ოთხშაბათი, მარტი 26, 2025

მეუფე შიო მუჯირი – პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც… არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დიდი მარხვის მესამე კვირა დღეს, რომელსაც ეწოდება ჯვრის თაყვანისცემის კვირა და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის ნახევარი უკვე გავიდა და ვინც ჯეროვნად იმარხულა, ე.ი. თავს იკავებდა არასამარხვო საკვებისგან, ცდილობდა, თავი შეეზღუდა და შეეკავებინა საკვების რაოდენობის თვალსაზრისითაც, ვინც ებრძოდა თავის მავნე ჩვევებს, ვნებებს, ცდილობდა, უარი ეთქვა სხვადასხვაგვარ სიამოვნებასა და გართობაზე, ე.ი. ვინც იმარხულა კარგად და პატიოსნად, შეუძლებელია, არ ეგრძნო გარკვეული დაღლილობა, ძალების მოკლება ნებისყოფის ასეთი დაძაბვისგან. ვინმეს შეიძლება სულმოკლეობაც დაეუფლოს და იფიქროს, რომ მის ძალებს აღემატება ასეთი მარხვის ბოლომდე მიყვანა.

ამიტომ წმინდა ეკლესია ჩვენს გასაძლიერებლად და გასამხნევებლად გვაძლევს ასეთ ნუგეშს: საზეიმო თაყვანისცემისთვის გამოაბრძანებს უფლის პატიოსან ჯვარს, რომელსაც თაყვანს ვცემთ, რომლის წინაშეც ვიჩოქებთვემთხვევით და ვგალობთ: „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ“.

როგორც ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, დღეს აღსრულდა წმინდა დავით მეფის წინასწარმეტყველება, რომელიც ბრძანებს: „თაყვანის ვსცეთ ადგილსა, სადა დასდგეს ფერხნი უფლისანი“. აი, დღეს ხარობს და ზეიმობს მთელი ეკლესია, ვინაიდან, როგორც ოდესღაც უდაბნოში გველებისგან დაკბენილი ებრაელები გადაურჩებოდნენ სიკვდილს, როდესაც შეხედავდნენ სპილენძისგან დამზადებულ გველს, ასევე დღესაც, ვინც ნახევარი მარხვა გაიარა და ჯვარს ეხება, მოაკვდინებს სულიერ გველს და იღებს უკვდავებას; და როგორც მარხვით და თავშეკავებით, ასეთი ადამიანი თანაზიარი გახდა ქრისტეს ვნებების, ასევე თანაზიარი ხდება მისი აღდგომისაც. აი, წმინდა იოანე ოქროპირის დიდებული სიტყვები.

რატომ ვცემთ თაყვანს პატიოსან ჯვარს? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ვიხსენებთ იმ მოვლენას, რაც მოხდა ჯვარზე, რომ უფალი იესო ქრისტე საშინელი ტანჯვების შემდეგ თავისი ნებით მოკვდა ჯვარზე ჩვენთვის, ცოდვილებისთვის. ბევრჯერ მომხდარა, დღესაც ხდება, რომ ადამიანები კვდებიან ახლობლებისთვის, სამშობლოსთვის, ცნობილი ადამიანებისთვის, მაგრამ არავის სმენია, რომ ადამიანი მომკვდარიყოს ბოროტმოქმედისთვის, მტრისა და ცოდვილისთვის. აი, სწორედ ეს გააკეთა უფალმა იესო ქრისტემ. იგი ნებსით მოკვდა ჩვენთვის, დამნაშავეებისა და ცოდვილებისთვის.

აი, ასეთი ღვაწლი აღსრულდა, ძვირფასო ძმებო და დებო, ჯვარზე. როდესაც ვფიქრობთ ამაზე და თაყვანს ვცემთ წმინდა ჯვარს, ვფიქრობთ, რომ ოდნავი, მისხალი მაინც გვქონდეს ასეთი სიყვარულისა, რომ მტრისა და ბოროტმოქმედისთვის თუ ვერ შევძლებთ სიკვდილს და თავდადებას, ის მაინც შევძლოთ, უფლის გულისთვის თავი შევზღუდოთ ცოდვებში.

