პარასკევი, მარტი 21, 2025

შვედეთის პრემიერი – ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში საქართველო დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები დღესაც საქართველოსთან იქნება

საქართველო ევროკავშირის სამიტის დღის წესრიგში დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას, ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა.

კრისტერსონმა აღნიშნული ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„როგორც იცით, საკმაოდ ხშირად საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგშია და დღეს რომ არ არის, სულაც არ ნიშნავს მხარდაჭერის ნაკლებობას. ჩვენ შეშფოთებული ვართ და ეს არაერთხელ გამოვხატეთ სხვადასხვა გზით. ჩვენი ფიქრები საქართველოსთან იქნება დღესაც და ჩვენი მოთხოვნები რეფორმებთან, სწორ მიმართულებასთან დაკავშირებით ისეთივე იქნება, როგორც მანამდე“, – განაცხადა ულფ კრისტერსონმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს

პარლამენტის წინ სამართალდამცველებმა სამი ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის სეუ-ს სტუდენტებიც არიან, რომლებიც რამდენიმე დღეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ.როგორც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეები აცხადებენ, პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ტრაგედია ფილიპ კირკოროვის ოჯახში

ცოტა ხნის წინ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა განაცხადა, რომ მამამისი ბედროს კირკოროვი გარდაიცვალა. მამაკაცი 92 წლის იყო, გარდაცვალების მიზეზი კი გულ-სისხლძარღვთა დაავადება გახდა.უკვე ცნობილია, რა მემკვიდრეობას მიიღებს კირკოროვი მამისგან. როგორც რუსული მედია წერს, გარდაცვლილ ბედროსს ანდერძი არ დაუტოვებია, რადგან მას „ფაქტობრივად არანაირი ქონება არ გააჩნდა“."ბედროსს ვიცნობდი. ის საერთოდ არ იყო მდიდარი კაცი. მას ჰქონდა რაღაც ბინა, რომელიც, ჩემი აზრით, მოსკოვში კი არა, სადღაც პროვინციებში იყო. არც თუ ისე ძვირი, მოსკოვის სტანდარტებით. დასატოვებელი არაფერი იყო", - აღნიშნა ადვოკატმა.მან ასევე დაამატა, რომ ფილიპ კირკოროვი ერთადერთი პირდაპირი მემკვიდრეა. ცნობილია, რომ 2002 წელს ბედროსს შეეძინა ქალიშვილი, მაგრამ მან მხოლოდ რამდენიმე დღე იცოცხლა.რა არის ცნობილი ბედროს კირკოროვის შესახებბედროს კირკოროვი რუსი პოპ მომღერალი იყო. 2012 წელს იგი რუსეთის სახალხო არტისტად აღიარეს.

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა

თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ) . ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

🇬🇪 თემურ ნოზაძემ თბილისის გრანდ სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა 🥋

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის პირველ დღეს ფინალურ ბლოკში სამმა ქართველმა უკვე იჭიდავა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ თემურ ნოზაძემ (66 კგ) შეძლო.ქართველი ფინალში ნეიტრალური დროშით მოასარეზე ალბერტ ნაგუჩევთან დამარცხდა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავეს ლაშა ნადირაძემ (66კგ) და თორნიკე მაზიაშვილმა, მაგრამ ორივე მათგანი უმედოდ დარჩა.შეგახსენებთ, რომ ფინალშია ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ). იმავე წონაში ბრინჯაოსთვის იბრძოლებს ნინო ლოლაძე.შეჯიბრების ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

ბოლო სიახლეები