სამშაბათი, აპრილი 1, 2025

გერმანიამ საპროტესტო აქციების “ჩახშობაზე პასუხისმგებელ” ქართველ მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლაზე დამატებითი აკრძალვები დაუწესა

გერმანიამ ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების „ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები“, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დაახლოებით სამი თვეა, ქართველი ხალხი ევროკავშირში მომავლის მხარდასაჭერად და საქართველოს ხელმძღვანელობის კურსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე გამოდის. ისინი კვლავ დაშინების, დაკავებებისა და ძალადობის საფრთხის წინაშე დგანან. გერმანიამ დღეს ქართველ მაღალჩინოსნებს, რომლებიც საპროტესტო აქციების ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები, ქვეყანაში შესვლის შესახებ დამატებითი აკრძალვები დაუწესა“, – წერს გერმანიის საგარეო უწყება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს – პაროსსა და მიკონოსს დაარტყა

ძლიერმა ქარიშხალმა საბერძნეთის კუნძულებს - პაროსსა და მიკონოსს დაარტყა.წყალდიდობის გამო, დაიხურა სკოლები, აკრძალულია საავტომობილო მოძრაობა.პაროსის მთავარ ქალაქებში დატბორილია ტურისტული უბნები. მაშველებმა სტიქიით დაზარალებული რაიონებიდან 13 ადამიანი გამოიყვანეს

დონალდ ტრამპი – ჩრდილოეთ კორეა დიდი ბირთვული ერია, კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და რაღაც ეტაპზე შესაძლოა, კონტაქტი შედგეს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კონტაქტს არ გამორიცხავს.ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა კონტაქტი ჩრდილოეთ კორეასთან, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ შესაძლოა, რაღაც ეტაპზე მათთან კონტაქტი შედგეს.„დიდი ბირთვული ერია და კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი ადამიანია“, – თქვა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან.

100-150 ათასი კაცი გამოვედით და სალომე ზურაბიშვილმა ისტორია მოგვიყვა, როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება, უნდა ავირჩიოთ ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი – პაატა ბურჭულაძე

ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა და რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.ბურჭულაძის თქმით, ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, „უნდა აირჩიოს ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი“.„ძალიან გულდასაწყვეტი მომენტი იყო, როდესაც ათობით ათასი, შეიძლება ასი ათასი და მეტი ადამიანი მოვიდა, ყველამ გამოთქვა უკმაყოფილება, რადგან ისევ რაღაც გეგმა, რომელიც როდის იქნება კაცმა არ იცის. აქ არის ხალხი, რომელსაც აღარ აქვს დრო, ამდენი მოითმინოს. ქვეყანა იკარგება, ქვეყანა უკვე სხვა მიმართულებით მიდის. აქ დედები დგანან, რომელთა შვილებიც ციხეში სხედან. ახალი არჩევნებისთვის მზადება – რა არჩევნებზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა იკარგება. ჩვენ გამოგვირთეს მიკროფონები და მეგაფონით ვილაპარაკეთ. გამოვედი წინადადებით, რომ ჩვენ, ყველანი ვიკრიბებით 8 აპრილს, საღამოს და არ ვიშლებით, ვიდრე არ მივიღებთ დადებით პასუხს, რომ სასწრაფოდ ჩატარდეს არჩევნები, რაც მთავარია, გამოუშვან პოლიტპატიმრები. ამას დაემატება კიდევ რამდენიმე მოთხოვნა. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. ვდგავართ, ველოდებით და უკვე ოთხი თვე გავიდა. ოთხი თვეა, ველოდებით და თურმე რაღაც პლატფორმის ჩამოყალიბებას აპირებს პრეზიდენტი და რაღაც უნდა შეიმუშაოს. რა ხდება საერთოდ, ვერ გავიგე. რაც დღეს ჩატარდა, ეს იყო დივერსია, 100-150 ათასი კაცი გამოვედით და ისტორია მოგვიყვა, თურმე როგორ მოხდა საქართველოს ჩამოყალიბება. ამის ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ხალხი თუ აირჩევს ლიდერს, უნდა ავირჩიოთ ვიღაც ახალგაზრდა, გამჭრიახი გონების პატრონი და ამას ყველაფერს უხელმძღვანელოს, თუმცა ჩვენ ჯერ ამაზე არ გვისაუბრია, არც ვიცი, ვისთან ვისაუბრო. როგორც ოჯახის წევრებს, ისე ველაპარაკები ყველას რუსთაველზე“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. „მიზნის მისაღწევად საჭიროა, ქუჩის პროტესტთან ერთად არსებობდეს პოლიტიკური ფორმატიც, ამიტომ საჯაროდ ვაცხადებ, რომ შეიქმნას პროევროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წინააღმდეგობის პლატფორმა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე, აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ

160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას ევროპისთვის საფრთხის შემცველად აღიქვამს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. სოციალურ ქსელ „იქსზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჟან-ნოელ ბარო აღნიშნავს, რომ „საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“ უნდა მოემზადონ.„დღეს ვლადიმერ პუტინმა 160 000 ჯარისკაცის გაწვევის შესახებ გამოაცხადა. ეს ბოლო 14 წლის განმავლობაში სამხედრო მობილიზაციის ყველაზე მასშტაბური კამპანიაა. მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ და საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად მოვემზადოთ“, - წერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

გურამ მაჭარაშვილი – „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები, ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა

სალომე ზურაბიშვილმა წინააღმდეგობის პლატფორმა ჯერ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ შექმნა, ახლა უკვე კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც.„უწინასწარმეტყველეს, რომ ის ე.წ. ნაცმოძრაობაში იმ პატივისცემით აღარ ისარგებლებდა, რაც არჩევნებამდე ჰქონდა. ეს ასეც ხდება – აქციაზე უსტვენენ და უკვე აგდებენ. მისი ინტერვიუებიდან იკვეთება, რომ „ნაცმოძრაობას“ არა მხოლოდ ხვდება, არამედ თურმე საქმეებს „ულაგებს“ და ჭკუას ასწავლის. „ნაცმოძრაობამ“ რაც დათესა, სალომე ზურაბიშვილის სახით, ის მიიღო. სალომე ზურაბიშვილი თავად არის წინააღმდეგობის პლატფორმა, მათ შორის, საკუთარ თავთანაც. საქართველოს პრეზიდენტად რა პლატფორმითაც მოვიდა, ამის საწინააღმდეგო საქმეები აკეთა. „ნაცმოძრაობასთან“ და უცხოეთში მათ პატრონებთან რომ დაიჭერ საქმეს, წინააღმდეგობის პლატფორმა იქნები. ამ შემთხვევაში, ხელში ხან მიშას პლაკატს დააკავებინებენ და ხან – თავის პლაკატს. ეს არის აგენტის ბედი და მოცემულობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წინააღმდეგობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ბოლო სიახლეები