ხუთშაბათი, მარტი 20, 2025

დიმიტრი ხუნდაძე მოქმედ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე: „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან

„ნარკოტიკებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიღება მერვე მოწვევის პარლამენტში დაიწყო და მახსოვს, რომ მაშინაც ამ პროპაგანდის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე და ზურა-გირჩი ჯაფარიძე. მაშინ ჯანდაცვის კომიტეტზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გამოტანილი იქნა კანონპროექტი, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად პროექტი ვერ გავიდა. შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემოტანილი იქნა ჩვენი წინააღმდეგობის შედეგად ნაწილობრივ შეცვლილი კანონპროექტი და ისევ პროპაგანდის ხარზე დაიწყო მისი მხარდაჭერა (დღეს ეს კანონია მოქმედი), – განაცხადა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისი თქმით, „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან.

„მინდა აღვნიშნო, რომ დეპუტატთა იმ ნაწილმა, რომელიც ძირითადად ექიმებს წარმოადგენდა, მათ შორის მეც, გამოვხატეთ პრინციპული წინააღმდეგობა და მივედით იქამდე, რომ კვორუმის არ შედგენის მიზნით არ დავესწარით კომიტეტის სხდომას. მინდა მეტი სიმართლის პრინციპით ვისარგებლო, რომ მეტი იცოდეს საზოგადოებამ. მაშინ სამწუხაროდ კომიტეტის კვორუმი შეივსო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით. ანუ „ქართული ოცნების“ წევრები იქ არ იყვნენ და კვორუმი შედგა ოცნებისტი ლიბერალებით, რომელთა ნაწილი დღეს ოპოზიციაშია, ნაწილი კი აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. კარგად მახსოვს, ნიკანორ მელია არ ესწრებოდა სხდომას და კვორუმი რომან გოცირიძით შეავსეს. ჩატარდა კომიტეტის სხდომა. რა თქმა უნდა, მე რბილად ვყვები, თორემ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი დაძაბულობა იყო. ასევე მსურს ობიექტურობისთვის ვთქვა, რომ მაშინ ბატონი მამუკა მდინარაძის მხრიდან პოზიტიური ჩართულობა იყო და მსურს ამისთვის დღეს მას მადლობა გადავუხადო.

ახლა ვთქვათ ის, თუ რას ვეწინააღმდეგებოდი და რატომ ვყვები ახლა ამ ისტორიას. რომ არა მაშინდელი წინააღმდეგობა, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა და მაინც დადგა მძიმე შედეგი, წარმოდგენილი კანონის ის ვარიანტი რომ მიღებულიყო, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება – გასაღება იყო გამიჯნული ერთმანეთისგან და გავრცელების შემთხვევაში შემოტანილი იყო სახდელი 300 ლარის ოდენობით. ანუ ეს იყო ნარკომოვაჭრის სახდელი. ის გადაიხდიდა 300 ლარს და გავრცელებაში გზა ჰქონდა ხსნილი. გავრცელება ფულადი ინტერესით იქნება, თუ მის გარეშე, საზოგადოების ზიანი მაინც თანაბარია.

ასევე ვეწინააღმდეგებოდით შემდეგი სახის ჩანაწერს – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შენახვა, გადაზიდვა, საქართველოში უკანონო შემოტანა ან გატანა, ტრანზიტით ან საერთაშორისო გადაზიდვით გამოიწვევდა დაჯარიმებას 100 ლარამდე ოდენობით – ანუ იხსნებოდა ნარკომოვაჭრეთა კარი საზღვარზე. ასევე იყო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიწვევდა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ანუ ნარკომომხმარებელი არასრულწლოვანთან ერთად შევიდოდა თრობაში, აჩვენებდა არასრულწლოვანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი შანსია, რომ საინტერესო, მისაბაძი ან წამახალისებელი გახდეს ეს ფაქტი და თუკი ამას ჩაიდენდა ზრდასრული ადამიანი, მაშინ ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდებოდა.

