ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენად გამართული პლეიოფის პირველ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად სომხეთს დაუპირისპირდა.
„ჯვაროსნებმა“ ბრწყინვალედ ითამაშეს, მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს და 3:0 იმარჯვეს.
შეხვედრაში ანგარიში გიორგი ქოჩორაშვილმა გახსნა, რომელმაც საკუთარი გუნდი 32-ე წუთზე დააწინაურა.
37-ე და 59-ე წუთებზე, გიორგი მიქაუტაძე გამოირჩა. „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა და Sofascore-მა და Whoscored-მა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
Sofascore-ის შეფასებები: გიორგი მამარდაშვილი (8.0), საბა გოგლიჩიძე (7.1), ოთარ კაკაბაძე (7.2), ლუკა ლოჩოშვილი (6.9), ირაკლი აზაროვი (7.6), გიორგი ქოჩორაშვილი (8.1), ნიკა კვეკვესკირი (6.5), ზურიკო დავითაშვილი (6.8), გიორგი ჩაკვეტაძე (7.5), ოთარ კიტეიშვილი (7.2), გიორგი მიქაუტაძე (8.7), ანზორ მექვაბიშვილი (6.7), გიორგი წიტაიშვილი (6.9), ბუდუ ზივზივაძე (6.7), ლაშა დვალი (6.9), გიორგი გოჩოლეიშვილი (6.7). Whoscored-ის შეფასებები: გიორგი მამარდაშვილი (7.9), საბა გოგლიჩიძე (7.3), ოთარ კაკაბაძე (7.1), ლუკა ლოჩოშვილი (7.0), ირაკლი აზაროვი (7.8), გიორგი ქოჩორაშვილი (7.8), ნიკა კვეკვესკირი (6.7), ზურიკო დავითაშვილი (7.2), გიორგი ჩაკვეტაძე (7.5), ოთარ კიტეიშვილი (7.5), გიორგი მიქაუტაძე (8.8), ანზორ მექვაბიშვილი (6.2), გიორგი წიტაიშვილი (6.0), ბუდუ ზივზივაძე (6.6), ლაშა დვალი (6.3), გიორგი გოჩოლეიშვილი (6.4).
ცნობისთვის, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში გაიმართება და მატჩი 23 მარტს, „დინამო არენაზეა“ ჩანიშნული.