ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

დონალდ ტრამპი – ვფიქრობ, მეგობრულად ვიქნებით როგორც ჩინეთთან, ისე რუსეთთან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ფიქრობს, რომ მეგობრული ურთიერთობები ექნება როგორც ჩინეთთან, ასევე რუსეთთან.

ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივესთან მეგობრულად ვიქნებით. ჩინეთს ვაჭრობის კუთხით ჩვენ ძალიან ვჭირდებით, მაგრამ ჩვენ დეფიციტი უნდა გამოვასწოროთ. ახლა ჩინეთთან ტრილიონზე მეტი დოლარის დეფიციტი გვაქვს. ეს დაუჯერებელიც კი არის და ჩვენ ამასთან დაკავშირებით რაღაცას გავაკეთებთ, ხოლო რუსეთს სურს, რომ ჩვენი ეკონომიკური სიძლიერის ნაწილი ჰქონდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჩამოიშალა კლდის მასა – ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, თუმცა იურიდიული პროცედურები გრძელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის განმარტებით, იურიდიული პროცედურები გრძელდება.18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს.„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ლევან ვარშალომიძეზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის და დაკავებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს

ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს, ირაკლი რუხაძე ადასტურებს.საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე. რუხაძე ცდილობს, საკითხზე „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას.

დიმიტრი ხუნდაძე: ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონს მხარს უჭერდნენ მაშინდელი ნაცმოძრაობის წევრები, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი...

