შაბათი, მარტი 22, 2025

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

https://www.facebook.com/tiflisnews.ge/videos/2371384456560443

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად მან 2024 წელს მოიგო.

ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.

იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კახა კალაძე – ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს

აბანოთუბანში ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს. ფესტივალს დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესა და ხუთი საელჩოს წარმომადგენელთან ერთად დაესწრო.კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას და მუსლიმ თანამოქალაქეებს ნოვრუზის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.„მინდა, მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს აღნიშნავს ნოვრუზ ბაირამს. ეს არის განახლების, სიკეთის, სიხარულის დღესასწაული. ჩვენ, ყველამ ერთმანეთს უნდა ვუსურვოთ სიხარული, სიყვარული და სიკეთე. მე, როგორც თბილისის მერი, როგორც ამ ულამაზეს ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ძალიან ამაყი ვარ, რომ სხვადასხვა ეროვნების, მრწამსის ადამიანები, საუკუნეებია, უვლიან, ალამაზებენ და სიყვარულით ეპყრობიან ჩვენს თბილისს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი ქალაქის მრავალფეროვნება და შემთხვევითი არ არის ის, რომ ჩვენ ყოველწლიურად ერთად აღვნიშნავთ ნოვრუზ ბაირამს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ, სიკეთეს, სიხარულს, ბედნიერებასა და მშვიდობას გისურვებთ როგორც თქვენ, ასევე მთელ მსოფლიოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.ნოვრუზ ბაირამის ფესტივალი ყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში აბანოთუბანში გაიმართა ერთ-ერთი მთავარი ტრადიციული ცერემონია – კოცონის დანთება. იქვეა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქმენეთის, თურქეთისა და ირანის საელჩოების მიერ მოწყობილი სტენდები, სადაც წარმოდგენილია ნოვრუზის ტრადიციები და კულტურა. ასევე, დამთვალიერებლებისთვის დღის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სპორტული საბრძოლო ხელოვნება, ცეკვები, მუსიკალური ნომრები.

რატომ არ ათამაშებდა მიქაუტაძეს „აიაქსში“? – სომხეთის ნაკრების მწვრთნელის პასუხი

სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა, ჯონ ვან"ტ სხიპმა პრესკონფერენციაზე გიორგი მიქაუტაძეზე დასმულ კითხვასაც უპასუხა. მან აღნიშნა, რომ იმ პერიოდში, როდესაც "აიაქსში" ერთად მუშაობა მოუწიათ, მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში არ ყოფილა და მისთვის ადგილს არა შეტევაში, არამედ ნახევარდაცვაში ეძებდნენ."იმ 4 კვირის მანძილზე, როდესაც "აიაქსს" ვწვრთნიდი, ჟორჟი არ იყო საუკეთესო ფორმაში. ჩვენ გვყავდა ორი სხვა შემტევი - ბრაიან ბრობი და ჩუბა აკპომი. ისინი გოლებს იტანდნენ, ჟორჟისთვის კი ადგილს ნახევარდაცვაში ვეძებდით, ფორვარდების უკან. სამწუხაროდ, მასთან დიდი ხნით არ მიმუშავია, თუმცა აშკარაა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია.რეალურად, მასთან არანაირი პრობლემა არ მქონია - ის ყოველთვის შესანიშნავად ვარჯიშობდა. ვფიქრობ, ჟორჟის საფრანგეთში დაბრუნება მისთვისაც და "აიაქსისთვისაც" საუკეთესო გამოსავალი იყო," - განაცხადა ჯონ ვან"ტ სხიპმა.

ჯო უილსონი – აშშ საქართველოს გვერდით დგას

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი თბილისში „მეგობარი აქტის“ მხარდამჭერ მსვლელობას გამოეხმაურა.როგორც ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს, მამაც ქართველ ხალხს ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ.„მამაცი ქართველი ხალხი პატრიოტები არიან, რომლებსაც ამერიკასთან მჭიდრო კავშირის მქონე ძლიერი ქვეყანა სურთ. ისინი უარყოფენ ივანიშვილის ტირანულ რეჟიმსა და მის მცდელობას, მიყიდოს საქართველო ირანულ რეჟიმსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას. აშშ საქართველოს გვერდით დგას!“, – დაწერა ჯო უილსონმა.

