ოთხშაბათი, მარტი 19, 2025

ტარიელ მიქაცაძე – დილის 08:00 საათზე ოთხასამდე პოლიციელი უკვე იცავდა ჭიათურის მერიის შენობას, შესაბამისად, ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა პიკეტირების განხორციელება

დილის რვა საათზე მთელი ქუთაისის სამხარეო პოლიციის, დაახლოებით, სამასიდან ოთხას თანამშრომლამდე უკვე იცავდა ჭიათურის მერიის შენობას და, შესაბამისად, ჩვენი ძალებით შეუძლებელი იქნებოდა პიკეტირების განხორციელება, – ამის შესახებ მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„ფაქტობრივად, პირდაპირ ითვალისწინებდა დაჭერას მსგავსი ქმედების განხორციელება. ადამიანური რესურსიც არ იყო შესაბამისი ამ საქმის განხორციელებისთვის“, – განაცხადა მიქაცაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ ხედავს პრობლემის გადაჭრის გზებს კომპანია „სიემსის“ მიერ გაკეთებული განცხადების გათვალისწინებით, რამდენად არსებობს მაღაროელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და სამუშაო პროცესის აღდგენის რესურსი, ტარიელ მიქაცაძემ განაცხადა, რომ მას არანაირად არ სურს, დაეყრდნოს კომპანია „სიემსის“ საუბარს, რადგან ეს არის „ჯორჯიან მანგანეზის“ გამოჩეკილი მორიგი შპს, რომელსაც, სხვა შპს-ების მსგავსად, გზადაგზა წირავს და თავად კომპანია აგრძელებს 2006 წლიდან დღემდე უკანონოდ ოპერირებას.

„უკანონობაში ვგულისხმობ იმ ყველაფერს, რაც დღეს ხდება ჭიათურაში, რაზეც სრულად არის პასუხისმგებელი და დამნაშავე „ჯორჯიან მანგანეზი“. სწორედ 15-წლიანმა გამოცდილებამ მიმაღებინა ის, რომ „ჯორჯიან მანგანეზთან“, უბრალოდ, აღარ შეიძლება ურთიერთობა. მით უმეტეს, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა და ილუზია, რომ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისთვის რამე სასიკეთოს მომტანია“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მისი თქმით, მაღაროელები, უკვე მე-18 დღეა, ქუჩაში არიან, რადგან ორი და, ზოგის შემთხვევაში, სამი თვეა, ხელფასები არ აუღიათ, ნაკისრი ვალდებულება, რითიც პროფკავშირი ამაყობს, არ გაცემულა 60% და ქალაქი, ფაქტობრივად, შიმშილის პირასაა.

„ბევრი მათგანი შიმშილობს კიდევაც. ამიტომ კომპანიას აღარ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია, ამ წლების განმავლობაში ჩადენილი დანაშაულების გამო გააგრძელოს ურთიერთობა და მოპოვება. ჩვენი მოთხოვნაა, აუცილებლად ჩამოერთვას ლიცენზია, მაგრამ მანამდე პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულსა და ვალდებულებებზე, რაც ჭიათურის წინაშე აკისრია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზს“ და არამხოლოდ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“. ეს თითქმის არაფერს არ ნიშნავს ჭიათურისთვის. „ჯორჯიან მანგანეზი“ გაწირავს ამ კომპანიასაც და დააფუძნებს ახალ კომპანიას“, – განაცხადა მიქაცაძემ.

ტარიელ მიქაცაძემ ასევე განაცხადა, რომ შესასყიდი მასალების და ა.შ თანხები ხელოვნურად იბერება, თანხები პირდაპირ ილექებოდა კონკრეტული ადამიანების, კომპანიის მაღალჩინოსნების ჯიბეში და სწორედ ამან მიიყვანა კომპანია გადაწყვეტილებამდე, რომ მომგებიანი არ არის.

