შაბათი, მარტი 29, 2025

ტოქსიკური ქაფი თუ ბუნების საიდუმლო? – იდუმალი მოვლენა კალიფორნიის სანაპიროზე

Fox News-ის ინფორმაციით, სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროზე იდუმალი ქაფი და მკვდარი თევზები გამოჩნდა, რამაც სანაპიროზე მყოფებს ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. რამდენიმე სერფერმა და ადგილობრივმა მცხოვრებმა განაცხადეს, რომ განიცდიდნენ სუნთქვის გაძნელებას, ხველას და თვალების გაღიზიანებას.

ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) თანახმად, აყვავებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალმცენარეების უკონტროლო ზრდა, “ტოქსინების წარმოქმნით, რომლებსაც შეუძლიათ თევზის, ძუძუმწოვრების და ფრინველების მოკვლა”.

ნივთიერებამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადებები, ამბობს NOAA.

მეცნიერები და გარემოს დაცვის სააგენტოები იკვლევენ ამ მოვლენას, რათა დაადგინონ, უკავშირდება თუ არა ეს ტოქსიკურ წყალმცენარეებს ან სხვა გარემოს დაბინძურების ფაქტორებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

არ შეიძლება, ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ და ამ სცენარის საერთო სახელი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება...

არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ.„არ შეიძლება ადამიანთა გაერთიანებას პოლიტიკური პარტია ეწოდოს და ჰქონდეს საშუალება იმუშაოს საქართველოში, იყოს რეგისტრირებული, როგორც პოლიტიკური პარტია, როდესაც ისინი ერთი სცენარით მოქმედებენ. ამ სცენარის მთავარი სახელი, საერთო სახელი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ დესტაბილიზაციის პროცესების განვითარება საქართველოში იმ მიზნით, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ამ დანთებულ ცეცხლს მსოფლიოში და უბედურებას შემოიტანს საქართველოში. ამას უნდა ჰქონდეს მძლავრი ანალიტიკური და სამართლებრივი შეფასებები და აქედან გამომდინარე უნდა ჰქონდეს რესურსი იმისათვის, რათა მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.სახელისუფლებო გუნდმა „ნაციონალური მოძრაობის“ არა კონსტიტუციურად ცნობის პროცესი დაიწყო. მზადება მიმდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ვიდრე ისტორიული დავა დაიწყება, მანამდე მომზადდება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნა. პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა კანონი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიებისთვის საქმიანობას კრძალავს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – უსაფრთხოების დანაყოფები მიიღებენ აუცილებელ ზომებს ყველას წინააღმდეგ, ვინც თავს ესხმის პოლიციას ან ავიწროებს ჩვენს ხალხს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების ძალები მიმართავენ ყველა აუცილებელ ზომას მათ წინააღმდეგ, ვინც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.სტამბოლში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.„სამართლიანობის ძიების საბაბით ისინი ცდილობდნენ ძალიან სახიფათო პროვოკაციის მოწყობას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, კანონთან ან სამართლიანობის ძიების ლეგიტიმურ საშუალებებთან. თუმცა ჩვენი პოლიციის ცივი და მტკიცე მიდგომის, ჩვენი ერის გონივრული მიდგომისა და ჩვენი ახალგაზრდების მშვიდი პოზიციის წყალობით, რომლებმაც ღირსება შეინარჩუნეს, პროვოცირების პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს ამ პროცესის დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე. ჩვენი უსაფრთხოების დანაყოფები მიიღებენ აუცილებელ ზომებს ყველას წინააღმდეგ, ვინც სახეს იფარავს, თავს ესხმის პოლიციას ან ავიწროებს ჩვენს ხალხს, როცა ისინი თავიანთ საქმეს აკეთებენ“, – განაცხადა ერდოღანმა.ცნობისთვის, რომ თურქეთში სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. დაკავებულია ასობით დემონსტრანტი. მერს კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ედება ბრალი. იმამოღლუ პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მიიჩნევა. დაკავებამდე ის განიხილებოდა მთავარი ოპოზიციური პარტიის კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

შალვა პაპუაშვილი – 2013-2015 წლებში უცხოურ ჯგუფებს სხვანაირი ძალა ჰქონდათ, კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარის გამოსვლაზე დეპრესიაში ვარდებოდა ნახევარი საქართველო, დღეს ყველაფერს ფარდა ეხდება

2013-2015 წლებში სხვანაირი ძალა ჰქონდათ უცხოურ ჯგუფებს, მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, დღეს ყველაფერს ეხდება ფარდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.პაპუაშვილის თქმით, დღეს ყველა კარგად ახარისხებს, რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ.„ძალა, რომელიც მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, ცდილობს, ყველანაირად დაიხსნას და, რა თქმა უნდა, 2013-2014-2015 წლებში სულ სხვა შესაძლებლობები ჰქონდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და სხვანაირი ძალა ჰქონდათ მაშინ იმ უცხოურ ჯგუფებსაც. მაშინ რომ გამოვიდოდა კუბილიუსის მსგავსი რომელიღაც ერთი ევროპარლამენტარი, ნახევარი საქართველო დეპრესიაში ვარდებოდა, როგორ მოვისმინეთ კრიტიკული სიტყვა უცხოეთიდანო, დღეს კი ყველა ძალიან კარგად ახარისხებს, ვინ რომელ კლასტერშია, ვინ რომელ ფარულ ჯგუფებშია და რა სქემები მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერს ეხდება ფარდა; მათ შორის, ამერიკული FARA ამაში ძალიან კარგად გვეხმარება და ცენტებით, დოლარებით ვიცით, ვინ რამდენ ფულს იღებს საქართველოს წინააღმდეგ ამ კამპანიისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვარკეთილში კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

არსებული ინფორმაციით, ვარკეთილში კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი მოხუცი ქალბატონია.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

გაერო უარყოფს ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს

გაერო უარყოფს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივას, რომ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უკრაინაში დროებითი მმართველობა ჩამოყალიბდეს.მოსკოვის ინიციატივას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინას ლეგიტიმური მთავრობა ჰყავს, რომელსაც პატივი უნდა სცენ.რუსეთის პრეზიდენტმა მანამდე განაცხადა, რომ უკრაინას არალეგიტიმური პრეზიდენტი ჰყავს და კიევში დროებითი გარდამავალი მთავრობა გაერო-ს ეგიდით უნდა ჩამოყალიბდეს.

ბოლო სიახლეები