პატიოსან ჯვარს როცა თაყვანს ვცემთ, ასევე თაყვანს ვცემთ იმედსაც, იმიტომ, რომ როდესაც მაცხოვარი ჯვარზე მოკვდა და საფლავი დაიბეჭდა, თითქოს ამით ყველაფერი დასრულდა, მაგრამ სწორედ ამის შემდეგ აღდგა მკვდრეთით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ჩვენი იმედი მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენც შეიძლება აღვდგეთ არა მხოლოდ მომავალ ცხოვრებაში, არამედ ამ ცხოვრებაშიც, რომ არ არსებობს საბოლოოდ დაღუპული ადამიანი, ყველას შეუძლია ასეთი აღდგომა ცოდვილი ცხოვრებიდან ქრისტიანული ცხოვრებისთვის. მაშასადამე, როცა თაყვანს ვცემთ პატიოსან ჯვარს, ჩვენ თაყვანს ვცემთ აღდგომის იმედს და სიყვარულის ღვაწლს.

ამრიგად, როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჯვარი არის ორი სახის: ერთი არის ნივთიერი, რომელიც მზადდება ხისგან, ლითონისგან, ძვირფასი ქვებისგან და ა.შ. მეორე არის არანივთიერი, რადგან ის არ შედგება ნივთიერებისგან, არამედ იმ ადამიანის რწმენისა და შინაგანი განწყობისგან, ვინც ისახავს პირჯვარს.

აი, ასეთი ჯვარი, ძვირფასო ძმებო და დებო, გვიცავს ჩვენ ძილშიც, მღვიძარებაშიც და გვიცავს ხილული და უხილავი მტრებისგან. ამიტომ ვცემთ თაყვანს წმინდა და პატიოსან ჯვარსა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვრის თაყვანისცემის კვირას, ჯვრის ძალამ და მადლმა დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო. „ჯვარსა შენსა თაყვანის ვსცემთ, მეუფეო, და წმიდასა აღდგომასა შენსა ვუგალობთ და ვადიდებთ““, – აღნიშნა მეუფე შიომ ქადაგებისას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს

კრემლი აქვეყნებს აშშ-თან შეთანხმებული რუსული და უკრაინული ენერგეტიკული ობიექტების სიას, რომლებზეც თავდასხმა არ უნდა მოხდეს.კრემლში აცხადებენ, რომ დაწესებულია „ენერგოსისტემაზე დროებითი მორატორიუმი“, რომლის დაცვაც როგორც უკრაინას, ისე რუსეთს მოეთხოვება.შეთანხმებული სიის მიხედვით, მორატორიუმი ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე: ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები; ნავთობ და გაზსადენები; საცავები; მათ შორის სატუმბი სადგურები; ელექტროენერგიის წარმოებისა და გადაცემის ინფრასტრუქტურა – ელექტროსადგურები, ქვესადგურები, ტრანსფორმატორები;  ატომური ელექტროსადგურები; ჰიდროელექტროსადგურების კაშხლები.როგორც რუსული მხარე აცხადებს, „დროებითი მორატორიუმი“ 18 მარტიდან 30 დღის განმავლობაში მოქმედებს.„ერთ-ერთი მხარის მიერ მორატორიუმის დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს, ჩაითვალოს თავისუფლად მისი შესრულების ვალდებულებისგან“, – აღნიშნულია კრემლის განცხადებაში.უკრაინაში კი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა შეთანხმება იმავე დღეს უკვე დაარღვია.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – მგრძნობიარე დღეებს გავდივართ, არ დავუშვებთ პროვოკაციებს, წაქეზებას, არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც საკუთარი სიბინძურის დასაფარად ახალგაზრდობის უკან იმალებიან

