კვირა, მარტი 23, 2025

უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! – გია აბაშიძე

უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მისივე თქმით, სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა.

მანვე აღნიშნა, რომ არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე.

„უმძიმესი მოსასმენია სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლის ვაჟის, ბესარიონ ხარძიანის ჩვენება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ქართველთა დამტერორებელი ვერცერთი ნაცჯალათი გაექცევა პასუხისმგებლობას! მათი ადვოკატირება ფუჭი და თანაზრახველობითი აქტივობაა შინ თუ გარეთ. საქართველოში აღარავის აინტერესებს ცალკეული დასავლური რაღაც ფარატინა რეზოლუციები და ე.წ. სანქციები. სამარცხვინო ნაცგზავნილი, რომ თითქოს ის ავადსახსენებელი 9 წელი უნდა დავივიწყოთ, არის კრიმინალთა პირდაპირი გამართლების უშანსო მცდელობა. არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი ის, რომ როგორც ჰიტლერის ნაციზმი არ დაივიწყა კაცობრიობამ, საქართველო არასდროს დაივიწყებს გარეწარ ნაცჩინოსანთა უმძიმეს დანაშაულებებს ერის წინაშე! საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს.

განიხილავენ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს. სხდომას ესწრება ხარძიანის შვილი ბესარიონ ხარძიანი. ბიზნესმენის შვილმა ისაუბრა 2011 წელს მამამისის დაპატიმრების და გლდანის ციხეში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის, ასევე კუს ტბის წილების დათმობის ფაქტებზე. 2015 წლის 28 მარტს, ნაცრეჟიმის მიერ ერთ-ერთ ნაწამებ და ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ ციხიდან დახსნილ ბიზნესმენს, ბესიკ ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ჩაუსაფრდნენ და სადარბაზოში მაყუჩიანი იარაღიდან გასროლით, ზურგში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს. ნიღბიანმა მკვლელმა ტერიტორია დატოვა და მიიმალა. ბესიკ ხარძიანი კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. ქილერი გურბანოვი ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ ის, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში აიყვანეს, სექტემბერში კი მოხდა მისი ექსტრადიცია საქართველოში“, – წერს გია აბაშიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

23 მარტი ვახტანგ კახიძის დაბადების დღეა

ვახტანგ კახიძემ, როგორც დირიჟორმა, საქმიანობა 1990 წელს დაიწყო, 1993 წლიდან იგი თბილისის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორია, ხოლო 2002 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი. ასევე, ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრს და საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს – „შემოდგომის თბილისი”. ცნობილი მუსიკოსი არაერთი სახელმწიფო ჯილდოსა და პრემიის მფლობელია. ვახტანგ კახიძემ 1997 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია მიიღო, 2000 წელს კი – ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

რატომ დადის მუზარადით გიორგი გილიგაშვილი

მსახიობი, მომღერალი და პოეტი გიორგი გილიგაშვილი საზოგადოებაში საკუთარი სტილით ყველასგან გამოირჩევა. ბევრს უკვირს და აინტერესებს, რატომ აირჩია მან ასეთი ჩაცმულობა.გიორგიმ ჟურნალ „სარკესთან“ ისაუბრა, სადაც საკუთარ ჩაცმის სტილს გაუსვა ხაზი:„ეს სათავე, თავზე რომ მიმშვენებს, ეს მუზარადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედაც, რომ იმად შევიმოსე, რომ საკუთარი თავი მეომრულ პოზიციაში მომწონს და მათაც (გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან) ვაგონებ და ვეუბნები, რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს - არა დავცხრე, ვიდრე ვიყოო, ასევე არ აყარონ ფარ-ხმალი, არ დაცხრნენ.შეუძლებელი კაცთათვის შეძლებელ არს უფლისთვის. თავისუფლება გაღმერთიანებას ნიშნავს და გაღმერთიანების დროს არანაირი უფლებები არ არსებობს. უფლებების მიღმა გადასვლა თავისუფლება, უუფლებობა, სადაც მასთან ერთად მარადისობაში ხარ და ხარ“, - ამბობს გიორგი გილიგაშვილი.

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული

ესპანეთის რამდენიმე რეგიონში წყალდიდობას ებრძვიან. ამის შესახებ „ევრონიუსი” წერს.ძლიერი წვიმის შედეგად, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში წყალდიდობაა. შტორმ „მარტინიოს” გამო, რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.მადრიდში რამდენიმე გზაზე მდინარის ადიდების გამო გადაადგილება შეიზღუდა.მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანი უკვე ევაკუირებულია.ხელისუფლება აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად არიან მოსახლეობის ევაკუაციისთვის.

მძიმე ავარია მარნეულში – დაღუპულია 23 წლის ახალგაზრდა

მარნეულში, სოფელ სადახლოში მძიმე ავარია მოხდა.ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

🎥ისტორია ზღაპარს ჰგავს! – თურქმა ექიმმა კიდევ ერთ ქართველს ოპერაცია უსასყიდლოდ გაუკეთა

თურქმა ექიმმა რომელმაც 16 წლის მარიამ კოხრეიძის ცხოვრება სრულიად შეცვალა, კიდევ ერთ ქართველს გაუკეთა ოპერაცია.ისტორია ზღაპარს ჰგავს. პატარა იოს თურქმა ექიმმა,  ალტან ვაროლმა ახალი სიცოცხლე აჩუქა.ექიმს არც ამ ოპერაციის შემთხვევაში არ აუღია ჰონორარი.ნახეთ ვიდეო ⇓ 

ბოლო სიახლეები