებულო ამ დროს სამშვიდობო პროცესი ნორმალური მიმართულებით არ განვითარებულიყო. ეს ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში, ჩემი აზრით, არ არის, თუმცა ცხადია, სამწუხაროდ, შემდგომი მინისტრები გოგა ხაინდრავას ინიციატივის და შესაძლებლობების ვერ აღმოჩნდნენ“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დასმულ შეკითხვაზე, თუ ჰქონია მაშინდელ პრეზიდენტთან აზრთა სხვადასხვაობა მაინც, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა, რომ კონფლიქტი და ჩხუბი ჰქონდათ ბევრი, ბევრჯერ და ხშირად.„ძირითადად ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ა.შ. მაგრამ პარალელურად, მაგ საკითხებზეც. შეიძლება, უშუალოდ ცხინვალის რეგიონს არ შეეხებოდა, მაგრამ ასეთი საკითხი ბუნებრივია, ბევრი იყო. მათ შორის ცხადია, კამათი გვქონდა ამ საკითხზეც, ეს განცხადებები, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო, მაგრამ ამაზე უფრო სხვა მნიშვნელოვანი, ღრმა საკითხებიც იყო. რომელი ერთი მაგალითი მოგიყვანოთ, არც კი ვიცი. 2006 წლის კონფლიქტზე, უშუალოდ ზუსტი პერიოდი არ მახსოვს, ოქრუაშვილის გადადგომას მოჰყვა ეს კონფლიქტი ცხინვალის რეგიონში და ფაქტობრივად, ჩვენ ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა ჩხუბით. პრეზიდენტთან ვიჩხუბე, ვისთან უნდა მეჩხუბა. ხელჩართულ ბრძოლაში კი არ გადავსულვართ, მაგრამ დარწმუნებით. ვერ გეტყვით, თავდაცვის მინისტრთან ერთად რა გეგმა ჰქონდა, მასთან არ მისაუბრია. მე ვხედავდი, რომ მიდიოდა სერიოზული მოძრაობა სერიოზული დაძაბულობოსკენ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი იყო დაძაბულობები, ერთი კომისია და ერთი პარლამენტის ვადები შეიძლება, არ ეყოს. აქ საუბარია ძალიან მნიშვნელოვან კონფლიქტზე. ჩვენ ამ დროს ვიყავით ზღვარზე. მე ამ სიტუაციას 2008 წელთან იმიტომ კი არ ვადარებ, რომ თავი მოვიწონო, არამედ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თავიდან აცილებადი იყო და მაშინ ამის თავიდან აცილება მოხერხდა. არ მინდა, ისე გამიგოთ, რომ მე ასეთი ძალიან მაგარი ბიჭი ვიყავი, ცხადია, მაგრამ იმ მომენტში მოხერხდა ამ კონფლიქტის თავიდან აცილება, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, სოზარ სუბარმაც ამ ამბების შესახებ იცის.მე არ მგონია, რომ მხოლოდ ჩემი დამსახურებაა, ვერ იქნებოდა მხოლოდ ჩემი დამსახურება. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ კომპლექსური საუბრების შედეგი იყო. ჩაერია თუ არა უცხოური ძალა, ჩვენი ჩვენი პარტნიორები, სიმართლე რომ გითხრათ, არ მახსოვს“, – აღნიშნა ნოღაიდელმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურს „სტუ სტარის“ გამარჯვებული სტუდენტი გამოვლინდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური მუსიკალური კონკურსის - „სტუ სტარი“ დასკვნითი ტური გაიმართა, რომელზეც გამარჯვებული კონკურსანტი გამოვლინდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, „სტუ სტარი“ სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი, გვანცა გიგაშვილი გახდა.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, პროექტი „სტუ სტარი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით განხორციელდა.მათივე ცნობით, პროექტის მხარდამჭერები და სპონსორები არიან: კომპანია „არემჯი“, პარფიუმერიის მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, საიუველირო მაღაზიათა ქსელი „ლუსსო“, ტრანსპორტის გაქირავების კომპანია „ვილი ბასი“ და კომპანია „ვანდერგრაუნდი“.„კონკურსის დასკვნითი კონცერტი, რომელსაც რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორები - თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი პროფესორი, ზურაბ გუდავაძე, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო და აკადემიური წრეები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები ესწრებოდნენ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ივანე ჯავახიშვილის დიდ დარბაზში გაიმართა. კონკურსის ორგანიზატორებმა „სტუ სტარის“ დასკვნითი კონცერტი 1990-იან წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახალგაზრდობის ლიდერს, გოგა გიორგობიანს მიუძღვნეს, რომელსაც კონკურსის ფინალის დღეს 61 წელი შეუსრულდებოდა.დასკვნითი კონცერტში მონაწილეობდა 5 ფინალისტი სტუდენტი - დეა ფაჩულია, გვანცა გიგაშვილი, ნუცა ხუჯაძე, ანა გიგაშვილი და ანამარია მუსელიანი. ფინალისტები, განსაკუთრებული მუსიკალურ-საესტრადო და საშემსრულებლო უნარების მიხედვით, ჟიურიმ - მუსიკოსების: ხათუნა ჟორდანიას, ქეთევან ოძელაშვილის, მომღერლების: გიორგი ძოწენიძის, ზურაბ ხაჩიძის, ზაზა მამალაძის და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის, ლიანა თარგამაძის შემადგენლობით - კონკურსანტ სტუდენტებს შორის გამოავლინა.ფინალისტები მაყურებლის წინაშე ქართული და უცხოურენოვანი ჰიტების სოლო შესრულებითა და დუეტებით წარსდგნენ. კონცერტმა ოვაციების ფონზე ჩაიარა. შემსრულებლებს თავიანთი ფაკულტეტებიდან გულშემატკივართა გუნდები ქომაგობდნენ.ჟიურიმ კონკურსის საუკეთესო შემსრულებლად სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტი გვანცა გიგაშვილი აღიარა და მას „სტუ სტარის“ ტიტული გადასცა. მეორე საკუნკურსო ადგილი ჟიურიმ საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოცმეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ ნუცა ხუჯაძეს მიაკუთვნა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.„სტუ სტარს“ გამარჯვება მიულოცა და კონკურსანტებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე. როგორც რექტორმა აღნიშნა, მსგავსი პროექტების განხორციელებით უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული ტრადიციები გრძელდება.„უდიდესი სიხარულითა და სიყვარულით ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს - კონკურსის მონაწილეებს, ფინალისტებს, გამარჯვებულ სტუდენტ გვანცა გიგაშვილს, რომელმაც წლევანდელი „სტუ სტარის“ ტიტული მოიპოვა. თქვენმა მონდომებამ, შრომამ, ნიჭიერებამ და მუსიკისადმი სიყვარულმა ეს კონკურსი ნამდვილ დღესასწაულად აქცია. მადლობას ვუხდი კონკურსის ორგანიზატორებს, მხარდამჭერებს და ჟიურის წევრებს, რომელთა ძალისხმევამ ხელი შეუწყო პროექტ „სტუ სტარის“ წარმატებით განხორციელებას. მადლობა - მოწვეულ სტუმრებს, ასევე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტურ გუნდებს, რომლებიც ასე დაუღალავად ქომაგობდნენ თავიანთ ფავორიტ შემსრულებლებს.კონკურსი „სტუ სტარი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მდიდარი კულტურული და შემოქმედებითი ტრადიციების პატივისცემას, რაც ხელს უწყობს არა მხოლოდ აკადემიურ და სამეცნიერო წინსვლას, არამედ ახალგაზრდებში კულტურისა და ხელოვნების პოპულარიზაციას, ავითარებს გუნდურობას და მატებს თავდაჯერებულობას. მსგავსი პროექტებით ხდება სცენის ახალი ვარსკვლავების დაბადებაც. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სწორედ ამგვარი ინიციატივებით აფრთიანებს მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდებს. მსგავსი პროექტების განხორციელებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენი სტუდენტები არა მხოლოდ საინჟინრო დარგებში ხდებიან ლიდერები, არამედ განსაკუთრებული შემოქმედებითი, საშემსრულებლო თუ სპორტული უნარებითაც გამოირჩევიან.კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს სტუდენტებს, ვუსურვებ მათ, არასოდეს შეწყვიტონ განვითარება და ყოველთვის ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რაც ცხოვრების გზაზე ეძლევათ. დარწმუნებული ვარ, კონკურსი “სტუ სტარი” მომავალშიც არაერთ ნიჭიერ სტუდენტს გაუხსნის გზას”, - აღნიშნა დავით გურგენიძემ.სტუ-ის ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულს, მეორე ადგილის მფლობელსა და „სტუ სტარის“ ფინალისტებს კონკურსის მხარდამჭერმა კომპანიებმა სხვადასხვა პრიზები გადასცეს. კომპანია „არემჯიმ“ კი „სტუ სტარის“ გამარჯვებულ სტუდენტ, გვანცა გიგაშვილს ფულადი ჯილდო - 2000 ლარი გადასცა.ცნობისათვის, „სტუ სტარი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომელიც 2013 წლიდან, ყოველწლიურად ხორციელდებოდა. კოვიდპანდემიის პერიოდში პროექტმა დროებითი წყვეტა განიცადა. მისი განახლება, უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, 2024 წლიდან გახდა შესაძლებელი. წლევანდელი კონკურსი რამდენიმე ეტაპად წარიმართა და მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნებისმიერ სტუდენტს ჰქონდა.