ჩვენ გავდივართ ძალიან მგრძნობიარე დღეებს, სადაც აუცილებელია მოთმინებით, სიმშვიდით და გონივრულად მოქმედება. ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს, არ დავუშვებთ წაქეზებას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა და სტამბოლის მერის მხარდამჭერი აქციების მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.„არასოდეს არ წავალთ გზებზე, რომელთაც შეიძლება, კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ჩვენ არ მოვტყუვდებით იმ მოღალატეების იაფფასიანი პოლიტიკით, რომლებიც ჩვენი ახალგაზრდობის უკან იმალებიან, რათა დაფარონ საკუთარი სიბინძურე“, – აღნიშნა ერდოღანმა.პარალელურად, სტამბოლში ქალაქის მერის, ექრემ იმამოღლუს დაპატიმრების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მეშვიდე დღეა, გრძელდება. სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობის წინ კვლავ ათასობით მოქალაქე შეიკრიბა .ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ საკუთარ სახლში დააკავეს. მას ბრალად ედება კორუფცია და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ სტამბოლის უნივერსიტეტმა მთავარი ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ეკრემ იმამოღლუს დაკავების ფონზე სტამბოლის გუბერნატორის ოფისმა საზოგადოებრივი შეკრებები ოთხი დღით აკრძალა.

დონალდ ტრამპმა ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის ყოფილი ბიზნესპარტნიორი დევონ არჩერი შეიწყალა.ტრამპის თქმით, არჩერს არასამართლიანად მოექცნენ და ის „დაზარალდა“.„ბევრმა მთხოვა ამის გაკეთება, ვფიქრობ, მას ძალიან უსამართლოდ მოექცნენ. გადავხედე, შევისწავლე ჩანაწერები და ის იყო დანაშაულის მსხვერპლი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.დევონ არჩერი ფინანსურ თაღლითობის საქმეზე აშშ-ის სასამართლომ 2022 წელს დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიესაჯა.2023 წელს იგი კონგრესის მოსმენებზე მოწმის სახით გამოიძახეს, სადაც განაცხადა, რომ მისი ყოფილი პარტნიორი ჰანტერ ბაიდენი არაერთხელ ქმნიდა შთაბეჭდილებას ბიზნესპარტნიორებზე, რომ მას ჰქონდა საქმიანი კავშირი მამასთან, ვიდრე ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მან ოფიციალურად ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ჯო ბაიდენს რაიმე კავშირი ჰქონდა ვაჟის საქმიანობასთან.

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ, ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირი აშშ-სთვის ვაჭრობის სფეროში ზიანის მიყენებაში დაადანაშაულა.„ვფიქრობ, ევროპელები მუქთახორობენ. ევროკავშირი ჩვენთან ვაჭრობაში აბსოლუტურად საშინლად მოიქცა. როგორც იცით, „ნატო-ს“ მე ვაიძულე, ასობით მილიარდი დოლარი გადაეხადა. ისინი გაცილებით უკან იყვნენ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

გთხოვთ გაავრცელოთ-თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება მას მძიმე დაავადების დასამარცხებლად მას საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება

ახალგაზრდა ქალს, თეონა მუსელიანს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ინფორმაციას თეონა თავად ავრცელებს და მძიმე სენის დამარცხებაში ხალხის დახმარების იმედი აქვს.მას დაუდგინდა იუნგის სარკომა. უკვე ჩაიტარა ორი ოპერაცია, ასევე გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი, რამაც ამ ეტაზპე, სამწუხაროდ, შედეგი ვერ გამოიღო და აუცილებელი კომბინირებული მკურნალობის კურსის გასავლელად ესაჭიროება საზღვარგარეთ გამგზავრება.თეონა მუსელიანი ახალგაზრდა მხატვარ-დიზაინერია. ასევე მოქმედი მოცეკვავე-ქორეოგრაფი. მძიმე დაავადების გამო, თეონა ყველა მის საქმიანობას იძულებით ჩამოსცილდა.დახმარების შესაძლებლობის შემთხვევაში, მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:საქართველოს ბანკიGE04BG0000000594641293  მიმღები - ცირა მუსელიანითიბისი ბანკიGE47TB7413345068100038 მიმღები - თეონა მუსელიანი

ბოლო სიახლეები