ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ წერეთელმა და კომპანიის – „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვარდუაშვილმა უნივერსიტეტსა და ფარმაცევტულ საწარმოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის კვალიფიციური განათლების მიღებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, რაც ერთი მხრივ, განავითარებს სტუდენტთა პრაქტიკულ უნარებს, ხოლო მეორე მხრივ, გააძლიერებს კომპანიის კვლევით და პროფესიულ რესურსებს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს უნივერსიტეტსა და კომპანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის დარგში ინოვაციების დანერგვასა და პროფესიონალური კადრების მომზადებას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა მისცეს, არამედ პრაქტიკული გამოცდილებაც, რაც მათ პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც თამარ წერეთელმა აღნიშნა, „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, ბიოტექნოლოგიის, ქიმიის, ფარმაციისა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებების სტუდენტებს ექნებათ კვლევით პროექტებში ჩართვისა და წამყვან ფარმაცევტულ კომპანიაში პრაქტიკული ტრენინგის გავლის შესაძლებლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს, თეორიული ცოდნა რეალურ პრაქტიკასთან დააკავშირონ და მიიღონ ის უნარები, რომლებიც წარმატებული კარიერისთვის არის აუცილებელი.

„განათლება, მეცნიერება და ინდუსტრია ერთად ქმნიან მომავალს, სადაც ინოვაცია და მაღალი ხარისხი დგას განვითარების სათავეში. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ პარტნიორობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია ინოვაციებისა და სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერა. ამ თანამშრომლობით ჩვენ შევქმნით ერთობლივ კვლევით პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი ფარმაცევტული ტექნოლოგიების, ხარისხის კონტროლის მეთოდებისა და ჯანდაცვის გადაწყვეტილებების განვითარებას. ეს არა მარტო ჩვენს სტუდენტებს და მეცნიერებს წაადგება, არამედ საქართველოს ფარმაცევტული სექტორის გაძლიერებასაც შეუწყობს ხელს. მჯერა, რომ ეს პარტნიორობა მოიტანს კონკრეტულ და ხანგრძლივ შედეგებს, რომლებიც ჩვენს სტუდენტებსა და საქართველოს ფარმაცევტულ სექტორს მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. ჩვენ ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას კომპანიასთან და იმ წარმატებებს, რასაც ჩვენი სტუდენტები ამ შესაძლებლობის სრული გამოყენებით მიაღწევენ“, – განაცხადა თამარ წერეთელმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ნატო ქათამაძის თქმით, მემორანდუმი სტუდენტთა კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მათ ექნებათ საშუალება შეიძინონ პრაქტიკული გამოცდილება, ჩამოაყალიბონ პროფესიული კავშირები და მნიშვნელოვნად გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ისწრაფვის სტუდენტებისთვის არა მხოლოდ თეორიული ცოდნის, არამედ პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებისკენ, რაც მათ რეალურ გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმარება. „ჯი ემ ფარმასიუთიქალსთან“ თანამშრომლობა ამ ხედვის ნათელი დასტურია. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენს სტუდენტებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტების გამოცდილება, გაეცნონ უახლეს ტექნოლოგიებს და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამ თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანია განათლებასა და დასაქმებას შორის კავშირის გაძლიერება, რათა ჩვენი სტუდენტები სრულად მომზადებულნი შეხვდნენ შრომის ბაზრის მოთხოვნებს. დიდი მადლობა კომპანიას სტუდენტების პროფესიული განვითარებისა და განათლების მხარდაჭერისთვის. მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა არაერთ მნიშვნელოვან მიღწევას მოგვიტანს და გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატების სიმბოლო გახდება“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ

დღეს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ფანტასტიკური სატელეფონო საუბარი ჰქონდათ, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.თეთრ სახლში აღნიშნეს, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთად მუშაობას ომის რეალური დასასრულის მისაღწევად და რომ პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობით მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.„პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის სრულად გააცნო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მისი საუბრისა და განხილული საკითხების შინაარსი. მათ განიხილეს კურსკის ოლქში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ ინფორმაციის მჭიდრო გაზიარებაზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მოითხოვა საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემები მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის სარაკეტო სისტემები. პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან მუშაობას, რათა გაარკვიოს, თუ რა არის ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით ევროპაში“, - აღნიშნულია განცხადებაში.გარდა ამისა, ორი ლიდერი ასევე შეთანხმდა ენერგეტიკული ობიექტების წინააღმდეგ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე, ხოლო „ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან, რათა განიხილონ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოება შავ ზღვაზე ცეცხლის სრული შეწყვეტამდე და შეთანხმდნენ, რომ ეს შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი ომის სრული დასრულებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ“.„პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე ისაუბრა უკრაინის ელექტრომომარაგებაზე და ატომურ ელექტროსადგურებზე. მისი თქმით, აშშ-ს შეუძლია ძალიან სასარგებლო იყოს ამ სადგურების მართვაში. ამ სადგურების ამერიკული საკუთრება იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე – ევროკავშირის ბიუროკრატიიდან კონკრეტული ადამიანები საუბრობენ, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას, ასეთ დროს, რატომ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სურთ, საქართველოში მეორე ფრონტი...

