სამშაბათი, მარტი 18, 2025

კაია კალასი – შეშფოთებული ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

ძალიან შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანების დაკავებების გამო, ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ჟურნალისტმა მას ჰკითხა, განიხილება თუ არა შეხვედრაზე საქართველოს საკითხი.

„რაც შეეხება სხვა საქმეებს, ეს საკითხი აუცილებლად დადგება. ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ადამიანების დაკავებების გამო. ჩვენ ვახორციელებთ ზეწოლას იმ ადამიანებზე, ვინც სჩადის ძალადობას მშვიდობანი დემონსტრანტების წინააღმდეგ“, – განაცხადა კალასმა.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე განიხილება უკრაინის საკითხი და დაგეგმილია ვიდეოკონფერენციის რეჟიმში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანდრეი სიბიგასთან მოსაზრებების გაცვლა. ევროპელი მინისტრები ასევე იმსჯელებენ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, ღაზის სექტორთან, სირიაში განვითარებულ მოვლენებთან და ირანთან დაკავშირებით. ამას გარდა, მინისტერიალის დღის წესრიგშია აშშ-ევროკავშირის ურთიერთობების საკითხი.

საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ბრიუსელში გაიმართება კონფერენცია სირიის საკითხზე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

“დაახლოებით 200-მდე ბავშვია დაბადებული” – რას ჰყვებიან მამა გაბრიელის სასწაულმოქმედ სარტყელზე

საქართველოს მეოხი წმინდა მამის, მამა გაბრიელის სახელს ბევრი სასწაული და წინასწარმეტყველება უკავშირდება.ბაკურიანში, არის მამა გაბრიელის სახელზე აგებული პირველი ტაძარი საქართველოში. იქ ინახება, მამა გაბრიელის ნაქონი სარტყელი და რწმენით სავსე სურვილებს ასრულებს.მამაო ამბობს, რომ უშვილოებს შვილები ეყოლათ და 200-მდე ბავშვია დაბადებული.ნახეთ, ვიდეო:

ირაკლი პეტრიაშვილი – გერმანული აუდიტორული კომპანია მართლაც ავტორიტეტულია, მაგრამ გვაქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა

კომპანიას აღარ უნდა, ქათმის ბარკალი ხომ არ არის. იმ წლებში, რაც ჭიათურაში ოპერირებდნენ, შვილობილი კომპანიაა, მათი სათავო, თუ ასე შემდეგ, უნდა ჰქონოდათ კრიზისული გეგმა, – განაცხადა საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.„თუ ამ კრიზისულ გეგმაში ხვედრითი წილი კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჰქონდათ, უნდა უზრუნველეყოთ, რომ ეს თანხები ჰქონოდა აკუმულირებული, რათა ასეთ პერიოდში თანამშრომლები ასეთ მდგომარეობაში არ დაეტოვებინა. აქ 3 500 კაცის ოჯახის წევრებზეა საუბარი. რა თქმა უნდა, ისინი კომფორტში იქნებიან და სასამართლოში გაკოტრების საქმის შეტანით, რომ გადახდის უუნარო არიან, დაადასტურეს, რომ წასვლა უნდათ, მაგრამ პასუხისმგებლობა? ვიდრე ბიზნესს აკეთებდნენ, ხომ კარგი იყო?“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.მისი თქმით, პროფკავშირებმა სწორედ ამიტომ მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომ არ მოხდეს „სიემსის“ ლიკვიდაცია და კომპანია არ გამოცხადდეს გაკოტრებულად.როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, კომპანია ამბობს, რომ ფინანსური რესურსი არ აქვთ და შეიძლება, ვხვდებოდეთ, რომ მართლაც ასეა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ეს რეალურად ასეა, თუ არა.„კრიზისული მომენტი ვიდრე დაიწყებოდა და გვქონდა გარკვეული საუბრები, მათ შორის, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით, ვითხოვდით აუდიტის დასკვნას. ისინი ამბობენ, რომ 12 დოლარზე მეტი ჯდება მოპოვება იმ დროს, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ფასები დაბალია, მაგრამ ხვედრითი წილი რა იყო მენეჯმენტის ხელფასის და რა იყო არაპროფილური ხარჯების, რასაც ეწეოდნენ? ვითხოვდი აუდიტის დასკვნას, რომ აუდიტის მუშაობაში, მათ შორის, ჩართული ვყოფილიყავით. ამდენი ხანი გავიდა და მათ აუდიტის დასკვნა არ წარმოუდგენიათ. მათ შორის, არ წარმოუდგენიათ იმიტომ, რომ ამბობენ, იქ, ამ ადამიანებთან ციფრებში ხომ არ შევალთ და რად გვინდა აუდიტის დასკვნაო. არადა, ძაღლის თავი სწორედ იქ არის დამარხული. მე ხომ არ ვიცი? ჩვენ შეიძლება, ვხვდებოდეთ ამას“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.ამასთან, პეტრიაშვილმა თქვა, რომ გერმანული აუდიტორული კომპანია, რომელმაც დასკვნა მოამზადა, მართლაც ავტორიტეტული კომპანიაა, მაგრამ პროფკავშირებს აქვს კითხვის ნიშნები, „ჯორჯიან მანგანეზმა“ ამ აუდიტორულ კომპანიას რა დოკუმენტაცია მიაწოდა, რის საფუძველზეც გერმანულმა კომპანიამ დასკვნა დადო, რომ ეს საქმე წამგებიანია.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რა რისკებს ხედავს მაღაროელთა მოთხოვნაში, რომ მოხდეს ამ საქმიანობის ნაციონალიზაცია და სახელმწიფოს ჩართულობა, ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფოს ჩართულობის წინააღმდეგი არ არის და პირიქით ამბობს, რომ საჭიროა სამმხრივი კომისია, რადგან საჭიროა ექსპერტული დასკვნები, რა სიტუაციაა რეალურად და ეს შესაძლებლობები სახელმწიფოს აქვს.„წარმოიდგინეთ, ასეთი სიტუაცია რომ დადგეს, სახელმწიფო რომ იყოს მფლობელი. აი, ახლა კომპანიასთან რა დავაც მაქვს, რა უნდა მოხდეს მერე, სახელმწიფოსთან უნდა მქონდეს ეს დავა და ის უფრო ეფექტური იქნება? ასეთი ტიპის ბიზნესები, ზოგადად, არ გახლავთ სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ და სახელმწიფო არ მართავს. გარკვეულწილად, ეგ არის განსხვავება, რომ ნამგალი და უროდან, კომუნისტური სიტუაციიდან გამოვედით და ვართ საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე“, – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.

თაკო ჩარკვიანი – სალომე ზურაბიშვილთან მიშასთან დაკავშირებითაც მისაუბრია, ერთხელ ჩავთვალე, რომ ძალიან გულწრფელი იყო და უფრო კმაყოფილი წამოვედი, მაგრამ მომატყუა

სულ ეჭვი მეპარებოდა, რადგან პოლიტიკაში ადამიანს რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.„გახსოვთ, მე თქვენს ეთერში ვთქვი. თქვენს ეთერშიც მაქვს ნათქვამი, „ტვ პირველის“ ეთერშიც ცოტა ადრე, მაშინ, როდესაც ვიჯექი ხოლმე „ტვ პირველის“ ეთერში, ნათქვამი მაქვს. მოდით, ობიექტურები ვიყოთ, მსმენელს უყვარს უყვარს ობიექტურობა. თუ ვსაუბრობთ, რომ გაყალბდა და ყველა ვთანხმდებით ოპოზიცია, რომ 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, როდესაც ბატონი გრიგოლი იღებდა მონაწილეობას, აი, მეორე ტურის წინ, გახსოვთ, ხაზარაძე რომ მიემხრო სალომე ზურაბიშვილს, ეს ის პერიოდია, მეორე ტური დადო „ძალა ერთობით“ ოპოზიციამ, ხომ ასე იყო? და მე, ყველამ, „ძალა ერთობამ“, ყველამ ერთად ვთქვით, რომ გაყალბდა ეს არჩევნები. სხვათა შორის, მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის დოკუმენტაცია წარვადგინეთ ჩვენ. საოლქო სასამართლოებმა არც კი მიიღეს, ისეთი ამბავი იყო. მე ვუთხარი, რომ ქალბატონო სალომე, თუ ესე იგი გაყალბდა, რაზეც არაერთგზის ვლაპარაკობდით, არც მაშინ აურჩევიხართ-მეთქი თქვენ ხალხს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს განცხადება, რომ მაშინაც არ იყო ლეგიტიმური სალომე ზურაბიშვილი, თაკო ჩარკვიანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა“.„აბა რა. აბა, როგორ არის, აქ ივანიშვილი ატარებს არჩევნებს და არ ვეთანხმებით, მე პირადად რომ არ ვეთანხმები, კარგად იცით, ათასგზის ვამბობ, მაგრამ მაშინაც არ ვეთანხმებოდი, მაშინაც არ იყო არჩეული ქალბატონი სალომე. მგონი, ახალს არაფერს ვამბობ. უბრალოდ, რაღაცნაირად უჭირთ ხოლმე ადამიანებს ამის თქმა. უბრალოდ, რა მოხდა იცით? სხვათა შორის, მგონი, ერთ-ერთი გამონაკლისი ვიყავი, დიდად ნდობას არც არასდროს ვუცხადებდი, ხომ? ტყუილს ხომ არ მათქმევინებთ, ხომ ასეა? სულ რაღაც ეჭვი მეპარებოდა, იმიტომ, რომ პოლიტიკაში ადამიანს რაღაც მოქმედება უნდა ახლდეს და რაღაცნაირად, მის გამოჩენას შემდეგ განვითარება, მოქმედება არასოდეს ახლავს“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილზე ამბობდნენ, რომ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუცია არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და სალომე ზურაბიშვილი, იყო თუ არა ეს შეცდომა და არასწორი გზავნილი, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციას ცნობილი გამოთქმის მსგავსად დაემართა და დღევანდელი ვითარება ოპოზიციის სისუსტეზე მიუთითებს.„ხომ იცით, გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო. ასე დაემართა ოპოზიციას, ცხადია. დღეს რაც ხდება, ეს არის ოპოზიციის სისუსტე. მე ამას რომ ვეუბნებოდი ხოლმე, ძალიან სწყინდათ. როდესაც ვსაუბრობ ოპოზიციაზე, მინდა, წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ყველას კი არ ვგულისხმობ. რამდენჯერ გითხარით, იქ რომ გადაავლებ თვალს, ძალიან კარგი სახეების ამორჩევა შეიძლება, მაგრამ ისე იქმნება ხოლმე ვითარება, რომ ვიღაც იტყვის, მე ვარ ლიდერი, იმიტომ, რომ შეიძლება, ფინანსურად უფრო მეტად გამართული იყოს და ამიტომ თვლის, რომ ნაადრევად უნდა ილაპარაკონ პრემიერობაზე, ინსტიტუციაზე. არა, როდესაც ბრძოლა არის, როდესაც ჩვენ ვამბობთ, ეჭვი შეგვაქვს… ამაზე დიდი უბედურება, რომ ხელისუფლებას უთხრა, შენ ემსახურები რუსეთს… ხალხო, ეს რომ ვიღაცამ მითხრას, მე იმ დღეს უნდა მოვკვდე. ამიტომ როდესაც შენ ასე ეუბნები და მე ღრმად მჯერა, რომ იზოლაციაში ქვეყანას ტოვებს ეს ხელისუფლება, ესე იგი, შენ ასხამ რუსეთის წისქვილზე წყალს, მე შენ რომ ამას გეუბნები, მე ქუჩიდან არ უნდა გავიდე. მარტო ერთი ცალი თამარ ჩარკვიანი კიარა. აბა, ერთი ცალი, იმ კონის არ იყოს, განა რა შემიძლია, თორემ იქ არ ვარ, მუდამ იქ ვართ სულ ყველა, ხომ. ბავშვები იქ არიან, თავს იკლავენ ეს ახალგაზრდები, მაგრამ ხომ ხედავთ, კლებაზე წავიდა. რატომ? იმიტომ, რომ არასწორად წავიდა პროცესი. იმიტომ, რომ ნაადრევად საბნის გადაწევა მოუგებელ ბრძოლაში არ შეიძლება, არ არის სწორი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, ვინ გამოაცხადა ეს მოგებულ ბრძოლად, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ იმ ფსევდოლიდერებმა, რომლებიც ბევრჯერ ჩამოუთვლია, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილმაც.მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ისევე არღვევს ევროპარლამენტის რეზოლუციას, როგორც ირაკლი კობახიძე.„12 წელი მიუსაჯეს დღეს მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი, რომელსაც პრეტენზია აქვს დასავლურობაზე, ჩვენს თვალწინ სალომე ზურაბიშვილი ზუსტად ისევე არღვევს და ოპოზიციაში ზოგიერთი ლიდერი ზუსტად ისევე არღვევს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ იმ რეზოლუციას, როგორც კობახიძე. მე რომ კობახიძეს ვეუბნები, რომ რას შვები, რა უფლება გაქვს, რომ ანგარიშს არ უწევ, და თქვენ რატომ არ უწევთ, ქალბატონო სალომე ანგარიშს ევროპარლამენტის რეზოლუციას, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ადამიანი არის პოლიტპატიმარი. ასეთი მკვეთრი განსხვავება თუ არ დაანახე შენ ხალხს, რომელიც გულწრფელია და მოდის. რა ქნას იმ ხალხმა, 200 ათასი კაცი, ზანზარებდა რუსთაველი, რამდენჯერ. ესე იგი, რაღაცას შენ ვერ აკეთებ კარგად, ლიდერები რომ გქვიათ. მე ხომ ვასახელებ ხოლმე, აი, გახარია, ხაზარაძე. აბა, ახლა რა ლიდერია ხაზარაძე, სანამ ანაკლიაზე არ იჩხუბეს, მანამდე სალომე ზურაბიშვილი მაგან არ აგვარჩევინა 2018-ში? მე პარტნიორობა ვიცი ხალხთან. რაში მაინტერესებს ერთი ფეიკი მეორე ფეიკთან პარტნიორობს თუ არა“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, რა მიზანი აქვს სალომე ზურაბიშვილს, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ მიზანი შეიძლება, მრავალმხრივი იყოს.„ჯერ ერთი, ჩემში სანდოობას არ იწვევს. მე ერთი პერიოდი ვფიქრობდი მაინც, რომ კარგად ათამაშებს-მეთქი მას ივანიშვილი და ვფიქრობდი, ხომ არ დაიტოვა პაიკად დასავლეთთან სასაუბროდ. ეს მერე გამოჩნდება, როდესაც შეცვლა მოხდება ხელისუფლების და უთუოდ მოხდება, ცას ხომ არ გამოეკერებიან. მაშინ შეიძლება, დასჭირდეს დასავლეთთან რაღაც გზა. ამაზეც მიფიქრია. მე გულწრფელად ვამბობ და მგონი, ბევრს უფიქრია ამაზე. სარგებელი ვერ მოუტანა, ეს ქალბატონი არის, რომელსაც არ შეუძლია მოქმედებაში მოსვლა. ან უნიჭოდ არ შეუძლია, ან მეორე ვარიანტია, არ აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.კითხვაზე, თავისთვის რა სარგებელი აქვს ზურაბიშვილს, ჩარკვიანმა აღნიშნა, რომ მისი საპრეზიდენტო ვადა დასრულდა და ამის მიუხედავად, რაღაც მდგომარეობას იგრძელებს.„თავისთვის რატომ არ აქვს სარგებელი. მორჩა მისი საპრეზიდენტო ვადა და მეორე ვადით კიდევ რაღაც მდგომარეობას იგრძელებს, რაღაც ფიგურად დაიტოვა გარკვეულწილად დასავლეთთან ურთიერთობის დროს“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილთან უსაუბრია მიხეილ სააკაშვილის შესახებაც და ერთ-ერთი საუბრის შემდეგ კმაყოფილი წამოვიდა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა.„ორჯერ მივედი სასაუბროდ, მთელი გულწრფელობით ვესაუბრე მას. მე მასთან მიშასთან დაკავშირებითაც მისაუბრია. იცით რა, მე ერთხელ ჩავთვალე, რომ ძალიან გულწრფელი იყო და რაღაც უფრო კმაყოფილი წამოვედი, მაგრამ მომატყუა, ასე ვთქვათ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.კითხვაზე, აძლევდა თუ არა პირობას სალომე ზურაბიშვილი, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებდა, თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა: „ყოველ შემთხვევაში, იმიტაციას ქმნიდა, რომ შეიძლება, არსებობდეს რაღაც ვარიანტი“.

