ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

გია აბაშიძე: საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ვითომ დაიგნორებაზე მტაცებელსა და თაღლითს, არაკაც მამუკა ხაზარაძესა და მისნაირ კრიმინალ ხროვას შევახსენებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს

პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეგვახსენეს „მაგნატის“ მფლობელის, ჯემალ ლეონიძის დაყაჩაღების შემზარავი ისტორია, რომელსაც კეზერაშვილის დაკვეთით, ხაზარაძე-ჯაფარიძე & Co ასრულებდნენ, კრიმინალი არავის შერჩება. და არც არავის შეერგება სხვისი უბედურებით გამდიდრება, ამგვარი საქმეები კი უამრავია ნაცრეჟიმის ეპოქიდან – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, გარეწრების სისხლიანი, ცრემლიანი ფულით დასპონსორებული მათი მონების მხრიდან მორალსა და თავისუფლებაზე საუბრის გაბედვაც კი უდიდესი ზნედაცემულობა.

„პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე შეგვახსენეს „მაგნატის“ მფლობელის, ჯემალ ლეონიძის დაყაჩაღების შემზარავი ისტორია, რომელსაც კეზერაშვილის დაკვეთით, ხაზარაძე-ჯაფარიძე & Co ასრულებდნენ, კრიმინალი არავის შერჩება. და არც არავის შეერგება სხვისი უბედურებით გამდიდრება, ამგვარი საქმეები კი უამრავია ნაცრეჟიმის ეპოქიდან. გარეწრების სისხლიანი, ცრემლიანი ფულით დასპონსორებული მათი მონების მხრიდან მორალსა და თავისუფლებაზე საუბრის გაბედვაც კი უდიდესი ზნედაცემულობა.

საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ვითომ დაიგნორებაზე მტაცებელსა და თაღლითს, არაკაც მამუკა ხაზარაძესა და მისნაირ კრიმინალ ხროვას შევახსენებ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლს: “საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე”.

იქნება კანონდარღვევა! იქნება სასჯელი! ნაძირალა ხაზარაძესა და სხვა მძარცველებს ვერც უილსონები და ვერც სხვა გარე უსინდისო აქტორები ვერანაირად უშველიან“, – წერს აბაშიძე facebook-ზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გრიგოლ ვაშაძე – მოსახლეობის გაყვანაზე გამოითქვა მოსაზრება, როცა რუსეთს დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა

მოსახლეობის გაფრთხილება არ იყო ჩემი პირდაპირი ფუნქცია. სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი უშიშროების საბჭოზე მე რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო, – ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.გრიგოლ ვაშაძის თქმით, საქართველო ყველაფერს აკეთებდა, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როცა რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ საქართველოც ომისთვის ემზადებოდა და გაჰყავდა მოსახლეობა. გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც მაშინ მოსახლეობის გაყვანის თაობაზე გამოითქვა.გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნული განცხადებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „2008 წლის ნოემბერში პარლამენტში დროებითი კომისიის წინაშე თქვენ განაცხადეთ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. თქვენივე ახსნა-განმარტების თანახმად, 4 აგვისტო არის ორმხრივი საომარი მოქმედებების დაწყებამდე ის ყველაზე ადრინდელი დღე, როცა თქვენ, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირმა და, ვვარაუდობ, მით უფრო სამართალდამცველმა ორგანოებმა უკვე დაინახეს, რომ იმ რეგიონის ერთ-ერთ სოფელში „მასირებული შეტევა მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან“. შემდეგ ამბობთ, 7 აგვისტოს მე ჩემი ხელით დავწერე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბრძანდებით. თქვენც კი, რომელსაც პირდაპირ არ გევალებოდათ, გცოდნოდათ, რუსეთის რომელი შეიარაღება სად არის, სად რა დარტყმებია, უკვე იცით, რომ არათუ დაძაბულობაა, არამედ სამხედრო მოქმედებებთან გვაქვს საქმე. ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული თავდასხმის შესახებ? 7 აგვისტოს სად იყო რუსული ტექნიკა, საიდან იცოდით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ? თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? შედგა თუ არა მსჯელობა, რომ მახეში არ აღმოჩენილიყო ჩვენი მოსახლეობა, რომელთაგან უმრავლესობა დაიღუპა, ხშირ შემთხვევაში დაღუპულთაგანი არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი – დახვრიტეს“.„ქალბატონო თეა, თქვენ 4 აგვისტო ახსენეთ. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა, თან იმ კალიბრის იარაღით, 82 და 122-იანი არტილერიით, რომელიც, ყველა შეთანხმებით, კატეგორიულად აკრძალული იყო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან – მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა ამ უკვე დაწყებული ომის დიპლომატიურ ასპექტს. როდესაც დავხურავთ სხდომას, მოგცემთ ინგლისურად ორ დოკუმენტს და აგიხსნით, საიდან რა ვიცოდი.რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, ამას მივხედავთო. საკითხი იყო, საჭიროების შემთხვევაში, მივხედავთო, მაგრამ, მეორე მხრივ, არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება, რომელიც გამოითქვა მაშინ“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

სასიხარულო ინფორმაცია გოგონაზე, რომელსაც მთელი საქართველო გულშემატკივრობს-წერს დანტესი

ლილიანა - ეს სახელი უკვე მთელმა საქართველომ იცის. ლილიანას მალე ოპერაცია ჩაუტარდება.„აბა მზად ხართ კიდევ ერთი სასწაულისთვის? ველოდებით ტომოგრაფიის პასუხს, რომ ოპერაცია დაგეგმარდეს“,- წერს მედეა იობაშვილი.„ლ ი ლ ი ა ნ ა ... ყველამ იცით უკვე ეს სახელი 2 დღის წინ უკვე ვისაუბრეთ მე და ლილიანამ და შევპირდით, რომ ყველანაირად დავუდგებით გვერდით“,- წერს დანტესი. 

სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე და ოკუპირებული ცხინვალის რაიონის სოფელ სვერის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.უწყების ცნობით, უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.„ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ძუძუს კიბოს სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება-კახა კალაძე

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სახის პროგრამით ვახორციელებთ, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამაა. ამ მიმართულების დაფინანსება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.„ბიუჯეტში გათვალისწინებული გვაქვს სოციალური დახმარებებისა და ჯანდაცვის მიმართულებები, რისთვისაც საკმაოდ დიდი თანხებია გამოყოფილი. წლების განმავლობაში სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს 100%-ით უფინანსდებოდათ მედიკამენტები. გასულ წელს მივიღეთ გადაწყვეტილება და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მიმართულებით საჭიროებს მხარდაჭერასა და დახმარებას, ყველას აღმოვუჩენთ თანადგომას და 100%-ით დაფინანსდება მედიკამენტები. არ აქვს მნიშვნელობა, პირი სოციალურად დაუცველია თუ არა“, – განაცხადა თბილისის მერმა.მისი თქმით, პროგრამა HER-2 დადებითი ადგილობრივად გავრცელებული და მეტასტაზური ფორმის ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სიცოცხლის გახანგრძლივება/განკურნებას ემსახურება და, შესაბამისად, ძვირად ღირებული მედიკამენტები ფინანსდება. თბილისის მერია – 18, რიგ შემთხვევაში კი, გაცილებით მეტ ინფუზიას აფინანსებს.„2024 წლიდან ძვირად ღირებული სამკურნალო მედიკამენტები, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, პროგრამის ყველა მოსარგებლეს სრულად, 100%-ით უფინანსდება. ერთი პაციენტის მკურნალობის სრული კურსის ჩასატარებლად, მინიმუმ, 24 750 და, მაქსიმუმ, 70 110 ლარი გამოიყოფა. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად საქართველოს მოქალაქეს ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში უნდა ჰქონდეს რეგისტრაცია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ მოქალაქემ პროგრამაში ჩასართავად განცხადებით და შესაბამისი საბუთებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართოს, რომელთა საფუძველზე, მედიკამენტის აფთიაქიდან გასატანად საგარანტიო წერილი გაიცემა.„გვაქვს ბევრი პროგრამა, ბევრი მიმართულება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა. უნდა აღნიშნოს, რომ იგივე დამოკიდებულებაა ჯანდაცვის მიმართულებითაც. უამრავი ადამიანი მოგვმართავს სხვადასხვა ოპერაციის დაფინანსების თხოვნით. აქაც მაქსიმალურად ყველას ხელს ვუწყობთ და ჩვენი მხრიდან გამოიყოფა კონკრეტული თანხები, რათა დავაკმაყოფილოთ მოქალაქეთა მომართვიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი (გოკა) გაბაშვილი: წულუკიანის ,”კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე, 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო – კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ყველამ იცის...

"რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა" - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, გიორგი (გოკა) გაბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და განმარტავს, რომ  „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა“ პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დაიბარა."წულუკიანის ,,კომისიიდან” ოფიციალური დაბარების ზარი მივიღე. 29 ში გამოცხადდი და 2008 წლის ომზე ჩვენება მოგვეციო.ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633 იგულისხმება როგორც ჩანს. საქართველოს ყველაზე სერიოზული წარმატება ასამბლეაში. რეზოლუცია ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერით იქნა მიღებული. რუსებმა და კომუნისტებმა მაშინ დარბაზი დატოვეს პროტესტის ნიშნად.ეგ რუსები და ბოლშევიკები დღეს საქართველოს პარლამენტში უკანონოდ ჩასახლდნენ და ,,კომისია” მოაწყვეს.რა თქმა უნდა, ამ კლოუნებთან მისვლას და რამის ახსნას არ ვაპირებ. ისედაც ყველამ იცის მათი ცირკის დირექტორის ვინაობა" - წერს გიორგი (გოკა) გაბაშვილი. 

ბოლო სიახლეები