კვირა, მარტი 30, 2025

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, მათი დაფინანსება ნაწილობრივ აღდგა

აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტომ (USAGM) ვალდებულება აიღო, გამოყოს „რადიო თავისუფლებისთვის“ (Radio Free Europe) იმ სახსრების ნაწილი, რომელიც კონგრესმა დაამტკიცა.

როგორც „რადიო თავისუფლება“ იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ვაშინგტონში აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში იქნა მიღებული, სადაც „რადიო თავისუფლების“ დაფინანსების შეთანხმების საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს.

„იმედი გვაქვს, ორი კვირით დაფინანსების გადახდა, რომელიც კონგრესმა „რადიო თავისუფლებისთვის“ გამოყო, საშუალებას მოგვცემს, ვიმუშაოთ, ვიდრე სასამართლო უფრო ფართო საქმეზე გადაწყვეტილებას არ გამოიტანს“, – განაცხადა „რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა.

USAGM-მა განაცხადა, რომ მიიღო „დაუყოვნებლივი ადმინისტრაციული ზომები“ სახსრების გადახდის დასაწყებად, რაც 26 მარტამდე უნდა მოხდეს. „რადიო თავისუფლება“ სახსრებს თვის ბოლომდე მიიღებს.

„რადიო თავისუფლება“ კვლავ ცდილობს, მიიღოს დანარჩენი სახსრები, რომელიც ეკუთვნის 2025 წლისთვის.

ცნობისთვის, 15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია RFE/RL-ის (რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება) ქსელისთვის დაფინანსების სრული გაუქმების შესახებ. მანამდე „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„რადიო თავისუფლებამ“ და „ამერიკის ხმამ“ დაფინანსების აღსადგენად სარჩელი სასამართლოში შეიტანეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

„ნინიკომ ლეიკემია დაამარცხა! ფრანგი ექიმები სიხარულით შეეგებნენ თავიანთ განკურნებულ პაციენტს…“ – 5 წლის ნინიკოს ისტორია კეთილი დასასრულით

„5 წლის ნინიკომ ლეიკემია საბოლოოდ დაამარცხა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნინიკო ბიწაძის დედა, ანა საღირაშვილი წერს.გამოჯანმრთელების შესახებ საოცარ ისტორიას უზიარებს გულშემატკივრებს. პატარა ნინიკოს ლეიკემიის დიაგნოზი, ორი წლის წინ დაუსვეს. მოგვიანებით მშობლებმა ბავშვი საფრანგეთში სამკურნალოდ წაიყვანეს. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ბავშვი საბოლოოდ განიკურნა და სავსებით ჯანმრთელია. გოგონას დედა ემოციურად აღწერს შვილის გამოჯანმრთელებით გამოწვეულ სიხარულს:„მოგიკითხავთ სიყვარულით  გუშინ (28.03.2025.) ცოტა რთული დღე გვქონდა ,ნინიკოს გაუკეთდა ქირურგიული ოპერაცია,ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, მას ამ დრომდე ჰქონდა კანქვეშ ფიქსირებული კათეტერი (პორტი), საიდანაც ქიმიოთერაპია და სისხლის ანალიზების აღება ხდებოდა – სწორედ ამ კათეტერის ამოღება მოხდა ოპერაციის დროს… გუშინდელი განცდა, სანერვიულოც იყო და ამავდროულად სასიხარულოც… ეს ბოლო აკორდია ამ დიაგნოზთან ბრძოლაში… და ეს ნიშნავს რომ ნინიკომ #ლეიკემია დაამარცხა! ფრანგი ექიმები სიხარულით შეეგებნენ,თავიანთ განკურნებულ პაციენტს … რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები მათი. მადლობა ყველას,ვინც კი ამ დრომდე გვერდში გვიდგახართ,სიტყვით თუ საქმით… მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ბიჭებს, რომლებიც გაგებით ეკიდებიან ყველაფერს… (ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა და პირადში ვერ გიპასუხეთ) ვიცი რომ გულმხურვალე გულშემატკივრები გვყავს და ყველა გველოდებით მოუთმენლად… აღარ დარჩა დიდი დრო… ჩვენც სიხარულით ველოდებით ,იმ ბედნიერ წუთებს,როდის დავბრუნდებით სამშობლოში ,ჩავიკრავთ გულში ჩემს მონატრებულ ბიჭებს და განვაგრძობთ იმ ბედნიერ ცხოვრებას ,რაც აქამდე გვქონდა მადლობა უფალს  ყოველი წუთისთვის…“ – წერს ანა საღირაშვილი სოციალურ ქსელში.

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სეზონში „ლიონის“ საუკეთესო ბომბარდირია. ქართველმა ფორვარდმა „სტრასბურთან“ სეზონში მე-14 გოლი გაიტანა, რითაც ალექსანდერ ლაკაზეტს გადაასწრო. მიქაუტაძის აქტივში ახლა 14 გოლია: ლიგა 1-ში მან თავი 8-ჯერ გამოიჩინა, 4-ჯერ ევროპა ლიგაზე და ორჯერაც საფრანგეთისთასზე. ლაკაზეტმა ჯერჯერობით 13 გოლი გაიტანა - 10 ლიგა 1-ში და 3 ევროპა ლიგაზე. შემდეგ მოდის მალიკ ფოფანა 10 გოლით (4 ელიგა 1-ში, 6 ევროპა ლიგაზე), ხოლო რაიან შერკისა და კორენტინო ტოლისოს ანგარიშზე 8-8 გოლია. მიქაუტაძეს 14 გოლი 38 შეხვედრაში აქვს გატანილი, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ 17-ჯერ იყო.აღსანიშნავია, რომ 2017 წლისა და მარიანო დიასის შემდეგ ის „ლიონის“ პირველი ფეხბურთელია, ვინც საწყის 17 სასტარტო მატჩში 11 გოლი გაიტანა (დანარჩენი 3 გოლი გიორგიმ შეცვლაზე შესვლიდან გაიტანა). შეგახსენებთ, კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო 5 მატჩში მიქაუტაძემ თავის გამოჩენა 8 გოლით და 5 საგოლე პასით შეძლო.

დონალდ ტრამპი – ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას, დიახ, 100%-ით

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. ამის შესახებ მან NBC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.„ჩვენ მივიღებთ გრენლანდიას. დიახ, 100%-ით“, – თქვა ტრამპმა.როგორც ტრამპმა აღნიშნა, არის კარგი შესაძლებლობა, რომ ეს მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა, მისი თქმით, არაფერს გამორიცხავს.ეს განცხადება დონალდ ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ვიცე-პრეზიდენტი, მეუღლესთან ერთად, ვიზიტით გრენლანდიაში იმყოფებოდა, სადაც ამერიკული ბაზა მოინახულა.შეკითხვაზე, – რა სიგნალს გაუგზავნის გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს? – დონალდ ტრამპმა თქვა: „ამაზე არ ვფიქრობ. სინამდვილეში, ეს არ მადარდებს. გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა. ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, – თქვა ტრამპმა ინტერვიუში.

დონალდ ტრამპი – ფინეთის პრეზიდენტი და მე მოუთმენლად ველოდებით პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს აშშ-ისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფინეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ სტუბს შეხვდა.როგორც ტრამპი თავის სოციალურ ქსელში წერს, ფინეთის პრეზიდენტთან ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის გაძლიერება განიხილა, მათ შორის აშშ-ისთვის ყინულმჭრელების შეძენა.„პრეზიდენტი სტუბი და მე მოუთმენლად ველოდებით შეერთებულ შტატებსა და ფინეთს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, ეს მოიცავს შეერთებული შტატებისთვის ძალიან საჭირო ყინულმჭრელების დიდი რაოდენობით შეძენასა და განვითარებას, ჩვენი ქვეყნებისთვის და მსოფლიოსთვის მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. პრეზიდენტმა სტუბმა მითხრა ყველაზე ძლიერი სიტყვებით, რომ შეერთებული შტატები ძლიერია და კვლავ დაბრუნდა. მე ვეთანხმები“, – წერს ტრამპი.შეხვედრა ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ალექსანდრ სტუბთან ერთად გოლფი ითამაშა. დონალდ ტრამპის შეფასებით, სტუბი ძალიან კარგი მოთამაშეა.

საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა,დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვეს

ბოსტონში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა, დინა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამით იასპარეზეს და ტურნირზე გამოსვლა მეათე ადგილზე დაასრულეს.რიტმულ ცეკვებში ასპარეზობის შემდეგ წყვილი 73.22 ქულით მე-14 ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში 117.28 ქულა დაიმსახურა, ორი გამოსვლის ჯამში კი 190.50 ქულა მიიღო და ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2026 წელს იტალიის ქალაქ მილანში გაიმართება.ოლიმპიადის ლიცენზია წყვილებში ასევე ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ მოიპოვეს, რომელებმაც მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა მეოთხე ადგილზე დაასრულეს.შეგახსენებთ, რომ 30 მარტს, 02:00 საათიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამით მამაკაცები გამოვლენ, სადაც ნიკა ეგაძე იციგურავებს, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეექვსე ადგილზეა.სპორტულ წყვილებში მსოფლიო ჩემპიონები მედისონ ჩოკი და ევან ბეიტსი (222.06, აშშ) გახდნენ, ვერცხლის მედლები პაიპერ ჯაილსმა და პოლ პოირიერმა (216.54, კანადა) მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს მედლებს ოლივია სმარტი და ტიმ დიკი (207.11, ესპანეთი) დაეუფლნენ.

ბოლო სიახლეები