წლების წინ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემუშავების მავნე შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.როგორც მან აღნიშნა, ლიბერალური კანონის მიღების უკან იდგნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ცალკეული წარმომადგენელი და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და ახლა ქუჩის ოპოზიციას წარმოადგენენ.„ნარკოპოლიტიკა და ის კანონმდებლობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიღო, შემუშავდა იმ ლიბერალური ღირებულებების მქონე, სხვათა შორის მაშინ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, რომლებიც დღეს არ არიან პარტიაში და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად წარმოდგენილი ოპოზიციურ ფლანგზე - ქუჩის ოპოზიციას რომ ვუწოდებთ. პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც თითქოს პოლიტიკაში არ არიან, ანუ „ოცნებისტი ლიბერალები“, ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა მიმართულებით. ის, რომ ავტორები მაშინ იყვნენ „ოცნებისტი ლიბერალები“ და ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს კანონი (რომ არა მათი დახმარება, ამ კანონის მიღება ვერ მოხდებოდა) ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს. აი, მაგალითად რომ ნახოთ ოქმი, კანონპროექტის ავტორებში თქვენ ამოიკითხავთ „ოცნებისტ ლიბერალებს“ ან იმ პირებს, რომლებიც დღეს ქუჩის ოპოზიციას არიან მიკედლებული და შეიმჩნევიან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში. ამის დასტურად ასევე შემიძლია იმ კომიტეტის სხდომის ოქმი ამოვიღო, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, ექიმები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მომავალ რისკებს და კომიტეტის სხდომებზე მის მიღებას აქტიურად უწევდნენ წინააღმდეგობას, მხარს არ უჭერდნენ კანონს. მხარდაჭერა კი, კანონპროექტს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი წევრების მხრიდან, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია. ისე რომ ამას ძალიან მძიმე პრეისტორია აქვს და ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროპაგანდით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა უკიდეგანო ლიბერალიზმით იყო შემუშავებული და საფრთხეს შეიცავდა. ჩვენი უამრავი განცხადებებიც არსებობს (შესაძლებელია საინფორმაციო სააგენტოებში მათი მოძიება) და ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადება, რომ ნარკოპოლიტიკის უკიდეგანო ლიბერალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. ასევე 2018 წელს გავაკეთეთ განცხადება და დავსვით კითხვა, საიდან ფინანსდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პროპაგანდის ხარჯზე. ეს კითხვები ღიად იყო დასმული. „ხალხის ძალა“ მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ მაშინაც „მეტი სიმართლის“ პრინციპით ვმოქმედებდით. მიმდინარეობდა აქტიური, ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოდიოდნენ (მათ შორის, მაშინდელი პარლამენტარებიც) და აფიქსირებდნენ, რომ დიახ, გაუსინჯავთ ნარკოტიკი, რაშიც ჟურნალისტებიც ხელს უწყობდნენ, როდესაც უსვამდნენ კითხვას, გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა. ხშირად იყო ისეთი „გულწრფელობაც“, რომ როდესაც მოიხმარა მარიხუანა, ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია, ან უკეთესად დაწერა მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი, პოემა და ა.შ. როდესაც ღამის კლუბებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება მაშინაც აქტიური იყო და ახლაც ასეა, სამართალდამცავები შევიდნენ იმ მიზნით, რომ იქიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოეღოთ, ძალიან სწრაფად მოხდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზაცია, განხორციელდა პოლიციელების ბულინგი და ქუჩის აქციებიც კი დაორგანიზდა. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტადაც კი იყო წარმოჩენილი და მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, რომ თურმე წარსულში ხაჭაპურს და კუბდარს მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო ბევრად გემრიელი იყო. გახსოვთ ალბათ „ბახალას“ საქმე, როდესაც 45 აბი „სუბოტექსით“ დააკავეს ეს ადამიანი და ამაზე წავიდა აქტიური პროპაგანდა, რომ თურმე სხვა ქვეყნებში „სუბოტექსი“ თერაპიაში გამოიყენება და აქ რატომ უნდა იყოს დასჯადი მისი მოხმარება. სინამდვილეში 45 აბი არის ძალიან დიდი ოდენობა. შესაძლოა, ერთ აბი დასალევად არ იყოს თრობის იმ ხარისხის გამომწვევი, რაც თავად მომხმარებლისთვის არის სახიფათო, მაგრამ როგორ წესი პრაქტიკა აჩვენებს, რომ „სუბოტექსს“ მოიხმარენ ინიექციურად და მისი ერთი აბი გამოიყენება 8-10 კარგად გამოცდილი ნარკომომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენია 45 აბი და ქუჩის აქციების მოწყობა იმის მოთხოვნით, რომ ამაზე ადამიანი არ უნდა დაიჭირო, სრულიად გაუგონარი რამ არის. მესმის, რომ უნდა გავმიჯნოთ და დოზირება უნდა იყოს წყალგამყოფი იმისთვის, რაზე უნდა დავიჭიროთ და რაზე - არა, მაგრამ მაშინ ნარკოპოლიტიკა დაიყვანეს იქამდე, რომ საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ. მაშინ ამხელა პაკეტი რისთვის იყო საჭირო? კანონში პირდაპირ ჩაგვეწერა, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, ან რაღაც ოდენობაზე უნდა დავიჭიროთ. ეს არის მრავალსეგმენტური კანონპროექტი და აქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. აღსანიშნავია, რომ შემოტანილი იქნა ტერმინი - მსუბუქი ნარკოტიკი. მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ნარკოტიკი ყველა არის მკვლელი და სახიფათო. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ასეთმა ტერმინებმა და მაღალი ტრიბუნებიდან გაჟღერებულმა ასეთმა პროპაგანდისტულმა მიდგომებმა ახალგაზრდებში გააჩინა ინტერესი და ასევე, მოხსნა შიში, როგორ შეიძლება მსუბუქმა ნარკოტიკმა მძიმე შედეგი მოიტანოს. ამის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდათა უდიდესი ნაწილი იყო ნარკოტიკის პირველად მომხმარებელი და ისინი არ იყვნენ „გამოცდილი ნარკომანები“. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილესთან ერთად გონიერებაც არის საჭირო," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

გურამ მაჭარაშვილი – სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის არაერთი მაგალითი გვაქვს, ანტისახელმწიფო ქმედებების დაფინანსებას ხელი უნდა შეეშალოს

საქმე როცა აღძრულია ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, რა თქმა უნდა, ვინმე ამ პროცესებს თუ აფინანსებს, ამაზე კითხვები ჩნდება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.მაჭარაშვილის თქმით, ასეთი ფონდების დაყადაღება ბუნებრივია.„სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის არაერთი მაგალითი გვაქვს და პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა, რომ ოთხივე მხრიდან შტურმი მიმდინარეობდა. სულ მცირე, ანტისახელმწიფო ქმედებების დაფინანსებას ხელი უნდა შეეშალოს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშებისა და მათზე არსებული თანხის დაყადაღებასთან დაკავშირებით 17 მარტს განცხადება გაავრცელა.პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზებისთვის ხშირ შემთხვევაში ფინანსური სახსრების შეგროვება და მიწოდება ხორციელდება ე.წ. ფონდების მეშვეობით.პროკურატურის ინფორმაციით, ანგარიშებიდან, საიდანაც ფინანსდება კანონსაწინააღმდეგო აქტივობები, 2 მილიონზე მეტია დახარჯული, დანიშნულებად კი მითითებულია, მათ შორის, „აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, „რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, „აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, „პიროტექნიკის შესაძენად“, „აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.

ბოლო სიახლეები