არის ერთი მარტივი მისია, რომელიც ევროკავშირმა უნდა შეასრულოს, მათ მხარი უნდა დაუჭირონ დონალდ ტრამპის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„უნგრელებს კვლავ ძალიან მტკიცედ სჯერათ, რომ ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა ჩვენი ძალისხმევა და შესაძლებლობა მშვიდობის დასამყარებლად, რაც შეიძლება მალე. პირველ რიგში, ძალიან ქრისტიანული მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვკარგავთ ათასობით სიცოცხლეს ყოველდღიურად, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს. მეორე, ეკონომიკურადაც, რადგან ომი ძალიან, ძალიან ძვირია“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომის გამო ფასები ყველაფერზეა გაზრდილი და უნგრეთმა დაკარგა ექსპორტის შესაძლებლობა რუსეთში.
„ახლა, საბედნიეროდ, გვყავს ლიდერი, ვგულისხმობ, პრეზიდენტ ტრამპს, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ წამოიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები. რაც გვჭირდება არის ის, რომ მხარი დავუჭიროთ მას“, – აღნიშნა ორბანმა.
ორბანმა ასევე ისაუბრა ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარზე და განაცხადა, რომ ამ ფაქტით მხოლოდ მოხარულია.
„მე არ ვესწრებოდი სატელეფონო საუბარს. მე მხოლოდ მიხარია, როდესაც ლიდერები სხდებიან მაგიდასთან, რათა ისაუბრონ მშვიდობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტი არ წყვეტს ომზე საუბარს“, – განაცხადა ორბანმა.