გერმანიის ბუნდესტაგის საბიუჯეტო კომიტეტმა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის მიზნით, 2025 წლისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა, 2026-2029 წლებისთვის კი, დამატებით 8.3 მილიარდი ევრო გამოყო.
„ეს სწორი გადაწყვეტილება და მკაფიო სიგნალია პუტინისთვის, ჩვენი მოკავშირეებისთვის უკრაინაში. გერმანიის იმედად ყოფნა შეიძლება და უკრაინული ბრძოლა თავისუფლებისთვის იმსახურებს ჩვენს სრულ მხარდაჭერას“, – განაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ანდრეას შვარცმა.
უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გერმანიის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა მოითხოვეს.