ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

გერმანული გამოცემა: კაია კალასს საქმეები კარგად არ მისდის

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი საკუთარ მოვალეობას კარგად ვერ ასრულებს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung (FAZ) ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კალასის ინიციატივა უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ჩავარდა.

მიუხედავად იმისა, რომ კალასმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ მის გეგმას წევრ სახელმწიფოებში დიდი მხარდაჭერა აქვს, გერმანული გამოცემა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ გეგმა დეტალებისა და ტექნიკური საკითხების დახვეწას საჭიროებს, რამდენიმე ქვეყანა მას პრინციპულად ეწინააღმდეგება.

„ინიციატივას ეწინააღმდეგება არა მხოლოდ უნგრეთი, არამედ საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პორტუგალია. ეს ქვეყნები დიდი შენატანის გაკეთებას მკვეთრად ეწინააღმდეგებიან. ჯერ-ჯერობით უკრაინისთვის მათი ერთობლივი დახმარება დანიაზე ნაკლებს წარმოადგენს“, – წერს გამოცემა.

როგორც გამოცემა იუწყება, უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფის ინიციატივა მის წინამორბედს, ჟორეფ ბორელს ეკუთვნოდა, თუმცა კალასმა თანამდებობის დაკავებისთანავე ის უარყო. გერმანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ კალასმა ეს თემა კვლავ გახადა აქტუალური მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის შემდეგ.

„ზოგი დიპლომატი ამტკიცებს, რომ ის უკეთ უნდა მომზადებულიყო, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებსაც ბორელთან უფრო მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდათ“, – წერია სტატიაში, სადაც სავარაუდოდ ბორელის კარგი კავშირები სამხრეთევროპულ ქვეყნებთან იგულისხმება.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კალასის სისუსტეზე მეტყველებს, გამოცემის აზრით, არის ევროკავშირის სურვილი უკრაინის კრიზისის მოგვარებაში მონაწილეობის შესახებ, სადაც დღესდღეობით შუამავლის როლს მხოლოდ აშშ ასრულებს.

„ზოგი დიპლომატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა თავად ჩამოიშორა საკუთარი თავი, რადგან ვაშინგტონს ძალიან აკრიტიკებდა. მან ტრამპის ზეწოლას უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით „ბინძური გარიგება“ უწოდა და როცა ვაშინგტონში ჩავიდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მასთან შეხვედრა გადატვირთული გრაფიკის გამო გააუქმა. კალასმა ისიც ვერ მოახერხა, რომ აშშ-ის მთავრობის რომელიმე წარმომადგენელთან გაემართა შეხვედრა“, – წერს გამოცემა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

კორუფცია ევროპარლამენტში: ჩინური „ჰუავეის“ მიერ მოსყიდვის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული, ტარდება ახალი ჩხრეკები

ბელგიის ფედერალური პროკურატურის მიერ სამშაბათს, 18 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია „ჰუავეის“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციას უკავშირდება, ხუთი პირია დადანაშაულებული. „ამ დროისთვის მოსამართლემ ოთხ პირს ბრალი აქტიური კორუფციისა და კრიმინალური ორგანიზაციის ხელმძღვანელობისთვის წაუყენა, მეხუთე პირი კი ფულის გათეთრებაშია დადანაშაულებული. ოთხი პირი დაკავებულია, ხოლო მეხუთე პირობით გაათავისუფლეს“, - აცხადებს პროკურატურა და იქვე დასძენს, რომ ორშაბათს ბრიუსელში, ევროპარლამენტის ოფისებში ახალი ჩხრეკები ჩატარდა.სასამართლოს გადაწყვეტილებით, ევროპარლამენტის ზოგიერთი ოფისი ჯერ კიდევ 13 მარტს დაილუქა. იმავე დღეს, ასამდე პოლიციელმა 21 ჩხრეკა ჩაატარა ბელგიასა და პორტუგალიაში. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიზეზია ევროპარლამენტში სავარაუდო კორუფციის საქმეზე მიმდინარე გამოძიება, რომელშიც ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეის“ ლობისტები იყვნენ ჩართულები. ამ უკანასკნელებმა სავარაუდოდ მოისყიდეს ევროპარლამენტარები, რათა მათ ისეთი პოლიტიკური პოზიცია დაეკავებინათ, რომელიც ევროპაში „ჰუავეის“ კომერციულ ინტერესებს გააძლიერებდა და ამ გზით ჩინური კომპანია დაუპირისპრდებოდა აგრესიულ ამერიკულ ლობირებას, რომელსაც „ჰუავეი“ 2019 წლიდან აწყდება. ევროპარლამენტარების მოსყიდვა სხვადასხვა ფორმით ხორციელდებოდა: საჩუქრებით, კვების ხარჯების ანაზღაურებით, მოგზაურობებით, ფეხბურთის მატჩებზე მოსაწვევების გადაცემით... გამოცემების: Le Soir-ის, Knack-ის, RTBF-ის, Follow The Money-ის და Reporters United-ის ცნობით, ერთმა ან რამდენიმე ევროპარლამენტარმა ფული პორტუგალიაში არსებული კომპანიის მეშვეობით მიიღო, რომლის ჩხრეკა უკვე ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გამომძიებლები „დაინტერესებულები“ არიან დაახლოებით 15 ევროდეპუტატის საქმიანობით, რომელებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენენ.

