პარასკევი, მარტი 21, 2025

კახა კალაძე – ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს

როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე ფონდის ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითვაზე განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება დაადგენს, თუ საიდან მოდის ესა თუ ის თანხები და რაში იხარჯება.

„ამ მიმართულებით მიმდინარეობს გამოძიება. როდესაც თანხები იხარჯება იმაში, რომ ქვეყანა დაანგრიონ, სახელმწიფოს შეუქმნან პრობლემები, დისკომფორტი შეუქმნან ხალხს, ცხადია, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება. რა თქმა უნდა, უნდა გამოიკვეთოს, საიდან შემოდის ეს თანხები, ვის მიერ ხდება ქვეყნის აყირავების დაფინანსება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე უპასუხა შეკითხვას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც დონორი ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას ეხება.

„ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრეთ. უბრალოდ, სახელების და გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ჩვენ პირდაპირ გამოვედით და საზოგადოებას ვუთხარით ის მოცემულობა, თუ რა მდგომარეობა იყო საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ითხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას; როგორ ითხოვდნენ სანქციებზე მიერთებას. სხვათა შორის, სანქციებთან დაკავშირებით თავიდან უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ უკვე რეზოლუციაშიც კი ჩაწერეს. შეიძლება ჩვენ ხვალ, ზეგ ვიხილოთ ისეთი რეზოლუციები, სადაც გაგვაკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეორე ფრონტი არ გაიხსნა ქვეყანაში. არაფერია გამორიცხული. ჩვენ უბრალოდ დავდექით იქ, სადაც ჩვენი ქვეყნისთვის იყო აუცილებელი და ამ ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა; დავიცავით ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ვფიქრობ, დღეს საქართველო გამარჯვებულია იმ გადასახედიდან, თუ რა ხდებოდა, რა გამოვიარეთ. რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ იყო – იყო ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარები, რომლებიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ჩვენთვის ხომ მთავარი ამოსავალი ჩვენი ქვეყანა, ამ ქვეყნის ინტერესი, ხვალინდელი დღე და ჩვენი ხალხია. ამიტომ ყოველთვის ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს სამშობლოს და არა ისე, როგორც სხვა რომელიმე დიდი ქვეყნის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთი ქუჩის ტერორს არ დაემორჩილება, პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე თავდასხმით, სასამართლოზე ზეწოლით ვეღარაფერს მიაღწევთ

თურქეთი არ არის ქუჩაში გამოსული ქვეყანა და არც ქუჩის ტერორს დაემორჩილება – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.თურქეთის პრეზიდენტის თქმით, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ მხრიდან ქუჩებში გასვლისკენ მოწოდება უპასუხისმგებლო საქციელია. როგორც ერდოღანი აღნიშნავს, ამის ნაცვლად, ისინი სასამართლო დარბაზებში თავს უნდა იცავდნენ ქურდობის და თაღლითობის საქმეებზე.„სამწუხაროა, რომ „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ სწრაფად კარგავს თავის კვალიფიკაციას. როგორც პარტია, იგი ეწევა პოლიტიკას ლეგიტიმურ ნიადაგზე არალეგალურ ორგანიზაციებთან დამყარებული ასიმეტრიული ურთიერთობებით, კისრამდე კორუფციით, პუტჩისტების წახალისებითა და პრობლემური დისკურსებით, რომელიც იწვევს ქუჩის ტერორს. გასაგებია, რომ „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თავი უნდა აარიდოს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტებში შემოჭრილ ბანდიტებს, არამედ მარგინალურ სტრუქტურებს და ტერორისტულ ორგანიზაციებს. მარგინალების მიყოლით, თავდასხმით ჩვენს პოლიციაზე, მოსამართლეებსა და პროკურორებზე, რომლებიც თავიანთ საქმეს ასრულებენ, მუქარით, სასამართლოზე ზეწოლით, დემოკრატიისა და ეროვნული ნების გამოწვევით და უკანონო, არაეთიკური და ანტიდემოკრატიული საშუალებების გამოყენებით, თქვენ ამ ქვეყანაში ვეღარაფერს მიაღწევთ“, – განაცხადა ერდოღანმა.ცნობისთვის, სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ ორგანიზებით, თურქეთში საპროტესტო აქციები იმართება.

თეა წულუკიანი: დღეს გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია კაბინეტში და მოსთხოვა, რომ უკანონოდ გადაეხადა...

