პარასკევი, მაისი 9, 2025

ალეკო ელისაშვილი – ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ – ლანძღვა მარტივია, მაგრამ პარტიების შექმნა გაცილებით რთულია, ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს

შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტმა პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები გამოკვეთა.

„შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში და ასეც არ არის ახლა, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ. უცბად რომ ვინმე გამოვარდება და მისგან გინდა მერე პოლიტიკოსი გამოძერწო, ეს ასე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების შექმნა გაცილებით რთულია. ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს. არც ის არის პრობლემა, მლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენონ, რომ უკეთესები არიან.

თვითონ პროცესია მაგარი. მე რაზეც სულ მწყდებოდა გული, ის არის, რომ განცდა მქონდა, რუსებმა 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისმგებლობიანი მოქალაქისა და სამშობლოს საკუთრების განცდა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული ყანწების ტრიალში გადავიტანეთ და იმაში, თოფის ლულაში ჩაასხამდი ღვინოს – ვინ უფრო მეტს დალევდა, ეჯიბრებოდნენ და გასკდებოდნენ – ამაში იყო გადატანილი სამშობლოს სიყვარული. ახლა ყველა ხვდება, თუ გინდა, რომ დაამტკიცო სამშობლოს სიყვარული, კარგი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა იყო, ქუჩა არ უნდა დაანაგვიანო… რუსთაველის გამზირზე სიგარეტის ნამწვი არ გდია – აი, ეს არის, ეს მომწონს ყველაზე მეტად. ხალხს რომ სწორი პრეტენზიები აქვს, მომწონს. ახლახან შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს და თითს გვიქნევდნენ, ისე გველაპარაკებოდნენ, როგორც ხალხი უნდა ელაპარაკოს ყველა პოლიტიკოსს – ძალიან სწორია ეს ამბავი, მე ეს ძალიან მომწონს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები