სამშაბათი, მარტი 25, 2025

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს

ქართველმა გულშემატკივრებმა ერევანში სომხეთის ნაკრების საშინაო შეხვედრაზე უცხოელთა დასწრების რეკორდი დაამყარეს – ამის შესახებ პირველ არხთან სომეხმა კოლეგებმა ისაუბრეს.

მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი გულშემატკივარი 2022 წელს ერთა ლიგის B1 ლიგის 14 ივნისს ესტუმრა, როდესაც სომხეთის ნაკრები შინ შოტლანდიასთან 1:4 დამარცხდა. მაშინ მატჩს 1000-მდე შოტლანდიელი გულშემატკივარი დაესწრო.

20 მარტის შეხვედრამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოს ნაკრების ქომაგებისთვის ცალკე ტრიბუნა იქნებოდა გამოყოფილი. მაგრამ „ჯვაროსნების“ მხარდამჭერები ყველა ტრიბუნაზე იყვნენ და, მთლიანობაში, 14-ათასიან სტადიონზე 3 ათასი ქართველი გულშემატკივარი მოხვდა.

თუ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს არ მივიღებთ მხედველობაში, შესარჩევი ციკლის არცერთ გასვლით შეხვედრას ასეთი რაოდენობით ქართველი ქომაგი არ დასწრებია, რაც კიდევ ერთი რეკორდია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

სალომე ზურაბიშვილი – სანქციები არ უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ხასიათის, მათ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური სტრატეგიის კონტექსტი