გიორგი უდესიანის დაკვეთით ხდებოდა სხვადასხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლის გამოყენება იმისთვის რომ პირველი - ბესარიონ ხარძიანი მოხვედრილიყო ციხეში, მეორე - ის ყოფილიყო წამებული და შედეგი დამდგარიყო ის რაც სურდა გიორგი უდესიანს, - განაცხადა მედიასთან პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.„დღეს გამოიკვეთა, რომ ბესო ხარძიანის, ბიზნესმენის უბედურება დაიწყო იმ დღიდან, 2006 წელს, როდესაც მაშინდელმა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ის მიიწვია თავისთან კაბინეტში და მოსთხოვა, რომ გადაეხადა უკანონოდ 5 მილიონი დოლარის ოდენობის თანხა და ეს არის ის დღე, როდესაც დაიწყო ხარძიანზე ზეწოლა და დასრულდა მისი ციხეში უბედურებით და შემდეგ უკვე თავისუფლებაზე მკვლელობით“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმე - ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის საქმე განიხილა.

ალეკო ელისაშვილი – ზუსტად ის არ მომწონს, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე პარტიულ სიაში ჩასვამენ – ლანძღვა მარტივია, მაგრამ პარტიების შექმნა...

შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა  გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.ელისაშვილის თქმით, რუსთაველზე მიმდინარე პროტესტმა პასუხისმგებლობიანი მოქალაქეები გამოკვეთა.„შეიძლება პოლიტიკური ლიდერები ვერ გამოიკვეთნენ ამ პროცესებში და ასეც არ არის ახლა, ზუსტად ის არ მომწონს ხოლმე, ვიღაც დროშას დაიქნევს ან „შტანგას“ აწევს და ეგრევე წაიყვანენ ხოლმე და პარტიულ სიაში ჩასვამენ. უცბად რომ ვინმე გამოვარდება და მისგან გინდა მერე პოლიტიკოსი გამოძერწო, ეს ასე არ არის. პოლიტიკოსების კრიტიკა და ლანძღვა მარტივია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების შექმნა გაცილებით რთულია. ვისაც უნდა, ამაში თავი გამოცადოს, გამოცადოს. არც ის არის პრობლემა, მლანძღავდნენ და მაკრიტიკებდნენ, მაგრამ უნდა გვაჩვენონ, რომ უკეთესები არიან.თვითონ პროცესია მაგარი. მე რაზეც სულ მწყდებოდა გული, ის არის, რომ განცდა მქონდა, რუსებმა 200 წლის მანძილზე წაგვართვეს პასუხისმგებლობიანი მოქალაქისა და სამშობლოს საკუთრების განცდა და ჩვენი სამშობლოს სიყვარული ყანწების ტრიალში გადავიტანეთ და იმაში, თოფის ლულაში ჩაასხამდი ღვინოს - ვინ უფრო მეტს დალევდა, ეჯიბრებოდნენ და გასკდებოდნენ - ამაში იყო გადატანილი სამშობლოს სიყვარული. ახლა ყველა ხვდება, თუ გინდა, რომ დაამტკიცო სამშობლოს სიყვარული, კარგი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე უნდა იყო, ქუჩა არ უნდა დაანაგვიანო... რუსთაველის გამზირზე სიგარეტის ნამწვი არ გდია - აი, ეს არის, ეს მომწონს ყველაზე მეტად. ხალხს რომ სწორი პრეტენზიები აქვს, მომწონს. ახლახან შევხვდით პატიმრების ოჯახის წევრებს და თითს გვიქნევდნენ, ისე გველაპარაკებოდნენ, როგორც ხალხი უნდა ელაპარაკოს ყველა პოლიტიკოსს - ძალიან სწორია ეს ამბავი, მე ეს ძალიან მომწონს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდები EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ის გამარჯვებულები გახდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის STEM აკადემიის გუნდებმა, ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესის“ თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ფილიალების მოსწავლეთა შემადგენლობით, საბერძნეთში, ქალაქ თესალონიკში გამართულ ევროპის STEAME აკადემიის სიმპოზიუმში - EUROMATH & EUROSCIENCE – 2025 - მონაწილეობა მიიღეს და გამარჯვება მოიპოვეს.აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, STEM აკადემიის გუნდები წარმოდგენილნი იყვნენ ოთხი მიმართულებით: ტექნოლოგია - საბა ბანძელაძე, თემურ ჩიტაია, ლილე კაჭარავა, ლუკა ნაბორაშვილი, პროექტით - Robot Guide (რობოტი გიდი); ფიზიკა - ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა პროექტით: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process (ფუტკრის შხამის აღების პროცესის მართვისა და კონტროლის სისტემა); ბიოლოგია - თეკლა ბანძელაძე, ანა-მარიამ კიპაროიძე, ნინო სხილაძე, პროექტით: The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives (ხავსებისა და ლიქენების გამოყენება, როგორც ბუნებრივი საკვები კონსერვანტები); ინჟინერია - ლაზარე ჩაჩუა, ანდრია კოსტავა, ნინო სულამანიძე, მაკინე თოდუა, პროექტით: Wave Energy (ტალღის ენერგია).სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ზე, მეცნიერების მიმართულებით (SCIENCE Presentation) გამარჯვება სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებმა მოიპოვეს. პირველ ადგილზე გავიდა პროექტი - Robot Guide, ხოლო მეორე და მესამე ადგილები დაისაკუთრეს პროექტებმა: System of Management and Control of the Bee Venom Harvesting Process და The Use of Mosses and Lichens as Natural Food Preservatives.„STEM აკადემიის გუნდების გამარჯვება არა მხოლოდ მოსწავლეთა გონიერებისა და შრომისმოყვარეობის, არამედ ჩვენი უნივერსიტეტის ახალგაზრდა მკვლევარ-მენტორების წარმატების დასტურიცაა. ახალგაზრდა თაობის ნიჭისა და უნარების გამოვლენა-განვითარებაში მენტორების მხარდაჭერა გადამწყვეტი ფაქტორია. მენტორობისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის დოქტორანტებს - მარეხ მაზანაშვილს და უტა კილასონიას“, - აღნიშნავს თალიკო ჟვანია.სტუ-ის STEM აკადემიის გუნდებს და მათ მენტორებს მორიგ წარმატებას ულოცავს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. როგორც აკადემიკოსი დავით გურგენიძე აცხადებს, EUROMATH & EUROSCIENCE – 2025-ში მონაწილეობა უნიკალური შესაძლებლობაა 9-18 წლის მოსწავლეებისთვის, რომელთაც ექმნებათ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ თავიანთი ინოვაციური იდეები, თანატოლებს გაუზიარონ ცოდნა და ხელი შეუწყონ თანატოლებში მეცნიერებისა და ტექნოლოგიების პოპულარიზაციასა და განვითარებას.„საერთაშორისო სიმპოზიუმში ევროპისა და აზიის 20 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ასეთ მასშტაბურ სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეობა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის, თავიანთი უნიკალური იდეების მსოფლიო საზოგადოებისთვის გასაცნობად, ცოდნის გაღრმავებისა და ღირებული გამოცდილების მისაღებად. მსგავსი კონკურენციის პირობებში გამარჯვება კი უდიდესი აღიარებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალგაზრდები საერთაშორისო ასპარეზზე უმნიშვნელოვანეს შედეგებს ჩვენი უნივერსიტეტის მხარდაჭერით აღწევენ.ყველა ახალგაზრდას, რომელსაც მეცნიერებისკენ მიუწევს გული, ვუსურვებ გადაელახოს შესაძლებლობების ზღვარი და გაითვალისწინოს უმნიშვნელოვანესი რამ - მეცნიერება და მათემატიკა პროგრესის ქვაკუთხედია და ამ მიმართულებით ჩადებული დღევანდელი კონტრიბუცია ხვალინდელ სამყაროს შექმნის. ეს გამარჯვება მხოლოდ დასაწყისია. გილოცავთ ყველას!“, - აცხადებს დავით გურგენიძე.სტუ-ის ინფორმაციით, EUROMATH & EUROSCIENCE - 2025 საერთაშორისო სიმპოზიუმია, რომელშიც 9-18 წლის ასაკის მოსწავლეები მონაწილეობენ. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ ნაშრომები მათემატიკისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე, ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში, როგორიცაა: MATHFactor, SCIENCEFactor, MATHeatre და სხვა.

ეთერ ლიპარტელიანი თბილისის გრანდ სლემის ჩემპიონია

https://www.facebook.com/tiflisnews.ge/videos/2371384456560443თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ეთერ ლიპარტელიანმა მოუტანა (57კგ). ეს ლიპარტელიანისთვის ზედიზედ მეორე ოქროა თბილისურ შეჯიბრებაში, პირველად მან 2024 წელს მოიგო.ქართველმა ფინალში ფრანგ მარტა ფავაზთან 0-12 ჩამორჩენის შემდეგ, მობილიზება შეძლო და მეტოქე 13:12 დაამარცხა.იმავე წონაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი ნინო ლოლაძე გახდა, რომელმაც ძლიერ გერმანელ ძიუდოისტს, შტარკს იპონით სძლია.

ბოლო სიახლეები