გიორგი მიქაუტაძემ ერთა ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში სომხეთის ნაკრებთან მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილზე რეკორდულად მცირე დროში დაწინაურდა.
ერევანში ჩატარებულ შეხვედრაში „ლიონის“ ქართველმა თავდამსხმელმა პირველად მეტოქეს 37-ე წუთზე გაუტანა, ხოლო მეორედ თავსი გამოჩენა 59-ე წუთზე, გიორგი ჩაკვეტაძის პასით შეძლო.
ნაკრების ბომბარდირთა დავაში აქამდე მეორე-მესამე ადგილებს 17-17 გოლით თემურ ქეცბაია და ხვიჩა კვარაცხელია ინაწილებდნენ. 24 წლის მიქაუტაძეს მეორე ადგილზე ასასვლელად სულ რაღაც ოთხი წელიწადი ეყო – გიორგიმ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო თამაში 2021 წლის 25 მარტს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში, შვედეთის წინააღმდეგ გამართა.
მან „ჯვაროსნების“ ფორმით 36 მატჩი ჩაატარა და 18 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემა შეასრულა
თამაში – 36
თამაში შეცვლაზე – 11
გოლი – 18
გოლი პენალტით – 4
საგოლე პასი – 2
საქართველოს ნაკრების ყველა დროის ბომბარდირები:
1. შოთა არველაძე 26 გოლი
2. გიორგი მიქაუტაძე 18
3. თემურ ქეცბაია 17
4. ხვიჩა კვარაცხელია 17
5. ალექსანდრე იაშვილი 15
6. თორნიკე ოქრიაშვილი 13
7. ვაკო ყაზაიშვილი 13
8. ლევან კობიაშვილი 12
9. გიორგი დემეტრაძე 12
10. ჯაბა კანკავა 10