ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

დონალდ ტრამპი – მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ მასზე უფრო ხისტი.

ამის შესახებ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ნაციონალისტი ვარ, მაგრამ მე ვარ ნაციონალისტი შეერთებული შტატებისთვის და არა ვინმე სხვისთვის და ეს საინტერესოა, რადგან არავინ ყოფილა რუსეთის მიმართ ჩემზე უფრო ხისტი“, – განაცხადა ტრამპმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

დიმიტრი ხუნდაძე მოქმედ ანტინარკოტიკულ კანონმდებლობაზე: „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან

„ნარკოტიკებთან დაკავშირებული დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიღება მერვე მოწვევის პარლამენტში დაიწყო და მახსოვს, რომ მაშინაც ამ პროპაგანდის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გოგა ხაჩიძე და ზურა-გირჩი ჯაფარიძე. მაშინ ჯანდაცვის კომიტეტზე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გამოტანილი იქნა კანონპროექტი, მაგრამ პრინციპული წინააღმდეგობის შედეგად პროექტი ვერ გავიდა. შემდეგ, მეცხრე მოწვევის პარლამენტში შემოტანილი იქნა ჩვენი წინააღმდეგობის შედეგად ნაწილობრივ შეცვლილი კანონპროექტი და ისევ პროპაგანდის ხარზე დაიწყო მისი მხარდაჭერა (დღეს ეს კანონია მოქმედი), - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.მისი თქმით, „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად იმ კანონპროექტის შემოქმედი იყო, რომელიც დღეს მოქმედებს, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან.„მინდა აღვნიშნო, რომ დეპუტატთა იმ ნაწილმა, რომელიც ძირითადად ექიმებს წარმოადგენდა, მათ შორის მეც, გამოვხატეთ პრინციპული წინააღმდეგობა და მივედით იქამდე, რომ კვორუმის არ შედგენის მიზნით არ დავესწარით კომიტეტის სხდომას. მინდა მეტი სიმართლის პრინციპით ვისარგებლო, რომ მეტი იცოდეს საზოგადოებამ. მაშინ სამწუხაროდ კომიტეტის კვორუმი შეივსო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით. ანუ „ქართული ოცნების“ წევრები იქ არ იყვნენ და კვორუმი შედგა ოცნებისტი ლიბერალებით, რომელთა ნაწილი დღეს ოპოზიციაშია, ნაწილი კი აქტიურად აკრიტიკებს „ქართულ ოცნებას“. კარგად მახსოვს, ნიკანორ მელია არ ესწრებოდა სხდომას და კვორუმი რომან გოცირიძით შეავსეს. ჩატარდა კომიტეტის სხდომა. რა თქმა უნდა, მე რბილად ვყვები, თორემ ამ ყველაფრის მიღმა ძალიან ბევრი დაძაბულობა იყო. ასევე მსურს ობიექტურობისთვის ვთქვა, რომ მაშინ ბატონი მამუკა მდინარაძის მხრიდან პოზიტიური ჩართულობა იყო და მსურს ამისთვის დღეს მას მადლობა გადავუხადო.ახლა ვთქვათ ის, თუ რას ვეწინააღმდეგებოდი და რატომ ვყვები ახლა ამ ისტორიას. რომ არა მაშინდელი წინააღმდეგობა, რომელიც არასაკმარისი აღმოჩნდა და მაინც დადგა მძიმე შედეგი, წარმოდგენილი კანონის ის ვარიანტი რომ მიღებულიყო, შედეგები უფრო მძიმე იქნებოდა. ყველაზე მძიმე კი ის იყო, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების გავრცელება - გასაღება იყო გამიჯნული ერთმანეთისგან და გავრცელების შემთხვევაში შემოტანილი იყო სახდელი 300 ლარის ოდენობით. ანუ ეს იყო ნარკომოვაჭრის სახდელი. ის გადაიხდიდა 300 ლარს და გავრცელებაში გზა ჰქონდა ხსნილი. გავრცელება ფულადი ინტერესით იქნება, თუ მის გარეშე, საზოგადოების ზიანი მაინც თანაბარია.ასევე ვეწინააღმდეგებოდით შემდეგი სახის ჩანაწერს - ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის პირადი მოხმარების მიზნით, მცირე ოდენობით უკანონოდ დამზადება, შენახვა, გადაზიდვა, საქართველოში უკანონო შემოტანა ან გატანა, ტრანზიტით ან საერთაშორისო გადაზიდვით გამოიწვევდა დაჯარიმებას 100 ლარამდე ოდენობით - ანუ იხსნებოდა ნარკომოვაჭრეთა კარი საზღვარზე. ასევე იყო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, რაც გამოიწვევდა დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. ანუ ნარკომომხმარებელი არასრულწლოვანთან ერთად შევიდოდა თრობაში, აჩვენებდა არასრულწლოვანს, რომლისთვისაც ძალიან დიდი შანსია, რომ საინტერესო, მისაბაძი ან წამახალისებელი გახდეს ეს ფაქტი და თუკი ამას ჩაიდენდა ზრდასრული ადამიანი, მაშინ ის 200 ლარის ოდენობით დაჯარიმდებოდა.