პეტრ პაველი – რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, შეუძლია თუ არა აშშ-ს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად აღიაროს, ამის განსაზღვრა სულ უფრო რთული ხდება

ჩეხეთის პრეზიდენტს, პეტრ პაველს არ სჯერა, რომ უკრაინა სამხედრო გზით შეძლებს დაიბრუნოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები, თუმცა ამბობს, რომ იურიდიულად ისინი ვერ იქნება აღიარებული რუსეთის ტერიტორიებად.პეტრ პაველმა გაიხსენა მსოფლიოში არსებული პრეცედენტები, სადაც არის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია სხვა სახელმწიფოს მიერ, მაგრამ ეს ოკუპაცია იურიდიულად არ არის აღიარებული.„ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს გარკვეული დროის განმავლობაში, მაგრამ ეს პრინციპის საკითხია. თუ გვსურს, შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, სადაც მნიშვნელოვანია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, მაშინ უბრალოდ ვერ შევეგუებით იმას, რომ აგრესორმა, როგორც წახალისება მიიღოს კანონიერი უფლება მის მიერ ოკუპირებულ მიწებზე“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა.მისივე თქმით, დასავლურ ქვეყნებს „არ აქვთ სხვა გამოსავალი“, გარდა იმის, რომ არ აღიარონ და „გამოაცხადონ ეს მიწები, მაქსიმუმ, დროებით ოკუპირებულად“.„რამდენ ხანს გაგრძელდება ეს „დროებითობა”, აი, ამაში მდგომარეობს კითხვა“, – განაცხადა პეტრ პაველმა.კითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს აღიაროს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ტერიტორიებად, პაველმა თქვა, რომ „ძალიან რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ, როგორი იქნება შეერთებული შტატების მიდგომა. თქვენ უკვე ნახეთ მათგან იმდენად მოულოდნელი ნაბიჯები, რომ ამის განსაზღვრა სულ უფრო და უფრო რთული ხდება“.ამავე დროს, პეტრ პაველს სჯერა, რომ აშშ „არ ცდილობს, დაანგრიოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი, რადგან იცავს ყველა ჩვენგანს, მათ შორის შეერთებულ შტატებსაც“.

„პოლიტიკო” – თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს „იქსის“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს

თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმა „იქსზე“ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდეს, – ამის შესახებ „პოლიტიკო” წერს.თურქეთის ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარ ანგარიშებზე წვდომა მას შემდეგ შეეზღუდათ, რაც სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ დააკავეს და ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო.„ანგარიშების უმრავლესობა უნივერსიტეტთან ასოცირებული აქტივისტების ანგარიშებია, რომლებიც ძირითადად აზიარებდნენ საპროტესტო აქციების შესახებ ინფორმაციას, ადგილს და დროს სტუდენტებისთვის“, – განუცხადა „პოლიტიკოს” უილსონის ცენტრის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის კოორდინატორმა და ანალიტიკოსმა, იუსუფ ჯანმა.ჯანის თქმით, ეს ანგარიშები ძირითადად ეკუთვნით აქტივისტებს, რომელთა გამომწერების რაოდენობა ათი ათასის ფარგლებშია.როგორც „პოლიტიკო” წერს, აქტივისტმა ომერ ფარუკ ასლანმა შექმნა მეორე ანგარიში ცენზურის თავიდან ასაცილებლად.„გუშინ ჩემი ანგარიში დაიბლოკა სასამართლოს ბრძანებით, რადგან ტვიტებმა ექვს მილიონ ნახვას გადააჭარბა“, – აღნიშნა ომერ ფარუკ ასლანმა.თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ აღმოაჩინა 326 ანგარიში, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ.როგორც „პოლიტიკო” წერს, ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვა, სავარაუდოდ, კანონიერია, რადგან თურქული კანონმდებლობა ითვალისწინებს ასეთ ქმედებებს, თუ მთავრობა მოითხოვს ამას.

ბოლო სიახლეები