კვირა, მარტი 30, 2025

47 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში და გამართლების შემდეგ 1,45 მილიონი დოლარის კომპენსაცია – ივაო ჰაკამატა რომელიც 1968 წელს დააკავეს თავისუფალია

იაპონელმა კაცმა, რომელმაც თითქმის 50 წელი სიკვდილმისჯილთა კამერაში გაატარა და შემდეგ გაამართლეს, კომპენსაციის სახით 217 მილიონი იენი – 1,45 მილიონი აშშ დოლარი მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მისი ადვოკატის განმარტებით, ეს უმსხვილესი კომპენსაციაა, რომელიც იაპონიას კრიმინალურ საქმეზე გადაუხდია.

89 წლის ივაო ჰაკამატა 1968 წელს, თავისი უფროსის, მისი ცოლისა და მათი ორი შვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს, მაგრამ გასულ წელს, ხელახალი სასამართლო პროცესის შემდეგ გაამართლეს.

ჰაკამატას ადვოკატებმა მაქსიმალური კომპენსაცია მოითხოვეს და ამტკიცებდნენ, რომ 47 წლიანმა თავისუფლების აღკვეთამ, რამაც ის მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი დროით სიკვდილმისჯილ პატიმრად აქცია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა დააზარალა.

მოსამართლე კუნი კოშიმ, რომელმაც ორშაბათს შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დათანხმდა იმ მოსაზრებას, რომ ივაო ჰაკამატამ “უკიდურესად მძიმე” ფსიქიკური და ფიზიკური ტკივილი განიცადა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო – სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში წყლის ინფილტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.„სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მუშაობენ 22 მარტს უხვი ნალექის შედეგად სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ინფლიტრაციის შედეგების აღმოსაფხვრელად.ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით აიგო ხარაჩო, გაკეთდა ბაქანი, რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ გაწმენდითი სამუშაოები. ბიოციდის ხსნარით მუშავდება ლორფინები და საბურველი, რის შემდეგაც საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდება“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

რადოსლავ სიკორსკი – რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს

რუსეთი დარჩება საფრთხედ, ვიდრე მას ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს ძალთა ბალანსს ევროპის კონტინენტზე და ასევე უსაფრთხოების განცდას.სიკორსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს არის სისხლიანი დიქტატურა, რომელსაც ჰყავს უფრო მეტი პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე საბჭოთა კავშირს ჰყავდა.„ვფიქრობ, ჩვენ ვერ ვიქნებით დარწმუნებული, რას გააკეთებს ჩვენი დიდი მეზობელი რუსეთი, სანამ ამ ქვეყანას სათავეში ვლადიმერ პუტინი უდგას. რუსეთმა ააგო ტვინის გამორეცხვის იდეოლოგია იმპერიის დაბრუნების შესახებ. ამიტომ, რუსეთი ამ ხელმძღვანელობით და ამ სახელმწიფო იდეოლოგიით იქნება საფრთხე მანამ, სანამ მას ეს ხელმძღვანელობა ეყოლება“, – აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთის ფედერაციასთან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია უკრაინის არმიაა.სიკორსკიმ ასევე ისაუბრა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე, რომელიც განიხილავს მომავალში უკრაინაში „შემაკავებელი ძალების“ შესაძლო განთავსებას.სიკორსკის თქმით, პოლონეთი კოალიციაში იქნება, მაგრამ უკრაინაში ფიზიკურად არ იქნება წარმოდგენილი.„უკრაინის უსაფრთხოების ყველაზე დიდი, საუკეთესო გარანტია არის მამაცი და კარგად აღჭურვილი უკრაინული არმია. ჩვენ მხარეს არის ევროპაში ყველაზე დიდი არმია და მას აქვს ამ ახალი ტიპის ომის წარმოების გამოცდილება მილიონობით უპილოტო თვითმფრინავის მონაწილეობით“, – განაცხადა რადოსლავ სიკორსკიმ.

დონალდ ტრამპი – მე არ ვათავისუფლებ ადამიანებს თანამდებობიდან ყალბი ამბების და კუდიანებზე ნადირობის გამო

მე არ ვათავისუფლებ ადამიანებს თანამდებობიდან ყალბი ამბების გამო და კუდიანებზე ნადირობის გამო, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „სიგნალის“ ჯგუფურ ჩატში ჟურნალისტის დამატების ამბავს, სადაც იემენელ „ჰუსიტებზე“ თავდასხმის საკითხები განიხილებოდა.შეკითხვაზე, აქვს თუ არა ნდობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, მაიკ უოლცის და თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის მიმართ, ტრამპმა უპასუხა, რომ აქვს ნდობა მათ მიმართ.„ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და ყალბი ამბები, როგორც თქვენ მუდმივად ლაპარაკობთ ამაზე, მაგრამ ეს მხოლოდ კუდიანებზე ნადირობაა და არ უნდა იყოს ამაზე საუბარი. საოცრად წარმატებული დარტყმა გვქონდა. ჩვენ ძალიან ძლიერად და ძალიან სასიკვდილოდ დავარტყით. და არავის სურს ამაზე საუბარი. სისულელეზე სურთ საუბარი. ეს ყალბი ამბავია. წარმოდგენა არ მაქვს რა არის სიგნალი. არ მაინტერესებს რა არის სიგნალი”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ცეცხლი ერთი ავტომობილიდან მეორესაც გადაედო… – უბედური შემთხვევა თბილისში

თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ცეცხლი ერთი ავტომობილიდან მეორესაც გადაედო.ადგილზე სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველებია არიან მობილიზებულნი.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი გამსახურდია 31 მარტს დაგეგმილ აქციაზე: 31 მარტი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღეა და პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის “გამპრავებელი”, სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს...

მინდა გამოვეხმაურო 31 მარტს. ეს, თავისთავად ცხადია, არის ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საქართველოსთვის, უდიდესი მნიშვნელობის მქონე დღე და თქვენ წარმოგიდგენიათ პუტჩის აქტიური მონაწილე, პუტჩის "გამპრავებელი", სალომე ზურაბიშვილი, ამ ყველაფერს აანონსებს, - ამის შესახებ გიორგი გამსახურდიამ განაცხადა.როგორც გამსახურდია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში აღნიშნავს, საშინელებაა, როდესაც ზვიად გამსახურდიას იდეური მტრები, 31 მარტს საპროტესტო აქციას აანონსებენ. მისივე თქმით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს, სააკაშვილი სადამ ჰუსეინს უწოდებდა, ზურაბიშვილი კი - აძაგებდა."საშინელებაა, როდესაც ზვიადის იდეური მტრები, ხვალინდელ 31 მარტს, ამას აკეთებენ. ყველა იმ ადამიანს მინდა ვუთხრა, რომ ძალიან ცუდი იქნება თქვენი მხრიდან ამ ფარსში მონაწილეობა. ზვიად გამსახურდიას, მიხეილ სააკაშვილი ეძახდა სადამ ჰუსეინს - ეს ყველაფერი არსებობს, არის ინტერნეტსივრცეში და ეს დადასტურებულია. სალომე ზურაბიშვილი, ეს მავნებელი ქალბატონი, მთელი თავისი პოლიტიკური არსებობის მანძილზე, მეუღლესთან ერთად, რომელიც იყო მისი შვილის ნათლია, ზვიად გამსახურდიას აძაგებდა. ეს ქალბატონი არ უნდა მოინათლოს და ვერ მოინათლება პატრიოტად, ეს ჩემი შეხედულებაა, დანარჩენი, უკვე თქვენზეა დამოკიდებული." -  აღნიშნა გიორგი გამსახურდიამ

ბოლო სიახლეები