ვატო შაქარიშვილი: ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა, ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანად მიგვაჩნია ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება

ეს ფონდები იყო მაცოცხლებელი იმ აგრესიული, დესტრუქციული პროცესებისა, რაც თბილისის ქუჩებში ვითარდებოდა, - განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.მისი თქმით, ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება სამართლიანია.„იყო იმ პოტენციურად დანაშაულის ჩამდენი ადამიანების წახალისება და ასე ვთქვათ ხელშეწყობა დანაშაულის ჩადენისკენ. ისინი ჰპირდებოდნენ მათ ჯარიმების გადახდას და სხვა ფულად კომპენსაციებს. ცხადი ეს არის პირდაპირი მოწოდება, ხელშეწყობა და წახალისება დანაშაულისა, ამიტომ აბსოლუტურად სამართლიანად მიგვაჩნია ამ ფონდების ანგარიშების დაყადაღება“, - განაცხადა შაქარიშვილმა.საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – ნათელი გახდა ყველასთვის, მათთვისაც კი, ვინც სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი ახანგრძლივებს ომს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არის ის, ვინც ახანგრძლივებს კონფლიქტს რუსეთსა და უკრაინას შორის.„ცეცხლის შეწყვეტის წინადადება დიდი ხნის წინ შეიძლებოდა, განხორციელებულიყო. ომის დროს ყოველი დღე ადამიანის სიცოცხლეს ნიშნავს. ამ დროისთვის, უკვე თითქმის ერთი კვირაა, რაც აბსოლუტურად ნათელი გახდა ყველასთვის მსოფლიოში, იმათთვისაც კი, ვინც ბოლო სამი წლის განმავლობაში უარს ამბობდა სიმართლის აღიარებაზე, რომ სწორედ პუტინი აგრძელებს და ახანგრძლივებს ამ ომს. უკვე ერთი კვირაა, რაც პუტინს არ შეუძლია, თქვას უბრალო „დიახ“ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებაზე პასუხად“, – აღნიშნა ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.ზელენსკის თქმით, ის ესაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გაცვალეს პოზიციები აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის დაგეგმილი სატელეფონო საუბრის წინ.

ბოლო სიახლეები