ტრამპი: ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.„ახლახან დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. სატელეფონო საუბარი დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. განხილვის დიდი ნაწილი დაეფუძნა გუშინ პრეზიდენტ პუტინთან ჩატარებულ ზარს, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის მოთხოვნები და საჭიროებები ერთმანეთს დავუახლოვოთ. ჩვენ სწორ გზაზე ვიმყოფებით და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ მაიკლ უოლცს ვთხოვ, წარმოადგინონ ზუსტი აღწერა განხილული საკითხების შესახებ. ეს განცხადება მალე გამოქვეყნდება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

პუტინი: რუსეთის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსულმა ჯარებმა კურსკის ოლქში წარმატებული სამხედრო ოპერაციები ჩაატარეს.მისი თქმით, რუსული არმია კურსკის ოლქში მოწინააღმდეგის დაჯგუფების განადგურებას ასრულებს.„ჩვენმა ჯარებმა ცოტა ხნის წინ ჩაატარეს არაერთი სწრაფი, საკმაოდ თამამი, ეფექტური ოპერაცია და ასრულებენ მოწინააღმდეგის ჯარების დაჯგუფების განადგურებას კურსკის ოლქში“, - აღნიშნა მან.

ვილი სანიოლი სომხეთთან მატჩის შესახებ – იმედი მაქვს, გულშემატკივარს ხვალაც გავახარებთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე სომხეთთან მატჩამდე ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.„ხომ არ დავუბრუნდებით 4-3-3 სისტემას? ცვლილებების დრო მოდის. წინა ფორმაცია, 3-5-2, წარმატებით გამოვცადეთ, მაგრამ ფეხბურთი სულ ვითარდება და უახლოეს პერიოდში ახალ სქემას აუცილებლად მოვსინჯავთ.ხვიჩას გარეშე, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება იმავე სისტემით თამაში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მთავარია გუნდური დისციპლინა. ეს საქართველოს ნაკრებში უმაღლეს დონეზე იყო, თუმცა ბოლო მატჩებში გარკვეულწილად დავკარგეთ. იმედი მაქვს, ხასიათს დავიბრუნებთ. ვიმედოვნებ, რომ თამაშს კარგად დავიწყებთ, რაც ჩვენი მიზანია.შემოდგომაზე ბევრ ფეხბურთელს ფსიქოლოგიური და ფიზიკური დაღლილობა ეტყობოდა, რაც ბუნებრივი იყო. თუმცა დიდ იმედს ვამყარებ იმაზე, რომ მათ მოახერხეს ფორმის აღდგენა.სომხეთის ნაკრები ახალმა მწვრთნელმა ჩაიბარა, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, რომ აგრესიულად ითამაშებენ. რაც შეეხება გულშემატკივარს, შეჩვეულები ვართ, რომ უცხოეთშიც ბევრი გვამხნევებს. ბულგარეთსა და კვიპროსში გასვლით მატჩებზე ჩვენ გვერდით უამრავი ქომაგი იყო. იმედი მაქვს, მათ ხვალაც გავახარებთ“, – განაცხადა სანიოლმა.ერთა ლიგაზე სომხეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი 20 მარტს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან კოორდინაციით ევროპელ ლიდერებთან გაიგზავნება ერთობლივი წერილი, რათა ევროპული საბჭოს დღის წესრიგში საქართველოს საკითხიც შევიდეს

ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა.„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა, გაფართოება. ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე, შემდეგ კი იმაზე, რომ არის ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაძლიერდეს. შავ ზღვაზე დღევანდელი „ქართული ოცნება“ აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული.ასევე, როცა ლაპარაკია, რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა ისეთი გამოწვევა არსებობდეს დღეს, რომელიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.„ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭო, რომელიც ჩატარდება ალბათ ივნისში, დღის წესრიგში უშუალოდ ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი. მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ, დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები