როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ინფორმაციას FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტის შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რაშიც 600 000 დოლარი გადაიხადა.
ანალიტიკოსის განცხადებით, გილაური ისეთივე უშანსოა, როგორც სალომე ზურაბიშვილი და მის დასავლელ კურატორებს გაწბილება ელით.
“როგორი წარუმატებელიც იყო დავით კეზერაშვილის ლობიზმი აშშ-ში, ასეთივე იქნება ურეიტინგო ნიკა გილაურის მიერ გადაყრილი 600 ათასი დოლარის ეფექტი თვითპრომოუშენისთვის. მეგალომანია არაპოპულარული ნაცპოლიტიკოსების ერთ-ერთი მახასიათებელია. გაწბილდებიან ნიკა გილაური და მისი დასავლელი კურატორები, რადგან რადიკალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა ის ვერ გახდება. უშანსოა, როგორც ტრაგიკომიკური სალომე ზურაბიშვილი.
აწი იქნება ცალკეული ამერიკელი პოლიტიკური აქტორების ბლა ბლა კომენტარები საქართველოს ექს-პრემიერ გილაურზე, შეკვეთილი უხარისხო სტატიები და ა.შ.
FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.” – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.