ნიკა მელია – გრიგოლ ვაშაძემ და თეა წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები სააკაშვილთან, მოვა დრო და საზოგადოება...

გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა თეა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი, „ქართული ოცნება“და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, – ამის შესახებ პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.როგორც მელია წერს, ამბავს დიდი მნიშვნელობა ექნება და ბევრ რამეს ახსნის.„გრიგოლ ვაშაძემ და წულუკიანმა გამახსენეს 2022 წლის მარტი, აპრილი, მაისი. გამახსენეს „ქართული ოცნება“ და გრიგოლ ვაშაძის ვიზიტები მიხეილ სააკაშვილთან. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრემ იცის მაშინ, კულუარულად, მიმდინარე მოვლენების შესახებ; მოვა დრო და საზოგადოება ბევრ რამეს გაიგებს, კონკრეტული ფაქტებით; ამ ამბავს ექნება მნიშვნელობა და ბევრ რამეს ახსნის და ბევრ მოვლენას სწორ სახელს დაარქმევს“, – წერს მელია.ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს კითხვებს საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე პასუხობდა. ამასთან, ვაშაძემ კომისიის ზოგიერთ კითხვას, თავისივე მოთხოვნით, დახურულ რეჟიმში უპასუხა.

ბოლო სიახლეები