ასევე, მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნარკოტიკული თრობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წარმოიდგინეთ მფრინავი ზის საჭესთან, ჰაერშია მგზავრებთან ერთად და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. არადა რამხელა რისკია მგზავრებისთვის. ან მაგალითად ავიღოთ ქირურგი – გასკდა მუცლის ღრუ, ან აკეთებს თავის ქალის ტრეპანაციას ნარკოტიკული თრობის ქვეშ და თუ მძიმე შედეგი დადგებოდა, ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. ან ვთქვათ მასწავლებელი – არასრულწლოვანებთან მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რა საგანს ასწავლის, მათთან არის კონტაქტში პრაქტიკულად ყოველდღე და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამას უყურებენ მოსწავლეები, ანუ ის თაობა, რომლის ფსიქოემოციური სტრუქტურა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ასეთი საკითხები ზოგჯერ მათთვის საინტერესოა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესს (რაც ხდებოდა პარლამენტში), საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გარედან აქციების სახით. ამაში მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ბოლო პროცესებში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩევა და დღესაც ვუყურებთ მათ სახეებს. მინდა გითხრათ, რომ „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად ამ კანონპროექტის შემოქმედი იყო, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან და მას 2018 წელს ღიად დავუსვით კითხვა (ესეც ხელმისაწვდომია მედიასაშუალებებში), თუ საიდან ფინანსდება ნარკოტიკების პროპაგანდა და ლიბერალიზმის ის ხარისხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ძალიან მძიმე შედეგს დააყენებდა და ეს შედეგი დღეს, სამწუხაროდ, დადგა. ასევე იყო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც პირდაპირ იყო მომართული იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ნარკოპოლიტიკის განხილვის დროს, პროცესზე ზეწოლა გარედან მოეხდინა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო ორკესტრირებული. ეს არის სწორედ იმის ნაწილი, რასაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვუყურებთ – ფსევდოლიბერალური დამოკიდებულებები და ზოგადად ლიბერალიზმი, უკიდეგანოდ დაუთვლელი და გაუთვლელი ზიანის მომტანია.

ასე რომ, მე რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ. გარკვეული შენიშვნები იქნება, მაგრამ ეს არის ის ნაწილი, რაც განიხილება მეორე მოსმენის დროს და მაშინ მე ამ კითხვებს დავსვამ. ასევე მექნება კოლეგიალური რჩევა – თქვენ ხედავთ, რომ „ხალხის ძალის“ პროგნოზები, მათი პოლიტიკური ხედვები, ქმედებები, სიმართლის ხარისხი, არის სასარგებლო მმართველი გუნდისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ეს პრაქტიკამ უკვე დაადასტურა. ეს ასევე დასტურდება ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისითაც, როცა „ხალხის ძალაში“ მყოფი დეპუტატების (ერთ-ერთი მათ შორის მეც ვარ), მიერ 2017-2018 წლებში დანახული რისკები დღეს გამართლდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო გამართლებაა, მაგრამ, თურმე ესეც საყურადღებოა და ამიტომ, გთხოვთ მეტი ფასი დავადოთ „ხალხის ძალის“ ხედვებს, პროგნოზებს, შემოთავაზებებს. ეს წაგადგებათ თქვენ, წაადგება ქვეყანასაც და წაადგება საზოგადოებასაც“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიეგო მარადონას საქმეზე პოლიციელები დაკითხეს – მათ გარდაცვლილი ფეხბურთელის სახლში ნანახზე მძიმე დეტალები გაამხილეს

არგენტინაში გრძელდება დიეგო მარადონას გარდაცვალებისას ექიმების სავარაუდო გულგრილობის საქმეზე სასამართლო პროცესი. მორიგ სხდომაზე დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დაწვრილებით აღწერეს, რა აღმოაჩინეს სიკვდილის ადგილას მისვლის შემდეგ.კომისარმა ლუკას ბორხემ, რომელიც პოლიციელთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ მიიღო სატელეფონო ზარი მარადონას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ და ადგილზე მისვლის შემდეგ ნანახმა გაუმძაფრა ეჭვი იმაზე, რომ ლეგენდას არასათანადოდ უვლიდნენ.„ვერ ვნახე ვერანაირი სამედიცინო ნივთი ოთახში. მარადონას ზეწარი ჰქონდა გადაფარებული და მუცელი არაბუნებრივად იყო გაბერილი.ეს არ იყო ავადმყოფისთვის განკუთვნილი საწოლი, არამედ ჩვეულებრივი მატრასი. და ოთახში არ იყო დეფიბრილატორი“, – მოჰყავს ბორხეს სიტყვები გაზეთ Olé-ს.„გაოცებული დავრჩი, როცა მარადონა ასეთ მდგომარეობაში ვიხილე. არასოდეს მეგონა, რომ ამგვარი სურათის წინაშე აღმოვჩნდებოდი. უპრეცედენტო, სრულიად არაადეკვატური და უპასუხისმგებლო ჰოსპიტალიზაცია სახლში“, – განაცხადა კომისრის თანაშემწემ ლუკას ფარიასმა.შეგახსენებთ, რომ სასამართლო ცდილობს დაადგინოს, დამნაშავენი არიან თუ არა ბრალდებულები, მათ შორის პირადი ექიმი ლეოპოლდო ლუკე და ფსიქიატრი აგუსტინა კოსაჩოვი. პროკურატურა ამტკიცებს, რომ მარადონას არ მიუღია სათანადო სამედიცინო მზრუნველობა, იმ დროს, როცა დაცვის მხარე ირწმუნება, რომ ყოფილი ფეხბურთელის ოჯახმა მკურნალობის პირობები მიიღო.არაგანზრახ მკვლელობაში ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