ასევე, მაღალი რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ნარკოტიკული თრობა გამოიწვევდა დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წარმოიდგინეთ მფრინავი ზის საჭესთან, ჰაერშია მგზავრებთან ერთად და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. არადა რამხელა რისკია მგზავრებისთვის. ან მაგალითად ავიღოთ ქირურგი - გასკდა მუცლის ღრუ, ან აკეთებს თავის ქალის ტრეპანაციას ნარკოტიკული თრობის ქვეშ და თუ მძიმე შედეგი დადგებოდა, ის 300 ლარით დაჯარიმდებოდა. ან ვთქვათ მასწავლებელი - არასრულწლოვანებთან მუშაობს, არ აქვს მნიშვნელობა რა საგანს ასწავლის, მათთან არის კონტაქტში პრაქტიკულად ყოველდღე და არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ და ამას უყურებენ მოსწავლეები, ანუ ის თაობა, რომლის ფსიქოემოციური სტრუქტურა ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული და ასეთი საკითხები ზოგჯერ მათთვის საინტერესოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამ პროცესს (რაც ხდებოდა პარლამენტში), საკმაოდ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა გარედან აქციების სახით. ამაში მონაწილეობდა არასამთავრობო სექტორის ის უდიდესი ნაწილი, რომელიც ბოლო პროცესებში ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით გამოირჩევა და დღესაც ვუყურებთ მათ სახეებს. მინდა გითხრათ, რომ „ზიანის შემცირების ალიანსი“, რომელიც პრაქტიკულად ამ კანონპროექტის შემოქმედი იყო, ფინანსდებოდა დასავლური ფონდებიდან და მას 2018 წელს ღიად დავუსვით კითხვა (ესეც ხელმისაწვდომია მედიასაშუალებებში), თუ საიდან ფინანსდება ნარკოტიკების პროპაგანდა და ლიბერალიზმის ის ხარისხი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ძალიან მძიმე შედეგს დააყენებდა და ეს შედეგი დღეს, სამწუხაროდ, დადგა. ასევე იყო ასეთი არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაური“, რომელიც პირდაპირ იყო მომართული იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით ნარკოპოლიტიკის განხილვის დროს, პროცესზე ზეწოლა გარედან მოეხდინა. ეს არ იყო შემთხვევითი, ეს იყო ორკესტრირებული. ეს არის სწორედ იმის ნაწილი, რასაც ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით ვუყურებთ - ფსევდოლიბერალური დამოკიდებულებები და ზოგადად ლიბერალიზმი, უკიდეგანოდ დაუთვლელი და გაუთვლელი ზიანის მომტანია.ასე რომ, მე რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს მხარს ვუჭერ. გარკვეული შენიშვნები იქნება, მაგრამ ეს არის ის ნაწილი, რაც განიხილება მეორე მოსმენის დროს და მაშინ მე ამ კითხვებს დავსვამ. ასევე მექნება კოლეგიალური რჩევა - თქვენ ხედავთ, რომ „ხალხის ძალის“ პროგნოზები, მათი პოლიტიკური ხედვები, ქმედებები, სიმართლის ხარისხი, არის სასარგებლო მმართველი გუნდისთვისაც, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ეს პრაქტიკამ უკვე დაადასტურა. ეს ასევე დასტურდება ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისითაც, როცა „ხალხის ძალაში“ მყოფი დეპუტატების (ერთ-ერთი მათ შორის მეც ვარ), მიერ 2017-2018 წლებში დანახული რისკები დღეს გამართლდა. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო გამართლებაა, მაგრამ, თურმე ესეც საყურადღებოა და ამიტომ, გთხოვთ მეტი ფასი დავადოთ „ხალხის ძალის“ ხედვებს, პროგნოზებს, შემოთავაზებებს. ეს წაგადგებათ თქვენ, წაადგება ქვეყანასაც და წაადგება საზოგადოებასაც“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ჩამოიშალა კლდის მასა – ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე (ლაჯურღულა) ჩამოსული დიდი მოცულობის კლდის მასის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა, თუმცა იურიდიული პროცედურები გრძელდება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის განმარტებით, იურიდიული პროცედურები გრძელდება.18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს.„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ლევან ვარშალომიძეზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის და დაკავებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

ირაკლი რუხაძე ადასტურებს, რომ „რადიო თავისუფლების“ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული აქტივებისა და ბრენდის შესყიდვა სურს

ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელს „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვა „ტელეიმედის“ ჯგუფისთვის სურს, ირაკლი რუხაძე ადასტურებს.საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ აქტივებსა და ბრენდზე. რუხაძე ცდილობს, საკითხზე „რადიო თავისუფლების“ ადგილობრივი და სათავო ოფისის ხელმძღვანელობასთან გასაუბრებას.

