სამშაბათი, მარტი 25, 2025

პეტრ პაველი – რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს, ამის განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება

ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.

პეტრ პაველმა გაიხსენა მსოფლიოში არსებული პრეცედენტები, სადაც არის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს ოკუპაცია იურიდიულად არ არის აღიარებული.

„ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა, როგორც წახალისება მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, დასავლურ ქვეყნებს „არ აქვთ სხვა გამოსავალი“, გარდა იმის, რომ არ აღიარონ და „გამოაცხადონ ეს მიწები, მაქსიმუმ, დროებით ოკუპირებულად“.

„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „დროებითობა”, აი, ამაში მდგომარეობს კითხვა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად, პაველმა თქვა, რომ „ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. თქვენ უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება“.

ამავე დროს, პეტრ პაველს სჯერა, რომ აშშ „არ ცდილობს, დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც“.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა სერბეთი დაამარცხა

საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სერბეთი 3:1 დაამარცხა.რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მე-11 წუთზე გაბრიელ სიგუამ დააწინაურა, შვეიცარიული „ბაზელის“ ნახევარმცველმა მეტოქი გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა.სერბეთმა შეხვედრაში ანგარიში 28-ე წუთზე გაათანაბრა, გოლი მატეია მიტროვიჩის ანგარიშზეა. ტაიმის მიწურულს ქართველი ფეხბურთელები წინ კიდევ ერთხელ გავიდნენ, თავი ამჯერად თორნიკე მორჩილაძემ გამოიჩინა.ამხანაგურ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში გიორგი იაკობიძემ დააფიქსირა, სერბეთის ნაკრების კარში მან გოლი 84-ე წუთზე გაიტანა.თურქულ შეკრებაზე რამაზ სვანაძის გუნდმა პირველი ამხანაგური მატჩი 22 მარტს ფინეთთან გამართა და 4:2 გაიმარჯვა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელსაც 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთი უმასპინძლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია ცარისტულმა რუსეთმა 1811 წელს გააუქმა და ის რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, 1917 წლის 12 (25) მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილმა ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო საეკლესიო კრებაზე აღადგინა, ხოლო 1990 წელს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დიდი მცდელობით, მსოფლიოს საპატრიარქომ ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობა.„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს შესრულებული ეროვნული თვითმყოფადობის ჩამოყალიბებაში, ჩვენი კულტურის დაცვასა და მრავალი თაობის სულიერ აღზრდაში. მიუხედავად ისტორიის მძიმე გამოწვევებისა, განსაკუთრებით, 1811 წელს ავტოკეფალიის გაუქმებისა, ჩვენმა ეკლესიამ გაუძლო ყველა განსაცდელს და რწმენითა და თავდადებით განაგრძო თავისი ისტორიული მისია.1990 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის უშუალო ძალისხმევის შედეგი იყო, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ერის ერთიანობასა და სულიერ სიმტკიცეს. ეს დღე არის რწმენის, შეუპოვრობისა და ერთობის ძალის სიმბოლო.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ყოველთვის იცავდა და იცავს ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და ემსახურება ჩვენი სამშობლოს განვითარებას იმ სულიერი საფუძვლებით, რომელიც წინაპრებმა გვიანდერძეს.ღმერთმა დალოცოს საქართველო და საქართველოს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია!“, - აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