დღეს, ერთადერთი ვინც საუბრობს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა შეწყდეს ომი უკრაინაში, არის ამერიკის ახალი ადმინისტრაცია, რაც შეეხება ევროპულ ბიუროკრატიას, ევროპელ პოლიტიკოსებს, ისინი აკრიტიკებენ ტრამპის მიდგომას და ყველანაირად ცდილობენ, დაბრკოლებები შეუქმნან მის სამშვიდობო პროცესს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმa, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი, რაც პირდაპირ მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ.„გაგახსენებთ კონკრეტულ განცხადებებსაც კი, ევროკავშირის წევრი ერთ-ერთი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, წამოცდენა დავარქვათ ამას, თუ არ ვიცი, რა დავარქვათ, რომ ახლა მშვიდობა უკრაინაში შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ომი უკრაინაშიო. ამაზე მეტი რა უნდა გვითხრას, რომ კარგად გავიაზროთ ევროპელი ბიუროკრატების დამოკიდებულება უკრაინაში ომის მიმართ. პირიქით, ეს ბიუროკრატია არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენლობა, ვსაუბრობ კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ პოლიტიკას ევროკავშირში, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ ხელი უნდა შეუწყონ ომის გახანგრძლივებას უკრაინაში. ასეთ დროს რატომ უნდა გაგვიკვირდეს ის, რომ კონკრეტულ ადამიანებს სურდათ და დღესაც სურთ, რომ იხილონ ანალოგიური პროცესები საქართველოში, ვგულისხმობ მეორე ფრონტს. პირდაპირ ხელის გულზე დევს მათი განცხადებები, პირდაპირ უქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს პრეზიდენტ ტრამპს იმ გზაზე, რასაც ჰქვია სამშვიდობო პროცესის წარმართვა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე – აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც დაწყებულია და იმედი გვაქვს, მალე მივა ბოლომდე

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის განმავლობაში ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლით.კანდიდატი, გამოცდაზე (გეგმური გამოცდა) უარყოფითი შეფასების მიღებიდან 7 კალენდარული დღის ინტერვალით დაიშვება.7 კალენდარული დღის ინტერვალით გამოცდაზე გასვლა  (გეგმური გამოცდა) არის უფასო.კანდიდატს, ასევე, უფლება აქვს ისარგებლოს აღნიშნულ ვადაზე ადრე გასვლის უფლებით, რომლის საფასური შეადგენს 30 ლარს.30 კალენდარული დღის ვადაში, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის წარმატებით ვერ ჩაბარების შემთხვევაში, თეორიული გამოცდის დამაკმაყოფილებელი შედეგი კარგავს იურიდიულ ძალას.

ირაკლი კობახიძე – ორმხრივი პოლიტიკური ნება თუ იქნება, რომ ქვეყნებს შორის ჯანსაღი დამოკიდებულება იყოს, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, აშშ-საქართველოს ურთიერთობები აღდგება

ღირებულებითი თანხვედრა მკაფიოდ ჩანს, მათ შორის საჯარო გზავნილებიდან, რასაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, დანარჩენი არის დამოკიდებული კონკრეტულ ნაბიჯებზე, ასევე იმაზე, თუ რამდენად გათავისუფლდება ახალი ადმინისტრაცია სრულად „დიფ სთეითისგან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში – „დღის თემა“ განაცხადა.მისივე თქმით, თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება და სამართლიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ამ შემთხვევაში, ურთიერთობები აღდგება.„ბევრი ნიუანსია, რა თქმა უნდა, რაც იქნება მნიშვნელოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ არსებითად შევთანხმდეთ ორმხრივ სურვილზე. თუ იქნება ორმხრივი პოლიტიკური ნება, რომ იყოს ჯანსაღი დამოკიდებულება ქვეყნებს შორის, საქართველოს მიმართ იყოს სამართლიანი დამოკიდებულება, იმისგან განსხვავებული, რასაც ვხედავდით ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ურთიერთობები აღდგება, ჩვენ გვაქვს ფრთხილი ოპტიმიზმი, იქიდან გამომდინარე, რომ „დიფ სთეითი“ ჯერ კიდევ არის ადგილზე. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები