ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლით.

კანდიდატი, გამოცდაზე (გეგმური გამოცდა) უარყოფითი შეფასების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ინტერვალით დაიშვება.

7 კალენდარული დღის ინტერვალით გამოცდაზე გასვლა  (გეგმური გამოცდა) არის უფასო.

კანდიდატს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნულ ვადაზე ადრე გასვლის უფლებით, რომლის საფასური შეადგენს 30 ლარს.

30 კალენდარული დღის ვადაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თბილისის გრანდ სლემი 2025 | ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები ცნობილია

თბილისში 21-23 მარტს ძიუდოში დიდი სლემის ტურნირი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 37 ქართველი ძიუდოისტი მიიღებს.ტურნირამდე წილისყრა ჩატარდა და შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენებმა მეტოქეების ვინაობა შეიტყვეს. შეჯიბრების ფინალური ბლოკების პირდაპირ რეპორტაჟებს სამივე დღეს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ. -60 კგ ნიკა ხუზაურაშვილი აზერბაიჯანელ ჰუსეინ ალაჰიაროვს შეხვდება, ამირან დარბაისელი – ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ აჩიტი დომბუუს, ჯაბა პაპინაშვილი – მურად მურადლის ასევე აზერბაიჯანიდან, თორნიკე მაზიაშვილი კი – კამოლიდინ ბახტიოროვს (უზბეკეთი). – 66 კგ თემურ ნოზაძის მეტოქე კონრად შოკა (ძიუდოს საერთაშირისო ფედერაცია) იქნება, ლაშა ნადირაძე აზერბაიჯანელ ნაზირ თალიბოვს დაუპირისპირდება, ლუკა საგანელიძე ასევე აზერბაიჯანელ რაშად იელკიევს, ხოლო ხვიჩა გაფრინდაშვილი – უნგრელ ბენჩე პონგრაცის. – 73 კგ ბაგრატ ნინიაშვილი ასპარეზობას სომეხ არტაკ ტოროსიანთან შეხვედრით დაიწყებს, მიხეილ ბახბახიშვილი კვიპროსელ ხრისტოს დიმიტრიადისს დაუპირისპირდება. ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი ლუსიან ბორს დუმიტრესკუსა (რუმინეთი) და ედოარდო მელას (იტალიას) შორის გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო გიორგი ჩიხელიძე – ან კაზბეკ ნაგუჩევს (არაბთა გაერთიანებული საამიროები) ან საიხან შაბიხანოვს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია). – 81 კგ ზაურ დვალაშვილის მეტოქე მაგერამ იმამვერდიევსა (აზერბაიჯანი) და იანივ აგრონოვს (ისრაელის) შორის გამარჯვებული იქნება, ვლადიმერ ახალკაცი ურთიერთობას ჰლებ ხატკუსკისთან (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია) გაარკვევს, კოტე კაპანაძე კენიელ ბრაიან ჩელიმოს შეხვდება, ხოლო ირაკლი ბეროშვილი – შვეიცარიელ ორელინ ბონფერონისს. – 90 კგ ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ლუკა მაისურაძე მერვედფინალში ნიდერლანდელ მარ ვან დაიკსა და მონღოლ გან-ერდენე ცერენბატს შორის გამარჯვებულს შეხვდება, სოსო ებილაშვილი – ბოსნიელ ტონი მილეტიჩს. გიორგი ჯაბნიაშვილი პირველ წრეში ტაჯიკ შოდმონ რიზოევს დაუპირისპირდება, ხოლო თავის შეხვედრას ნიკა ხარაზიშვილი ფრანგ ალექს მატიუს წინააღმდეგ ჩაატარებს. – 100 კგ ილია სულამანიძის მეტოქე გერმანიის სახელით გამომსვლელი გიორგი უძილაური იქნება. ნიკოლოზ ზაალიშვილი კვიპროსის წარმომადგენელ გეორგიოს კრუსანიოტაკისს შეხვდება, იმედა გოგოლაძე – აზერბაიჯანელ ელმარ გასიმოვს, ხოლო ისლამ წინწალაშვილი – ყირგიზ არტურ სანსიზბეკოვს. + 100 კგ წონის მთავარი ფავორიტი გურამ თუშიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით გამომსვლელ იბრაგიმ მარგიევს შეხვდება, საბა ინანეიშვილის მეტოქე გონჩიგსურენ ბატხუიაგს (მონღოლეთი) იქნება, გაბო მუკბანიანი ნიდერლანდელ იურ სპიიკერსს შეხვდება, ირაკლი დემეტრაშვილიც ნიდერლანდელ მეტოქეს დაუპირისპირდება – იელე სნიპესს. – 48 კგ ქალთა შორის უმსუბუქეს წონაში ჯულიეტა როდონაიას მოწინააღმდეგ ბრაზილიელი კლარის რიბეირო იქნება. – 52 კგ ანანო მორგოშია კენიელ შარონ ნდუნჯეს ბარიერის დაძლევას შეეცდება. – 57 კგ ამ წონაში ოთხი ქართველი გოგონა გამოვა. ნინო წიკლაური ავსტრიელ ვერენა ჰიდენს შეხვდება, ნინო ლოლაძე – ქსენია დანილოვიჩს (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), სოფიო ბედოშვილი – ქსენია გალიცკაიას (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი ბრაზილიელ ბიანკა რეისსა და აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადას შორის გამარჯვებულს. – 63 კგ გვანცა მჭედლიშვილი პირველ წრეს გამოტოვებს და მეორე წრეში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტს, ოლიმპიურ ჩემპიონ კლარის აგბენენუს შეხვდება. – 70 კგ მარიამ ჭანტურიას მეტოქე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი კელი პეტერსენ პოლარდი იქნება. + 78 კგ სოფიო სომხიშვილი საფრანგეთის ნაკრების წევრს რომან დიკოს შეხვდება.

პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნების“ გზა ჩიხში მიდის, საქართველო კი სწორედ ახლა უნდა ადგეს ფეხზე და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის

„ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ იყენებს „დიფ სთეითის“ და „გლობალური ომის ძალების“ მითს, რათა ხალხი დააშინოს და საკუთარი ღალატი გადაფაროს.„ეს „ქოცური“ ტრიუკია. მათ სჭირდებათ მტრის მუდმივი ხატი, რათა ყურადღება არ გამახვილდეს რეალურ პრობლემებზე. ქვეყანა იზოლაციაშია, კორუფციით ივანიშვილის კლანი გამდიდრდა, ხალხი კი გაღარიბდა. განსაკუთრებით ამორალურია მათი პროპაგანდა ომზე. „ქართული ოცნების“ ლოგიკით, თუ მე ახლა თავს დაგესხმებით, ეს ჩემი კი არა, თქვენი ბრალი იქნება, რატომ ვერ აიცილეთ აგრესია? „ქოცური“ ლოგიკით, თავდაცვა დანაშაულია.ეს იგივე პროპაგანდაა, რომლითაც კრემლი ამართლებს საკუთარ აგრესიას. ახლა ამ ნარატივს საქართველოში იმეორებენ, რათა ქვეყანას წაართვან არსებობის უფლება და თავისუფლება. ეს არის ჩვენი თავდაცვის ინსტინქტის მიზანმიმართული დაჩლუნგების მცდელობა. მათ უნდათ, რომ საქართველო უსუსური იყოს, რომ ხალხმა იფიქროს, მორჩა, სხვა გზა აღარ დარჩა. თუმცა ეს არ არის სიმართლე. სიმართლე ისაა, რომ მათი გზა ჩიხში მიდის, საქართველო კი სწორედ ახლა უნდა ადგეს ფეხზე და იბრძოლოს საკუთარი თავისუფლებისთვის“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

კახა კალაძე – გლობალური ომის პარტია თავის ინტერესს სადაც ვერ ატარებს, ხდება თავდასხმები, საქართველოში სასამართლოს ხელში ჩაგდებას ცდილობდნენ, რუმინეთი საუკეთესო მაგალითია, რატომ სჭირდებოდათ ეს

სახელმწიფო გადატრიალება ფინანსდებოდა გარედან, ეს არ არის ახალი, ხალხი უკვე ყველაფერს ხედავს. საპატრიარქოზე, პატრიარქზე, სარწმუნოებაზე, ეკლესიაზე დარტყმა ხდებოდა გარედან დაფინანსებით. ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.კალაძის თქმით, „ყველა ქვეყანაში, სადაც გლობალური ომის პარტია ვერ ახერხებს საკუთარი ინტერესის გატარებას, მაშინვე იწყება თავდასხმები, სასამართლოზე ზეწოლა, რისი ნათელი მაგალითიც არის რუმინეთი“.„ზოგადად, ყველა ქვეყანაში, სადაც გლობალური ომის პარტია ვერ ატარებს თავის ინტერესს, მაშინვე ხდება თავდასხმები, შეურაცხყოფები, საზოგადოების დაპირისპირება, სასამართლოზე ზეწოლა. ავიღოთ რუმინეთის მაგალითი. არაერთი განცხადება გაგვიკეთებია, როგორ ცდილობდნენ საქართველოში სასამართლოზე ზეწოლას, სასამართლოს ხელში ჩაგდებას და რატომ სჭირდებოდათ ეს? რუმინეთი არის საუკეთესო მაგალითი – პირდაპირ საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმეს. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და საერთოდ გააუქმეს არჩევნების შედეგები. სასამართლოს მიაღებინეს გადაწყვეტილება და ოპოზიციის კანდიდატი საერთოდ მოხსნეს, არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მთავარ მიზეზად დაასახელეს, რომ ერთ-ერთ სოციალურ პლატფორმაზე მან უფრო მეტი თანხა დახარჯა, ვიდრე მეორემ. წარმოგიდგენიათ, რა აბსურდი ხდება ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში? ამიტომ ხდება სასამართლოზე შეტევა, ამიტომ მიმდინარეობდა ზეწოლა საქართველოს მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, მეორე ფრონტთან დაკავშირებით სანქციები, საზოგადოების გახლეჩა, დაპირისპირება და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ვხედავდით, რომ ფულს აგროვებდნენ, რათა შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას“ – ვატო შაქარიშვილი

"ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას" - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი საუბრობს. სწორედ "ნეიტრალური საქართველოა", რომლის მიმართვის საფუძველზეც, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, რომლის ფარგლებშიც 5 ფონდს ყადაღა დაედო."იგივე ჯარიმების ნაწილში, რასაც თავად აღიარებენ, რომ ისინი იხდიდნენ კონკრეტულ სამართალდამრღვევთა ჯარიმებს, ეს პირდაპირ ნიშნავს მოწოდებას და წახალისებას, რომ რეციდივი მოხდეს და განმეორებით ჩაიდინონ ადამიანებმა დანაშაული. არა მხოლოდ ის ადმინისტრაციული დანაშაულები, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულები. ჩვენ ვხედავდით, რომ ისინი პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ფულს აგროვებდნენ, ფულის აკუმულირება ხდებოდა იმისთვის, რომ შეესყიდათ პიროტექნიკა, სხვა მატერიალური საშუალებები, რომლებიც სჭირდებოდა ძალადობრივი პროტესტის ორგანიზებას, რაც მიზნად ისახავდა მსხვერპლს და პროცესების მაიდანიზაციას. ვხედავდით, რომ ჩვენ გმირ პოლიციელებს ისინი ცეცხლს უხსნიდნენ ფოიერვერკების საშუალებებით, სწორედ ამ ფულით ხდებოდა მათი შესყიდვა. დღეს ჩვენს ქვეყანას, ისე როგორც არასდროს, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა და ამის მიღწევა არის შესაძლებელი მხოლოდ ამ აგენტურული ქსელის დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთით," - აცხადებს ვატო შაქარიშვილი.

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის მკვლელობის დამკვეთი: მედია

ცნობილი ხდება ვაკეში მოკლული ბიზნესმენის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის დამკვეთი.მედია წერს, რომ „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობა „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“ ლაშა შუშანაშვილმა დაუკვეთა.ლაშა შუშანაშვილი (ლაშა რუსთავსკი)შეგახსენებთ, რომ, 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა. მკვლელობის დღეს ის ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მკვლელი მას სადარბაზოსთან ჩაუსაფრდა და 10-მდე ტყვია ესროლა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გავრცელებული ინფორმაციით, "კილერს" სილიკონის ნიღაბი ეკეთა. შემთხვევის ადგილას ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ, სამართალდამცველებმა მისი ვინაობის დადგენა მალევე შეძლეს.მკვლელობის საქმეზე დაკავებულია გელა უძილაური.ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ბრალის დადასტურების შემთხვევაში, უძილაურს 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. 14 მარტს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

ბოლო სიახლეები