ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. მატჩი ერევანში, ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე მიმდინარეობს.
მეორე შეხვედრა საქართველო-სომხეთის ნაკრებებს შორის თბილისში, 23 მარტს გაიმართება. თამაშისას განსაკუთრებით თავი გამიჩინეს გიორგი მიქაუტაძემ და გიორგი ქოჩორაშვილმა.
ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილი “ინსტაგრამზე” დედასთან და რჩეულთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს. “უყვარს” – ამ წარწერით აქვეყნებს გიორგისა და სანდრას ფოტოებს სეტანტას არხი.
გიორგი ქოჩორაშვილმა აღნიშნა, რომ გატანილი გოლი დედას მიუძღვნა, რადგან თამაშის დღეს მისი დაბადების დღე იყო.