„დარწმუნებული ვარ, ის გერმანული აუდიტორული ამ დასკვნას ვერ ნახავდა და ვერ დადებდა. მან დადო ის, რაც მაღაროში ნახა, მაგრამ უშუალოდ რაც ამ წლების განმავლობაში ხდებოდა და რამაც ჩვენ თვალწინ გაიარა, ეს არის ჩვენთვის ცნობილი. მინდა, საჯაროდ იყოს ყველასთვის ცნობილი, რომ ხელოვნურად გააკოტრეს კომპანია. თუნდაც „სიემსი“ ჯგუფის ხელმძღვანელი, ბატონი მაზურებკო რომ დაინიშნა კრიზისებიდან გამოსვლისთვის, ამ ადამიანს კუს ტბაზე 3 000-დოლარად აქვს ნაქირავები საკუთარი სახლი, 175 000-დოლარიანი ავტომობილით გადაადგილდება და მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, მოდით, მისი ხელფასი ვნახოთ, რა არის. როგორ ხედავს კრიზისიდან გამოსვლის გზებს, საწვავის ამხელა ულიმიტო მარაგები, ეს იყო მაღაროს კრიზისიდან გამოსვლის გზები, ამხელა ბიუჯეტის გაბერვა? ზედ დაგვაჯდა, როგორც წურბელა თავისი შემადგენლობით. ეს არის ზუსტად ის პრობლემები, რაც ჭიათურას სჭირს და რაღაზე მიიყვანა გაკოტრების პირას ეს კომპანია“, – განაცხადა მიქაცაძემ.

მისივე თქმით, მაღაროელებს მათი აღარ სჯერათ და ითხოვენ პირდაპირ მათ გაშვებას და იმას, რომ სახელმწიფო ჩაერთოს, მართვაზე პასუხისმგებლობა აიღოს და წარმატება აუცილებლად იქნება.

„აუცილებლად იქნება მომგებიანი მაღაროც და ღია კარიერული სწორად მოპოვებაც, როგორც მაღაროში, ისე ღია კარიერულ მოპოვებას ვგულისხმობ“, – განაცხადა ტარიელ მიქაცაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკომისიის პრეზიდენტი: რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთი ემზადება ევროპულ დემოკრატიებთან დაპირისპირებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.„რუსეთმა მასიურად გაზარდა თავისი სამხედრო-სამრეწველო წარმოების შესაძლებლობები. ეს ინვესტიცია აძლიერებს მის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამზადებს მას ევროპულ დემოკრატიებთან მომავალი დაპირისპირებისთვის“, - აღნიშნა ევროკომისიის ხელმძღვანელმა.

დავით მათიკაშვილი: რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს

რადიკალები ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა ნარკოპოლიტიკისადმი გამკაცრებულ მიდგომებზე და ამ საკითხის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებაზე საუბრისას.„ოპოზიციას არაფერი მოსწონს, რაც საზოგადოებისთვის არის კარგი. რადიკალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ პროგრესის გზით არ იაროს. თუკი ისინი არ არიან ხელისუფლებაში, წყალსაც წაუღია საქართველო“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანიამ 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა

„ფარაზე“ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა 600 000 დოლარად აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა.FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი უნდა გადაუხადოს.ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ უნდა უზრუნველყოს რჩევები და კონსულტაციები სამართლებრივ, პოლიტიკურ და კომუნიკაციის სტრატეგიებზე, აშშ-ის მთავრობის ცნობიერების ამაღლება აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე, უზრუნველყოს რეგულარული შეხვედრები და ვიდეოზარები კლიენტთან, რათა ინფორმაცია მიაწოდონ ფირმის საქმიანობის შესახებ და დაგეგმონ მომავალი აქტივობები.„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს კომპანიას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით ავანსის სახით განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.კონტრაქტი დათარიღებულია 2025 წლის 20 თებერვლით, FARA-ზე კი 13 მარტს გამოქვეყნდა.

თეთრი სახლი – ტრამპმა და პუტინმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე, – ამის შესახებ აღნიშნულია თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადების მიხედვით, ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში.„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

“უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს, იმედებს არ გავუცრუებთ”

უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ორივე ვთანხმდებით, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს, უკრაინას შეუძლია ევროპის იმედი ჰქონდეს და მას იმედებს არ გავუცრუებთ… ასევე ვთანხმდებით, რომ არ შეიძლება უკრაინაზე გადაწყვეტილება იყოს უკრაინასთან კონსულტაციის გარეშე,” - განაცხადა შოლცმა. სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გერმანიის კანცლერმა, ასევე აღნიშნა, რომ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა “შეიძლება იყოს უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯი”, მაგრამ “შემდეგი ნაბიჯი სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ბოლო სიახლეები