სტუ-ის დოქტორანტი – საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ, რომელმაც წარმატებით გაიარა საერთაშორისო ABET აკრედიტაცია, საშუალება მომცა ჩემი წვლილი შევიტანო ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარებასა და სამედიცინო ტრანსპორტირების სისტემების გაუმჯობესებაში“, - ამის შესახებ სტუ-ის დოქტორანტი ნიკა გუგუშვილი აცხადებს.სტუ-ის ცნობით, ნიკა გუგუშვილმა 2024 წელს დაასრულა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო პროგრამის მაგისტრატურა, ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში და, პარალელურად, მუშაობს კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC), სამედიცინო აპარატურის მართვის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.როგორც ნიკა გუგუშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მისცა მყარი საფუძველი ბიომედიცინის მეცნიერებაში, ინჟინერიის პრინციპებში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიაღებინა პრაქტიკული გამოცდილება კლინიკურ ინჟინერიაში. მისი თქმით, უნივერსიტეტის თანამედროვე ლაბორატორიებმა, წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობამ და პრაქტიკულ სწავლებაზე ორიენტირებულმა მიდგომებმა შესძინა უნარები, რომლებიც მას რეალური პრობლემების გადაჭრაში დაეხმარა; სტაჟირებების, კვლევითი პროექტებისა და გუნდური მუშაობის მეშვეობით კი, ისწავლა, როგორ დაააკავშიროს ინჟინერია და მედიცინა ისე, რომ ტექნოლოგიამ მაქსიმალურად გააუმჯობესოს პაციენტთა მოვლა.„ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა, იყო შესაძლებლობა ჩავწვდომოდი სამედიცინო პარატრანსპორტის მენეჯმენტს. პროფესორებისა და ინდუსტრიის სპეციალისტების ხელმძღვანელობით, გავაცნობიერე, თუ რაოდენ გადამწყვეტი როლი აქვს ეფექტურ და ტექნოლოგიურად გაძლიერებულ სამედიცინო ტრანსპორტირებას. სწორედ ამ გამოცდილებამ გამიღვიძა ლიდერობისა და ინოვაციებისკენ სწრაფვის სურვილი.საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა შემძინა, არამედ მასწავლა, როგორ ვიყო ლიდერი. აქ მიღებულმა განათლებამ გამიძლიერა თავდაჯერებულობა, გამიჩინა მოქნილობა ცვალებად ინდუსტრიაში და მომცა ხედვა, რომელიც საშუალებას მომცემს პოზიტიური ცვლილებები შევიტანო. ახლა, როდესაც პროფესიულ გზაზე ვდგამ ნაბიჯებს, ამას ვაკეთებ დიდი მადლიერებით, ამბიციით და პასუხისმგებლობით, რათა ჩემი ცოდნა გამოვიყენო ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის“, - აცხადებს ნიკა გუგუშვილი.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

დონალდ ტრამპი – მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა, ის კარგი კაცია

მაიკლ უოლცმა გაკვეთილი ისწავლა და ის კარგი კაცია,  – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მაიკლ უოლცის მიერ შიდა მიმოწერაში შემთხვევით The Atlantic-ის რედაქტორის, ჯეფრი გოლდბერგის დამატებას არანაირი გავლენა არ ჰქონია სამხედრო ოპერაციაზე.აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მანამდე ცნობილი გახდა, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მაიკ უოლცმა ჟურნალ The Atlantic-ის რედაქტორი ჯეფრი გოლდბერგი შემთხვევით ჯგუფურ ჩატში ჩაამატა, სადაც ეროვნული უსაფრთხოების გუნდი იემენში „ჰუსიტებზე“ საჰაერო დარტყმების გეგმებს განიხილავდა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გამოხატა რწმენა თავისი გუნდის მიმართ და აღნიშნა, რომ არ არის იმედგაცრუებული მომხდარის გამო.„ორ თვეში ეს იყო ერთადერთი შეცდომა და როგორც აღმოჩნდა, არა სერიოზული“, – ამბობს პრეზიდენტი.

რობერტა მეცოლა – ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში, ეს არის მოქმედების მკაფიო მოწოდება, რომელსაც ჩვენ გამოვეხმაურებით

ევროკავშირში მცხოვრები მოქალაქეების მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ რეკორდულად მაღალია, გამოკითხული მოქალაქეების თითქმის სამი მეოთხედი თვლის, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებით ისარგებლა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ „ევრობარომეტრის“ გამოკითხვაზე დაყრდნობით ავრცელებს.გამოკითხვა „ევრობარომეტრმა“ იანვარსა და თებერვალში ჩაატარა. გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის მოქალაქეების 74% ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობით ისარგებლა. ეს 1983 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.გამოკითხვის მიხედვით, ძირითადი მიზეზი, რის გამოც ხალხი ფიქრობს, რომ ევროკავშირის წევრობა მომგებიანია, შეიცვალა. მშვიდობის დაცვა და უსაფრთხოების განმტკიცება ევროკავშირის მოქალაქეების 66%-ს სურს, რათა ორგანიზაციამ უფრო მეტი როლი ითამაშოს გლობალური კრიზისებისა და უსაფრთხოების რისკებისგან დაცვაში. ეს მოსაზრება განსაკუთრებით ფიგურირებს ახალგაზრდა რესპონდენტებში.„ევროპელთა ორ მესამედს სურს, რომ ევროკავშირმა უფრო დიდი როლი ითამაშოს მათ დაცვაში. ეს არის მოქმედების მკაფიო მოწოდება, რომელსაც ჩვენ გამოვეხმაურებით. ევროპა უნდა იყოს უფრო ძლიერი, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა თავი დაცულად იგრძნონ“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

ბოლო სიახლეები