ოთხშაბათი, იანვარი 28, 2026

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.

გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:

„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს – არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.

შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, – ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე: საუდის არაბეთი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა სატელეფონო საუბარი გამართა ირანის პრეზიდენტთან მასუდ პეზეშკიანთან, რა დროსაც მას განუცხადა, რომ ოფიციალური ერ-რიადი არ დაუშვებს თავისი საჰაერო სივრცის ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებისთვის გამოყენებას. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.ტახტის მემკვიდრემ პეზეშკიანს აგრეთვე განუცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ნებისმიერ მცდელობას „დიალოგის გზით არსებული უთანხმოების მოგვარების კუთხით“, რათა რეგიონის უსაფრთხოება და სტაბილურობა გაძლიერდეს.ირანის პრეზიდენტთა, თავის მხრივ, მოჰამედ ბინ სალმანს განუცხადა, რომ ოფიციალური თეირანი მიესალმება ნებისმიერ პროცესს საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, რომელიც ქვეყნებს ომს თავიდან აარიდებს.

გურამ მაჭარაშვილი მაია სანდუზე: რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს

რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.დეპუტატი მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.„მისი განცხადებები რა თქმა უნდა პირდაპირ იქნება მიმართული „დიფ სთეითის“ განცხადების შინაარსის შესაბამისად და არ გვიკვირს. რუსეთის ორბიტაზე საუბრობს ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის სახელმწიფო არის დსთ-ის წევრი და ამავდროულად, თავის ქვეყანას სხვა სახელმწიფოს უერთებს“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება – დისპლაზია დაემართა

პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება მას 6 წლის ასაკში, მარჯვენა ბარძაყზე ავარიის შემდგომი გართულება - დისპლაზია დაემართა. პატარა მარიამი იმყოფება გერმანიაში - აქვს ძლიერი ტკივილები, რის გამოც, ის ვერ გადაადგილდება. ესაჭიროება განმეორებითი ოპერაცია. დახმარების მსურველებს თანხა კომენტარებში მითითებულ ანგარიშებზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ. GE21TB7925445064300049 მიმღები: ლ.კ.

🎥განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე – რას ამბობს მამა საბა ჭიკაიძე

განიცდიან, დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე? - ამ კითხვას, მამა საბა ჭიკაიძე პასუხობს.„მოდით ჯერ გავმიჯნოთ, ის ნაწილი გარდაცვლილი ადამიანებისა, ვინ მართლდება ღვთის წინაშე და ნაწილი, რომელიც სამწუხაროდ, თავიანთი არასწორი არჩევანის გამო, ვერ მართლდება და ჯოჯოხეთში ხვდებიან.ადამიანებს, რომლებიც ღვთის წინაშე ვერ მართლდებიან, თავიანთი ახლობლებისთვის, მაინცდამაინც არ სცალიათ...ხოლო ადამიანები, ვინც ღვთის წინაშე მართლდებიან, ისინი ქრისტეს მსგავსნი ხდებიან, მისი სული ქრისტეს მსგავსია და მათ, რა თქმა უნდა, ხედვის უნარიც აქვთ. ისინი აღიქვამენ იმ ყველაფერს, რაც აქ ხდება, მათ ხორციელ ნათესავებს, ახლობლებს. მათ სულში არის ხორციელი თანადგომა და ტკივილი. 

რობერტ ფიცო – სლოვაკეთი „მშვიდობის საბჭოში“ არ გაწევრიანდება

სლოვაკეთი არ გაწევრიანდება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ შექმნილ „მშვიდობის საბჭოში“, – ამის შესახებ რობერტ ფიცომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.ფიცოს თქმით, ახალი ინსტიტუციების შექმნის აზრს ვერ ხედავს, მით უმეტეს, თუ ეს გაერო-ს მსგავსია.როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კონცენტრირებულია გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაზე.„სლოვაკეთს აქვს უზარმაზარი ინტერესი გახდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს არამუდმივი წევრი 2028-2029 წლებში. ჩვენი ყველა ვიზიტის დროს ვთხოვთ პარტნიორებს მხარი დაუჭირონ ჩვენს წევრობას უშიშროების საბჭოში“, – განაცხადა ფიცომ.მისივე თქმით, სლოვაკეთი არ აპირებს, დააფინანსოს ახალი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებზეც ყველაფერი დაწვრილებით არ იციან.„სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობა არასოდეს დახარჯავს საწევრო შენატანს ასეთ ინსტიტუციაში გაწევრიანებისთვის. თუ არსებობს იდეა, რომლის შესახებ ჩვენც ჯერ ცოტა ვიცით და უნდა გადავიხადოთ რაიმე მილიარდი ევრო ან მილიარდი დოლარი, წინასწარ ვამბობ: არა. ეს უბრალოდ შეუძლებელია“, – აღნიშნა ფიცომ.ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ მისმა ქვეყანამ მადლიერებით უნდა უარყოს ეს მოწვევა, რათა აღარ დაკარგონ ამაზე დრო.

ბოლო სიახლეები