VIDEO: „ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში…“ – თათია პაჭკორია

„ქართულ ოპოზიციას აქვს ის პრობლემა, რომ ის საერთოდ ვერ ერკვევა გლობალურ პოლიტიკურ საკითხებში...“ - ამის შესახებ პროფესორმა, თათია პაჭკორიამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა

აშშ-მა იემენზე საჰაერო იერიში მიიტანა.როგორც „როიტერი“ წერს, იემენელი ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი ტელეარხი „ალ მასირა“ იუწყება, რომ აფეთქებების ხმა იემენის დედაქალაქ სანაში გაისმა.მათივე ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმები აეროპორტთან ახლოს მოხდა.დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ირანს მოუწოდებდა, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა „ჰუსიტებისთვის“ სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-მა იემენზე იერიში მიიტანა. 16 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის იემენზე მიტანილი თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი იყო დაღუპული, ხოლო 101 დაშავებული. იერიშის მიზეზად აშშ-მა შეიარაღებული ჯგუფის მხრიდან წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებული თავდასხმები დასახელდა.იემენელმა ჰუსიტებმა წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა ღაზაში ისრაელ-„ჰამასის“ ომის საპასუხოდ დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – გუბაზ სანიკიძემ თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, არავის აინტერესებს ზურაბიშვილის აზრიო, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასე იქნება ჩამოწერილი ზურაბიშვილი

როგორც ხდება ხოლმე მოძველებული საქონლის ჩამოწერა, ისე აქვს უკვე დაწყებული „დიფ სთეითს“ სალომე ზურაბიშვილის ჩამოწერის პროცესი და ამის შედეგებს მალე დაინახავთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრინციპულობით გამორჩეულმა პოლიტიკოსმა – გუბაზ სანიკიძემ ორი დღით ადრე ზურაბიშვილს თამარ მეფე უწოდა და ორ დღეში მას ათქმევინეს, რომ ზურაბიშვილის აზრი არავის აინტერესებდა.„ზურაბიშვილი სოროსის ფონდის ოფისში დასვეს, რაღაც საოცარი მოვლენაა, დაარქვეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატი და დღეს უკვე „ნაცმოძრაობას“ აგინებინებენ. გუბაზ სანიკიძე, პრინციპულობით გამორჩეული პოლიტიკოსი გამოვიდა, ორი დღით ადრე თამარ მეფე დაუძახა და ორ დღეში ათქმევინეს, რომ არავის აინტერესებს მისი აზრიო, მეორე დღეს გამოიყვანეს ხაბეიშვილი და ათქმევინეს, რომ ეგ პრეზიდენტი აღარ არის და მაგის აზრი აღარ გვაინტერესებსო. ჩამოწერა მიდის თანდათანობით, როგორც მოძველებული პროდუქტი, ასევე იქნება ჩამოწერილი, ეს არის აშკარად „დიფ სთეითის“ გადაწყვეტილება. ყველაფერი გარედან იმართება. თუ „დიფ სთეითი“ არ დაავალებს არაფერს, არც ხაბეიშვილი იტყვის, არც გუბაზ სანიკიძე და არც ვინმე სხვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ჯორჯია მელონი – ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს, თუ ის არ გეგმავს მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ...

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის განცხადებით, ნატო-ს მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება არის ყველაზე მარტივი და ეფექტურ წინადადება, რადგან რუსეთის შესაძლო ბლეფს გამოააშკარავებს.„რუსეთი თუ არ გეგმავს თავის მეზობელ ქვეყნებში კვლავ შეჭრას, მაშინ გაუგებარია, რატომ არ უნდა მიიღონ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც მხოლოდ თავდაცვითია“, – აღმიშნა მელონიმ.მისივე თქმით, მეხუთე მუხლის უკრაინაზე გავრცელება მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს განხილული.„მონურად არ უნდა მივყვეთ სხვების მიერ წამოყენებულ წინადადებებს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, რა არის ჩვენი პოზიცია. ჩვენი როლი მდგომარეობს იმაში, რომ მონაწილეობა მივიღოთ საკუთარი წინადადებებით“, – განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.

ბოლო სიახლეები