სანქციების საკითხი, იქნება ეს ეროვნული თუ კოლექტიური, ევროკავშირის, მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ სანქციები გამოიყენება, ისინი არ უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ხასიათის. პირიქით, მათ უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური სტრატეგიის კონტექსტი, რომელიც ამჟამად აკლია: გახდნენ ნამდვილი პირობითობის პოლიტიკის ნაწილი, დაკავშირებული ახალი არჩევნების მოთხოვნასთან, გაწერილი მკაფიო კალენდრით, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.„მიმდინარე დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის მიღმა, ევროკავშირმა უნდა გამოხატოს მეტი მხარდაჭერა იმ ერთადერთი ცნობილი, სტაბილური და მშვიდობიანი გამოსავლისადმი, რომელიც არსებობს მმართველ პარტიასა და საპროტესტო გამოსვლებს შორის დაპირისპირებაში, რომლებიც უკვე მეხუთე თვეა, გრძელდება: ახალი არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში. სხვა ალტერნატივა არ არსებობს, არც მშვიდობიანი გამოსავალი, არც სტაბილურობა, რადგან ჩვენ თუ ერთად ვერ ვიპოვით ამ ალტერნატივას, ეს ნიშნავს, რომ საქართველო სრულად გადაიქცევა რუსულ მოდელად, რაც წარუმატებელი იქნება ევროპული პოლიტიკისთვის იმ ადგილას, სადაც ათწლეულობით იყო ჩადებული ევროპული ძალისხმევა და რესურსები, ან რისკის ქვეშ დადგება მერყეობა, დაუსრულებელი კრიზისისთვის დამახასიათებელი არასტაბილურობა.ვიდრე უკრაინაში ომის გზიდან გამოსვლის გზებს ვეძებთ, ცხადია, არავის უნდა სურდეს, ნახოს ახალი ღია კრიზისისა და არასტაბილურობის აღმოცენება ევროპისა და შავი ზღვის პერიფერიაზე. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ეს დღესაც შეიძლება თავიდან იქნეს აცილებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.მისივე თქმით, „შავი ზღვისა და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია აუცილებელია, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის წვდომას ცენტრალურ აზიაზე, ამძაფრებს ნატო-ს ყოფნას და ახშობს რუსულ და ჩინურ გაფართოებას რეგიონში“.„ასეთ სტრატეგიას სჭირდება პარტნიორი და ერთადერთი ხელმისაწვდომი პარტნიორი არის სტაბილური და დემოკრატიული საქართველო, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს იმ პროგრესს, რომელშიც ამჟამად ჩართულია მეზობელი სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რაც გზას უხსნის უფრო ძლიერ და მშვიდობიან კავკასიას, რომელსაც კვლავ სჭირდება საქართველო, შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და იყოს ძლიერი საყრდენი ჩვენი ევროკავშირისა და ევროამერიკული პარტნიორებისთვის, როგორც ეს იყო გასული სამი ათწლეულის განმავლობაში“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.„არანაკლებ მნიშვნელოვანია საუბარი ევროკავშირის მზაობაზე, შეჩერებული ოფიციალური პროგრამების დაფინანსება ჩაანაცვლოს საგანგებო მხარდაჭერით სამოქალაქო საზოგადოებისთვის, მათ შორის ფინანსური დახმარებით დევნილი აქტივისტებისთვის, დამოუკიდებელი ჟურნალისტებისთვის და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც დემოკრატიის წინა ხაზზე იბრძვიან. ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიტყვებად, არამედ უნდა იქცეს რეალობად. დრო იწურება და დღემდე რეპრესიული კანონები უფრო სწრაფად კეტავენ გზებს, ვიდრე მათი გახსნაა შესაძლებელი, მაგრამ უნდა იქნეს ნაპოვნი გზები და საშუალებები ასეთი მხარდაჭერის მიწოდებისთვის, იმავე გზებით, როგორც შემოქმედებითი არხები იყო შექმნილი რუსეთისა და ბელარუსის შემთხვევაში ადრე. საქმე ეხება ჩვენი ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენას. ეს არის ჩემი გზავნილი, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს დაცვა, ეს ეხება ევროპის სტრატეგიული მომავლისა და იდენტობის დაცვას.თუ ევროპა, რომელიც ხელახლა აღმოაჩენს საკუთარ ძლიერ მხარეებსა და ავტონომიის საჭიროებას, ვერ ჰპოვებს გზებს, რათა ჰქონდეს ბერკეტი პატარა ქვეყანაზე, მასობრივად პროევროპული მოსახლეობით, და დაუბრუნოს იგი თავის არჩეულ გზას, როგორც კანდიდატი ქვეყანა, თუ ევროპა ვერ მართავს საკუთარი გადაწყვეტილების მიღების პროცესს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს რამდენიმე ქვეყნის გამო, მაშინ გამოწვევა სცდება საქართველოს. ეს იმოქმედებს ევროკავშირის საგარეო, გაფართოების პოლიტიკის და ძლიერ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო ძალად ქცევის პოლიტიკის სანდოობაზე. ჩვენ იმ ქვეყნებიდან ვართ, რომელსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჰყავს ყველაზე მტკიცე, პროევროპული მოსახლეობა, ევროპული ინტეგრაციის წინა ხაზზე, სადაც დიდი რესურსები იქნა ჩადებული ჩვენი ევროპელი, ნატოელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ დამოუკიდებელი ინსტიტუტების, მართლმსაჯულების, პოლიციისა და ჯარის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად, სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.ყველა ეს ინვესტიცია უნდა იქნეს დაცული და უზრუნველყოფილი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვის და ჩვენი საერთო მომავლისთვის. ლიეტუვა ამას უკეთ აცნობიერებს, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანა. თქვენ იცით, რას ნიშნავს რუსული ბატონობისთვის წინააღმდეგობა. თქვენ იცით, რომ დემოკრატია არ არის მოცემული, მისთვის უნდა იბრძოლო და თქვენ დაამტკიცეთ, რომ გამარჯვება შესაძლებელია. სწორედ ამიტომ, საქართველო ეყრდნობა ლიეტუვას, სწორედ ამიტომ ვეყრდნობით ევროპას, რადგან ჩვენ თუ ერთად ვიდგებით, არა მხოლოდ საქართველოს გადავარჩენთ, არამედ შევინარჩუნებთ ევროპის უსაფრთხოებასა და მთლიანობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ სამხარაძე – გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გერმანიის გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს, ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია

გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, არ ვიცი, ვინ დაასანქცირეს. ეს გადაწყვეტილება რეალობას აცდენილია, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.სამხარაძემ კომენტარი გააკეთა გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გერმანიამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.„გაუგებარია, საერთოდ რას დაეყრდნო გადაწყვეტილება, ვინ დაასანქცირეს, არ ვიცი. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საქართველოში საპროტესტო აქციები თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ძალიან წყნარად და მშვიდად. აქედან გამომდინარე, სრულიად რეალობას აცდენილია ეს გადაწყვეტილება. ეს არის მათი სუვერენული გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგვწონს ეს გადაწყვეტილება, თუმცა ამაში ვერ ჩავერევით“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე, შესაბამისად, უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში – თეა წულუკიანი

პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნა. ბადრი ჯაფარიძეს კი კომისია სთავაზობს, პარლამენტში 16-საათამდე მივიდეს და შეკითხვებს უპასუხოს. ამის შესახებ განცხადება თეა წულუკიანმა გააკეთა.კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი, სისხლის სამართლის დანაშაულია.საგამოძიებო კომისიამ, დღეს, ნავთობკომპანია "მაგნატის" ჩამორთმევის საქმე განიხილა.მოუსმინეს დაზარალებულ ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს და მის ადვოკატს, რომლებმაც ბიზნესის წართმევის სქემაზე ისაუბრეს და დაასახელეს კონკრეტული გვარები, მათ შორის, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი."ბატონმა მამუკა ხაზარაძემ უარი განაცხადა ჩვენს წინაშე დღეს გამოცხადებაზე. ამას მან "ფეისბუკ" პოსტიც მიუძღვნა. შესაბამისად, ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და მისი არგამოცხადების შესახებ საქმე გადაიგზავნა პროკურატურაში. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ყველა, კომისიის წინაშე არგამოცხადება, კომისიის რომელიმე სხვა მოთხოვნის შეუსრულებლობა ჩვენი სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად ისჯება სისხლის სამართლის წესით. ამისთვის გათვალისწინებულია ისეთი სასჯელი, როგორიც არის 1 წლამდე პატიმრობაც კი, მხოლოდ იმის გამო, რომ უარს იტყვის კომისიის სხდომაზე მოსვლაზე. ბატონი ბადრი ჯაფარიძისთვის შეთავაზებაა, რომ 16:00 საათამდე დღეს გამოცხადდეს და მოგცეს განმარტება შპს "მაგნატის" საქმეზე. მით უფრო, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე ყოფილა ის ადამიანი, ვისაც მას შემდეგ, რაც ჯემალ ლეონიძემ დატოვა საპატიმრო და უკვე განიავებული დახვდა თავისი მრავალმილიონიანი ქონება, უთქვამს, რომ კეზერაშვილი თურმე არის ღმერთი, რომელმაც "თიბისი" ბანკი გადაარჩინა, რადგან სხვადასხვა ქონებები სწორედ "თიბისისგან" შეიძინა. ეს ქონება ყოველთვის იყო ხოლმე კერძო პირისგან წამოღებული და უდანაშაულო ადამიანისთვის წართმეული. ასეთ პირობებში, აუცილებელია, რომ ბატონი ბადრი ჯაფარიძე მობრძანდეს და გასცეს კითხვებს პასუხი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკვე სხვა გზა გვექნება სამწუხაროდ და იძულებულები ვიქნებით, რომ სხდომის დასასრულს მისი საქმეც, ხაზარაძის საქმის მსგავსად გადავაგზავნოთ პროკურატურაში", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბადრი ჯაფარიძე – ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის მიზანია ჩემი გაშავება

ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად არ მივიჩნევ, არ ვაპირებ, მონაწილეობა მივიღო ჩემ წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე ჩემი გაშავება, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.ჯაფარიძე გამოეხმაურა დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის თქმითაც, ხვალინდელ სხდომაზე განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ პარტაქტივი, რომელიც თავის თავს პარლამენტის საგამოძიებო კომისიას უწოდებს, მიბარებს რაღაც ჩემთან სრულიად აბსურდულად და ხელოვნურად დაკავშირებული თემის ირგვლივ გამოძიებაზე.მსურს, ამასთან დაკავშირებით განცხადება გავაკეთო – მე არ მივიჩნევ ამ ე.წ. საგამოძიებო კომისიას კანონის საფუძველზე შექმნილად! მიმაჩნია, რომ ეს არის ერთპარტიული დაჯგუფება, რომელიც ცილისწამებისა და მოგონილი ბრალდებებით პოლიტიკური ოპონენტების გაშავებას ცდილობს.ეს არის დაგეგმილი ცილისმწამებლური შოუ, რომელშიც მონაწილეობას არ ვაპირებ!მე სადეპუტატო მანდატი სწორედ იმის გამო დავტოვე, რომ ეს არ არის ლეგიტიმური პარლამენტი. ეს არის გაყალბებული არჩევნების საფუძველზე ფორმირებული, ქმედუუნარო, ერთპარტიული დაჯგუფება.ეს ე.წ. საგამოძიებო კომისიაც არ არის კანონის საფუძველზე შექმნილი, რადგან ის ასევე არის ერთპარტიული. კანონი კი, სრულიად სხვა პროცედურებსა და შემადგენლობას მოიცავს.ამიტომ, მე არ ვაპირებ მონაწილეობა მივიღო ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ პროპაგანდისტულ კამპანიაში, რომლის ერთადერთი მიზანია, არარსებული თემის ირგვლივ მოგონილი ცილისმწამებლური ვერსიის განვითარების საფუძველზე პოლიტიკური ოპონენტების, ამ შემთხვევაში ჩემი, გაშავება.ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში იზეიმოს კანონის უზენაესობამ და ქვეყანას ჰყავდეს კანონიერი, თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების საფუძველზე არჩეული პარლამენტი, რომელიც სწორედ კანონით გათვალისწინებული პროცედურების მიხედვით შექმნის საგამოძიებო კომისიას და გამოიკვლევს ყველა იმ სამართალდარღვევას, რომელიც ამ ქვეყანაში სხვადასხვა ხელისუფლებების პერიოდში მომხდარა“, – წერს ბადრი ჯაფარიძე. საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომა გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე შპს „მაგნატის“ საქმე განიხილეს და გამოიკითხა შპს „მაგნატის“ მფლობელი, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე, რომელიც „თიბისი ბანკს“, მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და დავით კეზერაშვილს ქონების წართმევაში ადანაშაულებს. სხდომაზე მიწვეული იყვნენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც. „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კომისიაში მისვლას და „ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს. კომისიის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი დააყენა კენჭისყრაზე, რასაც კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძის საკითხს, თეა წულუკიანის თქმით, კომისიის ხვალინდელი სხდომის დაწყებისას განიხილავენ საკითხს კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბადრი ჯაფარიძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის თაობაზე.

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება

საბავშვო ბაღებში ახალი წესი ამოქმედდება  - როგორც თბილისის ბაგა ბაღების მართვის სააგენტომ „პალიტრავიდეო“-ს განუცხადა, საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დაშვების მექანიზმი ამოქმედდება.„ბაღებში ინერგება ელექტრონული დაშვების სისტემები აღსაზრდელთა სწრებადობის ელექტრონული აღრიცხვიანობის მიზნით, რომელიც ასევე მოიცავს თანამშრომელთა გამოცხადების ელექტრონული აღრიცხვის შესაძლებლობასაც,“ – აღნიშნავს სააგენტო.ამ ეტაპისვის უცნობია, როდიდან ამოქმედდება ახალი წესი, თუმცა ახალ სისტემასთან დაკავშირებით, ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ბოლო სიახლეები