დიმიტრი ხუნდაძე: ლიბერალურმა ნარკოპოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც დღეს ვართ და მოქმედ კანონს მხარს უჭერდნენ მაშინდელი ნაცმოძრაობის წევრები, მათ შორის ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი...

წლების წინ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის შემუშავების მავნე შედეგებზე ისაუბრა პარლამენტის სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ.როგორც მან აღნიშნა, ლიბერალური კანონის მიღების უკან იდგნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, არასამთავრობო სექტორის ცალკეული წარმომადგენელი და ის პოლიტიკოსები, რომლებიც ადრე „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ და ახლა ქუჩის ოპოზიციას წარმოადგენენ.„ნარკოპოლიტიკა და ის კანონმდებლობა, რამაც მძიმე შედეგი გამოიღო, შემუშავდა იმ ლიბერალური ღირებულებების მქონე, სხვათა შორის მაშინ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ, რომლებიც დღეს არ არიან პარტიაში და მათი გარკვეული ნაწილი არის აქტიურად წარმოდგენილი ოპოზიციურ ფლანგზე - ქუჩის ოპოზიციას რომ ვუწოდებთ. პოლიტიკოსების ის ნაწილი, რომელიც თითქოს პოლიტიკაში არ არიან, ანუ „ოცნებისტი ლიბერალები“, ღიად აკრიტიკებენ „ქართულ ოცნებას“ თითქმის ყველა მიმართულებით. ის, რომ ავტორები მაშინ იყვნენ „ოცნებისტი ლიბერალები“ და ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერით იქნა მიღებული ეს კანონი (რომ არა მათი დახმარება, ამ კანონის მიღება ვერ მოხდებოდა) ამის დამადასტურებელი ძალიან ბევრი საბუთი არსებობს. აი, მაგალითად რომ ნახოთ ოქმი, კანონპროექტის ავტორებში თქვენ ამოიკითხავთ „ოცნებისტ ლიბერალებს“ ან იმ პირებს, რომლებიც დღეს ქუჩის ოპოზიციას არიან მიკედლებული და შეიმჩნევიან ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში. ამის დასტურად ასევე შემიძლია იმ კომიტეტის სხდომის ოქმი ამოვიღო, სადაც „ქართული ოცნების“ წევრები, ექიმები, რომლებიც კარგად ხედავდნენ მომავალ რისკებს და კომიტეტის სხდომებზე მის მიღებას აქტიურად უწევდნენ წინააღმდეგობას, მხარს არ უჭერდნენ კანონს. მხარდაჭერა კი, კანონპროექტს ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი წევრების მხრიდან, მათ შორის იყვნენ ზურაბ ჭიაბერაშვილი, ელენე ხოშტარია, გიორგი წერეთელი და ნიკანორ მელია. ისე რომ ამას ძალიან მძიმე პრეისტორია აქვს და ეს პროცესი მიმდინარეობდა ძალიან აქტიური პროპაგანდით ლიბერალური ნარკოპოლიტიკის სასარგებლოდ. ჩვენ ღიად ვსაუბრობდით, რომ ეს ნარკოპოლიტიკა უკიდეგანო ლიბერალიზმით იყო შემუშავებული და საფრთხეს შეიცავდა. ჩვენი უამრავი განცხადებებიც არსებობს (შესაძლებელია საინფორმაციო სააგენტოებში მათი მოძიება) და ერთ-ერთი მათგანი მინდა წარმოგიდგინოთ. ეს არის 2017 წლის 8 ნოემბრის განცხადება, რომ ნარკოპოლიტიკის უკიდეგანო ლიბერალიზაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია. ასევე 2018 წელს გავაკეთეთ განცხადება და დავსვით კითხვა, საიდან ფინანსდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკოტიკების პროპაგანდის ხარჯზე. ეს კითხვები ღიად იყო დასმული. „ხალხის ძალა“ მაშინ არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ მაშინაც „მეტი სიმართლის“ პრინციპით ვმოქმედებდით. მიმდინარეობდა აქტიური, ღია პროპაგანდა ნარკოტიკების მოხმარების სასარგებლოდ. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები გამოდიოდნენ (მათ შორის, მაშინდელი პარლამენტარებიც) და აფიქსირებდნენ, რომ დიახ, გაუსინჯავთ ნარკოტიკი, რაშიც ჟურნალისტებიც ხელს უწყობდნენ, როდესაც უსვამდნენ კითხვას, გაუსინჯავთ თუ არა მარიხუანა. ხშირად იყო ისეთი „გულწრფელობაც“, რომ როდესაც მოიხმარა მარიხუანა, ამ ადამიანმა დაიცვა დისერტაცია, ან უკეთესად დაწერა მუსიკალური ნაწარმოები, ლექსი, პოემა და ა.შ. როდესაც ღამის კლუბებში, სადაც ნარკოტიკების მოხმარება მაშინაც აქტიური იყო და ახლაც ასეა, სამართალდამცავები შევიდნენ იმ მიზნით, რომ იქიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოეღოთ, ძალიან სწრაფად მოხდა საზოგადოების გარკვეული ნაწილის მობილიზაცია, განხორციელდა პოლიციელების ბულინგი და ქუჩის აქციებიც კი დაორგანიზდა. მარიხუანა კულინარიულ ინგრედიენტადაც კი იყო წარმოჩენილი და მახსოვს, ერთ-ერთ გადაცემაში ითქვა, რომ თურმე წარსულში ხაჭაპურს და კუბდარს მარიხუანას გარეშე არ აკეთებდნენ და ის უფრო ბევრად გემრიელი იყო. გახსოვთ ალბათ „ბახალას“ საქმე, როდესაც 45 აბი „სუბოტექსით“ დააკავეს ეს ადამიანი და ამაზე წავიდა აქტიური პროპაგანდა, რომ თურმე სხვა ქვეყნებში „სუბოტექსი“ თერაპიაში გამოიყენება და აქ რატომ უნდა იყოს დასჯადი მისი მოხმარება. სინამდვილეში 45 აბი არის ძალიან დიდი ოდენობა. შესაძლოა, ერთ აბი დასალევად არ იყოს თრობის იმ ხარისხის გამომწვევი, რაც თავად მომხმარებლისთვის არის სახიფათო, მაგრამ როგორ წესი პრაქტიკა აჩვენებს, რომ „სუბოტექსს“ მოიხმარენ ინიექციურად და მისი ერთი აბი გამოიყენება 8-10 კარგად გამოცდილი ნარკომომხმარებლის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, ადვილი წარმოსადგენია, რამდენია 45 აბი და ქუჩის აქციების მოწყობა იმის მოთხოვნით, რომ ამაზე ადამიანი არ უნდა დაიჭირო, სრულიად გაუგონარი რამ არის. მესმის, რომ უნდა გავმიჯნოთ და დოზირება უნდა იყოს წყალგამყოფი იმისთვის, რაზე უნდა დავიჭიროთ და რაზე - არა, მაგრამ მაშინ ნარკოპოლიტიკა დაიყვანეს იქამდე, რომ საერთოდ არ უნდა დავიჭიროთ. მაშინ ამხელა პაკეტი რისთვის იყო საჭირო? კანონში პირდაპირ ჩაგვეწერა, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა დავიჭიროთ, ან რაღაც ოდენობაზე უნდა დავიჭიროთ. ეს არის მრავალსეგმენტური კანონპროექტი და აქ ძალიან ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი და არა მხოლოდ ის - დავიჭიროთ, თუ არ დავიჭიროთ. აღსანიშნავია, რომ შემოტანილი იქნა ტერმინი - მსუბუქი ნარკოტიკი. მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს მსუბუქი ნარკოტიკი. ნარკოტიკი ყველა არის მკვლელი და სახიფათო. მინდა გავიხსენო ისიც, რომ ასეთმა ტერმინებმა და მაღალი ტრიბუნებიდან გაჟღერებულმა ასეთმა პროპაგანდისტულმა მიდგომებმა ახალგაზრდებში გააჩინა ინტერესი და ასევე, მოხსნა შიში, როგორ შეიძლება მსუბუქმა ნარკოტიკმა მძიმე შედეგი მოიტანოს. ამის შედეგად გარდაცვლილ ახალგაზრდათა უდიდესი ნაწილი იყო ნარკოტიკის პირველად მომხმარებელი და ისინი არ იყვნენ „გამოცდილი ნარკომანები“. ასე რომ, ამ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილესთან ერთად გონიერებაც არის საჭირო," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბოლო სიახლეები